მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ქართველი მოდელი მამაკაცი, რომელიც მსოფლიოს Top ათეულებს იპყრობს
პირველი ქართველი მოდელი მამაკაცი, რომელიც მსოფლიოს Top ათეულებს იპყრობს

1,90 სმ სი­მაღ­ლის, ყა­ვის­ფე­რი თმე­ბი­თა და თვა­ლე­ბით, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი "ღრი­ჭო­თი" კბი­ლებს შო­რის - ცოტა ხნის წინ 19 სერ­გი რიგ­ვა­ვა ერთ-ერ­თმა მო­დურ­მა ტაბ­ლო­იდ­მა მსოფ­ლი­ოს 27 სა­უ­კე­თე­სო მო­დელ მა­მა­კაცს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. სერ­გის ფო­ტო­ე­ბი პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­უ­ლის ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩაც­მულ მა­მა­კაც­თა ათე­ულ­შიც მოხ­ვდა. მისი პოვ­ნა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია მო­დელ მა­მა­კაც­თა Top ათე­უ­ლებ­შიც.

იხი­ლეთ ვი­დეო

ის ჯერ მხო­ლოდ 19 წლი­საა და უკვე მო­ას­წრო ისე­თი ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რო­გო­რი­ცაა - Salvatore Ferragamo, Gucci, Fendi, Valentino, Prada, Dior, Burberry, Ermenegildo Zegna, HERMÈS, DRIES VAN NOTEN, LOUIS VUITTON და სხვა.

სერ­გის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის, არა­და იგი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი მა­მა­კა­ცია მსოფ­ლიო მო­დის სფე­რო­ში. მისი მშობ­ლე­ბი ხე­ლო­ვა­ნე­ბი არი­ან - დედა მუ­სი­კო­სი, მამა კი მხატ­ვა­რია. დედა - სუ­სან რიგ­ვა­ვა-დუ­მა­სი, ნა­ხევ­რად ჰო­ლან­დი­ე­ლი და ნა­ხევ­რად ფრან­გია, ხოლო მამა - გია რიგ­ვა­ვა საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რი. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მო­დე­ლი ამ­ბობს, რომ მისი კერ­პე­ბი მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. ჰყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ასე­ვე მო­დე­ლი ნინა მარ­კე­რი.

სერ­გი გერ­მა­ნი­ა­ში, მი­უნ­ხენ­ში და­ი­ბა­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­ცხოვ­რებ­ლად ავ­სტრი­ა­ში, ვე­ნა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა Ermenegildo Zegna-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ი­წყო.

სა­დე­ბი­უ­ტო გა­მოს­ვლა პო­დი­უმ­ზე 2014 წლის ზა­ფხულ­ში შედ­გა, მა­შინ ჯერ კი­დევ 16 წლის იყო და ისე­თი ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მო­ვი­და, რო­გო­რე­ბი­ცაა: Salvatore Ferragamo, Gucci, Fendi, Valentino and Ermenegildo Zegna. ჩვე­ნე­ბე­ბის მე­ო­რე სე­ზონ­ზე, მან უკვე 27 ტოპ ბრენ­დის პო­დი­უ­მი და­ი­პყრო - გახ­სნა Valentino-ს ჩვე­ნე­ბა, გა­მო­ვი­და Louis Vuitton-ის, Raf Simons-ის, Dior Homme-ს, Hermes-ის ჩვე­ნე­ბებ­ზე და ასე და­ი­ბა­და ახა­ლი ვარ­სკვლა­ვი მსოფ­ლიო პო­დი­უმ­ზე!

სერ­გი რიგ­ვა­ვა ხა­ტავს, გა­ტა­ცე­ბუ­ლია ფო­ტოგ­რა­ფი­ით, უკ­რავს ჩე­ლო­სა და გი­ტა­რა­ზე, აკე­თებს მუ­სი­კას. გა­და­ღე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ევ­რო­პა­ში აქვს, მაგ­რამ მე­დე­ლო­ბის გარ­და მუ­სი­კის­თვი­საც ახერ­ხებს დრო­ის დათ­მო­ბას. აქვს სა­კუ­თა­რი როკ-ჯგუ­ფი და მღე­რის. ცოტა ხნის წინ კი პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პი The Vallys-ს გა­მო­უშ­ვა.

სერ­გი სა­ქარ­თვე­ლო­საც სტუმ­რობს და აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მოს­წონს. მო­მა­ვალ­ში სურს რომ როკ-ვარ­სკვლა­ვი გახ­დეს, თუმ­ცა იქამ­დე დიდი დრო და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი პო­დი­უ­მე­ბია...

მაგ­და მა­რი­დაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

პირველი ქართველი მოდელი მამაკაცი, რომელიც მსოფლიოს Top ათეულებს იპყრობს

პირველი ქართველი მოდელი მამაკაცი, რომელიც მსოფლიოს Top ათეულებს იპყრობს

1,90 სმ სიმაღლის, ყავისფერი თმებითა და თვალებით, დამახასიათებელი "ღრიჭოთი" კბილებს შორის - ცოტა ხნის წინ 19 სერგი რიგვავა ერთ-ერთმა მოდურმა ტაბლოიდმა მსოფლიოს 27 საუკეთესო მოდელ მამაკაცს შორის დაასახელა. სერგის ფოტოები პარიზის მოდის კვირეულის ყველაზე კარგად ჩაცმულ მამაკაცთა ათეულშიც მოხვდა. მისი პოვნა ძალიან ადვილია მოდელ მამაკაცთა Top ათეულებშიც.

იხილეთ ვიდეო

ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და უკვე მოასწრო ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებში მონაწილეობა როგორიცაა - Salvatore Ferragamo, Gucci, Fendi, Valentino, Prada, Dior, Burberry, Ermenegildo Zegna, HERMÈS, DRIES VAN NOTEN, LOUIS VUITTON და სხვა.

სერგის შესახებ საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, არადა იგი პირველი ქართველი წარმატებული მოდელი მამაკაცია მსოფლიო მოდის სფეროში. მისი მშობლები ხელოვანები არიან - დედა მუსიკოსი, მამა კი მხატვარია. დედა - სუსან რიგვავა-დუმასი, ნახევრად ჰოლანდიელი და ნახევრად ფრანგია, ხოლო მამა - გია რიგვავა საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი. ერთ-ერთ ინტერვიუში მოდელი ამბობს, რომ მისი კერპები მისი ოჯახის წევრები არიან. ჰყავს შეყვარებული, ასევე მოდელი ნინა მარკერი.

სერგი გერმანიაში, მიუნხენში დაიბადა, მოგვიანებით კი საცხოვრებლად ავსტრიაში, ვენაში გადავიდა, სადაც სამოდელო კარიერა Ermenegildo Zegna-სთან თანამშრომლობით დაიწყო.

სადებიუტო გამოსვლა პოდიუმზე 2014 წლის ზაფხულში შედგა, მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის იყო და ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებაზე გამოვიდა, როგორებიცაა: Salvatore Ferragamo, Gucci, Fendi, Valentino and Ermenegildo Zegna. ჩვენებების მეორე სეზონზე, მან უკვე 27 ტოპ ბრენდის პოდიუმი დაიპყრო - გახსნა Valentino-ს ჩვენება, გამოვიდა Louis Vuitton-ის, Raf Simons-ის, Dior Homme-ს, Hermes-ის ჩვენებებზე და ასე დაიბადა ახალი ვარსკვლავი მსოფლიო პოდიუმზე!

სერგი რიგვავა ხატავს, გატაცებულია ფოტოგრაფიით, უკრავს ჩელოსა და გიტარაზე, აკეთებს მუსიკას. გადაღებები ძირითადად ევროპაში აქვს, მაგრამ მედელობის გარდა მუსიკისთვისაც ახერხებს დროის დათმობას. აქვს საკუთარი როკ-ჯგუფი და მღერის. ცოტა ხნის წინ კი პირველი მუსიკალური კლიპი The Vallys-ს გამოუშვა.

სერგი საქართველოსაც სტუმრობს და აქაურობა ძალიან მოსწონს. მომავალში სურს რომ როკ-ვარსკვლავი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი დრო და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი პოდიუმებია...

მაგდა მარიდაშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება