პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

19

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:26-ზე, მთვარე სასწორში გადავა 07:34-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
335-მდე ბავშვს ზამთრის თბილი ტანსაცმელი გადაეცა - აქცია Coats-ის საქველმოქმედო ღონისძიება
335-მდე ბავშვს ზამთრის თბილი ტანსაცმელი გადაეცა - აქცია Coats-ის საქველმოქმედო ღონისძიება

აქ­ცია Coats-ის ფარ­გლებ­ში, გა­მარ­თუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, 335-მდე მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვი ზამ­თარს თბი­ლი ტან­საც­მე­ლით შეხ­ვდე­ბა.

"ბავ­შვე­ბი ბავ­შვე­ბი­სათ­ვის" - ამ სლო­გა­ნით "რე­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში" საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია გა­ი­მარ­თა, რომ­ლის მი­ზა­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ზამ­თრის ტან­საც­მლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა. დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში "რე­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში" შეკ­რე­ბილ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს, თბი­ლი ქურ­თუ­კე­ბი, ფეხ­საც­მე­ლე­ბი და ზამ­თრის სხვა სა­ხის ტა­ნი­სა­მო­სე­ბი გა­და­ე­ცათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკვე მე-8 წე­ლია, Coats-ი მზრუნ­ვე­ლო­ბა მოკ­ლე­ბულ ბავ­შვებს ზამ­თრის სე­ზო­ნის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით ეხ­მა­რე­ბა.

საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში Coats (Clothing Others Against The Snow "ჩა­აც­ვი სხვებს თოვ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ") თბი­ლი­სის 12 სკო­ლის ბავ­შვე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. სკო­ლებ­ში ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის შეგ­რო­ვე­ბის პრო­ცესს ორ­გა­ნი­ზე­ბას "გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მია" უწევს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს "გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის" დი­რექ­ტორ­მა გა­ნუ­ცხა­და, აკა­დე­მი­ის მშო­ბელ­თა საბ­ჭო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"აქ­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლია 12 - მდე, რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე სა­ჯა­რო სკო­ლა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნა­ტო­ლებს ეხ­მა­რე­ბი­ან. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მია, ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ასე­ვე ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის მშო­ბელ­თა საბ­ჭო. მე, რო­გორც დი­რექ­ტო­რი, ამა­ყი ვარ, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა", - გა­ნა­ცხა­და "გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის" დი­რექ­ტორ­მა.

"გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის" მოს­წავ­ლის, სოფო კევ­ლიშ­ვი­ლის თქმით, თა­ნას­კო­ლე­ლებ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს ტან­საც­მლის შეგ­რო­ვე­ბის პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც შემ­დეგ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს უნდა გა­და­ე­ცეთ.

"პრო­ექ­ტი მე-8 წე­ლია ტარ­დე­ბა "გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის" თა­ოს­ნო­ბით, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ჩვე­ნი სკო­ლა არის. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი სკო­ლის ბავ­შვებ­საც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა გვე­ვა­ლე­ბა, ასე­ვე ტან­საც­მლის შეგ­რო­ვე­ბის მხრივ ვცდი­ლობთ, რომ აქ­ტი­უ­რე­ბი ვი­ყოთ", - გა­ნა­ცხა­და სო­ფიო კევ­ლიშ­ვილ­მა.

"სა­ჩუქ­რად გად­მომ­ცეს ქურ­თუ­კი, ფეხ­საც­მე­ლე­ბი და ყვე­ლა სა­ხის თბი­ლი ტა­ნი­საც­მე­ლი, რაც ზამ­თრის­თვის მჭირ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და ამის­თვის დიდ მად­ლო­ბა", - ამ­ბობს ბავ­შვთა სახ­ლის "ცი­სარ­ტყე­ლა" ერთ-ერთი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი.

Coats-ს 2017 წელს თბი­ლი­სის, რუს­თა­ვის, ნო­რი­ოს, ბე­დი­ა­ნის, ნი­ქო­ზის, ლა­გო­დე­ხი­სა და ჭი­ა­თუ­რის თავ­შე­საფ­რე­ბის ბავ­შვებს და­ეხ­მა­რა. სა­ჩუქ­რე­ბის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი კი "რე­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში" გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი­თა და ფო­ი­ერ­ვერ­კით დაგ­ვირ­გვინ­და.

Coats-ი 8 წლის წინ BP-ს მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის მე­უღ­ლის, მი­შელ და­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ბავ­შვთა დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის "ბავ­შვი და გა­რე­მოს" ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ჩა­ტარ­და. წელს კი აქ­ცი­ა­ში უკვე და­მა­ტე­ბით ორი ცენ­ტრი "ხსნის არ­მია" და "სა­ქარ­თვე­ლოს ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბი" არი­ან ჩარ­თუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს

335-მდე ბავშვს ზამთრის თბილი ტანსაცმელი გადაეცა - აქცია Coats-ის საქველმოქმედო ღონისძიება

335-მდე ბავშვს ზამთრის თბილი ტანსაცმელი გადაეცა - აქცია Coats-ის საქველმოქმედო ღონისძიება

აქცია Coats-ის ფარგლებში, გამართული საქველმოქმედო ღონისძიების შედეგად, 335-მდე მზრუნველობამოკლებული ბავშვი ზამთარს თბილი ტანსაცმელით შეხვდება.

"ბავშვები ბავშვებისათვის" - ამ სლოგანით "რედისონ ბლუ ივერიაში" საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომლის მიზანი მზრუნველობამოკლებული ბავშვების ზამთრის ტანსაცმლით უზრუნველყოფაა. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში "რედისონ ბლუ ივერიაში" შეკრებილ ბენეფიციარებს, თბილი ქურთუკები, ფეხსაცმელები და ზამთრის სხვა სახის ტანისამოსები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ უკვე მე-8 წელია, Coats-ი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ზამთრის სეზონისთვის საჭირო ნივთებით ეხმარება.

საქველმოქმედო ღონისძიებაში Coats (Clothing Others Against The Snow "ჩააცვი სხვებს თოვლის წინააღმდეგ") თბილისის 12 სკოლის ბავშვები არიან ჩართულები. სკოლებში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეგროვების პროცესს ორგანიზებას "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია" უწევს.

როგორც AMBEBI.GE-ს "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" დირექტორმა განუცხადა, აკადემიის მშობელთა საბჭო ერთი თვის განმავლობაში საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდა.

"აქციაში ჩართულია 12 - მდე, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლა. ღონისძიებაში მონაწილეობენ ბავშვები, რომლებიც თანატოლებს ეხმარებიან. ღონისძიების ორგანიზატორია ამერიკული აკადემია, ორგანიზებაში აქტიურად არის ჩართული ასევე ამერიკული აკადემიის მშობელთა საბჭო. მე, როგორც დირექტორი, ამაყი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა", - განაცხადა "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" დირექტორმა.

"გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" მოსწავლის, სოფო კევლიშვილის თქმით, თანასკოლელებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს ტანსაცმლის შეგროვების პროცესში, რომელიც შემდეგ ბენეფიციარებს უნდა გადაეცეთ.

"პროექტი მე-8 წელია ტარდება "გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის" თაოსნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი ჩვენი სკოლა არის. შესაბამისად, ჩვენი სკოლის ბავშვებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ ღონისძიებაში. პირველ რიგში, ჩვენ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება გვევალება, ასევე ტანსაცმლის შეგროვების მხრივ ვცდილობთ, რომ აქტიურები ვიყოთ", - განაცხადა სოფიო კევლიშვილმა.

"საჩუქრად გადმომცეს ქურთუკი, ფეხსაცმელები და ყველა სახის თბილი ტანისაცმელი, რაც ზამთრისთვის მჭირდება. ყველაფერი ძალიან მომეწონა და ამისთვის დიდ მადლობა", - ამბობს ბავშვთა სახლის "ცისარტყელა" ერთ-ერთი ბენეფიციარი.

Coats-ს 2017 წელს თბილისის, რუსთავის, ნორიოს, ბედიანის, ნიქოზის, ლაგოდეხისა და ჭიათურის თავშესაფრების ბავშვებს დაეხმარა. საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი კი "რედისონ ბლუ ივერიაში" გრანდიოზული ტორტითა და ფოიერვერკით დაგვირგვინდა.

Coats-ი 8 წლის წინ BP-ს მაშინდელი ხელმძღვანელის მეუღლის, მიშელ დანის ინიციატივით, ბავშვთა დახმარების ცენტრის "ბავშვი და გარემოს" ბენეფიციარების მხარდასაჭერად ჩატარდა. წელს კი აქციაში უკვე დამატებით ორი ცენტრი "ხსნის არმია" და "საქართველოს ამერიკელი მეგობრები" არიან ჩართული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი