სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება ზაზა ფაჩულიას ორსული მეუღლე - ფოტოები თიკა ალავიძის "ინსტაგრამიდან"
როგორ გამოიყურება ზაზა ფაჩულიას ორსული მეუღლე - ფოტოები თიკა ალავიძის "ინსტაგრამიდან"

ვიდ­რე ზაზა ფა­ჩუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან ერ­თად "ევ­რო­ბას­კეტ­ზე" ის­რა­ელ­თან და­ძა­ბულ თა­მაშ­ში გა­მარ­ჯვე­ბას ზე­ი­მობს, მისი მე­უღ­ლე სულ მალე ელო­დე­ბა მე­ო­თხე პა­ტა­რა ფა­ჩუ­ლი­ას და­ბა­დე­ბას. თიკა ალა­ვი­ძე მე­უღ­ლეს მე­ო­თხე შვილს უჩენს - ორი ბი­ჭი­სა და ერთი გო­გო­ნას შემ­დეგ, წყვი­ლი კვლავ გო­გო­ნას ელო­დე­ბა. ფა­ჩუ­ლი­ას ცოლი აშშ-ში იმ­შო­ბი­ა­რებს.

ულა­მა­ზეს­მა წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 10 წლის წინ გა­იც­ნო. მათ გაც­ნო­ბას თიკა ალა­ვი­ძე ასე იხ­სე­ნებს:

"მა­შინ ან­სამ­ბლ "სუ­ხიშ­ვი­ლებ­ში" ვცეკ­ვავ­დი. მახ­სოვს მცხე­თა­ში გვქონ­და კონ­ცერ­ტი და იქ მო­ვი­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ გვყავ­და სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ზა­ზას ჩემი გაც­ნო­ბა უნ­დო­და და კუ­ლი­სებ­ში შე­მო­იყ­ვა­ნა. სწო­რედ მა­შინ მოხ­და ჩემი და ზა­ზას პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა.

ერთი წელი ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ზა­ზას ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ­დი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და. ერთ დღე­საც და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი მას­თან აშშ-ში, და­უ­რე­კა მა­მა­ჩემ­საც და ასე, სპონ­ტა­ნუ­რად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ ეტაპ­ზე გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა, რად­გან ჩემ­თვი­საც და ზა­ზას­თვი­საც ეს მან­ძი­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ჩა­ვე­დი ამე­რი­კა­ში და იქ მო­ვა­წე­რეთ ხელი", - იხ­სე­ნებს თიკა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წა­ი­კი­თხეთ: რა და­არ­ქვეს ზაზა ფა­ჩუ­ლი­ამ და თიკა ალა­ვი­ძემ მე­ო­თხე შვილს

ცოტა ხნის წინ, თბი­ლის­ში ჩა­მო­სულ­მა ზაზა ფა­ჩუ­ლი­ამ, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ დახ­ვედ­რა­ზე ემო­ცი­უ­რი სი­ტყვით მი­მარ­თა საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს:

"10 წლის წინ მე გა­ვი­ცა­ნი ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ზუს­ტად 1 წე­ლი­წად­ში გახ­და ჩემი მე­უღ­ლე. სამ­წუ­ხა­როდ, თიკა დღეს აქ არ არის, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზორ­ში გვი­ყუ­რებს. თიკა ჩემს ორ ბი­ჭთან ერ­თად ზის ამე­რი­კა­ში და გვი­ყუ­რე­ბენ ჩვენ. თიკა, მინ­და გი­თხრა, რომ შენ ხარ ულა­მა­ზე­სი, უჭ­კვი­ა­ნე­სი და გმი­რი ქალ­ბა­ტო­ნი. გმი­რი ხარ ბევ­რი მი­ზე­ზის გამო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მეს გა­მოვ­ყოფ­დი... გმი­რი ხარ, რომ სამი ულა­მა­ზე­სი შვი­ლი მა­ჩუ­ქე, გმი­რი ხარ, რომ მე­ო­თხე შვილს ვე­ლო­დე­ბით დღე-დღე­ზე და ალ­ბათ ხვდე­ბით მი­ზეზს, რა­ტომ არ არის აქ თიკა. გმი­რი ხარ იმი­ტომ, რომ 10 წე­ლია მიძ­ლებ. და­მე­თან­ხმე­ბით, სპორ­ტსმე­ნის ცო­ლო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

გმი­რი ხარ, რად­გან ამ ყვე­ლა­ფერს გა­გე­ბით ეკი­დე­ბი, რომ ყო­ველ წელს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვერ ვხე­დავთ და გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს, როცა ძა­ლი­ან გჭირ­დე­ბა ჩემი მანდ ყოფ­ნა... შენ ამ ყვე­ლა­ფერს გა­გე­ბით მო­ე­კი­დე და ხვდე­ბი რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემი თა­მა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში. და ბო­ლოს, გმი­რი ხარ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობ გა­ვა­კე­თო ის, რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს - ეს არის კა­ლათ­ბურ­თი. ამის­თვის ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბით სა­მი­ვე, თით­ქმის ოთხი­ვე...მიყ­ვარ­ხართ", - გა­ნა­ცხა­და ფა­ჩუ­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორ გამოიყურება ზაზა ფაჩულიას ორსული მეუღლე - ფოტოები თიკა ალავიძის "ინსტაგრამიდან"

როგორ გამოიყურება ზაზა ფაჩულიას ორსული მეუღლე - ფოტოები თიკა ალავიძის "ინსტაგრამიდან"

ვიდრე ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრებთან ერთად "ევრობასკეტზე" ისრაელთან დაძაბულ თამაშში გამარჯვებას ზეიმობს, მისი მეუღლე სულ მალე ელოდება მეოთხე პატარა ფაჩულიას დაბადებას. თიკა ალავიძე მეუღლეს მეოთხე შვილს უჩენს - ორი ბიჭისა და ერთი გოგონას შემდეგ, წყვილი კვლავ გოგონას ელოდება. ფაჩულიას ცოლი აშშ-ში იმშობიარებს.

ულამაზესმა წყვილმა ერთმანეთი 10 წლის წინ გაიცნო. მათ გაცნობას თიკა ალავიძე ასე იხსენებს:

"მაშინ ანსამბლ "სუხიშვილებში" ვცეკვავდი. მახსოვს მცხეთაში გვქონდა კონცერტი და იქ მოვიდა. აღმოჩნდა, რომ გვყავდა საერთო მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ ზაზას ჩემი გაცნობა უნდოდა და კულისებში შემოიყვანა. სწორედ მაშინ მოხდა ჩემი და ზაზას პირველი შეხვედრა.

ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ პერიოდის მანძილზე ზაზას ძალიან იშვიათად ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავი მასთან აშშ-ში, დაურეკა მამაჩემსაც და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა, რადგან ჩემთვისაც და ზაზასთვისაც ეს მანძილი ძალიან რთული იყო. ჩავედი ამერიკაში და იქ მოვაწერეთ ხელი", - იხსენებს თიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

წაიკითხეთ: რა დაარქვეს ზაზა ფაჩულიამ და თიკა ალავიძემ მეოთხე შვილს

ცოტა ხნის წინ, თბილისში ჩამოსულმა ზაზა ფაჩულიამ, სპორტის სასახლეში გამართულ დახვედრაზე ემოციური სიტყვით მიმართა საყვარელ მეუღლეს:

"10 წლის წინ მე გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ზუსტად 1 წელიწადში გახდა ჩემი მეუღლე. სამწუხაროდ, თიკა დღეს აქ არ არის, მაგრამ ტელევიზორში გვიყურებს. თიკა ჩემს ორ ბიჭთან ერთად ზის ამერიკაში და გვიყურებენ ჩვენ. თიკა, მინდა გითხრა, რომ შენ ხარ ულამაზესი, უჭკვიანესი და გმირი ქალბატონი. გმირი ხარ ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ რამდენიმეს გამოვყოფდი... გმირი ხარ, რომ სამი ულამაზესი შვილი მაჩუქე, გმირი ხარ, რომ მეოთხე შვილს ველოდებით დღე-დღეზე და ალბათ ხვდებით მიზეზს, რატომ არ არის აქ თიკა. გმირი ხარ იმიტომ, რომ 10 წელია მიძლებ. დამეთანხმებით, სპორტსმენის ცოლობა ძალიან რთულია.

გმირი ხარ, რადგან ამ ყველაფერს გაგებით ეკიდები, რომ ყოველ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ვერ ვხედავთ და განსაკუთრებით დღეს, როცა ძალიან გჭირდება ჩემი მანდ ყოფნა... შენ ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდე და ხვდები რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი თამაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. და ბოლოს, გმირი ხარ, რომ ყველანაირად ხელს მიწყობ გავაკეთო ის, რაც ძალიან მიყვარს - ეს არის კალათბურთი. ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან მენატრებით სამივე, თითქმის ოთხივე...მიყვარხართ", - განაცხადა ფაჩულიამ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება