კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში "კომენდანტის საათის" შემოიღებენ - "ვინ გააკონტროლებს ჩვენ შვილებს, ნარკომანი და კორუმპირებული მილიცია?!"
 აფხაზეთში "კომენდანტის საათის" შემოიღებენ - "ვინ გააკონტროლებს ჩვენ შვილებს, ნარკომანი და კორუმპირებული მილიცია?!"

აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­გი­ონ­ში კრი­მი­ნა­ლის შე­სამ­ცი­რებ­ლად და სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის შე­მო­ღე­ბას აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ "პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე" იმ­სჯე­ლეს, სა­დაც "დე­პუ­ტა­ტებ­მა" გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­ის­მი­ნეს - და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, ღა­მის სა­ა­თებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, 11 სა­ა­თის შე­დეგ, არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" და­ა­წე­სონ. თუმ­ცა, დრო, ჯერ­ჯე­რო­ბით და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის...

რო­გორც აფხა­ზე­თის ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის უფ­რო­სი თა­ნა­შემ­წე, არას­რულ­წლოვ­ნებ­სა და მო­ზარ­დებ­ში კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში, ლა­რი­სა წუ­ლუ­კია აცხა­დებს, "ასე­თი კა­ნო­ნი, პირ­ველ რიგ­ში არას­რულ­წლოვ­ნებს შო­რის, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შემ­ცი­რე­ბას და მათ უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოს. მი­სი­ვე თქმით, და­ნა­შა­უ­ლე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, რო­მელ­საც არას­წრულ­წლოვ­ნე­ბი ჩა­დი­ან, სწო­რედ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ხდე­ბა ...

აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ბის აზ­რით, მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა "ქვე­ყა­ნა­ში" არ­სე­ბულ მძი­მე ფონ­ზე. მათი მი­აჩ­ნი­ათ, რომ თუ მო­ზარ­დე­ბი სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლას მო­ე­რი­დე­ბი­ან, მშობ­ლე­ბი მათ კონ­ტროლს უფრო მე­ტად შეძ­ლე­ბენ... ამას­თან, ამ აკ­რძალ­ვის შემ­დეგ, მო­ზარ­დე­ბი სახ­ლში დრო­უ­ლად მივ­ლენ... თუმ­ცა, სხვე­ბის თქმით, ეს უკუ­შე­დეგს გა­მო­ი­ღებს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ აკ­რძა­ლუ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სი უფრო დი­დია და კი­დევ, - აფხა­ზეთ­ში მხო­ლოდ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არ ქურ­დო­ბენ და ყა­ჩა­ღო­ბენ, ეს "პრო­ფე­სია" წლე­ბია უკვე სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად აით­ვი­სეს..."

მი­რან­და:

- მე­ზო­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა რე­ფორ­მა­ტო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა... იქ თა­ო­ბას მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას აჩ­ვე­ვენ, რომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი თა­ო­ბა გა­ი­ზარ­დოს... ხომ შე­იძ­ლე­ბა, კარ­გი რამე გად­მო­ვი­ღოთ მათ­გან, ეს მა­ინც არ არის შორს და ვხე­დავთ, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ისი­ნი...

იდა სა­ბე­კია:

- ბავ­შვე­ბი მშობ­ლე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იქ­ნე­ბი­ან. ამი­ტო­მაც, ჩემ­თვის ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა სრუ­ლე­ბით მი­სა­ღე­ბია... შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მა ამით ვერ მოგ­ვარ­დეს, თუმ­ცა, პრე­ვენ­ცია მა­ინც მოხ­დე­ბა, - მათ ეცო­დი­ნე­ბათ, რომ გა­რეთ გვი­ან თუ იქ­ნე­ბი­ან, ამით კა­ნონს და­არ­ღვე­ვენ და უფრო მო­ე­რი­დე­ბათ. თუმ­ცა, ამან რა­ღაც მკაც­რი სახე არ უნდა მი­ი­ღოს, - მათ არ უნდა იფიქ­რონ, რომ არ ვენ­დო­ბით...

სე­ნა­რი:

- ეს ე.წ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ შე­ა­ჩე­რებს და­ნა­შა­უ­ლის ნა­კადს. კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც რა­ღა­ცას კრძა­ლავს, არ ნიშ­ნავს, რომ და­ნა­შა­უ­ლის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას შე­ა­ფერ­ხებს. ბავ­შვებს და­ლე­ვა­სა და მო­წე­ვა­საც ვუკ­რძა­ლავთ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ამის გა­კე­თე­ბას შე­წყვე­ტენ... ნარ­კო­ტი­კიც აკ­რძა­ლუ­ლია, კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა, მაგ­რამ რამ­დე­ნი ნარ­კო­მა­ნი გვყავს?.. აკ­რძალ­ვამ შე­ამ­ცი­რა მათი რა­ო­დე­ნო­ბა?.. ასე რომ, იმ აზ­რამ­დე მივ­დი­ვარ, რომ ამ ინი­ა­ცი­ტი­ვას არა­ვი­თა­რი აზრი არ აქვს. ბავ­შვებს სახ­ლი­დან გა­მოს­ვლა კი არ უნდა აუკ­რძა­ლონ, სხვა რა­მით უნდა და­ა­ინ­ტე­რე­სონ, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის სურ­ვი­ლი არ გა­უჩ­ნდეთ... ვინ ზრუ­ნავს ამა­ზე? ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, რამ­დე­ნი სტა­დი­ო­ნია აფხა­ზეთ­ში? სპორ­ტულ კომ­პლექ­სებ­ზე სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტია...

მა­რია:

- ესეც ჩვე­ნი და­ლა­გე­ბუ­ლი და "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი აფხა­ზე­თი". საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ვბრუნ­დე­ბით?.. 90-იან წლებ­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში "ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა" იწყე­ბო­და, მა­შინ და­ა­წე­სა იქა­ურ­მა ცე­კამ და ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­შიც გა­და­ი­ზარ­და, კი ვნა­ხეთ... სა­მო­ქა­ლა­ქო ომი გვინ­და?.. რის მიღ­წე­ვას ვცდი­ლობთ?.. რო­გორ იქ­ნე­ბა ეს გან­სა­ზღვრუ­ლი, ვინ გა­ა­კონ­ტრო­ლებს მათ, ჩვე­ნი ნარ­კო­მა­ნი და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მი­ლი­ცია, რო­მელ­საც ერთ ნა­ბიჯ­ზეც არ ვენ­დო­ბით?.. და ვის­თვის იქ­ნე­ბა ამ კა­ნო­ნის შეს­რუ­ლე­ბა, "ბო­ბო­ლე­ბის" შვი­ლე­ბის­თვი­საც? ამის სჯე­რა ვინ­მეს?.. რას უზა­მენ ამ ბავ­შვებს და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს­ვრი­ან?.. ქუ­ჩა­ში დახ­ვრე­ტენ?.. შე­დეგ­ზე გვი­ფიქ­რია?.. ზა­ფხულ­ში, 11 სა­ა­თის შემ­დეგ გა­მო­დი­ან ქუ­ჩა­ში და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სარ­და­ფებ­ში უნდა გა­დავ­მა­ლოთ?.. სად, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მი­აღ­წი­ეს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას, გან­ვი­თა­რე­ბას... ახალ­გაზ­რდე­ბი კი არ უნდა ჩა­კე­ტო, გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მის­ცე...

ახრა:

- ახალ­გაზ­რდე­ბი აბუნტდე­ბი­ან. ამა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მინ­და და­ვარ­წმუ­ნო, რომ ეს უა­რესს შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. ასე­თი რამ აფხა­ზეთ­ში არას­დროს ყო­ფი­ლა და იმე­დი მაქვს, არც იქ­ნე­ბა... რა­ტომ იპა­რა­ვენ და ძა­ლა­დო­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი, იმი­ტომ, რომ ფული არ აქვთ. ბა­რემ პირ­და­პირ და­ა­პა­ტიმ­რონ ან და­ხო­ცონ, - არ არის ადა­მი­ა­ნი, არ არის პრობ­ლე­მა..

ვე­რის­ტა ბრე­ნე­რი:

- არა­ფე­რი ბუნ­ტი არ იქ­ნე­ბა, რად­გან ეს კა­ნო­ნიც ქა­ღალ­დზე დარ­ჩე­ბა, ისე, რო­გორც აქამ­დე სხვა და­ნარ­ჩე­ნი... საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­საც იყო კა­ნო­ნი, მაგ­რამ აფხა­ზეთ­ში არ მუ­შა­ობ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

აფხაზეთში "კომენდანტის საათის" შემოიღებენ - "ვინ გააკონტროლებს ჩვენ შვილებს, ნარკომანი და კორუმპირებული მილიცია?!"

 აფხაზეთში "კომენდანტის საათის" შემოიღებენ - "ვინ გააკონტროლებს ჩვენ შვილებს, ნარკომანი და კორუმპირებული მილიცია?!"

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება რეგიონში კრიმინალის შესამცირებლად და სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად, კომენდანტის საათის შემოღებას აპირებს. ამის შესახებ "პარლამენტის სხდომაზე" იმსჯელეს, სადაც "დეპუტატებმა" გენპროკურატურის ინიციატივა მოისმინეს - დანაშაულების შესამცირებლად, ღამის საათებში, სავარაუდოდ, 11 საათის შედეგ, არასრულწლოვნებისთვის "კომენდანტის საათი" დააწესონ. თუმცა, დრო, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის...

როგორც აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის უფროსი თანაშემწე, არასრულწლოვნებსა და მოზარდებში კანონის აღსრულების საკითხებში, ლარისა წულუკია აცხადებს, "ასეთი კანონი, პირველ რიგში არასრულწლოვნებს შორის, სამართალდარღვევის შემცირებას და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოს. მისივე თქმით, დანაშაულების უმეტესი ნაწილი, რომელსაც არასწრულწლოვნები ჩადიან, სწორედ საღამოს საათებში ხდება ...

აფხაზური საზოგადობის აზრით, მსგავსი ინიციატივა დადებითად აისახება "ქვეყანაში" არსებულ მძიმე ფონზე. მათი მიაჩნიათ, რომ თუ მოზარდები საღამოს საათებში ქუჩაში გამოსვლას მოერიდებიან, მშობლები მათ კონტროლს უფრო მეტად შეძლებენ... ამასთან, ამ აკრძალვის შემდეგ, მოზარდები სახლში დროულად მივლენ... თუმცა, სხვების თქმით, ეს უკუშედეგს გამოიღებს, თუნდაც იმიტომ, რომ აკრძალულის მიმართ ინტერესი უფრო დიდია და კიდევ, - აფხაზეთში მხოლოდ არასრულწლოვნები არ ქურდობენ და ყაჩაღობენ, ეს "პროფესია" წლებია უკვე სხვადასხვა თაობის ადამიანებმა შესანიშნავად აითვისეს..."

მირანდა:

- მეზობელ საქართველოში, ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებას მოჰყვა რეფორმატორი ხელისუფლების შეცვლა... იქ თაობას მეტ თავისუფლებას აჩვევენ, რომ სრულფასოვანი თაობა გაიზარდოს... ხომ შეიძლება, კარგი რამე გადმოვიღოთ მათგან, ეს მაინც არ არის შორს და ვხედავთ, როგორ ცხოვრობენ ისინი...

იდა საბეკია:

- ბავშვები მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ამიტომაც, ჩემთვის ეს ინიციატივა სრულებით მისაღებია... შესაძლოა, პრობლემა ამით ვერ მოგვარდეს, თუმცა, პრევენცია მაინც მოხდება, - მათ ეცოდინებათ, რომ გარეთ გვიან თუ იქნებიან, ამით კანონს დაარღვევენ და უფრო მოერიდებათ. თუმცა, ამან რაღაც მკაცრი სახე არ უნდა მიიღოს, - მათ არ უნდა იფიქრონ, რომ არ ვენდობით...

სენარი:

- ეს ე.წ. ინიციატივა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს დანაშაულის ნაკადს. კანონი, რომელიც რაღაცას კრძალავს, არ ნიშნავს, რომ დანაშაულის შემდგომ განვითარებას შეაფერხებს. ბავშვებს დალევასა და მოწევასაც ვუკრძალავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამის გაკეთებას შეწყვეტენ... ნარკოტიკიც აკრძალულია, კანონით ისჯება, მაგრამ რამდენი ნარკომანი გვყავს?.. აკრძალვამ შეამცირა მათი რაოდენობა?.. ასე რომ, იმ აზრამდე მივდივარ, რომ ამ ინიაციტივას არავითარი აზრი არ აქვს. ბავშვებს სახლიდან გამოსვლა კი არ უნდა აუკრძალონ, სხვა რამით უნდა დააინტერესონ, რომ დანაშაულის ჩადენის სურვილი არ გაუჩნდეთ... ვინ ზრუნავს ამაზე? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენი სტადიონია აფხაზეთში? სპორტულ კომპლექსებზე საუბარიც ზედმეტია...

მარია:

- ესეც ჩვენი დალაგებული და "დემოკრატიული აფხაზეთი". საბჭოთა კავშირში ვბრუნდებით?.. 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში "ეროვნული მოძრაობა" იწყებოდა, მაშინ დააწესა იქაურმა ცეკამ და ეს ყველაფერი რაშიც გადაიზარდა, კი ვნახეთ... სამოქალაქო ომი გვინდა?.. რის მიღწევას ვცდილობთ?.. როგორ იქნება ეს განსაზღვრული, ვინ გააკონტროლებს მათ, ჩვენი ნარკომანი და კორუმპირებული მილიცია, რომელსაც ერთ ნაბიჯზეც არ ვენდობით?.. და ვისთვის იქნება ამ კანონის შესრულება, "ბობოლების" შვილებისთვისაც? ამის სჯერა ვინმეს?.. რას უზამენ ამ ბავშვებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ესვრიან?.. ქუჩაში დახვრეტენ?.. შედეგზე გვიფიქრია?.. ზაფხულში, 11 საათის შემდეგ გამოდიან ქუჩაში და ჩვენი შვილები სარდაფებში უნდა გადავმალოთ?.. სად, რომელ ქვეყანაში მიაღწიეს ნორმალურ ცხოვრებას, განვითარებას... ახალგაზრდები კი არ უნდა ჩაკეტო, განვითარების საშუალება უნდა მისცე...

ახრა:

- ახალგაზრდები აბუნტდებიან. ამაში ხელისუფლება მინდა დავარწმუნო, რომ ეს უარესს შედეგს გამოიღებს. ასეთი რამ აფხაზეთში არასდროს ყოფილა და იმედი მაქვს, არც იქნება... რატომ იპარავენ და ძალადობენ ახალგაზრდები, იმიტომ, რომ ფული არ აქვთ. ბარემ პირდაპირ დააპატიმრონ ან დახოცონ, - არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა..

ვერისტა ბრენერი:

- არაფერი ბუნტი არ იქნება, რადგან ეს კანონიც ქაღალდზე დარჩება, ისე, როგორც აქამდე სხვა დანარჩენი... საბჭოთა კავშირის დროსაც იყო კანონი, მაგრამ აფხაზეთში არ მუშაობდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?