სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის იქცევა ხალი ავთვისებიან სიმსივნედ - სიმპტომები და რეკომენდაციები დერმატოვენეროლოგისგან
როდის იქცევა ხალი ავთვისებიან სიმსივნედ - სიმპტომები და რეკომენდაციები დერმატოვენეროლოგისგან

მე­დი­ცი­ნა დღეს­დღე­ო­ბით კან­ზე არ­სე­ბულ ხალს (სხვა­დას­ხვა ფე­რის და ფორ­მის შე­იძ­ლე­ბა იყოს) დიდი აღ­ტა­ცე­ბით ვერ ხვდე­ბა, რად­გან ეს წარ­მო­ნაქ­მნე­ბი ადა­მი­ანს ხში­რად პრობ­ლე­მებს უქ­მნის. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერთს ხალი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე უსაფრ­თოდ ჰქონ­დეს.

ხალი კან­ზე არ­სე­ბუ­ლი პიგმენ­ტუ­რი ლა­ქაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს და­ბა­დე­ბი­დან დაჰ­ყვე­ბა ან ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე უჩ­ნდე­ბა... რო­დის წარ­მო­ად­გენს ის ადა­მი­ა­ნის­თვის საფრ­თხეს, რო­გორ მო­ვუ­ა­როთ მას და რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ხალი კა­ნის კი­ბოდ არ გარ­და­იქ­მნას, ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-ს მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, დერ­მა­ტო­ვე­ნე­რო­ლო­გი ირაკ­ლი კუ­ტა­ლია ესა­უბ­რე­ბა:

- ხალი კან­ზე არ­სე­ბუ­ლი წარ­მო­ნაქ­მნია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს თან­და­ყო­ლი­ლი, ან აქ­ტი­უ­რი რუ­ჯის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი... სხე­ულ­ზე ხა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და შე­სა­ხე­და­ო­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­იც­ვა­ლოს. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ისე ქრე­ბა ან ჩნდე­ბა, რომ ვერც ვამ­ჩნევთ. ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ხა­ლის გა­დაგ­ვა­რე­ბას, აქ­ტი­უ­რი რუ­ჯია.

- რა უნდა ვქნათ, რომ ხალი არ აღ­მოჩ­ნდეს სა­ში­ში და რო­გორ გან­ვსა­ზღვროთ ხა­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნო­ბის (ონკო) რის­კი?

- თუ ხალ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეთ შემ­დე­გი სა­ხის ერთ სიმპტომს მა­ინც: გე­ნე­ტი­კურ მიდ­რე­კი­ლე­ბას, ასი­მეტ­რი­ულ ფორ­მას, ფე­რის შეც­ვლას ან სის­ხლდე­ნას, შე­საძ­ლოა, ეს იყოს ხა­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რის­თვი­საც აუ­ცი­ლებ­ლად ექიმ დერ­მა­ტო­ლოგს უნდა ეს­ტუმ­როთ.

სა­ერ­თოდ კი უნდა მო­ვე­რი­დოთ მზის სხი­ვებს, არ უნდა გა­ვი­ღი­ზი­ა­ნოთ ხალი შე­ხე­ბით. იმის­თვის, რომ არ გა­მოგ­ვე­პა­როს ხა­ლის გა­დაგ­ვა­რე­ბის პრო­ცე­სი, თუ კი შევ­ნიშ­ნავთ რო­მე­ლი­მე სიმპტომს, შემ­დე­გი გარ­თუ­ლე­ბე­ბის აცი­ლე­ბის­თვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ექიმ-დერ­მა­ტო­ლოგს დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის უნდა ვეს­ტუმ­როთ. კა­ნის კი­ბოს შემ­თხვე­ვა­ში, სა­წყის ეტაპ­ზე, დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა გან­კურ­ნე­ბის თით­ქმის 100-პრო­ცენ­ტი­ან შე­დეგს გვაძ­ლევს.

- მე­ლა­ნო­მა, რო­გორც მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, პიგმენ­ტუ­რი უჯრე­დე­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნეა, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად კან­ზე წარ­მო­იქ­მნე­ბა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო დროს ის ყვე­ლა­ზე მზარ­დი სიმ­სივ­ნეა. რა იწ­ვევს მას?

- ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მზის სხი­ვებს სხე­ულს უფი­ცხე­ბენ, რათა ნამ­ზე­უ­რის სა­სურ­ვე­ლი ფერი მი­ი­ღონ, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ამ ეგ­ზო­ტი­კუ­რი სი­ლა­მა­ზის მო­ნი­ჭე­ბის გარ­და, მზის სხი­ვებს საკ­მა­ოდ დიდი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბაც შე­უძ­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. ერთ-ერთი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა, რა­ზეც მზის სხი­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა იქო­ნი­ოს, კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ხა­ლია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა გა­დაგ­ვარ­დეს და ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნედ - მე­ლა­ნო­მად გა­და­იქ­ცეს...

მო­ე­რი­დეთ მზე­ზე დიდ­ხანს ყოფ­ნას, რუ­ჯის მი­ღე­ბის დრო გან­სა­ზღვრუ­ლი უნდა იყოს - დი­ლის და სა­ღა­მოს სა­ა­თე­ბი, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ხა­ლის ასე­თი არა­სა­სურ­ვე­ლი გარ­თუ­ლე­ბა. მოკ­ლედ, მე­ლა­ნო­მა კა­ნის კი­ბოა. ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ას ვა­ტა­რებთ, რათა იცოდ­ნენ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზრუნ­ვა კა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

- არ­სე­ბობს ასე­ვე ხა­ლის და­ზი­ა­ნე­ბის მე­ქა­ნი­კუ­რი ტრავ­მე­ბი. რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ასეთ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი?

- ხა­ლის­თვის მე­ქა­ნი­კუ­რი ტრავ­მაც ძალ­ზე სა­ხი­ფა­თოა. ეს არის - ხა­ლის გა­კაწ­ვრა, მოგ­ლე­ჯა, მას­ზე ტან­საც­მლის მუდ­მი­ვი ხა­ხუ­ნი, სა­მარ­თებ­ლით ან სა­ვარ­ცხლით და­ზი­ა­ნე­ბა და ა.შ. ამი­ტომ თუ ხალი სხე­უ­ლის ისეთ ად­გი­ლა­საა, სა­დაც ხში­რია მისი ტრავ­მი­რე­ბა, სა­სურ­ვე­ლია, მო­ცილ­დეს.

- არ არის სა­ში­ში ხა­ლის მო­ცი­ლე­ბა?

- არა. პირ­ველ ეტაპ­ზე კეთ­დე­ბა ხა­ლის დი­აგ­ნოს­ტი­კა, რომ დად­გინ­დეს ონ­კო­ლო­გი­ის რის­კი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ხდე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, კერ­ძოდ, გერ­მა­ნი­ა­ში თუ ექიმს ეჭვი ეპა­რე­ბო­და ხა­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნო­ბა­ში, მას აშო­რებ­და და მერე მორ­ფო­ლო­გი­ა­ზე აგ­ზავ­ნი­და. მორ­ფო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გად, ყვე­ლა მო­შო­რე­ბუ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი ხალი 1%-ზე ნაკ­ლებს შე­ად­გენ­და. ამ პრე­ვენ­ცი­ის გამო გერ­მა­ნი­ა­ში კა­ნის კი­ბოს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

- იმის­თვის, რომ ხალი არ გარ­და­იქ­მნას სე­რი­ო­ზულ საფრ­თხედ, საპ­რე­ვენ­ცი­ოდ რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ?

- პრე­ვენ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მუდ­მი­ვი შე­მოწ­მე­ბით და დი­აგ­ნოს­ტი­კით, დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბობს ისე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტე­ბი, რო­მე­ლიც ხა­ლის რის­კფაქ­ტო­რებს ავ­ტო­მა­ტუ­რად ად­გე­ნენ და ექიმს დი­ნა­მი­კა­ში მი­ნი­მა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალომე
3

გამარჯობათ ხალზე გამწსვა ბეზაპასნი წამომივიდა სისხლი რამოდენიმე დღე მტკიოდა ხალმა დაიბრუნა ზუსტად ის სახე რაც ქონდა გაკაწვრამდე ეხა ვგრძნონ დაჭიმულობას ხალი მაქვს ჩვეულებრივად შეილება გარეგნულად აე ეტყოპოდეს არაფერი და ისე იყოს საშიში მდგომარეობა?

ლალი
0

ზურგზე ბეჩის არესი მაქვს ხალი რომელიც დროდადრო ასე რომ ვთქვატ იგვიდზებს მაქვს ქავილის შეგრდზნება მაგრამ არ ვეხები ეხლა გვერდზე სიწიტლე აქვს ვხმარობ ბეტადინის სიტხეს ანტება რომ არ გაჩნდეს საშისიაააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როდის იქცევა ხალი ავთვისებიან სიმსივნედ - სიმპტომები და რეკომენდაციები დერმატოვენეროლოგისგან

როდის იქცევა ხალი ავთვისებიან სიმსივნედ - სიმპტომები და რეკომენდაციები დერმატოვენეროლოგისგან

მედიცინა დღესდღეობით კანზე არსებულ ხალს (სხვადასხვა ფერის და ფორმის შეიძლება იყოს) დიდი აღტაცებით ვერ ხვდება, რადგან ეს წარმონაქმნები ადამიანს ხშირად პრობლემებს უქმნის. თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთს ხალი მთელი ცხოვრების მანძილზე უსაფრთოდ ჰქონდეს.

ხალი კანზე არსებული პიგმენტური ლაქაა, რომელიც ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება ან ცხოვრების მანძილზე უჩნდება... როდის წარმოადგენს ის ადამიანისთვის საფრთხეს, როგორ მოვუაროთ მას და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალი კანის კიბოდ არ გარდაიქმნას, ამ თემაზე AMBEBI.GE-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატოვენეროლოგი ირაკლი კუტალია ესაუბრება:

- ხალი კანზე არსებული წარმონაქმნია, რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ან აქტიური რუჯის შედეგად წარმოქმნილი... სხეულზე ხალების რაოდენობა და შესახედაობა დროთა განმავლობაში შესაძლებელია, შეიცვალოს. ზოგიერთი მათგანი, დროთა განმავლობაში ისე ქრება ან ჩნდება, რომ ვერც ვამჩნევთ. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ხალის გადაგვარებას, აქტიური რუჯია.

- რა უნდა ვქნათ, რომ ხალი არ აღმოჩნდეს საშიში და როგორ განვსაზღვროთ ხალის ავთვისებიანობის (ონკო) რისკი?

- თუ ხალზე აღმოაჩინეთ შემდეგი სახის ერთ სიმპტომს მაინც: გენეტიკურ მიდრეკილებას, ასიმეტრიულ ფორმას, ფერის შეცვლას ან სისხლდენას, შესაძლოა, ეს იყოს ხალის ავთვისებიანობის მაჩვენებელი, რისთვისაც აუცილებლად ექიმ დერმატოლოგს უნდა ესტუმროთ.

საერთოდ კი უნდა მოვერიდოთ მზის სხივებს, არ უნდა გავიღიზიანოთ ხალი შეხებით. იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს ხალის გადაგვარების პროცესი, თუ კი შევნიშნავთ რომელიმე სიმპტომს, შემდეგი გართულებების აცილებისთვის დაუყოვნებლივ ექიმ-დერმატოლოგს დიაგნოსტიკისთვის უნდა ვესტუმროთ. კანის კიბოს შემთხვევაში, საწყის ეტაპზე, დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა განკურნების თითქმის 100-პროცენტიან შედეგს გვაძლევს.

- მელანომა, როგორც მედიკოსები ამბობენ, პიგმენტური უჯრედების გადაგვარების შედეგად განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უმეტესად კანზე წარმოიქმნება. იმასაც ამბობენ, რომ ბოლო დროს ის ყველაზე მზარდი სიმსივნეა. რა იწვევს მას?

- ადამიანები საათების განმავლობაში მზის სხივებს სხეულს უფიცხებენ, რათა ნამზეურის სასურველი ფერი მიიღონ, მაგრამ ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ამ ეგზოტიკური სილამაზის მონიჭების გარდა, მზის სხივებს საკმაოდ დიდი ზიანის მიყენებაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის. ერთ-ერთი უარყოფითი გავლენა, რაზეც მზის სხივებმა შეიძლება იქონიოს, კეთილთვისებიანი ხალია, რომელიც შესაძლოა გადაგვარდეს და ავთვისებიან სიმსივნედ - მელანომად გადაიქცეს...

მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას, რუჯის მიღების დრო განსაზღვრული უნდა იყოს - დილის და საღამოს საათები, რათა თავიდან ავიცილოთ ხალის ასეთი არასასურველი გართულება. მოკლედ, მელანომა კანის კიბოა. ადამიანების ინფორმირების მიზნით სხვადასხვა სოციალურ კამპანიას ვატარებთ, რათა იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნვა კანის ჯანმრთელობაზე.

- არსებობს ასევე ხალის დაზიანების მექანიკური ტრავმები. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს ადამიანები?

- ხალისთვის მექანიკური ტრავმაც ძალზე სახიფათოა. ეს არის - ხალის გაკაწვრა, მოგლეჯა, მასზე ტანსაცმლის მუდმივი ხახუნი, სამართებლით ან სავარცხლით დაზიანება და ა.შ. ამიტომ თუ ხალი სხეულის ისეთ ადგილასაა, სადაც ხშირია მისი ტრავმირება, სასურველია, მოცილდეს.

- არ არის საშიში ხალის მოცილება?

- არა. პირველ ეტაპზე კეთდება ხალის დიაგნოსტიკა, რომ დადგინდეს ონკოლოგიის რისკი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქირურგიული ჩარევა. ევროპული გამოცდილებით, კერძოდ, გერმანიაში თუ ექიმს ეჭვი ეპარებოდა ხალის ავთვისებიანობაში, მას აშორებდა და მერე მორფოლოგიაზე აგზავნიდა. მორფოლოგიური კვლევის შედეგად, ყველა მოშორებული ონკოლოგიური ხალი 1%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ამ პრევენციის გამო გერმანიაში კანის კიბოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

- იმისთვის, რომ ხალი არ გარდაიქმნას სერიოზულ საფრთხედ, საპრევენციოდ რა რეკომენდაციების მიცემა შეგიძლიათ?

- პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ მუდმივი შემოწმებით და დიაგნოსტიკით, დღესდღეობით არსებობს ისეთი თანამედროვე აპარატები, რომელიც ხალის რისკფაქტორებს ავტომატურად ადგენენ და ექიმს დინამიკაში მინიმალური ცვლილების გამოვლინებაში ეხმარება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE