მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გაიღო ოპოზიციური პარტიისთვის შემოწირულობები : ” პარლამენტის რამდენიმე წევრმა მნიშვნელოვანი სესხი აიღო”
ვინ გაიღო ოპოზიციური პარტიისთვის შემოწირულობები : ” პარლამენტის რამდენიმე წევრმა მნიშვნელოვანი სესხი აიღო”

როცა 12 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­დან 11 მი­ლი­ონს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ი­ღებს შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით, რო­მელ სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე აზ­რით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სულ მცი­რე 100 მი­ლი­ო­ნი ლარი აქვს და­ხა­ჯუ­ლი არა­ლე­გა­ლუ­რად.

"აქე­დან ნა­წი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ფა­ვო­რი­ტი კომ­პა­ნი­ე­ბის შავი ფუ­ლია, ნა­წი­ლი - ბიზ­ნე­სი­სათ­ვის და­ში­ნე­ბით ხარ­კად შე­წე­რი­ლი ხარ­კი", - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

გარ­და ამი­სა, ოპი­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის თქმით, "ის მწი­რი თან­ხე­ბი, რაც აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ არის ნაჩ­ვე­ნე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კამ­პა­ნი­ის სა­წარ­მო­ებ­ლად, პარ­ტი­ის ერ­თგუ­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბის თან­ხე­ბია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი არის პარ­ტი­ის ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვის გზით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი".

"გავ­ყი­დეთ მან­ქა­ნე­ბი, ბა­თუ­მის ძა­ლი­ან კარ­გი ოფი­სი, რუს­თა­ვის ოფი­სი. იყი­დე­ბა სხვა ოფი­სე­ბიც, მათ შო­რის პარ­ტი­ის მთა­ვა­რი ოფი­სი აე­როპრტის გზა­ზე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ტე­რო­რე­ბუ­ლი ჰყავს ბიზ­ნე­სი და სჯის ოპო­ზი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რად და­ფი­ნან­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. არ­ჩევ­ნე­ბი არა­სა­მარ­თლი­ა­ნია უკვე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ეტაპ­ზე. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ ფი­ნან­სურ უთა­ნას­წო­რო­ბას, არა­მედ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და მე­დი­ა­რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ქუ­ჩის კრი­მი­ნა­ლუ­რი ელე­მენ­ტე­ბის ჩარ­თვას ამომ­რჩევ­ლე­ბის და­სა­ში­ნებ­ლად," - აღ­ნიშ­ნა გო­ცი­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს", დე­პუ­ტატ გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტი­ას თან­ხა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­მა ადა­მი­ან­მა შე­წი­რა, დე­პუ­ტა­ტებ­მა კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სეს­ხიც აი­ღეს.

"საქ­მე გვაქვს კო­ლო­სა­ლურ დის­ბა­ლანსთან, როცა 90%-ზე მეტი ყვე­ლა შე­მო­წი­რუ­ლო­ბი­სა მი­ე­მარ­თე­ბა ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ან­გა­რიშ­ზე. არა­ერ­თი კვლე­ვაა, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რომ ხში­რად რამ­დე­ნი­მე დღის შექ­მნი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უტენ­დეროდ იღე­ბენ კონ­ტრაქ­ტებს, შემ­დეგ ახ­დე­ნენ შე­მო­წი­რუ­ლო­ბებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­სა­მარ­თით და ეს არის კო­რუფ­ცია", - გა­ნა­ცხა­და კან­დე­ლაკ­მა.

კან­დე­ლა­კის თქმით, პარ­ტი­ას და­ახ­ლო­ე­ბით 13 000 წევ­რი ჰყავს და რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ღო შე­მო­წი­რუ­ლო­ბა.

"ეს ჩვენ­თვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი წევ­რე­ბი გვყავს, რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ღო შე­მო­წი­რუ­ლო­ბა, ზოგ­მა - 500, ზოგ­მა 1 000 ლარი, პარ­ლა­მენ­ტის რამ­დე­ნი­მე წევ­რმა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სეს­ხიც აიღო, რად­გან ეს ჩვენ­თვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის გა­რე­შე ჩა­მო­შო­რე­ბის გზა­ზე", - გა­ნა­ცხა­და კან­დე­ლაკ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი ან­გა­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, 1-ელი ივ­ლი­სი­დან 15 ოქ­ტომ­ბე­რის ჩათ­ვლით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ჯამ­ში 11,640,441.00 ლა­რის შე­მო­წი­რუ­ლე­ბა მი­ი­ღო, "ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ" - 931,083.95 ლარი, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" - 108,149.21 ლარი, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა" - 63,142.00 ლარი, "ახალ­მა სა­ქარ­თვე­ლომ" - 35,100.00 ლარი, "დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა მოძ­რა­ო­ბამ" - 31,486.00 ლარი, დო­მენ­ტი სი­ჭი­ნა­ვამ - 50,150.00 ლარი, ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვილ­მა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმ­ბა­ძემ - 15,500.00 ლარი, სხვა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებ­მა ჯამ­ში - 92,168.00 ლარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ვინ გაიღო ოპოზიციური პარტიისთვის შემოწირულობები : ” პარლამენტის რამდენიმე წევრმა მნიშვნელოვანი სესხი აიღო”

ვინ გაიღო ოპოზიციური პარტიისთვის შემოწირულობები : ” პარლამენტის რამდენიმე წევრმა მნიშვნელოვანი სესხი აიღო”

როცა 12 მილიონი ლარიდან 11 მილიონს "ქართული ოცნება" მიიღებს შემოწირულობის სახით, რომელ სამართლიან არჩევნებზეა საუბარი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე აზრით, "ქართულ ოცნებას" სულ მცირე 100 მილიონი ლარი აქვს დახაჯული არალეგალურად.

"აქედან ნაწილი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული ფავორიტი კომპანიების შავი ფულია, ნაწილი - ბიზნესისათვის დაშინებით ხარკად შეწერილი ხარკი", - განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამისა, ოპიზიციონერი დეპუტატის თქმით, "ის მწირი თანხები, რაც აუდიტის სამსახურის მიერ არის ნაჩვენები "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის საწარმოებლად, პარტიის ერთგული შემომწირველების თანხებია, ხოლო დანარჩენი არის პარტიის ქონების გაყიდვის გზით მიღებული შემოსავალი".

"გავყიდეთ მანქანები, ბათუმის ძალიან კარგი ოფისი, რუსთავის ოფისი. იყიდება სხვა ოფისებიც, მათ შორის პარტიის მთავარი ოფისი აეროპრტის გზაზე. ხელისუფლებას დატერორებული ჰყავს ბიზნესი და სჯის ოპოზიციის კანონიერად დაფინანსების შემთხვევაში. არჩევნები არასამართლიანია უკვე წინასაარჩევნო ეტაპზე. ეს ეხება არა მხოლოდ ფინანსურ უთანასწორობას, არამედ ადმინისტრაციული და მედიარესურსების გამოყენებას, ქუჩის კრიმინალური ელემენტების ჩართვას ამომრჩევლების დასაშინებლად," - აღნიშნა გოცირიძემ.

რაც შეეხება ”ევროპულ საქართველოს”, დეპუტატ გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, პარტიას თანხა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეწირა, დეპუტატებმა კი მნიშვნელოვანი სესხიც აიღეს.

"საქმე გვაქვს კოლოსალურ დისბალანსთან, როცა 90%-ზე მეტი ყველა შემოწირულობისა მიემართება ერთი პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე. არაერთი კვლევაა, რომელიც აჩვენებს, რომ ხშირად რამდენიმე დღის შექმნილი კომპანიები, რომლებიც უტენდეროდ იღებენ კონტრაქტებს, შემდეგ ახდენენ შემოწირულობებს "ქართული ოცნების" მისამართით და ეს არის კორუფცია", - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, პარტიას დაახლოებით 13 000 წევრი ჰყავს და რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გაიღო შემოწირულობა.

"ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. მოტივირებული წევრები გვყავს, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გაიღო შემოწირულობა, ზოგმა - 500, ზოგმა 1 000 ლარი, პარლამენტის რამდენიმე წევრმა მნიშვნელოვანი სესხიც აიღო, რადგან ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" კატაკლიზმების გარეშე ჩამოშორების გზაზე", - განაცხადა კანდელაკმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, "ქართულმა ოცნებამ" ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, "ევროპულმა საქართველომ" - 931,083.95 ლარი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 108,149.21 ლარი, "პატრიოტთა ალიანსმა" - 63,142.00 ლარი, "ახალმა საქართველომ" - 35,100.00 ლარი, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში - 92,168.00 ლარი.

"ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნოდ გახარია მოუტანს ყველაზე მეტ შედეგს... მერე შეხედავს, თუ ძალიან გაღიზიანდება, მოხსნის"

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

LIVE - "რეზიუმეს" სტუმრები არიან ალექსანდრე გოგინავა და გურამ მაჭარაშვილი