სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა უმკურნალოთ კუჭის წყლულს - გასტროენტეროლოგი გირჩევთ
როგორ უნდა უმკურნალოთ კუჭის წყლულს - გასტროენტეროლოგი გირჩევთ

წყლუ­ლი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა (თუ არ ჩავ­თვლით მწვა­ვე ნაწ­ლა­ვურ ინ­ფექ­ცი­ებს და ისე­თი შხა­მით მო­წამ­ვლას, რო­მელ­საც კუჭ-ნაწ­ლავ­ში წყლუ­ლის წარ­მოქ­მნა შე­უძ­ლია), რო­მე­ლიც ლორ­წო­ვან გარსზე წყლუ­ლო­ვა­ნი დე­ფექ­ტე­ბის წარ­მო­შო­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

კუ­ჭი­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა უმე­ტე­სად შე­და­რე­ბით აქ­ტი­ურ, შე­მოქ­მე­დე­ბით ასაკ­ში ვი­თარ­დე­ბა და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის დრო­ე­ბით ან მყარ დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს. იმის შე­სა­ხებ, რას წარ­მო­ად­გენს წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა და რო­გორ მკურ­ნა­ლო­ბენ მას დღეს, გვე­სა­უბ­რე­ბა სამ­კურ­ნა­ლო-დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრის "ჯან­მრთე­ლო­ბის სახ­ლის" ექი­მი, ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ-გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ირაკ­ლი ხმა­ლა­ძე.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, რა არის წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა და რამ­დე­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ის დღეს?

- კუჭ-ნაწ­ლა­ვის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის - კუ­ჭი­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის სიხ­ში­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის იქ­ცევ­და სპე­ცი­ა­ლის­ტთა ყუ­რა­დღე­ბას, რად­გან მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ში სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად დიდ როლს ას­რუ­ლებ­და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი და კვე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბიც. ბოლო ხანს თვალ­ნათ­ლივ შე­იმ­ჩნე­ვა არა­სა­სურ­ვე­ლი ტენ­დენ­ცია - აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­თო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა ახალ­გაზ­რდა და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბავ­შვო­ბის ასაკ­შიც კი, რაც წი­ნათ დიდ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენ­და.

ჩემი აზ­რით, ეს ისევ და ისევ ცხოვ­რე­ბის არას­წორ რე­ჟიმ­სა და კვე­ბას უნდა მი­ვა­წე­როთ. ტერ­მი­ნი "კუ­ჭი­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა" რუ­სუ­ლე­ნო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მისი სი­ნო­ნი­მი გახ­ლავთ ცნე­ბა "პეპ­ტი­უ­რი წყლუ­ლი", რო­მე­ლიც კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბა­თა იმ ჯგუფს გუ­ლის­ხმობს, რო­მელ­საც ლორ­წო­ვან გარსში დესტრუქ­ცი­უ­ლი კე­რე­ბის წარ­მოქ­მნა ახა­სი­ა­თებს. წყლუ­ლის დი­ა­მეტ­რი ვა­რი­რებს - 5მმ-დან ზე­ვით. პეპ­ტი­უ­რი წყლუ­ლი უმე­ტე­სად კუ­ჭ­სა და თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის პრო­ქ­სი­მულ ნა­წილ­ში წარ­მო­ი­შო­ბა, შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად - საყ­ლა­პა­ვის დის­ტა­ლურ ნა­წილ­სა და წვრილ ნაწ­ლავ­ში. ის აქვს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 5%-ს. თორ­მეტ­გო­ჯა ნაწ­ლა­ვის წყლუ­ლი კუ­ჭის წყლულ­ზე ხში­რია და უფრო ახალ­გაზ­რდა ასაკ­შიც გვხვდე­ბა. 20-დან 50 წლამ­დე ასაკ­ში მა­მა­კა­ცებს ეს და­ა­ვა­დე­ბა ქა­ლებ­ზე ხში­რად ემარ­თე­ბათ, მაგ­რამ მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ სხვა­ო­ბა მცირ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ქრო­ნი­კუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ხში­რი რე­ცი­დი­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც, წე­სი­სა­მებრ, ადრე გა­ზა­ფხულ­სა და გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე ვლინ­დე­ბა.

- რა გან­სხვა­ვე­ბაა ერო­ზი­ა­სა და წყლულს შო­რის?

- წყლუ­ლი ლორ­წო­ვა­ნის გა­ცი­ლე­ბით ღრმა დე­ფექ­ტია და კუნ­თო­ვან შრემ­დე ვრცელ­დე­ბა. ერო­ზია ხში­რად წყლუ­ლის წი­ნა­მორ­ბედ სტა­დი­ას და პა­ცი­ენ­ტის­თვის ერ­თგვარ გაფრ­თხი­ლე­ბა­საც წარ­მო­ად­გენს.

- რა შე­იძ­ლე­ბა იყოს წყლუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბი?

- ბოლო დრომ­დე პეპ­ტი­ურ წყლულს მულ­ტი­ფაქ­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ, რო­მე­ლიც კუ­ჭის ლორ­წო­ვა­ნის დამ­ცა­ვი უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბის ფონ­ზე მჟა­ვა­სა და პეპ­სი­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბო­და. ით­ვლე­ბო­და, რომ ერთხელ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პეპ­ტი­უ­რი წყლუ­ლი პა­ცი­ენტს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გაჰ­ყვე­ბო­და და პე­რი­ო­დუ­ლად მწვავ­დე­ბო­და. სა­დღე­ი­სოდ ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა რამ­დე­ნად­მე შე­იც­ვა­ლა. თა­ნა­მედ­რო­ვე გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გია პეპ­ტი­უ­რი წყლუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გა­დამ­წყვეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას Hელ­ყცო­ბა­ცტერ პყლო­რი-სა და მე­დი­კა­მენ­ტურ (უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა - ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არას­ტე­რო­ი­დუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის) ფაქ­ტორს ანი­ჭებს. ერთ-ერთი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია თამ­ბა­ქოს წე­ვის მავ­ნე ჩვე­ვა. თამ­ბა­ქო პანკრე­ას­ზე მოქ­მე­დებს, რის შე­დე­გა­დაც ბი­კარ­ბო­ნა­ტე­ბის სეკ­რე­ცია ანუ ზედ­მე­ტი მჟა­ვას ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცია სრულ­ფა­სოვ­ნად ვე­ღარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რიგ შემ­თხვე­ვა­ში პეპ­ტი­უ­რი წყლუ­ლის მი­ზე­ზად კუ­ჭის წვე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სეკ­რე­ცია გვევ­ლი­ნე­ბა. ცხა­დია, არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ცე­ნე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც, კერ­ძოდ:

  • სხვა­დას­ხვა მუ­კოტ­რო­პუ­ლი (ლორ­წო­ვა­ნის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი) ვირუ­სით (ჰერ­პეს­ვირუ­სე­ბი, ცი­ტო­მე­გა­ლო­ვირუ­სი) ლორ­წო­ვა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბა;
  • ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი;
  • კვე­ბის არას­წო­რი რე­ჟი­მი და რა­ცი­ო­ნი;
  • გე­ნე­ტი­კუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბა (ძა­ლი­ან ხში­რია მშობ­ლის­გან შვი­ლის­თვის კუ­ჭის მო­მა­ტე­ბუ­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბის გა­და­ცე­მა) გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორ უნდა უმკურნალოთ კუჭის წყლულს - გასტროენტეროლოგი გირჩევთ

როგორ უნდა უმკურნალოთ კუჭის წყლულს - გასტროენტეროლოგი გირჩევთ

წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა (თუ არ ჩავთვლით მწვავე ნაწლავურ ინფექციებს და ისეთი შხამით მოწამვლას, რომელსაც კუჭ-ნაწლავში წყლულის წარმოქმნა შეუძლია), რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება უმეტესად შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით ან მყარ დაქვეითებას იწვევს. იმის შესახებ, რას წარმოადგენს წყლულოვანი დაავადება და როგორ მკურნალობენ მას დღეს, გვესაუბრება სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის "ჯანმრთელობის სახლის" ექიმი, ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძე.

- ბატონო ირაკლი, რა არის წყლულოვანი დაავადება და რამდენად გავრცელებულია ის დღეს?

- კუჭ-ნაწლავის დაავადებების, მათ შორის - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სიხშირე საქართველოში ყოველთვის იქცევდა სპეციალისტთა ყურადღებას, რადგან მათ განვითარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად დიდ როლს ასრულებდა ჩვენი ცხოვრების წესი და კვების თავისებურებებიც. ბოლო ხანს თვალნათლივ შეიმჩნევა არასასურველი ტენდენცია - აღნიშნული პათოლოგიის განვითარება ახალგაზრდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვობის ასაკშიც კი, რაც წინათ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.

ჩემი აზრით, ეს ისევ და ისევ ცხოვრების არასწორ რეჟიმსა და კვებას უნდა მივაწეროთ. ტერმინი "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება" რუსულენოვან ლიტერატურაში გამოიყენება. ინგლისურენოვან ლიტერატურაში მისი სინონიმი გახლავთ ცნება "პეპტიური წყლული", რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა იმ ჯგუფს გულისხმობს, რომელსაც ლორწოვან გარსში დესტრუქციული კერების წარმოქმნა ახასიათებს. წყლულის დიამეტრი ვარირებს - 5მმ-დან ზევით. პეპტიური წყლული უმეტესად კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმულ ნაწილში წარმოიშობა, შედარებით იშვიათად - საყლაპავის დისტალურ ნაწილსა და წვრილ ნაწლავში. ის აქვს მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული კუჭის წყლულზე ხშირია და უფრო ახალგაზრდა ასაკშიც გვხვდება. 20-დან 50 წლამდე ასაკში მამაკაცებს ეს დაავადება ქალებზე ხშირად ემართებათ, მაგრამ მენოპაუზის შემდეგ სხვაობა მცირდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია ქრონიკული მიმდინარეობა ხშირი რეციდივებით, რომლებიც, წესისამებრ, ადრე გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე ვლინდება.

- რა განსხვავებაა ეროზიასა და წყლულს შორის?

- წყლული ლორწოვანის გაცილებით ღრმა დეფექტია და კუნთოვან შრემდე ვრცელდება. ეროზია ხშირად წყლულის წინამორბედ სტადიას და პაციენტისთვის ერთგვარ გაფრთხილებასაც წარმოადგენს.

- რა შეიძლება იყოს წყლულის განვითარების მიზეზები?

- ბოლო დრომდე პეპტიურ წყლულს მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნევდნენ, რომელიც კუჭის ლორწოვანის დამცავი უნარის დაქვეითების ფონზე მჟავასა და პეპსინის ზემოქმედების შედეგად ვითარდებოდა. ითვლებოდა, რომ ერთხელ განვითარებული პეპტიური წყლული პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებოდა და პერიოდულად მწვავდებოდა. სადღეისოდ ეს შეხედულება რამდენადმე შეიცვალა. თანამედროვე გასტროენტეროლოგია პეპტიური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას Hელყცობაცტერ პყლორი-სა და მედიკამენტურ (უწინარეს ყოვლისა - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მკურნალობის) ფაქტორს ანიჭებს. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა. თამბაქო პანკრეასზე მოქმედებს, რის შედეგადაც ბიკარბონატების სეკრეცია ანუ ზედმეტი მჟავას ნეიტრალიზაცია სრულფასოვნად ვეღარ ხორციელდება. რიგ შემთხვევაში პეპტიური წყლულის მიზეზად კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია გვევლინება. ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ დაავადების აღმოცენების ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ:

  • სხვადასხვა მუკოტროპული (ლორწოვანის დამაზიანებელი) ვირუსით (ჰერპესვირუსები, ციტომეგალოვირუსი) ლორწოვანის ინფიცირება;
  • ფსიქოლოგიური სტრესი;
  • კვების არასწორი რეჟიმი და რაციონი;
  • გენეტიკური მიდრეკილება (ძალიან ხშირია მშობლისგან შვილისთვის კუჭის მომატებული მჟავიანობისადმი მიდრეკილების გადაცემა) განაგრძეთ კითხვა