მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ აბესაძე საზოგადოებას და ოჯახს ბოდიშს უხდის
ოთარ აბესაძე საზოგადოებას და ოჯახს ბოდიშს უხდის

ოთარ აბე­სა­ძე თავს დამ­ნა­შა­ვედ ნა­წი­ლობ­რივ ცნობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­მარ­ტე­ბა მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე გა­ა­კე­თა.

რო­გორც აბე­სა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის ნა­წი­ლობ­რივ იზი­ა­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­სა­მარ­თლოს­თვის ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას ისა­უბ­რებს.

"მზად ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, მზად ვარ მხო­ლოდ იმ იუ­რი­დი­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში, რო­მელ­საც მე და დაც­ვის მხა­რე მი­ვიჩ­ნევთ რომ უნდა მი­დი­ო­დეს პრო­ცე­სი. ნა­წი­ლობ­რივ ვი­ზი­ა­რებ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ბო­დიშს ვუხ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, პირ­ველ რიგ­ში კი ჩემს ოჯახს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო", - აღ­ნიშ­ნა აბე­სა­ძემ.

დღეს აბე­სა­ძის საქ­მე­ზე პირ­ვე­ლი წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა იმარ­თე­ბა, რო­მელ­ზეც მხა­რე­ე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბას­თან ერ­თად, შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­და­სინ­ჯვა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

დაც­ვის მხა­რე იშუ­ამ­დგომ­ლებს, რომ ოთარ აბე­სა­ძის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შე­იც­ვა­ლოს. ამას­თან, ად­ვო­კა­ტე­ბი კვლავ საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას ითხო­ვენ, ვი­ნა­ი­დან მათი მტკი­ცე­ბით, იმ პე­რი­ოდ­ში, რა პე­რი­ოდ­შიც გა­მო­ძი­ე­ბა აბე­სა­ძეს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბა, ის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე უკვე აღარ იყო.

ოთარ აბე­სა­ძე ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით სუს-ის ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა სა­ა­გენ­ტომ და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა მას მო­ქა­ლა­ქის­თვის მტკვარ­ზე გარ­კვე­უ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ის გან­თავ­სე­ბის ნე­ბარ­თვე­ბის მი­ღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ქრთა­მის მო­თხოვ­ნა­სა და აღე­ბას ედა­ვე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ოთარ აბესაძე საზოგადოებას და ოჯახს ბოდიშს უხდის

ოთარ აბესაძე საზოგადოებას და ოჯახს ბოდიშს უხდის

ოთარ აბესაძე თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. აღნიშნული განმარტება მერიის თანამშრომელმა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე გააკეთა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, ის ნაწილობრივ იზიარებს პასუხისმგებლობას და გარკვეულ გარემოებებზე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას ისაუბრებს.

"მზად ვარ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის, მზად ვარ მხოლოდ იმ იურიდიულ ჩარჩოებში, რომელსაც მე და დაცვის მხარე მივიჩნევთ რომ უნდა მიდიოდეს პროცესი. ნაწილობრივ ვიზიარებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, პირველ რიგში კი ჩემს ოჯახს შექმნილი ვითარების გამო", - აღნიშნა აბესაძემ.

დღეს აბესაძის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა იმართება, რომელზეც მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობასთან ერთად, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებენ.

დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ ოთარ აბესაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს. ამასთან, ადვოკატები კვლავ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ, ვინაიდან მათი მტკიცებით, იმ პერიოდში, რა პერიოდშიც გამოძიება აბესაძეს დანაშაულის ჩადენას ედავება, ის საჯარო მოხელე უკვე აღარ იყო.

ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. გამოძიება მას მოქალაქისთვის მტკვარზე გარკვეული კონსტრუქციის განთავსების ნებართვების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის მოთხოვნასა და აღებას ედავება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ