სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაიწყებს თუ არა ერაყი ქურთისტანის რეგიონში "ნავთობის ომს?"
დაიწყებს თუ არა ერაყი ქურთისტანის რეგიონში "ნავთობის ომს?"

ქურ­თის­ტა­ნის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მთავ­რო­ბა ცდი­ლობს ერა­ყის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ზე გა­მარ­თოს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ერა­ყის ქურ­თის­ტანს უკვე მძი­მედ და­აწ­ვა ერა­ყის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, რო­მე­ლიც აე­რო­პორ­ტებ­ზე, სა­სა­ზღვრო პუნ­ქტებ­სა და ბან­კებ­ზე აი­სა­ხა.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ერა­ყის ცენ­ტრა­ლურ­მა მთავ­რო­ბამ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბით თან­და­თან ჩიხ­ში მო­აქ­ცია ქურ­თის­ტა­ნის რე­გი­ო­ნი - აკ­რძა­ლა პირ­და­პი­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი რე­გი­ონ­ში. ამას­თან, ცენ­ტრა­ლურ­მა მთავ­რო­ბამ ქურთთა მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ბან­კებს დო­ლა­რე­ბის მი­ყიდ­ვა შე­უ­წყვი­ტა. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ქურ­თის­ტა­ნის რე­გი­ონ­მა რე­ფე­რენ­დუ­მის გა­მარ­თვის შემ­დეგ მი­აღ­წია, არის ის, რომ სა­სა­ზღვრო პოს­ტებ­ზე კონ­ტრო­ლი და­ა­წე­სა.

რაც შე­ე­ხე­ბა შიდა ავი­ა­რე­ი­სებს, ის ჯერ­ჯე­რო­ბით მუ­შა­ობს, თუმ­ცა ერა­ყი აპი­რებს, რომ ამ რე­გი­ო­ნის და­ნარ­ჩენ ქვე­ყა­ნას­თან სატ­რან­სპორ­ტო ურ­თი­ერ­თო­ბა თან­და­თან გარ­კვე­ულ გრა­ფიკ­ში მო­აქ­ცი­ოს და მკაც­რად გა­ა­კონ­ტრო­ლოს, რად­გან არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქ და­ნარ­ჩე­ნი ერა­ყა­დან ქურ­თე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ხდე­ბა.

თა­ვის მხრივ, რე­გი­ო­ნის მთავ­რო­ბა ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს მო­ლა­პა­რა­კე­ბას "სა­სა­ზღვრო პუნ­ქტე­ბის, შიდა ვაჭ­რო­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის, ბან­კე­ბი­სა და აე­რო­პორ­ტე­ბის სა­კი­თხებ­ზე".

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აჩ­ნია, რომ ბაღ­და­დის მხრი­დან დუ­მი­ლი დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­დე­ბა, - ამის დას­ტუ­რია ის, რომ გა­სულ კვი­რას ნავ­თო­ბით მდი­დარ ქირ­ქუ­ქის რე­გი­ო­ნი ერა­ყის ძა­ლებ­სა და ირა­ნის მიერ გაწ­ვრთნილ ერა­ყელ გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ ჯგუ­ფებს მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმის მომ­ზა­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მათი თქმით, ერა­ყი ქურ­თის­ტა­ნის რე­გი­ონ­ში "ნავ­თო­ბის ომის­თვის" ემ­ზა­დე­ბა.

თა­ვის მხრივ, ერა­ყის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ინფრო­მა­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნებს არ­მი­ას ქურთთა რე­გი­ო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, ერა­ყის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის პრესმდი­ვან­მაც უარ­ყო ქურ­თის­ტა­ნის მიერ გავცრ­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი, ქურთთა ძა­ლებ­ზე თავ­დას­ხმის მომ­ზა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერა­ყის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ მთავ­რო­ბის ჯა­რე­ბი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ექ­სტრე­მის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც სი­რი­ა­ში არი­ან.

შე­და­რე­ბით ლო­ი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერა­ყი არ აპი­რებს, ნავ­თო­ბით მდი­და­რი ქა­ლა­ქის - ქირ­ქუ­ქის დათ­მო­ბას, რო­მელ­ზეც კონ­ტრო­ლი ამ­ჟა­მად სწო­რედ ქურ­თის­ტა­ნის რე­გი­ო­ნა­ლურ მთავ­რო­ბას აქვს დამ­ყა­რე­ბუ­ლი. მას გა­სულ წლებ­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" აკონ­ტრო­ლებ­და, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რივ­მა ქურ­თე­ბის სამ­ხედ­რო შე­ნა­ერ­თმა "პეშ­მერ­გამ" მათი მო­გე­რი­ე­ბა შეძ­ლო.

ერა­ყის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, ასეთ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არ აქვს, დამ­ტე­ბი­თი შიდა კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყოს და არ­მია თა­ვი­სი­ვე ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, ან ქურთ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ომის და­სა­წყე­ბად გა­მო­ი­ყე­ნონ.

ერა­ყის უზე­ნა­ეს­მა იუ­რი­დი­ულ­მა საბ­ჭომ, ქურთთა რე­ფე­რენ­დუ­მის კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და მისი ორი თა­ნა­შემ­წის წი­ნა­აღ­მდეგ, და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი გას­ცა, იმის გამო, რომ რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბა არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ქმე­დე­ბა იყო.

ერა­ყის უკომ­პრო­მი­სო პო­ზი­ცი­ას სრუ­ლი­ად იზი­ა­რე­ბენ მისი მე­ზობ­ლე­ბი ირა­ნი და თურ­ქე­თი, რად­გან იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი მა­თაც აქვთ და ერა­ყის ქურ­თის­ტა­ნის რე­ფე­რენ­დუმ­მა მათ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი სე­პა­რა­ტიზ­მი წა­ა­ხა­ლი­სა.

პრე­ვენ­ცი­უ­ლი და კა­ტე­გო­რი­უ­ლი ერ­დო­ღა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ ერაყ­თან, ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ მთავ­რო­ბა­სა და ირან­თან შე­თან­ხმე­ბით, თურ­ქე­თი სა­სა­ზღვრო პუნ­ქტებს თან­და­თა­ნო­ბით და­ხუ­რავს.

ქურთთა გავ­ლე­ნე­ბი­სა და რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­დაც 90%-მა პრო­ცენ­ტმა და­მო­უ­კი­დე­ბელ ქურ­თის­ტანს და­უ­ჭი­რა მხა­რი, - უკვე გა­მოჩ­ნდა, რომ იზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­უ­ლი რე­გი­ო­ნის ლი­დე­რებ­მა პო­ზი­ცი­ე­ბი შე­არ­ბი­ლეს. ჯერ­ჯე­რო­ბით არც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ია­რა­ღით მო­პო­ვე­ბის სურ­ვი­ლი ჩანს, რად­გან ტე­რი­ტო­რი­უ­ლად მათ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს მყო­ფი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" მათ რე­ა­ლურ საფრ­თხეს უქ­მნის და ნე­ბის­მი­ე­რი სი­სუს­ტის გა­მო­ჩე­ნა, შე­საძ­ლოა, სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა აღ­მოჩ­ნდეს მათ­თვის და მთლი­ა­ნი ერა­ყის­თვის, - და­კარ­გა­ვენ ბრძო­ლით მო­პო­ვე­ბულ და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ ქირ­ქუქს, რო­მე­ლიც მათ­თვის ერაყ­თან ვაჭ­რო­ბის საგ­ნად და ვი­თა­რე­ბის ნე­ბის­ნი­ე­რი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სავ­ლის წყა­როდ რჩე­ბა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, მსოფ­ლი­ო­ში ამ მხრვი არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი მა­ინც და მა­ინც სა­ნუ­გე­შო პროგ­ნოზ­საცს ვერ აძ­ლევთ, - ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბი­სა და იზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­ვის მუ­ქა­რამ, ისი­ნი კი არა, ეს­პა­ნე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი რე­გი­ო­ნი, კა­ტა­ლო­ნი­აც კი სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო, - უღირთ თუ არა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა, ერთი-ორი მხარ­დამ­ჭე­რი სა­ხელ­მწი­ფოს იმე­დად.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

დაიწყებს თუ არა ერაყი ქურთისტანის რეგიონში "ნავთობის ომს?"

დაიწყებს თუ არა ერაყი ქურთისტანის რეგიონში "ნავთობის ომს?"

ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა ცდილობს ერაყის ხელისუფლებასთან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე გამართოს მოლაპარაკება. ერაყის ქურთისტანს უკვე მძიმედ დააწვა ერაყის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც აეროპორტებზე, სასაზღვრო პუნქტებსა და ბანკებზე აისახა.

დასავლური მედიის ცნობით, ერაყის ცენტრალურმა მთავრობამ მის ხელთ არსებული მექანიზმებით თანდათან ჩიხში მოაქცია ქურთისტანის რეგიონი - აკრძალა პირდაპირი საერთაშორისო ფრენები რეგიონში. ამასთან, ცენტრალურმა მთავრობამ ქურთთა მფლობელობაში არსებულ ბანკებს დოლარების მიყიდვა შეუწყვიტა. ერთადერთი, რასაც ქურთისტანის რეგიონმა რეფერენდუმის გამართვის შემდეგ მიაღწია, არის ის, რომ სასაზღვრო პოსტებზე კონტროლი დააწესა.

რაც შეეხება შიდა ავიარეისებს, ის ჯერჯერობით მუშაობს, თუმცა ერაყი აპირებს, რომ ამ რეგიონის დანარჩენ ქვეყანასთან სატრანსპორტო ურთიერთობა თანდათან გარკვეულ გრაფიკში მოაქციოს და მკაცრად გააკონტროლოს, რადგან არსებული ინფორმაციით, იქ დანარჩენი ერაყადან ქურთების მობილიზება ხდება.

თავის მხრივ, რეგიონის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებას სთავაზობს მოლაპარაკებას "სასაზღვრო პუნქტების, შიდა ვაჭრობის, მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევის, ბანკებისა და აეროპორტების საკითხებზე".

საერთაშორისო საზოგადოებას მიაჩნია, რომ ბაღდადის მხრიდან დუმილი დიდხანს ვერ გაგრძელდება, - ამის დასტურია ის, რომ გასულ კვირას ნავთობით მდიდარ ქირქუქის რეგიონი ერაყის ძალებსა და ირანის მიერ გაწვრთნილ ერაყელ გასამხედროებულ ჯგუფებს მასშტაბური თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებდა. მათი თქმით, ერაყი ქურთისტანის რეგიონში "ნავთობის ომისთვის" ემზადება.

თავის მხრივ, ერაყის ხელისუფლებამ ეს ინფრომაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ არ გამოიყენებს არმიას ქურთთა რეგიონის წინააღმდეგ, ერაყის სამხედრო ძალების პრესმდივანმაც უარყო ქურთისტანის მიერ გავცრლებული ცნობები, ქურთთა ძალებზე თავდასხმის მომზადებასთან დაკავშირებით. ერაყის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთავრობის ჯარები "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლებისთვის ემზადებიან, რომლებიც სირიაში არიან.

შედარებით ლოიალური განცხადებების მიუხედავად, ერაყი არ აპირებს, ნავთობით მდიდარი ქალაქის - ქირქუქის დათმობას, რომელზეც კონტროლი ამჟამად სწორედ ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობას აქვს დამყარებული. მას გასულ წლებში "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებდა, თუმცა, ადგილობრივმა ქურთების სამხედრო შენაერთმა "პეშმერგამ" მათი მოგერიება შეძლო.

ერაყის ხელმძღვანელობის თქმით, ასეთ მძიმე ვითარებაში არავითარი სურვილი არ აქვს, დამტებითი შიდა კონფლიქტი დაიწყოს და არმია თავისივე ხალხის წინააღმდეგ, ან ქურთ მოქალაქეებთან ომის დასაწყებად გამოიყენონ.

ერაყის უზენაესმა იურიდიულმა საბჭომ, ქურთთა რეფერენდუმის კომისიის ხელმძღვანელისა და მისი ორი თანაშემწის წინააღმდეგ, დაპატიმრების ორდერები გასცა, იმის გამო, რომ რეფერენდუმის ჩატარება არაკონსტიტუციური ქმედება იყო.

ერაყის უკომპრომისო პოზიციას სრულიად იზიარებენ მისი მეზობლები ირანი და თურქეთი, რადგან იგივე პრობლემები მათაც აქვთ და ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმმა მათ ქვეყნებში არსებული სეპარატიზმი წაახალისა.

პრევენციული და კატეგორიული ერდოღანის ხელისუფლების განცხადებით, ჩრდილოეთ ერაყთან, ქვეყნის ცენტრალურ მთავრობასა და ირანთან შეთანხმებით, თურქეთი სასაზღვრო პუნქტებს თანდათანობით დახურავს.

ქურთთა გავლენებისა და რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, სადაც 90%-მა პროცენტმა დამოუკიდებელ ქურთისტანს დაუჭირა მხარი, - უკვე გამოჩნდა, რომ იზოლაციაში მოქცეული რეგიონის ლიდერებმა პოზიციები შეარბილეს. ჯერჯერობით არც დამოუკიდებლობის იარაღით მოპოვების სურვილი ჩანს, რადგან ტერიტორიულად მათთან ძალიან ახლოს მყოფი "ისლამური სახელმწიფო" მათ რეალურ საფრთხეს უქმნის და ნებისმიერი სისუსტის გამოჩენა, შესაძლოა, საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს მათთვის და მთლიანი ერაყისთვის, - დაკარგავენ ბრძოლით მოპოვებულ და შენარჩუნებულ ქირქუქს, რომელიც მათთვის ერაყთან ვაჭრობის საგნად და ვითარების ნებისნიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, სტაბილური შემოსავლის წყაროდ რჩება.

მთლიანობაში, მსოფლიოში ამ მხრვი არსებული სურათი მაინც და მაინც სანუგეშო პროგნოზსაცს ვერ აძლევთ, - ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებისა და იზოლაციაში მოქცევის მუქარამ, ისინი კი არა, ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონი, კატალონიაც კი საგონებელში ჩააგდო, - უღირთ თუ არა დამოუკიდებლობის გამოცხადება, ერთი-ორი მხარდამჭერი სახელმწიფოს იმედად.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე