მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტორეპორტაჟი "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული საზეიმო ღონისძიებიდან
ფოტორეპორტაჟი "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული საზეიმო ღონისძიებიდან

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის ოფის­თან მო­წყო­ბილ სცე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა და მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ლა­ძემ, პარ­ტი­ის სხვა ლი­დე­რებ­თან ერ­თად მხარ­დამ­ჭე­რებს სი­ტყვით მი­მარ­თეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

კახა კა­ლა­ძემ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­სა და ამომ­რჩევ­ლებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. მე­რო­ბის კან­დი­და­ტი სცე­ნა­ზე მე­უღ­ლეს­თან, ანუ­კი არე­ში­ძეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

"მი­ვე­სალ­მე­ბი თი­თო­ე­ულ თბი­ლი­სელს, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მხარ­დამ­ჭე­რებს, თა­ნა­გუნ­დე­ლებს - ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი დღეა ჩემ­თვის. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი, თუმ­ცა მე მინ­და გი­თხრათ, რომ პა­ტი­ვი უნდა ვცეთ ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას, რო­მე­ლიც და­ით­ვლის ხმებს და შე­სა­ბა­მი­სად, შე­დე­გე­ბი ოფი­ცი­ლუ­რად გა­მო­ცხად­დე­ბა. თუმ­ცა ჩვენ ვი­ცო­დით, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ­დით. ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა იყო, როცა მთე­ლი ამ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ეს სუ­ლის­კვე­თე­ბა იგ­რძნო­ბო­და ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, იგ­რძნო­ბო­და ის იმე­დი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქონ­და. მინ­და კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მი­სუ­ლი იყო არ­ჩევ­ნებ­ზე და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი მო­ი­ხა­და. ყვე­ლამ ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი იყოს კი­დევ უფრო ლა­მა­ზი, რო­მე­ლიც ეკო­ლო­გი­უ­რად იქ­ნე­ბა სუფ­თა, ტრან­სპორ­ტი იქ­ნე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი, ვიზ­რუ­ნებთ ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, ხელს შე­ვუ­წყობთ ახალ­გაზ­რდე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, "რუს­თა­ვი 2"-ის დაკ­ვე­თით ორ­გა­ნი­ზა­ცია "ედი­სონ რი­სერ­ჩის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა კახა კა­ლა­ძემ ამომ­რჩე­ველ­თა 54%-ის მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეგ­ზიტ­პო­ლის თა­ნახ­მად კი, კახა კა­ლა­ძე ამომ­რჩე­ველ­თა 53%-იანი მხარ­და­ჭე­რით ლი­დე­რობს.

ფო­ტო­ე­ბის ნა­წი­ლი აღე­ბუ­ლია კახა კა­ლა­ძის ოფი­ცი­ა­ლუ­რი "ფე­ის­ბუქ-გვერ­დი­დან"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები

ფოტორეპორტაჟი "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული საზეიმო ღონისძიებიდან

ფოტორეპორტაჟი "ქართული ოცნების" ოფისთან გამართული საზეიმო ღონისძიებიდან

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისთან საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სახელისუფლებო პარტიის ოფისთან მოწყობილ სცენაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს.

იხილეთ ვიდეო

კახა კალაძემ თანაგუნდელებსა და ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მერობის კანდიდატი სცენაზე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

"მივესალმები თითოეულ თბილისელს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, თანაგუნდელებს - ყველას დიდი მადლობა. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც დაითვლის ხმებს და შესაბამისად, შედეგები ოფიცილურად გამოცხადდება. თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო, როცა მთელი ამ საარჩევნო პროცესის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, ეს სულისკვეთება იგრძნობოდა ყოველდღიურ რეჟიმში, იგრძნობოდა ის იმედი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას ჰქონდა. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც მისული იყო არჩევნებზე და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. ყველამ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, რომელიც ეკოლოგიურად იქნება სუფთა, ტრანსპორტი იქნება განახლებული, ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი, ვიზრუნებთ ასევე ჯანმრთელობასა და სოციალურ მიმართულებებზე, ხელს შევუწყობთ ახალგაზრდების ჩართულობას ქალაქის განვითარებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების თანახმად, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო.

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად კი, კახა კალაძე ამომრჩეველთა 53%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს.

ფოტოების ნაწილი აღებულია კახა კალაძის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"