უნიკალური სასმელი დაგეხმარებათ მოკლე დროში დაიკლოთ წონაში, ამასთან ის გაწმენდს თქვენს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან. სასმელი აქრობს შიმშილის შეგრძნებას და ორგანიზმს კვებავს სასარგებლო ნივთიერებებით, ამიტომ ის ყოველდღიურ რაციონში ჩასართავად იდეალურია.
ინგრედიენტები:
- 2 სტაფილო
- 4-5 ნიახურის ღერო
- ნატურალური თაფლი
- ორი ვაშლი
- ლიმონი
- ჯანჯაფილი
- დარიჩინი
მომზადების წესი: ბლენდერში მოათავსეთ ორი სტაფილო, ვაშლები, ნიახურის ღეროები და თქვიფეთ, სანამ მყარ მასას არ მიიღებთ. დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, რამდენიმე ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი და ჯანჯაფილი.
შეიძლება ამ სასმელის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა ან განტვირთვის დღის მოწყობა. ასეთი დღეების დროს აუცილებელია საუზმე და სამხარი ამ სასმელით შეცვალოთ.
მომზადებულია golbis.com-ს მიხედვით.