მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიუსელი "მარტოხელა მგლების" თავდასხმას გადაურჩა
ბრიუსელი "მარტოხელა მგლების" თავდასხმას გადაურჩა

ბრი­უ­სე­ლის ცენ­ტრა­ლურ რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში აფეთ­ქე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის მა­მა­კა­ცი გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს. ქა­ლა­ქის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ატა­რებ­და, რათა სა­ვა­რა­უ­დოდ, საფრ­თხე­ე­ბის აღეკ­ვე­თა.

ბრი­უ­სე­ლის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაცს თვით­მკვლე­ლის ქა­მა­რი ეკე­თა და თვითმხილ­ველ­თა გან­ცხა­დე­ბით, "ალაჰუ აკბა­რის" ძა­ხი­ლით, შე­იჭ­რა რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ში. აფეთ­ქე­ბის უშე­დე­გო მცდე­ლო­ბის შემ­დეგ უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის წევ­რმა ად­გილ­ზე­ვე მოკ­ლა სა­ვა­რა­უ­დო თვით­მკვლე­ლი...

თვიმ­თხილ­ვე­ლის თქმით, უც­ნობ­მა რა­ღაც და­იყ­ვი­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ბულ ენა­ზე, თუმ­ცა, მათ ამის გარ­ჩე­ვა გა­უ­ჭირ­დათ.

"სად­გუ­რის ბა­ქან­ზე მთა­ვა­რი კი­ბით ჩავ­დი­ო­დი და ამ დროს და­ვი­ნა­ხე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც რა­ღაც სი­ტყვებს იძახ­და და სა­ეჭ­ვოდ იქ­ცე­ო­და. მა­შინ მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია, თუმ­ცა, რო­გორც კი, კი­ბით ჩა­ვე­დი, მა­შინ გა­ვი­გო­ნე მისი სი­ტყვე­ბი, - "ალაჰ აკბარ!" და ვიგ­რძე­ნი რო­გორ მო­მეკ­ვე­თა ში­შის­გან მუხ­ლე­ბი..." – იხ­სე­ნებს ად­გი­ლობ­რივ გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას სარ­კი­ნიგ­ზო კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვან ჰე­რე­ვე­გე­ლი, რომ­ლის თქმთაც, რომ არა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ოპე­რა­ტი­უ­ლი და ძალ­ზედ სწრა­ფი ქმე­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მძი­მე შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 20 ივ­ნი­სის ტე­რაქ­ტის მცდე­ლო­ბას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია, პო­ლი­ცი­ის ბრძა­ნე­ბით შე­წყდა სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, რად­გან ზა­ფხულ­ში ბრი­უ­სე­ლის ცენ­ტრი ხალ­ხმრავ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც 400-500 მეტ­რით და­შო­რე­ბუ­ლი ბრი­უ­სე­ლის რკი­ნიგ­ზის ცენ­ტრა­ლუ­რი სად­გუ­რის­გან.

კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი სამ­სა­ხუ­რის პრო­კუ­რორ­მა ერიკ ვან დერ სიპტ­მა, მომ­ხდარს ტე­რაქტს უწო­და... უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, სამ­შა­ბა­თის ინ­ცი­დენ­ტი პა­რიზ­ში, მი­უნ­ხენ­ში, ლონ­დონ­სა და ევ­რო­პის სხვა ქა­ლა­ქებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებს ჰგავს. ასე­თი ტე­რაქ­ტე­ბის მცდე­ლო­ბის უკან ის რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტე­ბი დგა­ნან, ვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა არ გა­უვ­ლი­ათ და არც დიდ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­სა და ასა­ფეთ­ქე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე მი­უწ­ვდე­ბათ ხელი. ამი­ტომ მათ ხში­რად, "მარ­ტო­ხე­ლა მგლებ­საც უწო­დე­ბენ". სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის, უმე­ტე­სად კი, გა­მო­უც­დე­ლო­ბის გამო, - მათი მცდე­ლო­ბა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხში­რად, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლია...

ბელ­გი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე­ო­რედ გა­მო­ცხა­ა­და ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხის უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რი. პირ­ვე­ლად, 22 მარტს, "ზა­ვენ­ტე­მის" აე­რო­პორ­ტსა და მეტ­როს სად­გურ "მა­ალ­ბე­კის" ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორი ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და, რა დრო­საც, 34 კაცი და­ი­ღუ­პა და 3000-მდე ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. მა­შინ, ბრი­უ­სე­ლის თავ­დას­ხმებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ექ­სტრე­მის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბით, იე­რი­შე­ბი მის­მა მებ­რძო­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ქამ­რე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათი ვი­ნა­ო­ბაც გა­ირ­კვა, - თვით­მკვლე­ლე­ბი ძმე­ბი ხა­ლიდ და ბრა­ჰიმ ბაქ­რა­უ­ი­ე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, რო­მელ­თაც, პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ კავ­ში­რი ჰქონ­დათ სა­ლაჰ აბ­დეს­ლამ­თან, რო­მე­ლი­იც პა­რიზ­ში მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი თავ­დას­ხმე­ბის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო.

მა­შინ, ბელ­გი­ის პო­ლი­ცი­ამ აბ­დეს­ლა­მი ბრი­უ­სელ­ში მომ­ხდარ ტე­რაქ­ტე­ბამ­დე 4 დღით ადრე, 2016 წლის 18 მარტს, ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის დროს, ბრი­უ­სე­ლის გა­რე­უ­ბან მო­ლენ­ბეკ­ში და­ა­კა­ვა. სრო­ლის შე­დე­გად დაჭ­რი­ლი ორი ტე­რო­რის­ტი­დან, ერთი სწო­რედ სა­ლაჰ აბ­დეს­ლა­მი იყო, 2015 წლის პა­რი­ზის ტე­რაქ­ტე­ბის მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ბრიუსელი "მარტოხელა მგლების" თავდასხმას გადაურჩა

ბრიუსელი "მარტოხელა მგლების" თავდასხმას გადაურჩა

ბრიუსელის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში აფეთქების მცდელობისთვის მამაკაცი გაანეიტრალეს. ქალაქის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა, რათა სავარაუდოდ, საფრთხეების აღეკვეთა.

ბრიუსელის პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს თვითმკვლელის ქამარი ეკეთა და თვითმხილველთა განცხადებით, "ალაჰუ აკბარის" ძახილით, შეიჭრა რკინიგზის სადგურში. აფეთქების უშედეგო მცდელობის შემდეგ უსაფრთხოების ძალების წევრმა ადგილზევე მოკლა სავარაუდო თვითმკვლელი...

თვიმთხილველის თქმით, უცნობმა რაღაც დაიყვირა, სავარაუდოდ, არაბულ ენაზე, თუმცა, მათ ამის გარჩევა გაუჭირდათ.

"სადგურის ბაქანზე მთავარი კიბით ჩავდიოდი და ამ დროს დავინახე ადამიანი, რომელიც რაღაც სიტყვებს იძახდა და საეჭვოდ იქცეოდა. მაშინ მისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა, როგორც კი, კიბით ჩავედი, მაშინ გავიგონე მისი სიტყვები, - "ალაჰ აკბარ!" და ვიგრძენი როგორ მომეკვეთა შიშისგან მუხლები..." – იხსენებს ადგილობრივ გამოცემასთან საუბრისას სარკინიგზო კომპანიის თანამშრომელი, ვან ჰერევეგელი, რომლის თქმთაც, რომ არა უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული და ძალზედ სწრაფი ქმედება, ყველაფერი მძიმე შედეგით დასრულდებოდა...

მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისის ტერაქტის მცდელობას მსხვერპლი არ მოჰყოლია, პოლიციის ბრძანებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა და მოქალაქეებისა და ტურისტების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ზაფხულში ბრიუსელის ცენტრი ხალხმრავლობით გამოირჩევა, რომელიც 400-500 მეტრით დაშორებული ბრიუსელის რკინიგზის ცენტრალური სადგურისგან.

კონტრტერორისტული სამსახურის პროკურორმა ერიკ ვან დერ სიპტმა, მომხდარს ტერაქტს უწოდა... უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტების თქმით, სამშაბათის ინციდენტი პარიზში, მიუნხენში, ლონდონსა და ევროპის სხვა ქალაქებში განხორციელებულ თავდასხმებს ჰგავს. ასეთი ტერაქტების მცდელობის უკან ის რადიკალი ისლამისტები დგანან, ვისაც სპეციალური მომზადება არ გაუვლიათ და არც დიდ შეიარაღებასა და ასაფეთქებელ მოწყობილობებზე მიუწვდებათ ხელი. ამიტომ მათ ხშირად, "მარტოხელა მგლებსაც უწოდებენ". სხვადასხვა მიზეზების, უმეტესად კი, გამოუცდელობის გამო, - მათი მცდელობა, საბედნიეროდ, ხშირად, წარუმატებელია...

ბელგიის ხელისუფლებამ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მეორედ გამოცხაადა ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი საფეხური. პირველად, 22 მარტს, "ზავენტემის" აეროპორტსა და მეტროს სადგურ "მაალბეკის" ერთი საათის განმავლობაში, ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, რა დროსაც, 34 კაცი დაიღუპა და 3000-მდე ადამიანი დაიჭრა. მაშინ, ბრიუსელის თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, იერიშები მისმა მებრძოლებმა სპეციალური ასაფეთქებელი ქამრებით განახორციელეს.

მოგვიანებით, მათი ვინაობაც გაირკვა, - თვითმკვლელები ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ბაქრაუიები აღმოჩნდნენ, რომელთაც, პოლიციის ინფორმაციით, მათ კავშირი ჰქონდათ სალაჰ აბდესლამთან, რომელიიც პარიზში მომხდარი საზარელი თავდასხმების ერთ-ერთ ორგანიზატორი იყო.

მაშინ, ბელგიის პოლიციამ აბდესლამი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებამდე 4 დღით ადრე, 2016 წლის 18 მარტს, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, ბრიუსელის გარეუბან მოლენბეკში დააკავა. სროლის შედეგად დაჭრილი ორი ტერორისტიდან, ერთი სწორედ სალაჰ აბდესლამი იყო, 2015 წლის პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე