კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სხეულის ნაწილები, რომლებიც ადამიანს არ სჭირდება
სხეულის ნაწილები, რომლებიც ადამიანს არ სჭირდება

ჩარლზ დარ­ვინ­მა თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი წიგ­ნის The Descent of Man პირ­ველ თავ­ში ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის იმ ნა­წი­ლებს აღ­წერს, რომ­ლე­ბიც მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ უსარ­გებ­ლოა, ან თით­ქმის უსარ­გებ­ლოა. გა­მო­ცე­მა Brightside-ი მი­იჩ­ნევს, რომ დარ­ვი­ნის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სრუ­ლი არ იყო და ადა­მი­ანს, იმა­ზე მეტი ორ­გა­ნო და სხე­უ­ლის ნა­წი­ლი აქვს, ვიდ­რე სჭირ­დე­ბა. ვნა­ხოთ მათი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი.

თმა სხე­ულ­ზე

წარ­ბე­ბი თვა­ლებს იმ ოფ­ლის­გან იცავს, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის დროს შუბ­ლზე ჩნდე­ბა, სა­ხე­ზე არ­სე­ბუ­ლი თმა მა­მა­კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის მი­ზიდ­ვა­ში, სხე­უ­ლის და­ნარ­ჩენ ნა­წილ­ში არ­სე­ბუ­ლი თმა კი არა­ნა­ირ ფუნ­ქცი­ას აღარ ას­რუ­ლებს.

ყუ­რის შიდა კუნ­თე­ბი

ზო­გი­ერთ ცხო­ველს, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად კურ­დღე­ლი ან ძაღ­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი კუნ­თე­ბის დახ­მა­რე­ბით ყუ­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ, თუმ­ცა, ეს კუნ­თე­ბი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­შიც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა არა­ნა­ირ მი­ზანს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სიბ­რძნის კბი­ლი

უძ­ვე­ლეს ადა­მი­ა­ნებს კა­ლო­რი­ე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის მი­სა­ღე­ბად მცე­ნა­რე­ე­ბის ღეჭ­ვა უხ­დე­ბო­დათ და სა­ვა­რა­უ­დოდ სიბ­რძნის კბილს სწო­რედ ამა­ში იყე­ნებ­დნენ, მაგ­რამ ახლა მო­სახ­ლე­ო­ბის მცი­რე ნა­წილს თუ იპო­ვით, ვი­საც სიბ­რძნის კბი­ლი ჯან­სა­ღად აქვთ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სიბ­რძნის კბი­ლი პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რაც მო­მა­ვალ­ში ადა­მი­ანს აღარ ექ­ნე­ბა.

კის­რის ნეკ­ნე­ბი

კის­რის ნეკ­ნე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ რეპ­ტი­ლი­ე­ბის დრო­ი­დან არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა დღეს მათ ადა­მი­ა­ნე­ბის 1%-ში შეხ­ვდე­ბით. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ნეკ­ნე­ბი ან მხო­ლოდ მარ­ცხე­ნა მხა­რეს არის, ან მხო­ლოდ მარ­ჯვე­ნა, თუმ­ცა გვხდე­ბა ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც რო­დე­საც ნეკ­ნე­ბი კის­რის ორი­ვე მხა­რეს არის, რაც ძი­რი­თა­დად ნერ­ვულ და არ­ტე­რი­ულ პრობ­ლე­მებს იწ­ვევს.

მა­მა­კა­ცის მკერ­დის თა­ვე­ბი

მკერ­დის თავი ქა­ლე­ბი­სა და მა­მა­კა­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც გვხდე­ბა. ეს იმ მი­ზე­ზით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ნა­ყოფს გან­ვი­თა­რე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე სქე­სი არ აქვს. თუმ­ცა იმის გამო, რომ მა­მა­კა­ცებს რეპ­რო­დუქ­ცი­ის ფუნ­ქცია არ აქვთ და შე­სა­ბა­მი­სად არც რძეს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ, სხე­უ­ლის ამ ნა­წილს მათ შემ­თხვე­ვა­ში და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ აქვს.

აპენ­დიქ­სი

მსხვილ ნაწ­ლავ­თან მიბ­მუ­ლი ვიწ­რო კუნ­თო­ვა­ნი მილი ცე­ლუ­ლო­ზის გა­და­მუ­შა­ვე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის რა­ცი­ო­ნის ძი­რი­თად ნა­წილს მცე­ნა­რე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი შე­ად­გენ­და და არა ცხო­ვე­ლუ­რი ცილა გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

სხეულის ნაწილები, რომლებიც ადამიანს არ სჭირდება

სხეულის ნაწილები, რომლებიც ადამიანს არ სჭირდება

ჩარლზ დარვინმა თავისი ცნობილი წიგნის The Descent of Man პირველ თავში ადამიანის სხეულის იმ ნაწილებს აღწერს, რომლებიც მსუბუქად რომ ვთქვათ უსარგებლოა, ან თითქმის უსარგებლოა. გამოცემა Brightside-ი მიიჩნევს, რომ დარვინის ჩამონათვალი სრული არ იყო და ადამიანს, იმაზე მეტი ორგანო და სხეულის ნაწილი აქვს, ვიდრე სჭირდება. ვნახოთ მათი ჩამონათვალი.

თმა სხეულზე

წარბები თვალებს იმ ოფლისგან იცავს, რომელიც ფიზიკური დატვირთვის დროს შუბლზე ჩნდება, სახეზე არსებული თმა მამაკაცების შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საწინააღმდეგო სქესის მიზიდვაში, სხეულის დანარჩენ ნაწილში არსებული თმა კი არანაირ ფუნქციას აღარ ასრულებს.

ყურის შიდა კუნთები

ზოგიერთ ცხოველს, როგორიც მაგალითად კურდღელი ან ძაღლია, აღნიშნული კუნთების დახმარებით ყურების მოძრაობა შეუძლიათ, თუმცა, ეს კუნთები ადამიანის შემთხვევაშიც შენარჩუნებულია, თუმცა არანაირ მიზანს არ ემსახურება.

სიბრძნის კბილი

უძველეს ადამიანებს კალორიების საკმარისი რაოდენობის მისაღებად მცენარეების ღეჭვა უხდებოდათ და სავარაუდოდ სიბრძნის კბილს სწორედ ამაში იყენებდნენ, მაგრამ ახლა მოსახლეობის მცირე ნაწილს თუ იპოვით, ვისაც სიბრძნის კბილი ჯანსაღად აქვთ შენარჩუნებული, სავარაუდოდ, სიბრძნის კბილი პირველი იქნება, რაც მომავალში ადამიანს აღარ ექნება.

კისრის ნეკნები

კისრის ნეკნები სავარაუდოდ რეპტილიების დროიდან არის შემორჩენილი, თუმცა დღეს მათ ადამიანების 1%-ში შეხვდებით. ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში აღნიშნული ნეკნები ან მხოლოდ მარცხენა მხარეს არის, ან მხოლოდ მარჯვენა, თუმცა გვხდება ისეთი შემთხვევებიც როდესაც ნეკნები კისრის ორივე მხარეს არის, რაც ძირითადად ნერვულ და არტერიულ პრობლემებს იწვევს.

მამაკაცის მკერდის თავები

მკერდის თავი ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაშიც გვხდება. ეს იმ მიზეზით არის განპირობებული, რომ ნაყოფს განვითარების საწყის ეტაპზე სქესი არ აქვს. თუმცა იმის გამო, რომ მამაკაცებს რეპროდუქციის ფუნქცია არ აქვთ და შესაბამისად არც რძეს გამოიმუშავებენ, სხეულის ამ ნაწილს მათ შემთხვევაში დანიშნულება არ აქვს.

აპენდიქსი

მსხვილ ნაწლავთან მიბმული ვიწრო კუნთოვანი მილი ცელულოზის გადამუშავებისთვის გამოიყენებოდა იმ პერიოდში, როდესაც ადამიანის რაციონის ძირითად ნაწილს მცენარეული ნივთიერებები შეადგენდა და არა ცხოველური ცილა  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს