სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კავშირია უძველეს ქართულ ჩუქურთმებსა და მზის სისტემაში აღმოჩენილ ახალ პლანეტას შორის
რა კავშირია უძველეს ქართულ ჩუქურთმებსა და მზის სისტემაში აღმოჩენილ ახალ პლანეტას შორის

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უძ­ვე­ლე­სი დრო­ის ქარ­თულ წარ­მარ­თულ და ქრის­ტი­ა­ნულ ჩუ­ქურ­თმებ­სა და კოს­მო­სურ მოვ­ლე­ნებს შო­რის არ­სე­ბულ კავ­შირ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ინ­ტე­რე­სო პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"2003 წლის 14 ნო­ემ­ბერს სან­დი­ე­გოს ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ას­ტრო­ნო­მე­ბის მიერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა მზის სის­ტე­მის კი­დევ ერთი პლა­ნე­ტა, რო­მელ­საც სედ­ნას სა­ხე­ლი უწო­დეს. (სედ­ნა ეს­კი­მო­სუ­რი ღმერ­თე­ბის პან­თე­ონ­ში ზღვის ცხო­ვე­ლე­ბის მფარ­ველ ქალღმერ­თია.)

ას­ტრო­ნო­მე­ბი ცხა­რედ მჯე­ლო­ბენ, არის სედ­ნა პლა­ნე­ტა თუ ის ჯუჯა პლა­ნე­ტე­ბის რანგს უნდა მი­ა­კუთ­ვნონ. მაგ­რამ ამა­ზე უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა ამ ახ­ლა­დაღ­მო­ჩე­ნი­ლი ობი­ექ­ტის უჩ­ვე­უ­ლო ორ­ბი­ტა, რო­მე­ლიც 11 400 წელს უტოლ­დე­ბა; ასე­ვე სა­ი­ნი­ტე­რე­სოა მისი უთა­ნას­წო­რო ტრან­ზი­ტე­ბი ცალ­კე­ულ ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნებ­ში: - 1000 წელი მშვილ­დო­სან­ში და 42 წელი ტყუ­პებ­ში.

თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ას­ტრო­ნო­მე­ბის სედ­ნას მი­მართ ინ­ტე­რე­სი ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა გა­რე­მო­ე­ბებ­მა აღ­ძრა..

მეც­ნი­ე­რე­ბი მი­ვიდ­ნენ დას­კვნამ­დე, რომ სედ­ნას ორ­ბი­ტის პა­რა­მეტ­რე­ბი, კერ­ძოდ კი მისი ასე უჩ­ვე­უ­ლოდ გა­წე­ლი­ლი ორ­ბი­ტა, ადას­ტუ­რებს იმას, რომ შე­საძ­ლოა ჩვე­ნი სის­ტე­მა არაა ჰე­ლი­ო­ცენ­ტრი­უ­ლი!

და­ვი­წყოთ ცოტა შო­რი­დან. გა­ლაქ­ტი­კა­ში არ­სე­ბო­ბენ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ორ­მა­გი ვარ­სკვლა­ვე­ბი. ასე­თი სის­ტე­მე­ბი წი­ნათ იშ­ვი­ა­თო­ბად მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით დად­გინ­და, რომ ეს თურ­მე ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნას წარ­მო­ად­გენს.

ჩვე­ნი მზე შე­საძ­ლოა სი­ნამ­დვი­ლე­ში წარ­მო­ად­გენ­დეს ორ­მაგ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სის­ტე­მის ნა­წილს ამ სის­ტე­მის "მე­ო­რე მზე" კი გა­ლაქ­ტი­კის საკ­მა­ოდ მო­შო­რე­ბულ წერ­ტილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­დეს.

მა­შინ სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბი ხდე­ბა სედ­ნას უჩ­ვე­უ­ლოდ გა­წე­ლი­ლი ორ­ბი­ტაც, რო­მე­ლიც მას­ზე ამ ორ მზის მიერ გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბით აიხ­სნე­ბა და ფაქ­ტი­უ­რად მათ შო­რის მოძ­რა­ო­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ას წარ­მო­ად­გენს...

თუ ეს ასეა, ეს მზე სწო­რედ ის ნე­მე­ზი­და გა­მო­დის, რო­მელ­ზე­დაც უძ­ვე­ლე­სი ტექ­სტე­ბი სა­უბ­რო­ბენ!

ნე­მე­ზი­და ას­ტრო­ფი­ზი­კო­სე­ბის აზ­რით, მზის სის­ტე­მას­თან საკ­მა­ოდ ახ­ლოს - 0, 5 სი­ნათ­ლის წე­ლი­წა­დის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

მისი სამ­ყო­ფე­ლი და ტრა­ექ­ტო­რია გა­მოთ­ვა­ლეს XX-XXI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე, მეც­ნი­ერ­თა ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ შე­საძ­ლოა სწო­რედ ნე­მე­ზი­დი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ სტუმ­რად პირ­ვე­ლი ას­ტრო­ნავ­ტე­ბი.

რო­დე­საც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვე­ცა­ნი, კი­დევ ერთხელ გა­მახ­სენ­და ჩემი ძვე­ლი სტა­ტია სა­დაც ვწერ­დი, რომ სა­ინ­ტე­რე­სო პა­რა­ლე­ლე­ბი არ­სე­ბობს უძ­ვე­ლე­სი ხა­ნის მხატ­ვრო­ბას, ქარ­თულ ქრის­ტე­ა­ნულ სივ­რცე­ში არ­სე­ბულ ჩუ­ქურ­თმებ­სა და ორ­მაგ ვარ­სკვლავ­თა შო­რის.

ფო­ტო­ებ­ზე, რო­მე­ლიც თქვენ­თვის ავ­ტვირ­თე, პირ­ველ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია სედ­ნა თა­ვი­სი ელიფ­სის­მსგავ­სი ტრა­ექ­ტო­რი­ით, მომ­დევ­ნო 2 ფო­ტო­ზე მო­ცე­მუ­ლი ნი­მუ­შე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ერ­თმა­ნეთ­თან შე­ერ­თე­ბუ­ლი 2 სპი­რალს, რომ­ლე­ბიც მეც­ნი­ერ­თა ერთი ჯგუ­ფის აზ­რით, ორ­მაგ ვარ­სკვლა­ვურ სის­ტე­მას წარ­მოგ­ვიდ­გენს, ისეთს, მა­გა­ლი­თად რო­გო­რი­ცაა ნე­მე­ზი­და.

ასე­ვე წარ­მო­გიდ­გენთ შა­ტილ­ში, ბუ­ლო­ურთ ცი­ხის­კა­რის თაღ­ზე შე­მო­ნა­ხუ­ლი წარ­მარ­თუ­ლი კრიპ­ტოგ­რა­მას, ქვე­და მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში ორ­მა­გი სპი­რა­ლით. (სა­გუ­ლის­ხმოა, რომ მსგავ­სი კრიპ­ტოგ­რა­მე­ბი მთი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­რი­სად მო­ი­პო­ვე­ბა და ჯერ კი­დევ ჯე­როვ­ნად შე­უს­წავ­ლე­ლია.)

და­ნარ­ჩენ ფო­ტო­ებ­ზე უკვე ქრის­ტი­ა­ნო­ბის­დრო­ინ­დე­ლი ჩუ­ქურ­თმას ვხე­დავთ (სამ­თა­ვი­სი. მან­გლი­სი, ან­ჩის­ხა­ტი).

ვფიქ­რობ, მსგავ­სე­ბა სუ­ლაც არ უნდა იყოს შემ­თხვე­ვი­თი. თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რო­მელ­საც არ აქვს პრე­ტენ­ზია მეც­ნი­ე­რუ­ლად შეს­წავ­ლილ მა­სა­ლის მი­ხედ­ვით გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კვნი­სა".

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა კავშირია უძველეს ქართულ ჩუქურთმებსა და მზის სისტემაში აღმოჩენილ ახალ პლანეტას შორის

რა კავშირია უძველეს ქართულ ჩუქურთმებსა და მზის სისტემაში აღმოჩენილ ახალ პლანეტას შორის

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უძველესი დროის ქართულ წარმართულ და ქრისტიანულ ჩუქურთმებსა და კოსმოსურ მოვლენებს შორის არსებულ კავშირზე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

"2003 წლის 14 ნოემბერს სანდიეგოს ობსერვატორიის ასტრონომების მიერ აღმოჩენილი იქნა მზის სისტემის კიდევ ერთი პლანეტა, რომელსაც სედნას სახელი უწოდეს. (სედნა ესკიმოსური ღმერთების პანთეონში ზღვის ცხოველების მფარველ ქალღმერთია.)

ასტრონომები ცხარედ მჯელობენ, არის სედნა პლანეტა თუ ის ჯუჯა პლანეტების რანგს უნდა მიაკუთვნონ. მაგრამ ამაზე უფრო მეტად საინტერესოა ამ ახლადაღმოჩენილი ობიექტის უჩვეულო ორბიტა, რომელიც 11 400 წელს უტოლდება; ასევე საინიტერესოა მისი უთანასწორო ტრანზიტები ცალკეულ ზოდიაქოს ნიშანებში: - 1000 წელი მშვილდოსანში და 42 წელი ტყუპებში.

თუმცა მოგვიანებით ასტრონომების სედნას მიმართ ინტერესი ბევრად უფრო მნიშვნელოვანმა გარემოებებმა აღძრა..

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სედნას ორბიტის პარამეტრები, კერძოდ კი მისი ასე უჩვეულოდ გაწელილი ორბიტა, ადასტურებს იმას, რომ შესაძლოა ჩვენი სისტემა არაა ჰელიოცენტრიული!

დავიწყოთ ცოტა შორიდან. გალაქტიკაში არსებობენ ეგრეთ წოდებული ორმაგი ვარსკვლავები. ასეთი სისტემები წინათ იშვიათობად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ ეს თურმე ჩვენი გალაქტიკისათვის სრულიად ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს.

ჩვენი მზე შესაძლოა სინამდვილეში წარმოადგენდეს ორმაგვარსკვლავიანი სისტემის ნაწილს ამ სისტემის ''მეორე მზე'' კი გალაქტიკის საკმაოდ მოშორებულ წერტილში იმყოფებოდეს.

მაშინ სრულიად გასაგები ხდება სედნას უჩვეულოდ გაწელილი ორბიტაც, რომელიც მასზე ამ ორ მზის მიერ გრავიტაციული ზემოქმედებით აიხსნება და ფაქტიურად მათ შორის მოძრაობის ტრაექტორიას წარმოადგენს...

თუ ეს ასეა, ეს მზე სწორედ ის ნემეზიდა გამოდის, რომელზედაც უძველესი ტექსტები საუბრობენ!

ნემეზიდა ასტროფიზიკოსების აზრით, მზის სისტემასთან საკმაოდ ახლოს - 0, 5 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს.

მისი სამყოფელი და ტრაექტორია გამოთვალეს XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ შესაძლოა სწორედ ნემეზიდიდან ჩამოვიდნენ სტუმრად პირველი ასტრონავტები.

როდესაც ამ ინფორმაციას გავეცანი, კიდევ ერთხელ გამახსენდა ჩემი ძველი სტატია სადაც ვწერდი, რომ საინტერესო პარალელები არსებობს უძველესი ხანის მხატვრობას, ქართულ ქრისტეანულ სივრცეში არსებულ ჩუქურთმებსა და ორმაგ ვარსკვლავთა შორის.

ფოტოებზე, რომელიც თქვენთვის ავტვირთე, პირველზე წარმოდგენილია სედნა თავისი ელიფსისმსგავსი ტრაექტორიით, მომდევნო 2 ფოტოზე მოცემული ნიმუშები წარმოადგენენ ერთმანეთთან შეერთებული 2 სპირალს, რომლებიც მეცნიერთა ერთი ჯგუფის აზრით, ორმაგ ვარსკვლავურ სისტემას წარმოგვიდგენს, ისეთს, მაგალითად როგორიცაა ნემეზიდა.

ასევე წარმოგიდგენთ შატილში, ბულოურთ ციხისკარის თაღზე შემონახული წარმართული კრიპტოგრამას, ქვედა მარჯვენა კუთხეში ორმაგი სპირალით. (საგულისხმოა, რომ მსგავსი კრიპტოგრამები მთიან საქართველოში საკმარისად მოიპოვება და ჯერ კიდევ ჯეროვნად შეუსწავლელია.)

დანარჩენ ფოტოებზე უკვე ქრისტიანობისდროინდელი ჩუქურთმას ვხედავთ (სამთავისი. მანგლისი, ანჩისხატი).

ვფიქრობ, მსგავსება სულაც არ უნდა იყოს შემთხვევითი. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, რომელსაც არ აქვს პრეტენზია მეცნიერულად შესწავლილ მასალის მიხედვით გაკეთებული დასკვნისა".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს