სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელები ყველაზე ნეგატიურად ქმრის ღალატსა და სარწმუნოებისადმი მტრობას მიიჩნევენ - კვლევის შედეგები
თბილისელები ყველაზე ნეგატიურად ქმრის ღალატსა და სარწმუნოებისადმი მტრობას მიიჩნევენ - კვლევის შედეგები

რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლებს არა­ნორ­მა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნის მი­მართ - ამ სა­კი­თხზე ანა­ლი­ზი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის ჯგუფ­მა "ეი­სი­თიმ" კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა.

გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის გზით, პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს მე­თო­დით, თბი­ლი­სის 400 ზრდას­რულ მო­სახ­ლეს შო­რის, 2017 წლის 16-დან 19 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში. მო­ნა­ცემ­თა სტა­ტის­ტი­კუ­რი ცდო­მი­ლე­ბა არ აღე­მა­ტე­ბა 4.9%-ს.

რო­გორც კვლე­ვით ირ­კვე­ვა, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა არა­ნორ­მა­ტი­უ­ლი, არა­კა­ნო­ნი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბის მი­მართ შე­უმ­წყნა­რებ­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით ხა­სი­ათ­დე­ბა.

თბი­ლი­სე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აფა­სე­ბენ სხვა­დას­ხვა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ფაქ­ტებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რე­ლი­გი­უ­რი და ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის შემ­თხვე­ვებ­ში (გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია - 97%; 95%). თუმ­ცა, მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ნე­გა­ტი­უ­რია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ (გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია - 80%).

ინ­ფოგ­რა­ფი­კა "ეი­სი­თი"

მე­უღ­ლის ღა­ლა­ტის მი­მართ თბი­ლი­სელ­თა ლო­ი­ა­ლო­ბის ხა­რის­ხი გან­სხვავ­დე­ბა "მო­ღა­ლა­ტის" სქე­სის მი­ხედ­ვით - ქა­ლის მიერ ღა­ლა­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლია (96%), მა­შინ, რო­დე­საც მა­მა­კა­ცის ღა­ლა­ტის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­და­რე­ბით ლმო­ბი­ე­რია (82%).

reclama

ყვე­ლა­ზე გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ქცე­ვე­ბის სი­ა­ში ასე­ვე შე­ვი­და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა (92%), გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა (91%), ქრთა­მის აღე­ბა/მი­ცე­მა (90%).

კვლე­ვის ფარ­გლებ­ში ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და ისე­თი არა­ნორ­მა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­მართ თბი­ლი­სე­ლე­ბი შე­და­რე­ბით შემ­წყნა­რებ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ: სიმ­თვრა­ლე / ალ­კოჰო­ლიზ­მი (გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია - 65%), ნა­პოვ­ნი ნივ­თე­ბის / ფუ­ლის მით­ვი­სე­ბა (71%), პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა (74%) და ჯარ­ში მსა­ხუ­რო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა (75%) ის ქმე­დე­ბე­ბია, რო­მელ­თა ჩა­დე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად პო­უ­ლობს გა­მარ­თლე­ბას.

წყა­რო: act-global.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თბილისელები ყველაზე ნეგატიურად ქმრის ღალატსა და სარწმუნოებისადმი მტრობას მიიჩნევენ - კვლევის შედეგები

თბილისელები ყველაზე ნეგატიურად ქმრის ღალატსა და სარწმუნოებისადმი მტრობას მიიჩნევენ - კვლევის შედეგები

რა დამოკიდებულება აქვთ თბილისის მაცხოვრებლებს არანორმატიული ქმედებების ჩადენის მიმართ - ამ საკითხზე ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა "ეისითიმ" კვლევა ჩაატარა.

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, თბილისის 400 ზრდასრულ მოსახლეს შორის, 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

როგორც კვლევით ირკვევა, თბილისის მოსახლეობა არანორმატიული, არაკანონიერი ქმედებების მიმართ შეუმწყნარებლობის მაღალი ხარისხით ხასიათდება.

თბილისელები ყველაზე ნეგატიურად აფასებენ სხვადასხვა უმცირესობების მიმართ მტრული დამოკიდებულების გამოვლენის ფაქტებს, განსაკუთრებით კი რელიგიური და ეროვნული უმცირესობის შემთხვევებში (გაუმართლებელია - 97%; 95%). თუმცა, მტრული დამოკიდებულების გამოვლენის მიმართ დამოკიდებულება შედარებით ნაკლებად ნეგატიურია განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების მიმართ (გაუმართლებელია - 80%).

ინფოგრაფიკა "ეისითი"

მეუღლის ღალატის მიმართ თბილისელთა ლოიალობის ხარისხი განსხვავდება "მოღალატის" სქესის მიხედვით - ქალის მიერ ღალატი ერთ-ერთი ყველაზე გაუმართლებელი საქციელია (96%), მაშინ, როდესაც მამაკაცის ღალატის მიმართ დამოკიდებულება შედარებით ლმობიერია (82%).

reclama

ყველაზე გაუმართლებელი ქცევების სიაში ასევე შევიდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება (92%), გადასახადებისგან თავის არიდება (91%), ქრთამის აღება/მიცემა (90%).

კვლევის ფარგლებში ასევე გამოვლინდა ისეთი არანორმატიული ქმედებები, რომელთა მიმართ თბილისელები შედარებით შემწყნარებლები აღმოჩნდნენ: სიმთვრალე / ალკოჰოლიზმი (გაუმართლებელია - 65%), ნაპოვნი ნივთების / ფულის მითვისება (71%), პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა (74%) და ჯარში მსახურობის თავიდან აცილება (75%) ის ქმედებებია, რომელთა ჩადენა საზოგადოების თვალში ყველაზე მეტად პოულობს გამართლებას.

წყარო: act-global.com

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი