მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი რუსულ-სომხური დაჯგუფება სამხრეთ კავკასიის "სტაბილიზაციისთვის"
ახალი რუსულ-სომხური დაჯგუფება სამხრეთ კავკასიის "სტაბილიზაციისთვის"

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მიერ 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­სა და სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს, უკვე რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. "კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა" (ОГВ) დო­კუ­მენ­ტში წე­რია, რომ დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნის მი­ზა­ნი კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში სამ­ხედ­რო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა და ამის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი ქმე­დე­ბე­ბი უნდა და­ი­წყოს. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­უ­ბა­რი იყო, რომ დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­ურს სომ­ხუ­რი მხა­რე და­ნიშ­ნავ­და, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე მაზე არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი, სო­მე­ხი პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ასეც რომ მოხ­დეს, - ის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თის ფა­ვო­რი­ტი კად­რი იქ­ნე­ბა...

შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ხედ­რო­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა დაჯ­გუ­ფებ­მა უნდა და­იც­ვას რუ­სე­თი­სა და სომ­ხე­თის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრე­ბის ნა­წი­ლე­ბი და სა­ჰა­ე­რო სივ­რცე. გარ­და ამი­სა, ქვეყ­ნე­ბი ერ­თობ­ლი­ვი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის შექ­მნა­ზეც შე­თან­ხმდნენ.

აღ­ნიშ­ნულ­მა შე­თან­ხმე­ბამ აზერ­ბა­ი­ჯან­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ვერ ვი­ტყვით, რომ ეს ამ­ბა­ვი მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნას ჰგავ­და, ვი­ნა­ი­დან შე­თან­ხმე­ბა ჯერ კი­დევ 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში მო­ი­წო­ნა პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა. მას შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯან­ში პე­რი­ო­დუ­ლად იწყე­ბო­და გან­ხილ­ვე­ბი, რა გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ ფაქტს ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე და რას ნიშ­ნავს ეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის?

რა თქმა უნდა, ამას ბა­ქო­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის, სომ­ხე­თის გაძ­ლი­ე­რე­ბად და რუ­სე­თის არა­მე­გობ­რულ ნა­ბი­ჯად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ... საქ­მე ის არის, რომ ე.წ. სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ძალ­თა და­ბა­ლან­სე­ბის სა­კითხს რუ­სე­თი სა­თა­ვი­სოდ იყე­ნებს და ეს არის მის­თვის მთა­ვა­რი, - ახა­ლი არ არის, რომ რუ­სე­თი­სა და ნა­ტოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად უა­რეს­დე­ბა, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის სა­ზღვრე­ბი კი, სწო­რედ თურ­ქეთ-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე გა­დის. გარ­და ამი­სა, რუ­სე­თი ცდი­ლობს, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში თა­ვის პო­ზი­ცი­ე­ბი უფრო და უფრო გა­აძ­ლი­ე­როს.

რუ­სე­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ით არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­გით მე­სა­მე მრა­ვა­ლე­როვ­ნულ სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბას "ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რი 2017", რო­მე­ლიც 30 ივ­ლი­სი­დან 12 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ჩა­ტარ­დე­ბა და რო­მელ­შიც პირ­ვე­ლად, სომ­ხე­თის სა­მე­დი­ცი­ნო ასე­უ­ლი, სა­ვე­ლე ლა­ზა­რე­თი მო­ნა­წი­ლე­ობს... 2015 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სწავ­ლე­ბის შემ­დეგ "ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის" მას­შტა­ბი გა­ი­ზარ­და და წელს მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ნა­ტოს ხუთი წევ­რი და სამი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი, კერ­ძოდ, აშშ-ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, გერ­მა­ნი­ის, სლო­ვე­ნი­ის, თურ­ქე­თის, უკ­რა­ი­ნის, სომ­ხე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის 2 800-ზე მეტი სამ­ხედ­რო...

სო­მე­ხი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის თა­ვის პო­ზი­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად უფრო მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტავს; რაც შე­ე­ხე­ბა ახალ პრო­ექტს, რუ­სეთ­სა და სომ­ხეთს შო­რის ისე­დაც არ­სე­ბობს ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბა ОДКБ, ორ­გა­ნი­ზა­ცია კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის ფარ­ლებ­შიც, სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სე­თი უნდა ჩა­ე­რი­ოს. ეს თა­ვის მხრივ, თურ­ქე­თი­სა და აზერ­ბი­ა­ჯა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში სომ­ხეთს მშვი­დად ყოფ­ნის სა­ფუძ­ველს უნდა აძ­ლევ­დეს, მაგ­რამ მისი ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბი აშ­კა­რა ეჭ­ვებს აჩენს...

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი, რუ­სულ-სომ­ხუ­რი შე­თან­ხმე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია და ის, რომ ახალ­მა სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბამ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში სამ­ხედ­რო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა უნდა შეძ­ლოს, უფრო რე­ვე­რან­სია სომ­ხე­თის მი­მართ, ვიდ­რე რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ძალ­თა ბა­ლან­სი.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი პო­ლიტ­კო­სე­ბის თქმით, ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის გამო სომ­ხე­თი ვერ იქ­ნე­ბა ის მხა­რე, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

მათი თქმით, რუ­სეთს რე­ა­ლუ­რად, სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა და რე­გი­ონ­ში დო­მი­ნი­რე­ბა სურს და ახა­ლი შე­თახ­მე­ბის ფარ­გლებ­ში, სომ­ხე­თი, რო­გორც ჩვე­ვია, სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფის ბა­ზი­რე­ბის ად­გი­ლის­თვის სჭირ­დე­ბა და ამას კე­თებს კი­დეც...

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, - დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სომ­ხურ­მა მხა­რემ მშვი­დო­ბი­ან დროს უნდა გა­და­წყვი­ტოს ის სა­კი­თხე­ბი, რაც ამ და­ნა­ყო­ფის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია - კვე­ბა­ზე, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრობ­ლე­მებ­ზე. ანუ ფაქ­ტორ­ბი­ვად, მას მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს - ომის დროს კი დაჯ­გუ­ფე­ბა მთლი­ა­ნად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ვა და შე­საძ­ლოა, იმ სა­ო­მარ კონ­ფლიქ­ტში ჩა­ერ­თოს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ინ­ტე­რე­სებს შე­ე­ხე­ბა... ანუ სომ­ხეთს ეს პო­ზი­ცია, რბი­ლად რომ ვთქვათ, სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ აყე­ნებს. მე­ტიც, საქ­მე ის არის, რომ რუ­სეთს კარ­გად ეს­მის, სომ­ხე­თი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მცი­რე­დი პრო­ტეს­ტის გა­რე­შე სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თა კონ­ტინ­გენტს და­უთ­მობს ...

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ახალი რუსულ-სომხური დაჯგუფება სამხრეთ კავკასიის "სტაბილიზაციისთვის"

ახალი რუსულ-სომხური დაჯგუფება სამხრეთ კავკასიის "სტაბილიზაციისთვის"

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2016 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც რუსეთისა და სომხეთის სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, უკვე რატიფიცირებულია.  "კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა" (ОГВ) დოკუმენტში წერია, რომ დაჯგუფების შექმნის მიზანი კავკასიის რეგიონში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და ამის განსახორციელებლად შესაბამისი ქმედებები უნდა დაიწყოს. თავდაპირველად საუბარი იყო, რომ დაჯგუფების მეთაურს სომხური მხარე დანიშნავდა, თუმცა, ამ ეტაპზე მაზე არაფერია ნათქვამი, სომეხი პოლიტიკური ექსპერტების  აზრით, ასეც რომ მოხდეს, - ის ყველა შემთხვევაში რუსეთის ფავორიტი კადრი იქნება...    

შეთანხმების შესაბამისად, სამხედროთა გაერთიანებულმა დაჯგუფებმა უნდა დაიცვას რუსეთისა და სომხეთის სახმელეთო საზღვრების ნაწილები და საჰაერო სივრცე. გარდა ამისა, ქვეყნები ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზეც შეთანხმდნენ.

აღნიშნულმა შეთანხმებამ აზერბაიჯანში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ამბავი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, ვინაიდან შეთანხმება ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში მოიწონა პრეზიდენტმა პუტინმა. მას შემდეგ აზერბაიჯანში პერიოდულად იწყებოდა განხილვები, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტს ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე და რას ნიშნავს ეს აზერბაიჯანისთვის?

რა თქმა უნდა, ამას ბაქოში მოწინააღმდეგე მხარის, სომხეთის გაძლიერებად და რუსეთის არამეგობრულ ნაბიჯად განიხილავდნენ... საქმე ის არის, რომ ე.წ. სამხრეთ კავკასიაში ძალთა დაბალანსების საკითხს რუსეთი სათავისოდ იყენებს და ეს არის მისთვის მთავარი, - ახალი არ არის, რომ რუსეთისა და ნატოს ურთიერთობები ყოველწლიურად უარესდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვრები კი, სწორედ თურქეთ-სომხეთის საზღვარზე გადის. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავის პოზიციები უფრო და უფრო გააძლიეროს.

რუსეთი ოფიციალური პოზიციით არ გამოხმაურებია საქართველოში რიგით მესამე მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ღირსეული პარტნიორი 2017", რომელიც 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება და რომელშიც პირველად, სომხეთის სამედიცინო ასეული, საველე ლაზარეთი მონაწილეობს... 2015 წელს ჩატარებული პირველი სწავლების შემდეგ "ღირსეული პარტნიორის" მასშტაბი გაიზარდა და წელს მასში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს ხუთი წევრი და სამი პარტნიორი ქვეყნის ქვედანაყოფები, კერძოდ, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, სლოვენიის, თურქეთის, უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების 2 800-ზე მეტი სამხედრო...

სომეხი ექსპერტების თქმით, ამასთან დაკავშირებით რუსეთის თავის პოზიციას აუცილებლად უფრო მკვეთრად გამოხატავს; რაც შეეხება ახალ პროექტს, რუსეთსა და სომხეთს შორის ისედაც არსებობს ორმხრივი შეთანხმება ОДКБ, ორგანიზაცია კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ, რომლის ფარლებშიც, სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი უნდა ჩაერიოს. ეს თავის მხრივ, თურქეთისა და აზერბიაჯანის მიმართულებით საფრთხის შემთხვევაში სომხეთს მშვიდად ყოფნის საფუძველს უნდა აძლევდეს, მაგრამ მისი ორმაგი სტანდარტები აშკარა ეჭვებს აჩენს...

აზერბაიჯანელი ექსპერტების განცხადებით, ახალი, რუსულ-სომხური შეთანხმების მნიშვნელობა გარკვეულწილად გაზვიადებულია და ის, რომ ახალმა სამხედრო დაჯგუფებამ კავკასიის რეგიონში სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა შეძლოს, უფრო რევერანსია სომხეთის მიმართ, ვიდრე რეგიონში უსაფრთხოებისთვის ძალთა ბალანსი.

აზერბაიჯანელი პოლიტკოსების თქმით, ყარაბაღის კონფლიქტის გამო სომხეთი ვერ იქნება ის მხარე, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მათი თქმით, რუსეთს რეალურად, სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გაძლიერება და რეგიონში დომინირება სურს და ახალი შეთახმების ფარგლებში, სომხეთი, როგორც ჩვევია, სამხედრო დანაყოფის ბაზირების ადგილისთვის სჭირდება და ამას კეთებს კიდეც...

აზერბაიჯანელი ექსპერტების თქმით, - დოკუმენტის თანახმად, სომხურმა მხარემ მშვიდობიან დროს უნდა გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც ამ დანაყოფის საქმიანობას უკავშირდება. საუბარია - კვებაზე, ელექტროენერგიის უზრუნველყოფასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. ანუ ფაქტორბივად, მას მხოლოდ ტექნიკური დანიშნულება აქვს - ომის დროს კი დაჯგუფება მთლიანად რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადავა და შესაძლოა, იმ საომარ კონფლიქტში ჩაერთოს, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებს შეეხება... ანუ სომხეთს ეს პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო მდგომარეობაში არ აყენებს. მეტიც, საქმე ის არის, რომ რუსეთს კარგად ესმის, სომხეთი საჭიროების შემთხვევაში, მცირედი პროტესტის გარეშე საკუთარ ტერიტორიას რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეთა კონტინგენტს დაუთმობს ...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე