მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტარების კავშირი ბიზნესთან - რა პასუხი აქვთ დეპუტატებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშზე
პარლამენტარების კავშირი ბიზნესთან - რა პასუხი აქვთ დეპუტატებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშზე

მე მაქვს ნუ­ლო­ვა­ნი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას ხა­ზებს ვავ­ლებ ხოლ­მე, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით არა­დეკ­ლა­რი­რე­ბულ აქ­ტი­ვებს ფლობს.

"არ­სად არა­ნა­ი­რი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა არ მი­ფიქ­სირ­დე­ბა, არ ვფლობ ავ­ტო­მო­ბილს, არა მაქვს არა­ნა­ი­რი ანა­ბა­რი და და­ნა­ზო­გი. ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა ხელ­ფა­სი­დან გა­და­დე­ბუ­ლი 5 000 ან 6 000 ლარი შე­მიგ­როვ­დეს, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე ქრე­ბა. არც სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა გა­მაჩ­ნია, არა­ნა­ირ კო­მერ­ცი­ულ სტრუქ­ტუ­რა­ში წილი არ მაქვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ ვიცი რას ეფუძ­ნე­ბა "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის" ინ­ფორ­მა­ცია. თუკი რა­ი­მეს იპო­ვი­ან და მარ­თლა გა­მიჩ­ნდე­ბა ქო­ნე­ბა, უარ­ზე არ ვარ", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ინ­ფორ­მა­ცი­ას მის მიერ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ არ ადას­ტუ­რებს.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, ნე­ბის­მი­ერ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც მსგავს კვლე­ვას აქ­ვეყ­ნებს, მეტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი მარ­თებს.

"არ მინ­და ვინ­მეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ზრახ შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა და­ვაბ­რა­ლო. კვლე­ვა­ში ჩემი გვა­რიც არის ნახ­სე­ნე­ბი, თუმ­ცა იმა­ზე არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი, რომ ის პა­ტა­რა სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც 10-12 წლის წინ შე­იქ­მნა, დიდი ხა­ნია აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი აქ­ტი­ვო­ბა არ უფიქ­სირ­დე­ბათ და წლე­ბია, ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვთ საქ­მი­ა­ნო­ბა. რო­მელ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი? მგო­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იმ­სა­ხუ­რებს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის თუ ფაქ­ტე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბით მი­წო­დე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 51 წევ­რს აქვს ბიზ­ნეს­თან კავ­ში­რი და შე­სა­ბა­მი­სად, ფლობს წილს სა­მე­წარ­მეო სუ­ბი­ექ­ტებ­ში, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ან­გა­რიშ­ში.

კერ­ძოდ, ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს აქ­ტი­ვე­ბი აქვს პარ­ლა­მენ­ტის 16 წევ­რს, აქე­დან 14 დე­პუ­ტა­ტი არის უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან: ლე­ვან ბეჟა­ნი­ძე, ბი­ძი­ნა გე­გი­ძე, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი, გია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, შოთა ხა­ბა­რე­ლი, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე, ედი­შერ თო­ლო­რა­ია, დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე, ერეკ­ლე ტრი­პოლ­სკი, მა­რი­ამ ჯაში, სო­ფიო კი­ლა­ძე, ხოლო 2 დე­პუ­ტა­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტე­ბი­დან": ირმა ინაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ლო­მია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

პარლამენტარების კავშირი ბიზნესთან - რა პასუხი აქვთ დეპუტატებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშზე

პარლამენტარების კავშირი ბიზნესთან - რა პასუხი აქვთ დეპუტატებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშზე

მე მაქვს ნულოვანი ქონებრივი დეკლარაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციის შევსებისას ხაზებს ვავლებ ხოლმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით არადეკლარირებულ აქტივებს ფლობს.

"არსად არანაირი კერძო საკუთრება არ მიფიქსირდება, არ ვფლობ ავტომობილს, არა მაქვს არანაირი ანაბარი და დანაზოგი. ხანდახან შეიძლება ხელფასიდან გადადებული 5 000 ან 6 000 ლარი შემიგროვდეს, რომელიც მალევე ქრება. არც სამეწარმეო საქმიანობა გამაჩნია, არანაირ კომერციულ სტრუქტურაში წილი არ მაქვს. აქედან გამომდინარე, არ ვიცი რას ეფუძნება "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაცია. თუკი რაიმეს იპოვიან და მართლა გამიჩნდება ქონება, უარზე არ ვარ", - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციას მის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ ადასტურებს.

მდინარაძის თქმით, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მსგავს კვლევას აქვეყნებს, მეტი პროფესიონალიზმი მართებს.

"არ მინდა ვინმეს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა დავაბრალო. კვლევაში ჩემი გვარიც არის ნახსენები, თუმცა იმაზე არაფერია ნათქვამი, რომ ის პატარა საადვოკატო ფირმები, რომლებიც 10-12 წლის წინ შეიქმნა, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებენ, შესაბამისად, არანაირი აქტივობა არ უფიქსირდებათ და წლებია, ოფიციალურადაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა. რომელ სამეწარმეო საქმიანობაზეა საუბარი? მგონია, რომ საზოგადოება არ იმსახურებს არასწორი ინფორმაციების თუ ფაქტების დამახინჯებით მიწოდებას", - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში, - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.

კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს პარლამენტის 16 წევრს, აქედან 14 დეპუტატი არის უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, ხოლო 2 დეპუტატი "საქართველოს პატრიოტებიდან": ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."