სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწერალი, რომლის პერსონაჟსაც მშობლიურ ქალაქში ძეგლი დაუდგეს
მწერალი, რომლის პერსონაჟსაც მშობლიურ ქალაქში ძეგლი დაუდგეს

მისი სა­ხე­ლი ჯერ კი­დევ მის სი­ცო­ცხლე­ში იყო ლე­გენ­დე­ბი­თა და ჭო­რე­ბით მო­ცუ­ლი. წერ­დნენ, რომ ამ მწერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში 3 რამ იყო მთა­ვა­რი -ლი­ტე­რა­ტუ­რა, მოგ­ზა­უ­რო­ბა და ქა­ლე­ბი. სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში 27 ჯერ გა­მოც­ვა­ლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და, 16 ჯერ ფსევ­დო­ნი­მი - ეს ჟორჟ სი­მე­ნო­ნია, მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ მწე­რალ­თა პირ­ველ სა­მე­ულ­ში შე­დის, რო­მელ­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც ფრან­გუ­ლი­დან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ენებ­ზე ითარ­გმნე­ბა.

თვი­თონ სი­მე­ნო­ნი კი თა­ვის თავ­ზე ამ­ბობ­და: "ნამ­დვილ მწე­რალს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 20 წლის შემ­დეგ აღი­ა­რე­ბენ და აფა­სე­ბენ, მე კი ვარ მწე­რა­ლი რო­მელ­საც დღე­ვან­დე­ლო­ბა­ში (ახ­ლან­დელ დრო­ში) კი­თხუ­ლო­ბენ, თუმ­ცა ეს მე სუ­ლაც არ მა­დარ­დებს, მა­რა­დი­სო­ბის­თვის არ­სე­ბო­ბენ ბალ­ზა­კის, ჰი­უ­გოს, გო­გო­ლი­სა და სხვა­თა სა­ხე­ლე­ბი"... ალ­ბათ, არ იყო მწე­რა­ლი გულ­წრფე­ლი, რო­დე­საც ამ­ბობ­და რომ მხო­ლოდ ახ­ლან­დელ დრო­ში აღი­ა­რე­ბაც მი­სა­ღე­ბი იყო მის­თვის და არ ნაღ­ვლობ­და რა მოხ­დე­ბო­და მერე. მო­მა­ვალ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ ჟორჟ სი­მე­ნო­ნი ახ­ლაც ისე­თი­ვე მო­თხოვ­ნა­დი და კი­თხვა­დი მწე­რა­ლია, რო­გო­რიც სი­ცო­ცხლე­ში.

და­ვი­წყოთ თა­ვი­დან... ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი ბელ­გი­ე­ლი მწე­რა­ლი ჟორჟ ჟო­ზეფ ქრის­ტი­ან სი­მე­ნო­ნი ბელ­გი­ის ქა­ლაქ ლი­ეჟ­ში, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ჟურ­ნა­ლის­ტი­კას მოჰ­კი­და ხელი და ჯერ კი­დევ კო­ლე­ჯში სწავ­ლი­სას ლი­ე­ჟის გა­ზე­თის პო­ლი­ცი­უ­რი ქრო­ნი­კის­თვის წე­რას მიჰ­ყო ხელი. მა­მის მძი­მედ დას­ნე­უ­ლე­ბის გამო სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი გა­ი­ა­რა.

1924 წელს თა­ვი­სი პირ­ვე­ლი თხზუ­ლე­ბა - "მე­მან­ქა­ნე ქა­ლის რო­მა­ნი" გა­მოს­ცა.

დღეს სი­მე­ნო­ნი მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრო­დუქ­ტი­ულ მწერ­ლად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი. მას შე­ეძ­ლო დღე­ში 80-მდე გვერ­დის და­წე­რა. სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას 450 რო­მა­ნი და მცი­რე ზო­მის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მისი 75 რო­მა­ნი და 28 მო­თხრო­ბაა კო­მი­სარ მეგ­რეს თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე.

სა­ხელ­გან­თქმუ­ლი "კო­მი­სა­რი მეგ­რე" მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში 1929 წელს გა­მოჩ­ნდა. "მეგ­რეს ციკ­ლი­დან" პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი სი­მე­ნონ­მა სულ რა­ღაც ექვს დღე­ში და­წე­რა, ეს სახე მკი­თხველს იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, რომ ქა­ლაქ დელფ­ზე­ილ­ში, სა­დაც მან თა­ვი­სი გმი­რი მო­ი­ფიქ­რა, კო­მი­სარ მეგ­რეს ბრინ­ჯა­ოს ძეგლი და­უდ­გეს. ეს ფაქ­ტი ჯერ კი­დევ სი­მე­ნო­ნის სი­ცო­ცხლე­ში მოხ­და. მისი გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მწე­რალს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა გა­და­ე­ცა, რო­მელ­შიც ჩა­წე­რი­ლი იყო: "ჟიულ მეგ­რე, და­ბა­დე­ბის ად­გი­ლი - დელფ­ზე­ი­ლი, მამა – ჟორჟ სი­მე­ნო­ნი, დედა უც­ნო­ბია..."

კო­მი­სარ მეგ­რეს ციკ­ლი­დან ბევ­რი რო­მა­ნია ეკ­რა­ნი­ზე­ბუ­ლი.

ავ­ტო­რი ამ სა­ხელ­გან­თქმულ გმირს 40 წელ­ზე მეტ­ხანს არ და­შო­რე­ბია: ამ სე­რი­ის პირ­ვე­ლი რო­მა­ნი 1931 წელს გა­მო­ი­ცა, ბოლო - "მეგ­რე და მე­სიე შარ­ლი" კი - 1972 წელს.

მი­უ­ხე­და­ვად მერ­გეს ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბი­სა, სი­მე­ნო­ნი უფრო მე­ტად, თა­ვის ფსი­ქო­ლო­გი­ურ თხზუ­ლე­ბებს აფა­სებ­და, რომ­ლებ­საც "ძნელ" რო­მა­ნებს უწო­დებ­და. ასე­თე­ბად კი მი­აჩ­ნდა: "მა­ტა­რე­ბე­ლი", "ჭუ­ჭყი თოვ­ლზე" (ან "თოვ­ლი ჭუ­ჭყი­ა­ნი იყო"), "მა­ტა­რე­ბე­ლი ვე­ნე­ცი­ი­დან", "პრე­ზი­დენ­ტი" (უკა­ნას­კნელს მკი­თხვე­ლი ჩვე­ნი "რჩე­უ­ლის" ხუ­თტო­მე­ულ­ში იხი­ლავს).

მწე­რა­ლი 1989 წელს შვე­ი­ცა­რი­ა­ში (ლო­ზა­ნა­ში) 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

10 აგ­ვის­ტო­დან, ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად წიგ­ნე­ბის სე­რია "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს" ფარ­გლებ­ში, ცნო­ბი­ლი მწერ­ლის ცნო­ბილ დე­ტექ­ტი­ვებს გა­ეც­ნო­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მწერალი, რომლის პერსონაჟსაც მშობლიურ ქალაქში ძეგლი დაუდგეს

მწერალი, რომლის პერსონაჟსაც მშობლიურ ქალაქში ძეგლი დაუდგეს

მისი სახელი ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში იყო ლეგენდებითა და ჭორებით მოცული. წერდნენ, რომ ამ მწერლის ცხოვრებაში 3 რამ იყო მთავარი -ლიტერატურა, მოგზაურობა და ქალები. სიცოცხლის განმავლობაში 27 ჯერ გამოცვალა საცხოვრებელი და, 16 ჯერ ფსევდონიმი - ეს ჟორჟ სიმენონია, მწერალი, რომელიც ყველაზე პოპულარულ მწერალთა პირველ სამეულში შედის, რომელთა ნაწარმოებებიც ფრანგულიდან მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე ითარგმნება.

თვითონ სიმენონი კი თავის თავზე ამბობდა: "ნამდვილ მწერალს გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ აღიარებენ და აფასებენ, მე კი ვარ მწერალი რომელსაც დღევანდელობაში (ახლანდელ დროში) კითხულობენ, თუმცა ეს მე სულაც არ მადარდებს, მარადისობისთვის არსებობენ ბალზაკის, ჰიუგოს, გოგოლისა და სხვათა სახელები"... ალბათ, არ იყო მწერალი გულწრფელი, როდესაც ამბობდა რომ მხოლოდ ახლანდელ დროში აღიარებაც მისაღები იყო მისთვის და არ ნაღვლობდა რა მოხდებოდა მერე. მომავალმა გვიჩვენა, რომ ჟორჟ სიმენონი ახლაც ისეთივე მოთხოვნადი და კითხვადი მწერალია, როგორიც სიცოცხლეში.

დავიწყოთ თავიდან... ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი ჟორჟ ჟოზეფ ქრისტიან სიმენონი ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაზღვევო კომპანიის მოკრძალებული თანამშრომლის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად ჟურნალისტიკას მოჰკიდა ხელი და ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას ლიეჟის გაზეთის პოლიციური ქრონიკისთვის წერას მიჰყო ხელი. მამის მძიმედ დასნეულების გამო სწავლის დასრულება ვერ მოახერხა. მისი გარდაცვალების შემდეგ, სამხედრო სამსახური გაიარა.

1924 წელს თავისი პირველი თხზულება - "მემანქანე ქალის რომანი" გამოსცა.

დღეს სიმენონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ მწერლად არის აღიარებული. მას შეეძლო დღეში 80-მდე გვერდის დაწერა. სიცოცხლის განმავლობაში მას 450 რომანი და მცირე ზომის ნაწარმოებები აქვს გამოქვეყნებული. თუმცა ყველაზე ცნობილი მისი 75 რომანი და 28 მოთხრობაა კომისარ მეგრეს თავგადასავლებზე.

სახელგანთქმული "კომისარი მეგრე" მის შემოქმედებაში 1929 წელს გამოჩნდა. "მეგრეს ციკლიდან" პირველი ნაწარმოები სიმენონმა სულ რაღაც ექვს დღეში დაწერა, ეს სახე მკითხველს იმდენად მოეწონა, რომ ქალაქ დელფზეილში, სადაც მან თავისი გმირი მოიფიქრა, კომისარ მეგრეს ბრინჯაოს ძეგლი დაუდგეს. ეს ფაქტი ჯერ კიდევ სიმენონის სიცოცხლეში მოხდა. მისი გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მწერალს დაბადების მოწმობა გადაეცა, რომელშიც ჩაწერილი იყო: "ჟიულ მეგრე, დაბადების ადგილი - დელფზეილი, მამა – ჟორჟ სიმენონი, დედა უცნობია..."

კომისარ მეგრეს ციკლიდან ბევრი რომანია ეკრანიზებული.

ავტორი ამ სახელგანთქმულ გმირს 40 წელზე მეტხანს არ დაშორებია: ამ სერიის პირველი რომანი 1931 წელს გამოიცა, ბოლო - "მეგრე და მესიე შარლი" კი - 1972 წელს.

მიუხედავად მერგეს ასეთი პოპულარობისა, სიმენონი უფრო მეტად, თავის ფსიქოლოგიურ თხზულებებს აფასებდა, რომლებსაც "ძნელ" რომანებს უწოდებდა. ასეთებად კი მიაჩნდა: "მატარებელი", "ჭუჭყი თოვლზე" (ან "თოვლი ჭუჭყიანი იყო"), "მატარებელი ვენეციიდან", "პრეზიდენტი" (უკანასკნელს მკითხველი ჩვენი "რჩეულის" ხუთტომეულში იხილავს).

მწერალი 1989 წელს შვეიცარიაში (ლოზანაში) 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

10 აგვისტოდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად წიგნების სერია "ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებში, ცნობილი მწერლის ცნობილ დეტექტივებს გაეცნობით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს