პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:10-ზე, მთვარე ქალწულშია ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელი კლდეისი გარესამყაროს მოწყვეტილია
სოფელი კლდეისი გარესამყაროს მოწყვეტილია

თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი კლდე­ი­სი გზა­ზე ჩა­მო­წო­ლი­ლი კლდის მა­სის გამო, გა­რე­სამ­ყა­როს მო­წყვე­ტი­ლია. სო­ფელ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე კლდის მასა წუ­ხელ, გვი­ან ღა­მით უხვი ნა­ლე­ქის გამო ჩა­მო­ი­შა­ლა.

თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დიდ კლდე­ის­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის გაწ­მენ­და დი­ლი­დან აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კლდე­ი­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში, ომარ ზი­რა­ქაშ­ვი­ლი აცხა­დებს, გზის გაწ­მენ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლე­ბით და­ი­წყეს, თუმ­ცა და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცტექ­ნი­კაა სა­ჭი­რო.

შპს "RTD"-ს მძი­მე ტექ­ნი­კა უკვე გზა­შია და სო­ფელ დიდ კლდე­ის­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის გაწ­მენ­და ჩა­მოშ­ლი­ლი კლდის მა­სის­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში დას­რულ­დე­ბა.

"გზის გაწ­მენ­დამ­დე, სო­ფელ­ში ვინ­მეს თუ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა დას­ჭირ­დე­ბა, ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩე­ნენ. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კა არ არის. სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის პრობ­ლე­მა მო­სახ­ლე­ო­ბას არ ექ­ნე­ბა. სო­ფელ­ში გვყავს მედ­პერ­სო­ნა­ლი, ასე­ვე, თუ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის გა­მო­ძა­ხე­ბა და­ჭირ­და ვინ­მეს, შე­მოვ­ლი­თი გზით ჩა­მო­იყ­ვა­ნენ აქამ­დე. შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის მძი­მე ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ას­რუ­ლებს, უკვე გზა­შია და ვფიქ­რობ, რომ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში გზა უკვე გა­მა­ვა­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ომარ ზი­რა­ქაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს

სოფელი კლდეისი გარესამყაროს მოწყვეტილია

სოფელი კლდეისი გარესამყაროს მოწყვეტილია

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი კლდეისი გზაზე ჩამოწოლილი კლდის მასის გამო, გარესამყაროს მოწყვეტილია. სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე კლდის მასა წუხელ, გვიან ღამით უხვი ნალექის გამო ჩამოიშალა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ კლდეისთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. როგორც გამგებლის წარმომადგენელი კლდეისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ომარ ზირაქაშვილი აცხადებს, გზის გაწმენდა ადგილობრივი ძალებით დაიწყეს, თუმცა დამატებითი სპეცტექნიკაა საჭირო.

შპს "RTD"-ს მძიმე ტექნიკა უკვე გზაშია და სოფელ დიდ კლდეისთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა ჩამოშლილი კლდის მასისგან, სავარაუდოდ რამდენიმე საათში დასრულდება.

"გზის გაწმენდამდე, სოფელში ვინმეს თუ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდება, ადგილზევე აღმოუჩენენ. მოსახლეობაში პანიკა არ არის. სამედიცინო დახმარების მიღების პრობლემა მოსახლეობას არ ექნება. სოფელში გვყავს მედპერსონალი, ასევე, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება დაჭირდა ვინმეს, შემოვლითი გზით ჩამოიყვანენ აქამდე. შემსრულებელი კომპანიის მძიმე ტექნიკა, რომელიც გზის რეაბილიტაციას ასრულებს, უკვე გზაშია და ვფიქრობ, რომ საღამოს საათებში გზა უკვე გამავალი იქნება", - განაცხადა ომარ ზირაქაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი