კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული პირი შსს-ს თანამშრომელი იყო
მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული პირი შსს-ს თანამშრომელი იყო

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თენ­გიზ კა­ლან­დია, რო­მე­ლიც 51-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, სა­მი­ნის­ტროს კად­რე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ამ­ჟა­მად კი ის სა­მი­ნის­ტრო­დან და­თხოვ­ნი­ლია. ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, კა­ლან­დი­ას­თვის ასე­ვე, მისი შვი­ლე­ბის - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 2001 წელს და­ბა­დე­ბულ­მა, არას­რულ­წლო­ვან­მა გ.ჯ.-მ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, თენ­გიზ კა­ლან­დია და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის და­ა­კა­ვეს.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლან­დი­ას შვი­ლებს, ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე მათ მი­მართ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე დღეს სულ სამი პირი და­ა­კა­ვა. თენ­გიზ კა­ლან­დი­ას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გ.შ. და ზ.წ.

"გა­მო­ძი­ე­ბამ, და­ად­გი­ნა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა - გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შე­უ­წყეს არას­რულ­წლო­ვა­ნი გ.ჯ.-ს მი­მალ­ვას. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გ.შ. და ზ.წ. და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 51-ე სკო­ლის ორი მოს­წავ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის ორი მოს­წავ­ლეა ბრალ­დე­ბუ­ლი, რომ­ლი­და­ნაც ერთი პო­ლი­ცი­ამ 2 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვა, მე­ო­რე კი პო­ლი­ცი­ას დღეს ჩა­ბარ­და. ორი­ვე ბრალ­დე­ბულს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დღეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული პირი შსს-ს თანამშრომელი იყო

მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებული პირი შსს-ს თანამშრომელი იყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თენგიზ კალანდია, რომელიც 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, სამინისტროს კადრების განკარგულებაში იყო გადაყვანილი, ამჟამად კი ის სამინისტროდან დათხოვნილია. ამის შესახებ Ambebi.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

გამოძიების ვერსიით, კალანდიასთვის ასევე, მისი შვილების - ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა. შესაბამისად, თენგიზ კალანდია დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს.

რაც შეეხება კალანდიას შვილებს, ლ.კ.-ს და მ.კ.-ს, სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს სულ სამი პირი დააკავა. თენგიზ კალანდიასთან ერთად დაკავებულები არიან მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ.

"გამოძიებამ, დაადგინა, რომ მოქალაქეებმა - გ.შ-მ და ზ.წ.-მ ხელი შეუწყეს არასრულწლოვანი გ.ჯ.-ს მიმალვას. შესაბამისად, მოქალაქეები გ.შ. და ზ.წ. დაკავებული არიან დანაშაულის დაფარვისთვის" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი პოლიციამ 2 დეკემბერს დააკავა, მეორე კი პოლიციას დღეს ჩაბარდა. ორივე ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ