კონფლიქტები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აწევინებენ სიგარეტს მცირეწლოვან ბიჭუნას ოჯახის წევრები - ვიდეო, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა
როგორ აწევინებენ სიგარეტს მცირეწლოვან ბიჭუნას ოჯახის წევრები - ვიდეო, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

"ფე­ის­ბუქ­ზე" ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია, რო­გორ ეწე­ვა ოჯა­ხის წევ­რე­ბის თან­დას­წრე­ბით მცი­რე­წლო­ვა­ნი ბი­ჭუ­ნა. ამის უფ­ლე­ბას და სა­შუ­ა­ლე­ბას ბავ­შვს თა­ვი­სი­ვე მშობ­ლე­ბი აძ­ლე­ვენ, რომ­ლე­ბიც აქე­ზე­ბენ პა­ტა­რას საქ­ცი­ელს და სი­ხა­რუ­ლი­თა და ხუმ­რო­ბით ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ამ ფაქტს.

"რა­ფე­რი კაი ტი­პია, გა­და­უ­ღე"; "მიდი მო­წიე ძმა"; "შენ ხარ იმე­ნა ჯი­გა­რი ტიპი" - აქე­ზე­ბენ უფ­რო­სე­ბი არას­რულ­წლო­ვანს, რომ­ლის ასა­კიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა ის სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ წლამ­დე ასა­კის იქ­ნე­ბა. რო­გორც სა­უბ­რი­დან ირ­კვე­ვა, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბავ­შვის მშობ­ლე­ბი და დე­ი­დაც არი­ან.

იხი­ლეთ ვი­დეო: "სი­მონ, რატო მე­კა­ჩა­ვე­ბი" - მშობ­ლე­ბი მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს სი­გა­რეტს აწე­ვი­ნე­ბენ

ბავ­შვის სა­უბ­რის მა­ნე­რაც და მი­მი­კე­ბიც აგ­რე­სი­უ­ლია - "რა­ტომ მე­კა­ჩა­ვე­ბი? არ შე­გე­შა­ლოს არა­ფე­რი! გა­ი­გე?" - ამ­ბობს ბი­ჭუ­ნა, მის ამ რეპ­ლი­კებს კი უფ­რო­სე­ბი სი­ცი­ლით ხვდე­ბი­ან.

ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ნახა. კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლა­ვენ ნა­ნა­ხის გამო:

"ეს ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბაა!"; "სა­ზღვა­რი არ აქვს ქარ­თვე­ლე­ბის სი­სა­ზი­ზღრეს. მრცხვე­ნია ასე­თი ხალ­ხის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე რომ ვარ. და ვუ­თა­ნაგ­რძნობ ასეთ ხალ­ხს"; "აღ­ზრდის ამ მე­თოდს იყე­ნებს მამა სამ­წუ­ხა­როა და თან ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს ჰგო­ნია სა­ოც­რე­ბას დებს. ეს გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის ბრა­ლია და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა"; "კაი მამა ნას­ვა­მია და გა­მოს..და, დე­დას რა უხა­რია? გავა წლე­ბი და ტი­რი­ლად ექ­ცე­ვათ ყვე­ლა ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ბავ­შვი­სად­მი" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში და მშობ­ლე­ბის დას­ჯას ითხო­ვენ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის­თვის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს და­უ­კავ­შირ­და.

მცი­რე­წლოვ­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლი ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნად აფა­სებს. მისი თქმით ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი საკ­მა­ოდ მძი­მედ ირ­ღვე­ვა:

"ხდე­ბა არას­წრულ­წლოვ­ნის წა­ხა­ლი­სე­ბა, რომ თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბას მძი­მე ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს. რა თქმა უნდა, სი­გა­რე­ტი და ალ­კოჰო­ლი არას­რულ­წლო­ვან­თან სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო და აკ­რძა­ლუ­ლია. რო­გორც ჩანს სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხის წევ­რებს ან სხვა ზრდას­რულ პი­რებს არ გა­აჩ­ნი­ათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვის უფ­ლე­ბებს ძა­ლი­ან მძი­მე ფორ­მით არ­ღვე­ვენ და ამ დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ იმ­დე­ნად არ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, არც ის იცი­ან, ამას კა­ნო­ნით რა სან­ქცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არამ­ხო­ლოდ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბა­ზე უნდა გვქონ­დეს რე­ა­გი­რე­ბა, არა­მედ სო­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა ეს საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ის­წავ­ლოს. სამ­სა­ხუ­რი ამ ბავ­შვის ოჯა­ხის წევ­რებს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­უ­კავ­შირ­დეს, გა­ნუ­მარ­ტოს, რამ­დე­ნად მძი­მე დარ­ღვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. რო­დე­საც ასეთ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დე­ნენ ბავ­შვზე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა მოხ­დეს და მათ აუხ­სნან, რომ ეს არის და­უშ­ვე­ბე­ლი," - გან­მარ­ტავს არ­გა­ნაშ­ვი­ლი.

იუ­რის­ტის თქმით, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა­საც დიდი მნიშ­ვენ­ლო­ბა აქვს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ცნო­ბი­ე­რე­ბა აუ­მაღ­ლოს და ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის თე­მა­ზე გა­ნათ­ლე­ბა მი­ა­წო­დოს. რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ხდარ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლოს ჩარ­თუ­ლო­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ თუ გა­ე­როს ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ, ბავ­შვის­თვის ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო ოჯა­ხია, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, თვი­თონ ოჯა­ხის წევ­რებს მი­ე­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ უნდა და­იც­ვან არას­რულ­წლო­ვა­ნის უფ­ლე­ბე­ბი.

"სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არის გარ­კვე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სან­ქცი­ე­ბი გა­ტარ­დეს, მაგ­რამ სა­ერ­თოდ, მიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოჯა­ხე­ბის მხარ­და­ჭე­რა, თუ მათ არ იცოდ­ნენ, რომ ასე არ უნდა მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, მო­მა­ვალ­ში რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გა­ი­მე­ო­რონ და სა­ხელ­მწი­ფო უნდა ეხ­მა­რე­ბო­დეს მშო­ბელს, რომ მან ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი და­იც­ვას. მე ყო­ველ­თვის მშობ­ლის და ოჯა­ხის გაძ­ლი­ე­რე­ბის სტრა­ტე­გი­ას ვემ­ხრო­ბი, იმი­ტომ რომ ის რაც ხდე­ბა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ბრა­ლია. ვფიქ­რობ, რომ აქაც არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას­თან გვაქვს საქ­მე. მშობ­ლე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის მხრივ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ძა­ლი­ან პა­სი­უ­რია, რო­მელ­საც ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან ერ­თად აქვს" - გან­მარ­ტა ანა არ­გა­ნაშ­ვილ­მა.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­საც და­უ­კავ­შირ­და. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის ცენ­ტრის უფ­რო­სის, მაია გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბის მოხ­დე­ნას გეგ­მავს და ამის­თვის თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს და­უ­კავ­შირ­დე­ბა.

"ჩვენ ამ შემ­თხვე­ვის შეს­წავ­ლა უკვე და­ვი­წყეთ. ასე­თი ფაქ­ტე­ბი ბევ­რია და მშობ­ლე­ბი­სა და ზრდას­რუ­ლე­ბის ბავ­შვე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი ხა­ნია ვფიქ­რობთ, რომ გარ­კვე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ვი­წყოთ, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ტრე­ნინ­გე­ბის სე­რია, შეხ­ვედ­რე­ბი და ა.შ.

ამ კონ­კრე­ტულ ვი­დე­ო­ში იკ­ვე­თე­ბა ბავ­შვის ჭეშ­მა­რი­ტი ინ­ტე­რე­სე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა. ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბა და ამის­თვის ფი­ზი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად მის­მა კა­ნო­ნი­ერ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც და სა­ხელ­მწი­ფო­მაც უნდა იზ­რუ­ნონ. ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ფი­ზი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მოს შექ­მნი­სა და უფ­რო­სე­ბის მხრი­დან ბავ­შვზე ზრუნ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას­თან, ასე­ვე არის ბავ­შვის მი­მართ უხე­ში მო­პყრო­ბა და ძა­ლა­დო­ბა, რად­გან მისი ასა­კის­თვის სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იკ­ვე­თე­ბა, ჩანს ბავ­შვზე მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნა, მის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა, არას­წრულ­წლოვ­ნის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, რად­გან ამ ასაკ­ში ის სულ სხვა­ნა­ი­რად ერ­თო­ბა და უფ­როს­მა ამა­ში ხელი უნდა შე­უ­წყოს და ბავ­შვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო ქცე­ვე­ბი თავს არ უნდა მო­ახ­ვი­ოს. ასე­ვე ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლი არის ბავ­შვის დამ­ცი­რე­ბა და გა­სარ­თობ სუ­ბი­ექ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა," - გან­მარ­ტავს მაია გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის ბავ­შვე­ბის მი­მართ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა დიდ სირ­თუ­ლე­ებს წარ­მო­ად­გენს, რად­გან მათ­გან დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მო­დის, თუმ­ცა, მაია გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, ზრდას­რულ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა უნდა მოხ­დეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­ზე უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, ბავ­შვის ოჯა­ხის წევ­რებ­მა ვი­დეო "ფე­ის­ბუ­ქი­დან" წა­შა­ლეს".

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

როგორ აწევინებენ სიგარეტს მცირეწლოვან ბიჭუნას ოჯახის წევრები - ვიდეო, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

როგორ აწევინებენ სიგარეტს მცირეწლოვან ბიჭუნას ოჯახის წევრები - ვიდეო, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა

"ფეისბუქზე" ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ეწევა ოჯახის წევრების თანდასწრებით მცირეწლოვანი ბიჭუნა. ამის უფლებას და საშუალებას ბავშვს თავისივე მშობლები აძლევენ, რომლებიც აქეზებენ პატარას საქციელს და სიხარულითა და ხუმრობით ეხმაურებიან ამ ფაქტს.

"რაფერი კაი ტიპია, გადაუღე"; "მიდი მოწიე ძმა"; "შენ ხარ იმენა ჯიგარი ტიპი" - აქეზებენ უფროსები არასრულწლოვანს, რომლის ასაკიც იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა ის სავარაუდოდ, სამ წლამდე ასაკის იქნება. როგორც საუბრიდან ირკვევა, ოჯახის წევრებს შორის, სავარაუდოდ, ბავშვის მშობლები და დეიდაც არიან.

იხილეთ ვიდეო: "სიმონ, რატო მეკაჩავები" - მშობლები მცირეწლოვან ბავშვს სიგარეტს აწევინებენ

ბავშვის საუბრის მანერაც და მიმიკებიც აგრესიულია - "რატომ მეკაჩავები? არ შეგეშალოს არაფერი! გაიგე?" - ამბობს ბიჭუნა, მის ამ რეპლიკებს კი უფროსები სიცილით ხვდებიან.

ვიდეო სოციალურ ქსელში უკვე ათასობით ადამიანმა ნახა. კომენტარების ავტორები აღშფოთებას ვერ მალავენ ნანახის გამო:

"ეს ბავშვზე ძალადობაა!"; "საზღვარი არ აქვს ქართველების სისაზიზღრეს. მრცხვენია ასეთი ხალხის თანამემამულე რომ ვარ. და ვუთანაგრძნობ ასეთ ხალხს"; "აღზრდის ამ მეთოდს იყენებს მამა სამწუხაროა და თან ვიდეოს ავრცელებს ჰგონია საოცრებას დებს. ეს გაუნათლებლობის ბრალია და ძალიან სამწუხაროა"; "კაი მამა ნასვამია და გამოს..და, დედას რა უხარია? გავა წლები და ტირილად ექცევათ ყველა ასეთი საქციელი ბავშვისადმი" - წერენ სოციალურ ქსელში ვიდეოს კომენტარებში და მშობლების დასჯას ითხოვენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, AMBEBI.GE კომენტარისთვის უფლებადამცველებს დაუკავშირდა.

მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი ბავშვის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობისთვის ზიანის მომტანად აფასებს. მისი თქმით ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვის უფლებები საკმაოდ მძიმედ ირღვევა:

"ხდება არასწრულწლოვნის წახალისება, რომ თავის ჯანმრთელობას მძიმე ზიანი მიაყენოს. რა თქმა უნდა, სიგარეტი და ალკოჰოლი არასრულწლოვანთან სრულიად შეუსაბამო და აკრძალულია. როგორც ჩანს სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს ან სხვა ზრდასრულ პირებს არ გააჩნიათ ინფორმაცია, რომ ბავშვის უფლებებს ძალიან მძიმე ფორმით არღვევენ და ამ დარღვევის შესახებ იმდენად არ არიან ინფორმირებულები, არც ის იციან, ამას კანონით რა სანქციები შეიძლება მოჰყვეს.

მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ვიდეოს გავრცელებაზე უნდა გვქონდეს რეაგირება, არამედ სოციალურმა სამსახურმა ეს საქმე აუცილებლად უნდა შეისწავლოს. სამსახური ამ ბავშვის ოჯახის წევრებს აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს, განუმარტოს, რამდენად მძიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც ასეთ ზემოქმედებას ახდენენ ბავშვზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლების ინფორმირება მოხდეს და მათ აუხსნან, რომ ეს არის დაუშვებელი," - განმარტავს არგანაშვილი.

იურისტის თქმით, ასეთ შემთხვევებში სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობასაც დიდი მნიშვენლობა აქვს, რომ მოსახლეობას ცნობიერება აუმაღლოს და ბავშვთა უფლებების თემაზე განათლება მიაწოდოს. რაც შეეხება მომხდარზე რეაგირების მექანიზმებს, ამ შემთხვევაში სასამართლოს ჩართულობაც შესაძლებელია, მაგრამ თუ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით ვიხელმძღვანელებთ, ბავშვისთვის ყველაზე კომფორტული გარემო ოჯახია, ამიტომ უმჯობესია, თვითონ ოჯახის წევრებს მიეწოდოთ ინფორმაცია, როგორ უნდა დაიცვან არასრულწლოვანის უფლებები.

"საქართველოს კანონმდებლობით არის გარკვეული შესაძლებლობა, რომ სანქციები გატარდეს, მაგრამ საერთოდ, მიშვნელოვანია ოჯახების მხარდაჭერა, თუ მათ არ იცოდნენ, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ, მომავალში რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გაიმეორონ და სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს მშობელს, რომ მან ბავშვის უფლებები დაიცვას. მე ყოველთვის მშობლის და ოჯახის გაძლიერების სტრატეგიას ვემხრობი, იმიტომ რომ ის რაც ხდება, ხშირ შემთხვევაში, არაინფორმირებულობის ბრალია. ვფიქრობ, რომ აქაც არაინფორმირებულობასთან გვაქვს საქმე. მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდების მხრივ სოციალური მომსახურების სააგენტო ძალიან პასიურია, რომელსაც ამის ვალდებულება სახალხო დამცველთან ერთად აქვს" - განმარტა ანა არგანაშვილმა.

გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით AMBEBI.GE სახალხო დამცველის აპარატსაც დაუკავშირდა. სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის უფროსის, მაია გედევანიშვილის თქმით, სახალხო დამცველი ფაქტზე რეაგირების მოხდენას გეგმავს და ამისთვის თავდაპირველად სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდება.

"ჩვენ ამ შემთხვევის შესწავლა უკვე დავიწყეთ. ასეთი ფაქტები ბევრია და მშობლებისა და ზრდასრულების ბავშვებისადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით დიდი ხანია ვფიქრობთ, რომ გარკვეული საქმიანობა დავიწყოთ, ეს შეიძლება იყოს ტრენინგების სერია, შეხვედრები და ა.შ.

ამ კონკრეტულ ვიდეოში იკვეთება ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფა. ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა ბავშვის განვითარების უფლება და ამისთვის ფიზიკური და სოციალური გარემოს შესაქმნელად მისმა კანონიერმა წარმომადგენლებმაც და სახელმწიფომაც უნდა იზრუნონ. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო ფიზიკური და სოციალური გარემოს შექმნისა და უფროსების მხრიდან ბავშვზე ზრუნვის ვალდებულების უგულებელყოფასთან, ასევე არის ბავშვის მიმართ უხეში მოპყრობა და ძალადობა, რადგან მისი ასაკისთვის სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება იკვეთება, ჩანს ბავშვზე მავნე ზეგავლენა, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, არასწრულწლოვნის ინდივიდუალობის უგულებელყოფა, რადგან ამ ასაკში ის სულ სხვანაირად ერთობა და უფროსმა ამაში ხელი უნდა შეუწყოს და ბავშვის განვითარებისთვის საზიანო ქცევები თავს არ უნდა მოახვიოს. ასევე ვიდეოში ასახული არის ბავშვის დამცირება და გასართობ სუბიექტად გამოყენება," - განმარტავს მაია გედევანიშვილი.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თქმით, ზრდასრულებისთვის ბავშვების მიმართ ასეთი დამოკიდებულების შესაცვლელად ინფორმაციის მიწოდება დიდ სირთულეებს წარმოადგენს, რადგან მათგან დიდი წინააღმდეგობა მოდის, თუმცა, მაია გედევანიშვილი მიიჩნევს, რომ თავდაპირველად, ზრდასრულთა ცნობიერების ამაღლება უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ვიდეოზე უარყოფითი კომენტარების გაჩენის შემდეგ, ბავშვის ოჯახის წევრებმა ვიდეო "ფეისბუქიდან" წაშალეს".

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს