სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს ევროპაში არალეგალურად მოსახვედრად იყენებენ"
"ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს ევროპაში არალეგალურად მოსახვედრად იყენებენ"

ენ­გუ­რის ხიდ­ზე, ე.წ. აფხაზ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა 15 ემიგ­რან­ტი და­ა­კა­ვეს. აფხა­ზი "სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის" თქმით, ისი­ნი ეგ­ვიპ­ტის, სო­მა­ლის, იე­მე­ნი­სა და სუ­და­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და აფხა­ზეთ­ში სა­მუ­შა­ოდ გა­და­დი­ოდ­ნენ. რო­გორც მათ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ნა­ცხა­დეს, არც იცოდ­ნენ, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია არ იყო...

აფხა­ზე­თის "სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის" ას­ლან სა­ლა­ყა­ი­ას თქმით, ეს არის "სა­ქარ­თვე­ლო-აფხა­ზე­თის სა­ზღვრის არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაკ­ვე­თის, ერთ-ერთი ყვე­ლა მა­სი­უ­რი შემ­თხვე­ვა... უკვე დად­გე­ნი­ლია, რომ მათ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რეს და იქი­დან აფხა­ზეთ­ში და­ა­პი­რეს გა­დას­ვლა, რომ­ლის გავ­ლი­თაც, ასე­ვე, არა­ლე­გა­ლუ­რად, რუ­სეთ­ში მოხ­ვედ­რას გეგ­მავ­დნენ.

და­კა­ვე­ბულ­თა­გან ერთ-ერთი, იე­მე­ნის მო­ქა­ლა­ქე, იმან მუ­ჰა­მედ აბ­დუ­ლაჰ ალ­ბო­სი ჰყვე­ბა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზით, 4 მე­გო­ბარ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და და აქე­დან, რო­მე­ლი­მე ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში აპი­რებ­და გამ­გზავ­რე­ბას... "ერთ-ერ­თმა ჩვენ­გან­მა იპო­ვა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და და ჩვენც მას თი­თომ, 2800 დო­ლა­რი გა­და­ვუ­ხა­დეთ... თუმ­ცა, რო­დე­საც საქ­მე საქ­მე­ზე მიდ­გა, მან რა­ტომ­ღაც უკან და­ი­ხია და ჩვენც ჩვენს მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხა მოვ­თხო­ვეთ, რის პა­სუ­ხა­დაც, მან რუ­სეთ­ში გა­დას­ვლა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ ევ­რო­პა­ში მოვ­ხვდე­ბო­დით..." - აცხა­დებს მიგ­რან­ტი.

მი­სი­ვე თქმით, ასე მო­ტყუ­ე­ბით აღ­მოჩ­ნდნენ აფხა­ზეთ­ში და არც კი იცოდ­ნენ, რომ "აფხა­ზე­თი ცალ­კე იყო, - ჩვენ ესევ სა­ქარ­თვე­ლო გვე­გო­ნა... აქამ­დე ორმა ადა­მი­ან­მა მოგ­ვა­ცი­ლა, მათ­გან ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია..." - ამ­ბობს იე­მე­ნის მო­ქა­ლა­ქე.

მე­ო­რე და­კა­ვე­ბუ­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლია, ვაილ იბ­რა­გიმ უხბი ალ­გად­მი, რომ­ლის თქმი­თაც, მას ეგ­ვიპ­ტე­ში უთხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია.

"მი­თხრეს, რომ იქ სხვა ლტოლ­ვი­ლებ­საც შევ­ხვდე­ბო­დი, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პა­ში გა­დას­ვლას გეგ­მავ­დნენ... თბი­ლის­ში ჩას­ვლის შემ­დეგ, ვი­პო­ვე ეს ად­გი­ლი, მეჟეშ­ვი­ლის ქუჩა (სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­ჯა­ნიშ­ვილს გუ­ლის­ხმობს), ეს არის "მაკ­დო­ნალდსთან" ახ­ლოს, სა­დაც უნდა შევ­ხვედ­რო­დით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში გა­დას­ვლა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და... იქ ჩემ­ნა­ი­რე­ბი ბევ­რნი იყ­ვნენ, თუმ­ცა, ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად არა­ვინ მო­სუ­ლა...

და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვე ვი­ცხოვ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. შემ­დეგ, შევ­ხვდი სხვა, ჩემ­ნა­ი­რად მო­ტყუ­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩემ­სა­ვით ევ­რო­პა­ში მოხ­ვედ­რას გეგ­მავ­დნენ. ორი ვა­რი­ან­ტი გვქონ­და, - 2 ათას დო­ლა­რად აფხა­ზეთ­ში გა­და­ვეყ­ვა­ნეთ, სა­ი­და­ნაც რუ­სეთ­ში მოხ­ვდე­ბო­დით და მე­ო­რე, - ბა­თუ­მი­დან, შავი ზღვით გავ­სუ­ლი­ყა­ვით, თუმ­ცა, ეს მარ­შრუ­ტი საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირ­და და ამი­ტო­მაც აფხა­ზე­თი ავირ­ჩიე... ენ­გუ­რის ხი­დამ­დე ორმა ადა­მი­ან­მა გაგ­ვა­ცი­ლა, მათ­გან ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო და მათ გვირ­ჩი­ეს მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გა­და­ლახ­ვით, აფხა­ზეთ­ში მოხ­ვედ­რა..."

ას­ლან სა­ლა­ყა­ი­ას თქმით, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით, წე­სით, სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ "რო­გორც ირ­კვე­ვა, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მო­სახ­ვედ­რად იყე­ნე­ბენ და მე­რეც, ამ საქ­მე­ში და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ".

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, აფხა­ზე­თის ე.წ. მე­სა­ზღვრე­ე­ბის გა­მო­ცო­ცხლე­ბა ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა, რად­გან მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აფხა­ზე­თის ყვე­ლა ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის პლა­ჟე­ბი, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან, სხვა­დას­ხვა გზე­ბით ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით იყო სავ­სე, თუმ­ცა, არც ერთი "მი­ლი­ცი­ე­ლი" მათი აფხა­ზეთ­ში ყოფ­ნის მი­ზე­ზით არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს ევროპაში არალეგალურად მოსახვედრად იყენებენ"

"ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს ევროპაში არალეგალურად მოსახვედრად იყენებენ"

ენგურის ხიდზე, ე.წ. აფხაზმა მესაზღვრეებმა 15 ემიგრანტი დააკავეს. აფხაზი "სამართალდამცველების" თქმით, ისინი ეგვიპტის, სომალის, იემენისა და სუდანის მოქალაქეები არიან და აფხაზეთში სამუშაოდ გადადიოდნენ. როგორც მათ განყოფილებაში განაცხადეს, არც იცოდნენ, რომ ის საქართველოს ტერიტორია არ იყო...

აფხაზეთის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" ასლან სალაყაიას თქმით, ეს არის "საქართველო-აფხაზეთის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის, ერთ-ერთი ყველა მასიური შემთხვევა... უკვე დადგენილია, რომ მათ გარკვეული პერიოდი, საქართველოში გაატარეს და იქიდან აფხაზეთში დააპირეს გადასვლა, რომლის გავლითაც, ასევე, არალეგალურად, რუსეთში მოხვედრას გეგმავდნენ.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი, იემენის მოქალაქე, იმან მუჰამედ აბდულაჰ ალბოსი ჰყვება, რომ ის საქართველოში ტურისტული ვიზით, 4 მეგობართან ერთად ჩამოვიდა და აქედან, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში აპირებდა გამგზავრებას... "ერთ-ერთმა ჩვენგანმა იპოვა ადამიანი, რომელიც ამ გეგმის შესრულებაში დაგვეხმარებოდა და ჩვენც მას თითომ, 2800 დოლარი გადავუხადეთ... თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, მან რატომღაც უკან დაიხია და ჩვენც ჩვენს მიერ გადახდილი თანხა მოვთხოვეთ, რის პასუხადაც, მან რუსეთში გადასვლა შემოგვთავაზა, საიდანაც შემდეგ ევროპაში მოვხვდებოდით..." - აცხადებს მიგრანტი.

მისივე თქმით, ასე მოტყუებით აღმოჩნდნენ აფხაზეთში და არც კი იცოდნენ, რომ "აფხაზეთი ცალკე იყო, - ჩვენ ესევ საქართველო გვეგონა... აქამდე ორმა ადამიანმა მოგვაცილა, მათგან ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია..." - ამბობს იემენის მოქალაქე.

მეორე დაკავებული ეგვიპტელია, ვაილ იბრაგიმ უხბი ალგადმი, რომლის თქმითაც, მას ეგვიპტეში უთხრეს, რომ საქართველოდან ევროპის ქვეყნებში არალეგალურად მოხვედრა ძალიან ადვილია.

"მითხრეს, რომ იქ სხვა ლტოლვილებსაც შევხვდებოდი, რომლებიც ევროპაში გადასვლას გეგმავდნენ... თბილისში ჩასვლის შემდეგ, ვიპოვე ეს ადგილი, მეჟეშვილის ქუჩა (სავარაუდოდ, მარჯანიშვილს გულისხმობს), ეს არის "მაკდონალდსთან" ახლოს, სადაც უნდა შევხვედროდით ადამიანს, რომელიც ევროპაში გადასვლაში დაგვეხმარებოდა... იქ ჩემნაირები ბევრნი იყვნენ, თუმცა, ჩვენს დასახმარებლად არავინ მოსულა...

დაახლოებით 2 თვე ვიცხოვრე საქართველოში. შემდეგ, შევხვდი სხვა, ჩემნაირად მოტყუებულ ადამიანებს, რომლებიც ჩემსავით ევროპაში მოხვედრას გეგმავდნენ. ორი ვარიანტი გვქონდა, - 2 ათას დოლარად აფხაზეთში გადავეყვანეთ, საიდანაც რუსეთში მოხვდებოდით და მეორე, - ბათუმიდან, შავი ზღვით გავსულიყავით, თუმცა, ეს მარშრუტი საკმაოდ ძვირი ღირდა და ამიტომაც აფხაზეთი ავირჩიე... ენგურის ხიდამდე ორმა ადამიანმა გაგვაცილა, მათგან ერთ-ერთი პოლიციელი იყო და მათ გვირჩიეს მდინარე ენგურის გადალახვით, აფხაზეთში მოხვედრა..."

ასლან სალაყაიას თქმით, ამ ინფორმაციით, წესით, საქართველოს სპეცსამსახურები უნდა დაინტერესდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ "როგორც ირკვევა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს ევროპაში არალეგალურად მოსახვედრად იყენებენ და მერეც, ამ საქმეში დაკავებულები პოლიციელის მონაწილეობაზე საუბრობენ".

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, აფხაზეთის ე.წ. მესაზღვრეების გამოცოცხლება ძალიან საეჭვოა, რადგან მთელი ზაფხულის განმავლობაში, აფხაზეთის ყველა ზღვისპირა ქალაქის პლაჟები, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, სხვადასხვა გზებით ჩამოსული ადამიანებით იყო სავსე, თუმცა, არც ერთი "მილიციელი" მათი აფხაზეთში ყოფნის მიზეზით არ დაინტერესებულა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?