კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება - როგორ უპირებენ დახვედრას ექს-პრეზიდენტს მეორე სამშობლოში
მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება - როგორ უპირებენ დახვედრას ექს-პრეზიდენტს მეორე სამშობლოში

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ოდე­სის ექს-გუ­ბერ­ნა­ტო­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი "კრა­კო­ვე­ცის" გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გავ­ლით უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას შე­ეც­დე­ბა.

წამ­ყვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბით სავ­სე ავ­ტო­ბუ­სი ვარ­შა­ვი­დან პე­რე­მიშ­ლის­კენ გა­ე­მარ­თა, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­თვა იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ად­გი­ლი შე­იც­ვა­ლა და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა თან­მხლე­ბებ­თან ერ­თად ქა­ლაქ ჟე­შოვ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ჟე­შოვ­ში ასე­ვე ჩა­ვი­და პარ­ტია "ბატ­კივ­ში­ნას" ლი­დე­რი იუ­ლია ტი­მო­შენ­კო. სა­ა­კაშ­ვი­ლი და ტი­მო­შენ­კო უკვე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს.

პო­ლო­ნეთ­ში, "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უბ­რი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა რომ, კრა­კო­ვე­ცის სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტთან მის­ვლის შემ­დეგ ის ყვე­ლა­ნა­ი­რი სცე­ნა­რის­თვის მზად არის, თუმ­ცა არ ჰგო­ნია, რომ მისი და­კა­ვე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა მოხ­დე­ბა.

"გა­მო­რი­ცხუ­ლია რომ დღეს­ვე გა­მი­ტა­ცონ. პა­რა­შენ­კოს ამის თავი რომ ჰქო­ნო­და, აქამ­დე იზამ­დნენ. რა თქმა უნდა ამ სცე­ნა­რის­თვის მზად ვარ, გამ­წა­რე­ბის­გან და ში­შის­გან შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­დი­ნოს, მაგ­რამ ეს გეგ­მა რომ ჰქო­ნო­და, აქამ­დე გა­ა­კე­თებ­და", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის თქმით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს მისი ეში­ნია, რათა არ გა­და­ა­ყე­ნოს ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. "პო­რა­შენ­კო რა­ტომ­ღაც თვლის, რომ მე თუ შე­ვე­დი უკ­რა­ი­ნა­ში, ის და­ემ­ხო­ბა. ჩემ­ზე ზედ­მე­ტი წარ­მოდ­გე­ნა აქვს, რო­გორც ჩანს, მაგ­რამ ასე თვლის. ვინ ჩა­ა­გო­ნა, ესეც არ ვიცი. შე­ვარ­დნა­ძეს არ ეში­ნო­და ჩემი ასე, რო­გორც პა­რა­შენ­კოს ეში­ნია. მე არა­ნა­ი­რი გეგ­მა არ მაქვს არა­ვის დამ­ხო­ბის. ჩემი გეგ­მაა ჩას­ვლა და ჩემი უფ­ლე­ბე­ბის სა­სა­მარ­თლო­ში დაც­ვა. მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ამ­დე­ნი ათა­სი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და სა­ზღვარ­ზე, რო­მე­ლიც ტრი­ალ მინ­დორ­შია, წარ­მო­მიდ­გე­ნია, ქა­ლაქ­ში რომ ჩა­ვაღ­წიო, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მოვა. რო­გორც ჩანს ამი­სი ეში­ნი­ათ, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს რომ მე ამას ბო­რო­ტად გა­მო­ვი­ყე­ნებ. ჩემი ამო­ცა­ნაა კა­ნო­ნი და კა­ნო­ნი­ე­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურ­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში შეშ­ვე­ბას არ აპი­რე­ბენ.

"დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე პას­პორ­ტი აქვს: შიდა პას­პორ­ტი და სა­ზღვარ­გა­რე­თის ორი პას­პორ­ტი. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეს პას­პორ­ტე­ბი გა­უქ­მე­ბუ­ლია. სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხურს და­ვა­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ჩა­მო­არ­თვას მას ეს პას­პორ­ტე­ბი. ანუ, ჩვენ ამ პას­პორ­ტებს ამო­ვი­ღებთ, გა­ვა­ფორ­მებთ შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტებს და მას და­ვაბ­რუ­ნებთ იმ სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ი­და­ნაც მო­ვი­და", - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ვა­სი­ლი სერ­ვა­ტი­უკ­მა "ტე­ლე­არხ 24"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ჟე­შოვ­ში ბრი­ფინ­გი გა­ა­უქ­მა და პშე­მისლში გა­ემ­გზავ­რა. ავ­ტო­ბუს­ში სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად დე­პუ­ტატ­თა ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც მას "კრა­კო­ვე­ცის" გამ­შვებ პუნ­ქტში მიჰ­ყვე­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ შე­საძ­ლოა უკ­რა­ი­ნა­ში პშე­მის­ლი­დან "ინ­ტერ­სი­თის" მა­ტა­რებ­ლით ჩა­ვი­დეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან ქა­ლაქ პშე­მისლში გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ვი­ცით, რომ "კრა­კო­ვე­ცის" გამ­შვებ პუნ­ქტზე ასო­ბით ჩემი მხარ­დამ­ჭე­რია, მაგ­რამ იქ ასე­ვე არი­ან "ტი­ტუშ­კე­ბი", რომ­ლე­ბიც პრო­ვო­კა­ცი­ას ამ­ზა­დე­ბენ. რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ეს, ჩვენ შე­საძ­ლოდ მი­ვიჩ­ნევთ უკ­რა­ი­ნა­ში "ინ­ტერ­სი­თის" მა­ტა­რებ­ლით გამ­გზავ­რე­ბას", - გან­მარ­ტა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ტა­რებ­ლით გამ­გზავ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ბუ­თე­ბის შე­მოწ­მე­ბა არა გამ­შვებ პუნ­ქტზე, არა­მედ მა­ტა­რე­ბელ­ში ხდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება - როგორ უპირებენ დახვედრას ექს-პრეზიდენტს მეორე სამშობლოში

მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება - როგორ უპირებენ დახვედრას ექს-პრეზიდენტს მეორე სამშობლოში

დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ექს-გუბერნატორი  მიხეილ სააკაშვილი "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტის გავლით უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი ვარშავიდან პერემიშლისკენ გაემართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის პრესკონფერენციის გამართვა იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით ადგილი შეიცვალა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თანმხლებებთან ერთად ქალაქ ჟეშოვში გადაინაცვლა. ჟეშოვში ასევე ჩავიდა პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო. სააკაშვილი და ტიმოშენკო უკვე შეხვდნენ ერთმანეთს.

პოლონეთში, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა რომ, კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მისვლის შემდეგ ის ყველანაირი სცენარისთვის მზად არის, თუმცა არ ჰგონია, რომ მისი დაკავება და საქართველოში ექსტრადირება მოხდება.

"გამორიცხულია რომ დღესვე გამიტაცონ. პარაშენკოს ამის თავი რომ ჰქონოდა, აქამდე იზამდნენ. რა თქმა უნდა ამ სცენარისთვის მზად ვარ, გამწარებისგან და შიშისგან შეიძლება ყველაფერი ჩაიდინოს, მაგრამ ეს გეგმა რომ ჰქონოდა, აქამდე გააკეთებდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს მისი ეშინია, რათა არ გადააყენოს ის ხელისუფლებიდან. "პორაშენკო რატომღაც თვლის, რომ მე თუ შევედი უკრაინაში, ის დაემხობა. ჩემზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს, როგორც ჩანს, მაგრამ ასე თვლის. ვინ ჩააგონა, ესეც არ ვიცი. შევარდნაძეს არ ეშინოდა ჩემი ასე, როგორც პარაშენკოს ეშინია. მე არანაირი გეგმა არ მაქვს არავის დამხობის. ჩემი გეგმაა ჩასვლა და ჩემი უფლებების სასამართლოში დაცვა. მაგრამ ვინაიდან ამდენი ათასი ადამიანი მოვიდა საზღვარზე, რომელიც ტრიალ მინდორშია, წარმომიდგენია, ქალაქში რომ ჩავაღწიო, რამდენი ადამიანი მოვა. როგორც ჩანს ამისი ეშინიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ამას ბოროტად გამოვიყენებ. ჩემი ამოცანაა კანონი და კანონიერება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შეშვებას არ აპირებენ.

"დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე პასპორტი აქვს: შიდა პასპორტი და საზღვარგარეთის ორი პასპორტი. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით, ეს პასპორტები გაუქმებულია. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს დავალება აქვს მიღებული, ჩამოართვას მას ეს პასპორტები. ანუ, ჩვენ ამ პასპორტებს ამოვიღებთ, გავაფორმებთ შესაბამის დოკუმენტებს და მას დავაბრუნებთ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საიდანაც მოვიდა", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ვასილი სერვატიუკმა "ტელეარხ 24"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა ჟეშოვში ბრიფინგი გააუქმა და პშემისლში გაემგზავრა. ავტობუსში სააკაშვილთან ერთად დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც მას "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტში მიჰყვება. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინაში პშემისლიდან "ინტერსითის" მატარებლით ჩავიდეს. აღნიშნულის შესახებ მან ქალაქ პშემისლში განაცხადა.

"ჩვენ ვიცით, რომ "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე ასობით ჩემი მხარდამჭერია, მაგრამ იქ ასევე არიან "ტიტუშკები", რომლებიც პროვოკაციას ამზადებენ. რათა თავიდან ავიცილოთ ეს, ჩვენ შესაძლოდ მივიჩნევთ უკრაინაში "ინტერსითის" მატარებლით გამგზავრებას", - განმარტა სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მატარებლით გამგზავრების შემთხვევაში საბუთების შემოწმება არა გამშვებ პუნქტზე, არამედ მატარებელში ხდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."