მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში ხარჯავს მილიონობით დოლარს მარკ ცუკერბერგი
რაში ხარჯავს მილიონობით დოლარს მარკ ცუკერბერგი

"ფე­ის­ბუ­ქის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, 33 წლის მარკ ცუ­კერ­ბერ­გის ქო­ნე­ბა 72.7 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

"ბლუმ­ბერ­გის" მი­ლი­არ­დე­რე­ბის ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ცუ­კერ­ბერ­გი მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა.

მე­უღ­ლეს­თან, პრის­ცი­ლა ჩან­თან ერ­თად ცუ­კერ­ბერ­გმა და­ი­წყო კამ­პა­ნია Chan Zuckerberg Initiative. წყვილ­მა გა­და­წყვი­ტა, ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­მა­როს.

2012 წელს, და­არ­სე­ბი­დან 8 წლის შემ­დეგ "ფე­ის­ბუ­ქი" ნიუ-იორ­კის სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე შე­ვი­და. მას შემ­დეგ ცუ­კერ­ბერ­გის ქო­ნე­ბას, ყო­ველ­წლი­უ­რად 9 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ემა­ტე­ბა.

"ფე­ის­ბუ­ქის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად ნაც­რის­ფერ მა­ი­სუ­რებს იც­ვამს. მა­ი­სუ­რე­ბი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბი­საა და იმა­ზე ძვი­რი ღირს, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩანს - თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი რამ­დე­ნი­მე ასი ან - ათა­სი დო­ლა­რიც კი ღირს.

ცუ­კერ­ბერგს არ უყ­ვარს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი. ის ჩნდე­ბა ხოლ­მე Acura TSX-ით, "ფოლკს­ვა­გე­ნის" ჰეჩ­ბე­ქით და "ჰონ­და ფი­ტით". მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 30 ათას­ზე მეტი არ არის.

2011 წლის მა­ის­ში ბიზ­ნეს­მენ­მა იყი­და 465 კვ.მეტ­რის მო­ცუ­ლო­ბის სახ­ლი პალო ალ­ტო­ში. მომ­დევ­ნო წლი­დან კი მან იყი­და სახ­ლის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რა­შიც 30 მლნ დო­ლა­რი და­ხარ­ჯა.

ცუ­კერ­ბერგს, ასე­ვე, აქვს სახ­ლი სან-ფრან­ცის­კო­ში. 510 კ.მ. ფარ­თო­ბის სახ­ლი მან 2013 წელს იყი­და და 1 მლნ რე­მონ­ტში და­ხარ­ჯა.

2014 წელს ბიზ­ნეს­მენ­მა კუნ­ძულ კა­უ­ა­ი­ზე 100 მლნ დო­ლა­რის მიწა შე­ი­ძი­ნა.

ცუ­კერ­ბერ­გის­თვის, რო­გორც ჩანს, მოგ­ზა­უ­რო­ბა დი­დად სა­სი­ა­მოვ­ნო არ არის, თუმ­ცა თუ მოგ­ზა­უ­რობს, ხარ­ჯებს "ფე­ის­ბუ­ქი" იხ­დის. 2015 წელს მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა კომ­პა­ნი­ას თით­ქმის 5 მლნ დო­ლა­რი და­უჯ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Independent-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

რაში ხარჯავს მილიონობით დოლარს მარკ ცუკერბერგი

რაში ხარჯავს მილიონობით დოლარს მარკ ცუკერბერგი

"ფეისბუქის" დამფუძნებლის, 33 წლის მარკ ცუკერბერგის ქონება 72.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"ბლუმბერგის" მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის ცუკერბერგი მეხუთე ადგილზეა.

მეუღლესთან, პრისცილა ჩანთან ერთად ცუკერბერგმა დაიწყო კამპანია Chan Zuckerberg Initiative. წყვილმა გადაწყვიტა, ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს.

2012 წელს, დაარსებიდან 8 წლის შემდეგ "ფეისბუქი" ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე შევიდა. მას შემდეგ ცუკერბერგის ქონებას, ყოველწლიურად 9 მილიარდი დოლარი ემატება.

"ფეისბუქის" დამფუძნებელი ყოველდღიურად ნაცრისფერ მაისურებს იცვამს. მაისურები ძვირადღირებული ბრენდებისაა და იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - თითოეული მათგანი რამდენიმე ასი ან - ათასი დოლარიც კი ღირს.

ცუკერბერგს არ უყვარს ძვირადღირებული მანქანები. ის ჩნდება ხოლმე Acura TSX-ით, "ფოლკსვაგენის" ჰეჩბექით და "ჰონდა ფიტით". მათი ღირებულება 30 ათასზე მეტი არ არის.

2011 წლის მაისში ბიზნესმენმა იყიდა 465 კვ.მეტრის მოცულობის სახლი პალო ალტოში. მომდევნო წლიდან კი მან იყიდა სახლის გარშემო არსებული უძრავი ქონება, რაშიც 30 მლნ დოლარი დახარჯა.

ცუკერბერგს, ასევე, აქვს სახლი სან-ფრანცისკოში. 510 კ.მ. ფართობის სახლი მან 2013 წელს იყიდა და 1 მლნ რემონტში დახარჯა.

2014 წელს ბიზნესმენმა კუნძულ კაუაიზე 100 მლნ დოლარის მიწა შეიძინა.

ცუკერბერგისთვის, როგორც ჩანს, მოგზაურობა დიდად სასიამოვნო არ არის, თუმცა თუ მოგზაურობს, ხარჯებს "ფეისბუქი" იხდის. 2015 წელს მისი ტრანსპორტირება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპანიას თითქმის 5 მლნ დოლარი დაუჯდა.

მომზადებულია Independent-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს