სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნები, რომლებიც სხვა სამყაროში გვამოგზაურებს
წიგნები, რომლებიც სხვა სამყაროში გვამოგზაურებს

შე­ა­ბი­ჯე სხვა სამ­ყა­რო­ში! ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ფენ­ტე­ზი და სა­მეც­ნი­ე­რო ფა­ტას­ტი­კა მოგ­ცემთ. ბოლო პე­რი­ოდ­ში მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟან­რი სწო­რედ ფენ­ტე­ზი ხდე­ბა. ეს ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მკი­თხველს სხვა, ირე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას, ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და აზ­როვ­ნე­ბის მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბა.

ფენ­ტე­ზი, რო­მე­ლიც დღეს ასე პო­პუ­ლა­რუ­ლია, რე­ა­ლუ­რად ახა­ლი ჟან­რი სუ­ლაც არაა. ადა­მი­ა­ნი ოდით­გან­ვე იჩენ­და ინ­ტე­რესს არა­რე­ა­ლუ­რი­სად­მი. სწო­რედ ამის შე­დე­გია მი­თე­ბი, ლე­გენ­დე­ბი, ზღაპ­რე­ბი. ფენ­ტე­ზის სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­მო­ხა­ტუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბია, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში თავს იჩენს. თუმ­ცა, ფენ­ტე­ზი, რო­გორც ცალ­კე ჟან­რი, გა­ცი­ლე­ბით უფრო ახალ­გაზ­რდაა. მისი დღე­ვან­დელ სა­ხედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სი მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წყო. ამ პრო­ცეს­ში უზარ­მა­ზა­რი როლი შე­ას­რუ­ლეს ჯ.რ.რ. ტოლ­კინ­მა და კლა­ივ ს. ლუ­ის­მა. მათი ნაშ­რო­მე­ბი "ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი" და "ნარ­ნი­ას ქრო­ნი­კე­ბი" წლე­ბია, აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ფენ­ტე­ზის ჟან­რი­დან მეტი და მეტი წიგ­ნი ითარ­გმნე­ბა ქარ­თულ ენა­ზეც. მზარ­დია ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის წიგ­ნე­ბის მკი­თხვე­ლის რა­ო­დე­ნო­ბაც. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტენ­დენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" წიგ­ნე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი სე­რია "პორ­ტა­ლი" შექ­მნა. ის ფენ­ტე­ზი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებს შეს­თა­ვა­ზებს მკი­თხველს. ეს არის მკი­თხვე­ლე­ბის მიერ შერ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბი, ერ­თგვა­რი რე­კო­მენ­და­ცია, რომ წა­ი­კი­თხოთ, ისი­ა­მოვ­ნოთ და ტე­ლე­პორ­ტირ­დეთ სხვა სამ­ყა­რო­ში.

"ესაა სა­ჩუ­ქა­რი მკი­თხველს მკი­თხვე­ლი­სა­გან," - ასე გან­მარ­ტავს სე­რი­ის კონ­ცეფ­ცი­ას "პორ­ტა­ლის მე­ნე­ჯე­რი" ანი ნემ­სიწ­ვე­რი­ძე.

რას ნიშ­ნავს "პორ­ტა­ლი" და რო­მე­ლი წიგ­ნე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბა აღ­ნიშ­ნულ სე­რი­ა­ში?

"პორ­ტა­ლი" ფენ­ტე­ზი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის გა­მორ­ჩე­ულ ავ­ტო­რებ­სა და წიგ­ნებს აერ­თი­ა­ნებს. ალ­ბათ ბევ­რი­სათ­ვის ნაც­ნო­ბი შეგ­რძნე­ბაა, წიგ­ნის კი­თხვი­სას ავ­ტო­რი­სე­ულ სამ­ყა­რო­ში გა­დას­ვლა, გა­თა­ვი­სე­ბა და პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა. ასე რომ, წიგ­ნი ერ­თგვა­რი პორ­ტა­ლია სხვა სამ­ყა­რო­ში. რა სჯობს, ისეთ ფან­ტას­ტი­კურ სამ­ყა­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას, სა­დაც ელ­ფე­ბი, დრა­კო­ნე­ბი, ან თუნ­დაც ან­დრო­ი­დე­ბი ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, სა­დაც სულ სხვა წე­სე­ბი მოქ­მე­დებს და სა­დაც შე­უძ­ლე­ბე­ლი - შე­საძ­ლე­ბე­ლია?! მისი სლო­გა­ნიც ასე ჟღერს "შე­ა­ბი­ჯე სხვა სამ­ყა­რო­ში". "პორ­ტა­ლის" მეშ­ვე­ო­ბით, მკი­თხვე­ლი ნამ­დვი­ლად მო­ა­ხერ­ხებს ტე­ლე­პორ­ტი­რე­ბას და მის­თვის აქამ­დე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბა.

რო­მე­ლი იქ­ნე­ბა სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი?

სე­რია ჟან­რის კლა­სი­კო­სის, ჯ.რ.რ. ტოლ­კი­ნის "ჰუ­რი­ნის შვი­ლე­ბით" იხ­სნე­ბა. მას კი "ჰი­უ­გო­სა" და "ნე­ბუ­ლას" არა­ერ­თი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი, ამე­რი­კე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­რის, კლი­ფორდ სი­მა­კის, "ქა­ლა­ქი" მოყ­ვე­ბა. "პორ­ტა­ლის" სე­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი წიგ­ნე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ ირ­ჩე­ვა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რო­გორც მსოფ­ლიო რე­ი­გინ­ტებს, ასე­ვე ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბი­სა და ჟან­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის აზრს, თი­თო­ე­ულს ვთხოვ, აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­ვი­ზი­ა­რონ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი წიგ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"პა­ლიტ­რა L" ფან­ტას­ტი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს ტე­ლე­პორ­ტა­ცი­ის­თვის ბევრ სურპრიზს ჰპირ­დე­ბა.

წიგნები, რომლებიც სხვა სამყაროში გვამოგზაურებს

წიგნები, რომლებიც სხვა სამყაროში გვამოგზაურებს

შეაბიჯე სხვა სამყაროში! ამის საშუალებას ფენტეზი და სამეცნიერო ფატასტიკა მოგცემთ. ბოლო პერიოდში მხატვრული ლიტერატურის ყველაზე პოპულარული ჟანრი სწორედ ფენტეზი ხდება. ეს ის ლიტერატურული მიმართულებაა, რომელიც მკითხველს სხვა, ირეალურ სამყაროში მოგზაურობას, ახალ შესაძლებლობებსა და აზროვნების მეტ თავისუფლებას ჰპირდება.

ფენტეზი, რომელიც დღეს ასე პოპულარულია, რეალურად ახალი ჟანრი სულაც არაა. ადამიანი ოდითგანვე იჩენდა ინტერესს არარეალურისადმი. სწორედ ამის შედეგია მითები, ლეგენდები, ზღაპრები. ფენტეზის სხვადასხვა ფორმით გამოხატული ელემენტები საუკუნეებია, ლიტერატურაში თავს იჩენს. თუმცა, ფენტეზი, როგორც ცალკე ჟანრი, გაცილებით უფრო ახალგაზრდაა. მისი დღევანდელ სახედ ჩამოყალიბების პროცესი მე-20 საუკუნეში დაიწყო. ამ პროცესში უზარმაზარი როლი შეასრულეს ჯ.რ.რ. ტოლკინმა და კლაივ ს. ლუისმა. მათი ნაშრომები "ბეჭდების მბრძანებელი" და "ნარნიას ქრონიკები" წლებია, აქტუალობას არ კარგავს.

ბოლო პერიოდში ფენტეზის ჟანრიდან მეტი და მეტი წიგნი ითარგმნება ქართულ ენაზეც. მზარდია ფანტასტიკის ჟანრის წიგნების მკითხველის რაოდენობაც. აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, გამომცემლობა ”პალიტრა L-მა” წიგნების სრულიად ახალი სერია ”პორტალი” შექმნა. ის ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს შესთავაზებს მკითხველს. ეს არის მკითხველების მიერ შერჩეული წიგნები, ერთგვარი რეკომენდაცია, რომ წაიკითხოთ, ისიამოვნოთ და ტელეპორტირდეთ სხვა სამყაროში.

”ესაა საჩუქარი მკითხველს მკითხველისაგან,” - ასე განმარტავს სერიის კონცეფციას ”პორტალის მენეჯერი” ანი ნემსიწვერიძე.

რას ნიშნავს ”პორტალი” და რომელი წიგნები გაერთიანდება აღნიშნულ სერიაში?

„პორტალი“ ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეულ ავტორებსა და წიგნებს აერთიანებს. ალბათ ბევრისათვის ნაცნობი შეგრძნებაა, წიგნის კითხვისას ავტორისეულ სამყაროში გადასვლა, გათავისება და პერსონაჟების ცხოვრებით ცხოვრება. ასე რომ, წიგნი ერთგვარი პორტალია სხვა სამყაროში. რა სჯობს, ისეთ ფანტასტიკურ სამყაროში მოგზაურობას, სადაც ელფები, დრაკონები, ან თუნდაც ანდროიდები ცხოვრობენ, სადაც შესაძლებელია დროში მოგზაურობა, სადაც სულ სხვა წესები მოქმედებს და სადაც შეუძლებელი - შესაძლებელია?! მისი სლოგანიც ასე ჟღერს „შეაბიჯე სხვა სამყაროში“. „პორტალის” მეშვეობით, მკითხველი ნამდვილად მოახერხებს ტელეპორტირებას და მისთვის აქამდე წარმოუდგენელი მოვლენების მონაწილე გახდება.

რომელი იქნება სერიის პირველი წიგნი?

სერია ჟანრის კლასიკოსის, ჯ.რ.რ. ტოლკინის „ჰურინის შვილებით“ იხსნება. მას კი „ჰიუგოსა“ და „ნებულას“ არაერთი ჯილდოს მფლობელი, ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეული ავტორის, კლიფორდ სიმაკის, „ქალაქი“ მოყვება. „პორტალის“ სერიაში შემავალი წიგნები საგულდაგულოდ ირჩევა და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, როგორც მსოფლიო რეიგინტებს, ასევე ჩვენი მკითხველებისა და ჟანრის მოყვარულების აზრს, თითოეულს ვთხოვ, აუცილებლად გაგვიზიარონ საკუთარი სურვილები წიგნებთან დაკავშირებით.

”პალიტრა L” ფანტასტიკის მოყვარულებს ტელეპორტაციისთვის ბევრ სურპრიზს ჰპირდება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს