სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში დაბეჭდილი ე.წ. Монетный Двор გალის მოსახლეობისთვის
რუსეთში დაბეჭდილი  ე.წ. Монетный Двор გალის მოსახლეობისთვის

"ჯერ სხვა სა­ბუ­თი, ე.წ. "ფორ­მა 9" უნდა გვქო­ნო­და, ახლა ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბე­ბი მო­ი­გო­ნეს. თით­ქოს დრო­ე­ბით ვი­ყოთ აქ. ჩვენ აქა­უ­რე­ბი ვართ და წას­ვლას არ­სად ვა­პი­რებთ. ჩვენ რომ წა­ვი­დეთ, გალი ვერ გა­დარ­ჩე­ბა. ჩიხ­ში ვართ, მაგ­რამ შეჩ­ვე­უ­ლი ვართ... ეს ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბე­ბი ცუ­დად და­ი­წყეს. ამ სა­ბუ­თით მან­ქა­ნის შე­ძე­ნა­საც ვერ შევ­ძლებთ. საით მივ­დი­ვართ აღარ ვი­ცით..." - ამ­ბობს გა­ლის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი. 

ახა­ლი არ არის, რომ გა­ლის ქარ­თვე­ლო­ბას უკვე აკ­რძა­ლუ­ლი აქვს: მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა; ბოლო წლებ­ში, გა­ლის სკო­ლებ­ში ერთ-მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით აკ­რძა­ლეს ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვებს კი წლე­ბია, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი აქვთ, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­ზე, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ე.წ. ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქებ­შიც კი არ არის და­ცუ­ლი...

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ რუ­სეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ე.წ "დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბე­ბი" და­ი­ბეჭ­და და გა­ცე­მაც და­ი­წყო. შეკ­ვე­თა რუ­სულ­მა სა­წარ­მო Монетный Двор РФ-მ სა­ხელ­მწი­ფო შეკ­ვე­თის ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გალ­ში დრო­ე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას რუ­სე­ბი მხო­ლოდ იმ ქარ­თვე­ლებს მის­ცე­მენ, რომ­ლე­ბიც ამ დო­კუ­მენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, რომ ნამ­დვი­ლად და­ი­ბად­ნენ გა­ლის რა­ი­ონ­ში, არი­ან "უცხო­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი" და 1999 წლის ბო­ლო­დან ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე "მუდ­მი­ვად ცხოვ­რობ­დნენ".

აფხა­ზე­თის ე.წ. ცენ­ტრა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გა­ლის რა­ი­ო­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შეხ­ვდა და გა­ნუ­მარ­ტა, აპ­ლი­კან­ტმა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით უნდა აღი­ა­როს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს, რის შემ­დე­გაც, ისი­ნი თა­ვად გა­და­წყვე­ტენ, რა სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭე­ბენ გა­ლის მკვიდრს, - "დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბას", "აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას" თუ "მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რის" სტა­ტუსს, სა­მი­ვე მათ­გა­ნი მათ­თვის პრობ­ლე­მებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი...

აფხა­ზუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი ამის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხადს თა­ვად გა­ა­კე­თე­ბენ, და­მა­ტე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბე­ბი აღარ დას­ჭირ­დე­ბა და სა­ბუ­თე­ბის შეც­ვლის პრო­ცე­სიც უპ­რობ­ლე­მოდ მოხ­დე­ბა..."

საქ­მე ის არის, რომ დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბე­ბი მხო­ლოდ ხუთი წლის ვა­დით გა­ი­ცე­მა და მის მფლო­ბელს არა­ნა­ი­რი "მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი", მათ შო­რის, "არ­ჩევ­ნებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა. ასე­ვე, შე­ზღუდ­ვე­ბი ექ­ნე­ბათ სა­კუთ­რე­ბის შე­ძე­ნა­ში; კერ­ძოდ, კერ­ძო ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვის ან მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ცე­მის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, თუმ­ცა, თა­ვად უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, მათ შო­რის, მი­წის ან სახ­ლის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ... რაც მთა­ვა­რია, მისი ამო­წურ­ვის შემ­დეგ, გა­ლის მკვიდრთა იქ სა­ცხოვ­რებ­ლად დარ­ჩე­ნის სა­კი­თხი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დარ­ჩე­ბა...

რა არის რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი გალ­ში, რო­მელ­საც ხა­ჯიმ­ბა "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" ხე­ლით ახორ­ცი­ე­ლებს? - ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია, - აფხა­ზე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ბოლო დროს გა­ლის რა­ი­ო­ნის ათ­ვი­სე­ბა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, "დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის" მფლო­ბელს ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა მხო­ლოდ ერთი კვი­რის ვა­დით შე­ეძ­ლე­ბა. უფრო ხან­გრძლი­ვი ვა­დის შემ­თხვე­ვა­ში, - აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბა, ვი­ზი­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის წე­რი­ლო­ბი­თი და­სა­ბუ­თე­ბა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის (ФСБ) ოფი­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "მოწ­მო­ბის" მფლო­ბე­ლი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, დე ფაქ­ტო აფხა­ზეთ­ში არ დაბ­რუნ­დე­ბა, მას იქ მცხოვ­რე­ბის "სტა­ტუსს" სა­მუ­და­მოდ შე­უ­ჩე­რე­ბენ, რაც ნიშ­ნავს, რომ ის სა­კუ­თარ სახ­ლში ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბა...

აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის დევ­ნი­ლი მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ვახ­ტან ყოლ­ბა­ია ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ოკუ­პან­ტე­ბის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი სწო­რედ ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მო­ძე­ვე­ბა და მათი ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­აა.

"გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, თუ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარს სა­კუ­თა­რი ნე­ბით არ იტყვის, ის ყვე­ლა­ნა­ირ სტა­ტუსს და­კარ­გავს და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­მო­ა­ძე­ვე­ბენ და სტა­ტუს­თან ერ­თად ყვე­ლა­ფერს კარ­გავს", - ამ­ბობს ყოლ­ბა­ია.

მი­სი­ვე თქმით, "აფხა­ზუ­რი პას­პორ­ტის" აღე­ბა-გა­მოც­ვლა ეთ­ნი­კურ აფხაზს 450 რუ­სუ­ლი რუბ­ლი, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტით, 20 ლა­რამ­დე უჯ­დე­ბა. ქარ­თველ­მა კი, "დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის" ასა­ღე­ბად 940 რუბ­ლი ანუ 40 ლა­რამ­დე უნდა გა­და­ი­ხა­დოს. არ­სე­ბობს "დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით" ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის აღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც 50 000 რუბ­ლი, ანუ 2000 ლარი ჯდე­ბა. ე.წ "ფორ­მა ცხრა" კი 700 ლარ­ზე მეტი...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, თუ "დრო­ე­ბით ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის" ასა­ღე­ბად დო­კუ­მენ­ტე­ბი დრო­უ­ლად არ წა­რად­გი­ნე, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი "ფორ­მა 9-ს" არ გას­ცემს და ად­გი­ლობ­რი­ვი რა­ი­ონ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას ვერ შეძ­ლებს.

ცნო­ბის­თვის, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ენ­გურსგაღ­მა და­ახ­ლო­ე­ბით, 40 000-მდე ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს. კი­თხვა­ზე, თუ სად არის გა­მო­სა­ვა­ლი, - აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, ისი­ნი იმედს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე და ფრთხილ პო­ლი­ტი­კა­ზე ამ­ყა­რე­ბენ.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

რუსეთში დაბეჭდილი ე.წ. Монетный Двор გალის მოსახლეობისთვის

რუსეთში დაბეჭდილი  ე.წ. Монетный Двор გალის მოსახლეობისთვის

"ჯერ სხვა საბუთი, ე.წ. "ფორმა 9" უნდა გვქონოდა, ახლა ბინადრობის მოწმობები მოიგონეს. თითქოს დროებით ვიყოთ აქ. ჩვენ აქაურები ვართ და წასვლას არსად ვაპირებთ. ჩვენ რომ წავიდეთ, გალი ვერ გადარჩება. ჩიხში ვართ, მაგრამ შეჩვეული ვართ... ეს ბინადრობის მოწმობები ცუდად დაიწყეს. ამ საბუთით მანქანის შეძენასაც ვერ შევძლებთ. საით მივდივართ აღარ ვიცით..." - ამბობს გალის რაიონში მცხოვრები. 

ახალი არ არის, რომ გალის ქართველობას უკვე აკრძალული აქვს: მშობლიურ ენაზე განათლების და ინფორმაციის მიღება; ბოლო წლებში, გალის სკოლებში ერთ-მეორის მიყოლებით აკრძალეს ქართული ენის სწავლება. ადგილობრივებს კი წლებია, საკუთრების უფლება შეზღუდული აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ, თავისუფალი გადაადგილების უფლებაზე და განსაკუთრებით, უსაფრთხოების ნორმებზე, რომელიც აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურ ქალაქებშიც კი არ არის დაცული...

რამდენიმე ხნის წინ რუსეთში ადგილობრივი ქართველებისთვის ე.წ "დროებითი ბინადრობის მოწმობები" დაიბეჭდა და გაცემაც დაიწყო. შეკვეთა რუსულმა საწარმო Монетный Двор РФ-მ სახელმწიფო შეკვეთის ფარგლებში განახორციელა.

ეს იმას ნიშნავს, რომ გალში დროებითი ცხოვრების უფლებას რუსები მხოლოდ იმ ქართველებს მისცემენ, რომლებიც ამ დოკუმენტის საშუალებით დაადასტურებენ, რომ ნამდვილად დაიბადნენ გალის რაიონში, არიან "უცხოელი მოქალაქეები" და 1999 წლის ბოლოდან ბოლო 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე "მუდმივად ცხოვრობდნენ".

აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური ხელმძღვანელობა გალის რაიონულ ადმინისტრაციას შეხვდა და განუმარტა, აპლიკანტმა საკუთარი სურვილით უნდა აღიაროს საქართველოს მოქალაქეობა და ამის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარმოადგინოს, რის შემდეგაც, ისინი თავად გადაწყვეტენ, რა სტატუსს მიანიჭებენ გალის მკვიდრს, - "დროებითი ბინადრობის მოწმობას", "აფხაზეთის მოქალაქეობას" თუ "მოქალაქეობის არმქონე პირის" სტატუსს, სამივე მათგანი მათთვის პრობლემებთან იქნება დაკავშირებული...

აფხაზური ხელმძღვანელობის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "საქართველოს მოლაქეობის მქონე პირები ამის შესახებ განაცხადს თავად გააკეთებენ, დამატებითი შემოწმებები აღარ დასჭირდება და საბუთების შეცვლის პროცესიც უპრობლემოდ მოხდება..."

საქმე ის არის, რომ დროებითი ბინადრობის მოწმობები მხოლოდ ხუთი წლის ვადით გაიცემა და მის მფლობელს არანაირი "მოქალაქეობრივი", მათ შორის, "არჩევნებში" მონაწილეობის უფლება არ ექნება. ასევე, შეზღუდვები ექნებათ საკუთრების შეძენაში; კერძოდ, კერძო ქონების გაყიდვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება ექნებათ, თუმცა, თავად უძრავი ქონების, მათ შორის, მიწის ან სახლის შეძენის უფლება არ ექნებათ... რაც მთავარია, მისი ამოწურვის შემდეგ, გალის მკვიდრთა იქ საცხოვრებლად დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება...

რა არის რუსული პოლიტიკის საბოლოო მიზანი გალში, რომელსაც ხაჯიმბა "ხელისუფლების" ხელით ახორციელებს? - ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, - აფხაზები ხშირად ამბობენ, რომ რუსი სამხედროები ბოლო დროს გალის რაიონის ათვისებაზე არიან ორიენტირებული.

ადგილობრივების თქმით, "დროებითი ბინადრობის მოწმობის" მფლობელს ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ერთი კვირის ვადით შეეძლება. უფრო ხანგრძლივი ვადის შემთხვევაში, - აუცილებელი იქნება სამედიცინო ცნობა, ვიზიტის აუცილებლობის წერილობითი დასაბუთება და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ოფიციალური თანხმობა.

იმ შემთხვევაში, თუ "მოწმობის" მფლობელი 6 თვის განმავლობაში, დე ფაქტო აფხაზეთში არ დაბრუნდება, მას იქ მცხოვრების "სტატუსს" სამუდამოდ შეუჩერებენ, რაც ნიშნავს, რომ ის საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდება...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტან ყოლბაია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ოკუპანტების საბოლოო მიზანი სწორედ ქართული მოსახლეობის გამოძევება და მათი ქონების კონფისკაციაა.

"გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ადგილობრივი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს საკუთარი ნებით არ იტყვის, ის ყველანაირ სტატუსს დაკარგავს და აფხაზეთის ტერიტორიიდან გამოაძევებენ და სტატუსთან ერთად ყველაფერს კარგავს", - ამბობს ყოლბაია.

მისივე თქმით, "აფხაზური პასპორტის" აღება-გამოცვლა ეთნიკურ აფხაზს 450 რუსული რუბლი, ეროვნული ვალუტით, 20 ლარამდე უჯდება. ქართველმა კი, "დროებითი ბინადრობის მოწმობის" ასაღებად 940 რუბლი ანუ 40 ლარამდე უნდა გადაიხადოს. არსებობს "დაჩქარებული წესით" ბინადრობის მოწმობის აღების შესაძლებლობა, რაც 50 000 რუბლი, ანუ 2000 ლარი ჯდება. ე.წ "ფორმა ცხრა" კი 700 ლარზე მეტი...

ადგილობრივების თქმით, თუ "დროებით ბინადრობის მოწმობის" ასაღებად დოკუმენტები დროულად არ წარადგინე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური "ფორმა 9-ს" არ გასცემს და ადგილობრივი რაიონში გადაადგილებას ვერ შეძლებს.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთის ხელმძღვანელობის მონაცემებით, ენგურსგაღმა დაახლოებით, 40 000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. კითხვაზე, თუ სად არის გამოსავალი, -  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თქმით, ისინი იმედს საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობაზე და ფრთხილ პოლიტიკაზე ამყარებენ.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე