მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”მაკულიტერატურა” უკვე რეგიონებში - მიიღე წიგნი ძველი ფურცლების სანაცვლოდ
”მაკულიტერატურა” უკვე რეგიონებში - მიიღე წიგნი ძველი ფურცლების სანაცვლოდ

"აქ­ციე მა­კუ­ლა­ტუ­რა წიგ­ნე­ბად" - ასე­თია "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ერთ-ერთი პრო­ექ­ტის სლო­გა­ნი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ძვე­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ უახ­ლე­სი გა­მო­ცე­მე­ბის, კლა­სი­კი­სა თუ ბესტსე­ლე­რე­ბის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. პრო­ექ­ტის ახალ­მა ტალ­ღამ 9 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში აიღო სტარ­ტი და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც გა­მო­იწ­ვია. 18 ნო­ემ­ბრი­დან კი ხალ­ხის რი­გე­ბი უკვე რე­გი­ო­ნებ­შიც გა­და­ი­ნაც­ვლებს.

18,19, 20 ნო­ემ­ბე­რი - ქუ­თა­ი­სი; 22, 23, 24 ნო­ემ­ბე­რი - ბა­თუ­მი; 26, 27 ნო­ემ­ბე­რი- ზუგ­დი­დი; მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი - გორი, რუს­თა­ვი, თე­ლა­ვი... სწო­რედ ამ გეგ­მის მი­ხედ­ვით შეძ­ლე­ბენ რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­კუ­თა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რით გამ­დიდ­რე­ბას და თან სრუ­ლი­ად უფა­სოდ.

პრო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ 2012 წელს და­ი­წყო, დიდი რი­გე­ბი და­ა­ყე­ნა მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩამ­ბა­რე­ბელ პუნ­ქტში თბი­ლის­ში. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი რე­გი­ო­ნებ­შიც მსგავს გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ელო­დე­ბი­ან. პრო­ექ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან წიგ­ნებს თა­ვად პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ირ­ჩე­ვენ იმ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კა­ტა­ლო­გი­დან, რო­მელ­საც მათ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" სთა­ვა­ზობს.

"მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა" ორ­მხრი­ვი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი პრო­ექ­ტია. გარ­და იმი­სა, რომ ის სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კის შევ­სე­ბის სა­უ­კე­თე­სო და მარ­ტი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, ის უფრო გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებ­საც ეხ­მი­ა­ნე­ბა. მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბით ჩვენ ვზრუ­ნავთ გა­რე­მო­ზე და მას­ზე მი­ყე­ნე­ბულ ზი­ანს ვამ­ცი­რებთ. ცნო­ბის­თვის, ერთი ტონა მა­კუ­ლა­ტუ­რის გა­და­მუ­შა­ვე­ბა 17 ხეს გა­და­არ­ჩენს, რის შე­დე­გა­დაც 26 კუ­ბუ­რი მეტ­რი წყა­ლი და 2,3 კვ/მ მიწა და­ი­ზო­გე­ბა. რო­გორც "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში" აცხა­დე­ბენ, უკვე ხუთი წე­ლია, მწვა­ნე საფ­რის გა­დარ­ჩე­ნა ჰოლ­დინ­გის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მო­ცხად­და და პრო­ექტ "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც სწო­რედ ამ მიზ­ნით და­ი­წყო.

თუ თქვენ ჯერ კი­დევ არ და­გი­წყი­ათ მა­კუ­ლა­ტუ­რის მოგ­რო­ვე­ბა, დროა, ამ სა­კი­თხზე და­ფიქ­რდეთ. ნუ გა­დაყ­რით ძველ წიგ­ნებ­სა და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებს, უსარ­გებ­ლო ფურ­ცლებს, არა­მედ მო­აგ­რო­ვეთ ის, გახ­დით პრო­ექტ "მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის" მო­ნა­წი­ლე და მი­ი­ღეთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი. ამავდრო­უ­ლად, თქვენ ხე­ებს მოჭ­რის­გან და­ი­ცავთ.

წიგ­ნე­ბის სი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის, თუ რო­მელ წიგნს რამ­დე­ნი კი­ლოგ­რა­მი მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­ი­ღებთ, შემ­დეგ ბმულ­ზე იხი­ლეთ:

palitral.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

”მაკულიტერატურა” უკვე რეგიონებში - მიიღე წიგნი ძველი ფურცლების სანაცვლოდ

”მაკულიტერატურა” უკვე რეგიონებში - მიიღე წიგნი ძველი ფურცლების სანაცვლოდ

”აქციე მაკულატურა წიგნებად” - ასეთია ”პალიტრა მედიის” ერთ-ერთი პროექტის სლოგანი, რომლის ფარგლებშიც ძველი მაკულატურის სანაცვლოდ უახლესი გამოცემების, კლასიკისა თუ ბესტსელერების მიღებაა შესაძლებელი. პროექტის ახალმა ტალღამ 9 ნოემბერს თბილისში აიღო სტარტი და დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია. 18 ნოემბრიდან კი ხალხის რიგები უკვე რეგიონებშიც გადაინაცვლებს.

18,19, 20 ნოემბერი - ქუთაისი; 22, 23, 24 ნოემბერი - ბათუმი; 26, 27 ნოემბერი- ზუგდიდი; მოგვიანებით კი - გორი, რუსთავი, თელავი... სწორედ ამ გეგმის მიხედვით შეძლებენ რეგიონების მოსახლეობა საკუთარი ბიბლიოთეკის თანამედროვე ლიტერატურით გამდიდრებას და თან სრულიად უფასოდ.

პროექტმა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, დიდი რიგები დააყენა მაკულატურის ჩამბარებელ პუნქტში თბილისში. ორგანიზატორები რეგიონებშიც მსგავს გამოხმაურებას ელოდებიან. პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან წიგნებს თავად პროექტის მონაწილეები ირჩევენ იმ მრავალფეროვანი კატალოგიდან, რომელსაც მათ გამომცემლობა "პალიტრა L” სთავაზობს.

”მაკულიტერატურა” ორმხრივი სარგებლის მომტანი პროექტია. გარდა იმისა, რომ ის საოჯახო ბიბლიოთეკის შევსების საუკეთესო და მარტივი შესაძლებლობაა, ის უფრო გლობალურ პრობლემებსაც ეხმიანება. მაკულატურის ჩაბარებით ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე და მასზე მიყენებულ ზიანს ვამცირებთ. ცნობისთვის, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, რის შედეგადაც 26 კუბური მეტრი წყალი და 2,3 კვ/მ მიწა დაიზოგება. როგორც ”პალიტრა მედიაში” აცხადებენ, უკვე ხუთი წელია, მწვანე საფრის გადარჩენა ჰოლდინგის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა და პროექტ "მაკულიტერატურის" განხორციელებაც სწორედ ამ მიზნით დაიწყო.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ მაკულატურის მოგროვება, დროა, ამ საკითხზე დაფიქრდეთ. ნუ გადაყრით ძველ წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს, უსარგებლო ფურცლებს, არამედ მოაგროვეთ ის, გახდით პროექტ ”მაკულიტერატურის” მონაწილე და მიიღეთ თქვენთვის სასურველი წიგნები. ამავდროულად, თქვენ ხეებს მოჭრისგან დაიცავთ.

წიგნების სიისა და ინფორმაციის, თუ რომელ წიგნს რამდენი კილოგრამი მაკულატურის ჩაბარების სანაცვლოდ მიიღებთ, შემდეგ ბმულზე იხილეთ:

palitral.ge

sponsored by ContentRoom

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს