მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა შსს-ში ჯერჯერობით საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა. ის 1959 წელს არის დაბადებული. ლიკა ქავჟარაძემ ხალხს ყველაზე მეტად "ნატვრის ხეში", მარიტას როლით დაამახსოვრა თავი.