მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი სპიკერები 24 აპრილს თბილისი მარიოტში ბიზნეს ვორკშოპს გამართავენ
ცნობილი სპიკერები 24 აპრილს თბილისი მარიოტში ბიზნეს ვორკშოპს გამართავენ

24 აპ­რილს, სას­ტუმ­რო თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში, გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის პრო­ექ­ტის, "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" ბიზ­ნეს ვორკშო­პი გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ქარ­თუ­ლი ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ე­ბის მა­ღა­ლი და სა­შუ­ა­ლო რგო­ლის მე­ნე­ჯე­რე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან, რო­მელ­ზეც სპი­კე­რე­ბი: პა­პუ­ნა ტო­ლი­აშ­ვი­ლი -"სი­ნერ­ჯი ჯგუ­ფის" მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი, მე­დეა ტა­ბა­ტა­ძე -კომ­პა­ნია Insource-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ილია რე­ვია - პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი (PMP) 3 ძი­რი­თად თე­მა­ზე დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში ისა­უბ­რე­ბენ. ეს თე­მე­ბია: "ინო­ვა­ცი­უ­რი სის­ტე­მა", "ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ქმნის მო­ტი­ვა­ცი­ას" და თეთ­რი სპი­ლო, თუ მკვდა­რი ცხე­ნი?! ანუ რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ყვე­ლა­ზე სარ­გებ­ლი­ა­ნი პრო­ექ­ტი".

პრო­ექ­ტი "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე" ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის სე­რი­აა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს ბესტსე­ლე­რე­ბის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს და აერ­თი­ა­ნებს ისე­თი ავ­ტო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ბრა­ი­ან თრე­ი­სი, დე­ვიდ ალე­ნი, გაი კა­ვა­სა­კი და სხვა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკვე გა­მო­ი­ცა ისე­თი ბესტსე­ლე­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ბრა­ი­ან თრე­ი­სის "შე­ჭა­მე ბა­ყა­ყი", "აკო­ცე ბა­ყაყს" და "გახ­დი გა­ყიდ­ვე­ბის სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი"; სე­რია "მარ­ტი­ვად" დე­ვიდ ალე­ნის "საქ­მეს­თან გამ­კლა­ვე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა", ელ რა­ი­სი & ჯეკ ტრა­უ­ტი - "მარ­კე­ტინ­გუ­ლი ომე­ბი" და სხვა.

პა­პუ­ნა ტო­ლი­აშ­ვი­ლი: ძა­ლი­ან სა­ჭი­როა დღეს მსგავ­სი პრო­ექ­ტი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დამ­სწრე აუ­დი­ტო­რი­ის მხრი­დან მას დიდი ინ­ტე­რე­სი მოჰ­ყვე­ბა.

სა­მი­ვე თემა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის­თვის შე­ირ­ჩა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს თე­მას, ესაა "ინო­ვა­ცი­უ­რი სის­ტე­მა" და იგი ახა­ლი ტი­პის მარ­თვის სტრუქ­ტუ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაა. სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია პრინ­ციპ­ზე - რო­გორ ვი­მუ­შა­ოთ იმის­თვის, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის ნა­კა­დი, მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ქვე­ვი­დან ზე­ვით. თა­ნა­მედ­რო­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ერთ-ერთი დიდი პორ­ბლე­მა ისაა, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­დის ზე­ვი­დან ქვე­ვით, რის გა­მოც არც ისე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ინი­ცი­ა­ტი­ვა­თა ნუს­ხა და მათი გან­ხორ­ცი­ლე­ბაც რთულ­დე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ინო­ვა­ცი­უ­რი მო­დე­ლე­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი და გა­მოწ­ვე­ვა კი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვის ნა­კა­დის მი­მარ­თუ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს. რი­გით­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უნდა და­ი­წყონ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით და იდე­ე­ბით გა­მოს­ვლა და თუ ამას მო­ა­ხერ­ხე­ბენ, ეს თა­ვის­თა­ვად შეც­ვლის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პერ­ფორ­მანსს. სწო­რედ ამას ეხე­ბა ჩვე­ნი სე­მი­ნა­რი, კერ­ძოდ - რო­გორ ეწყო­ბა ეს ახა­ლი მო­დე­ლე­ბი ისე, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნე­ბი გა­ხა­დოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მათ­გან წა­მო­სუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ნა­წი­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს.

ასე­ვე ვი­სა­უბ­რებთ იმა­ზეც, თუ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, რა ეფექ­ტი მოჰ­ყვა კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს.

ზო­გა­დად მე­ნე­ჯე­რულ გა­ნათ­ლე­ბას პრი­ო­რი­ტე­ტი აქვს - ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­საც და ეკო­ნო­მი­კის ხელ­შე­წყო­ბის­თვი­საც. ამი­ტომ, მი­მაჩ­ნია, რომ პრო­ექ­ტი "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე" ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აქ­ტუ­ა­ლუ­რი, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და გას­ხვა­ვე­ბუ­ლიც. მგო­ნია, რომ კეთ­დე­ბა ისე­თი საქ­მე, რო­მელ­საც საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო ეფექ­ტი ექ­ნე­ბა. ეს პრო­ექ­ტი მე­ნე­ჯე­რუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის და თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ვე­ბის კუ­თხი­თაც წლის მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა. ამ­გვა­რი პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან სა­ჭი­როა დღეს.

მე­დეა ტა­ბა­ტა­ძე: ვფიქ­რობ, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა წა­მოჭ­რი­ლი ინ­ტე­რე­სიც, კი­თხვე­ბიც, კო­მენ­ტა­რე­ბიც საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ თე­მაა აქ­ტუ­ა­ლუ­რი - ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყო­ველ­თვის ბევ­რი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს და ამ თე­მას მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა მოჰ­ყვე­ბა. მგო­ნია რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩა­ივ­ლის.

ჩემს გა­მოს­ვლა­ში ვი­სა­უბ­რებ მა­გა­ლი­თად: რო­გო­რია ლი­დე­რის და მე­ნე­ჯე­რის როლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში საქ­მის გა­კე­თე­ბის კულ­ტუ­რის შე­საქ­მნე­ლად. პრინ­ციპ­ში ყვე­ლა ბიზ­ნე­სი ამა­ზე მუ­შა­ობს - ჰყავ­დეს ისე­თი გუნ­დი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­დე­გებს და­დებს და თან კონ­კუ­რენ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა.

ძა­ლი­ან ბავ­რი სა­უ­ბა­რია ხოლ­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ კულ­ტუ­რა­ზე, მაგ­რამ მთა­ვა­რი გვა­ვი­წყდე­ბა - პრაქ­ტი­კა­ში ყვე­ლა მე­ნე­ჯე­რი თვი­თონ ქმნის, თა­ვის მცი­რე გუნდშიც კი, მუ­შა­ო­ბის კულ­ტუ­რას, რო­მელ­საც დიდი სა­ხე­ლი -ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რა აქვს.

რაც შე­ხე­ბა "ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" ინი­ცი­ა­ტი­ვას - პირ­ველ რიგ­ში აღ­ვნიშ­ნავ იმას, რომ არა­ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის თარ­გმნა და­სა­ფა­სე­ბე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა. იმი­ტომ რომ ხელ­მი­საწ­ვდო­მი ლი­ტე­რა­ტუ­რა მე­ნე­ჯმენტზე, მარ­თვა­ზე ქარ­თულ ენა­ზე არ მო­ი­პო­ვე­ბა. არა­და, სა­ჭი­როა. ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს არა­ქარ­თუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხედ­ვის გა­ზი­ა­რე­ბაც, იმი­ტომ, რომ ყო­ველ­თვის გვჭირ­დე­ბა ვი­ღა­ცის მო­საზ­რე­ბა, ვი­ღა­ცის გა­მოც­დი­ლე­ბის, რჩე­ვის მოს­მე­ნა. რაც უფრო მე­ტად მო­ე­წყო­ბა ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი, მით უკე­თე­სი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქვეყ­ნის­თვის. "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე" ბევრ კარგ შე­დეგს მოგ­ვცემს.

ილია რე­ვია: ბევ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი ეს­წრე­ბა პრო­ექტ "ლურჯ ოკე­ა­ნეს", რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. მა­ხა­რებს, რომ ეს­მით, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბიზ­ნე­სის­თვის დის­ციპ­ლი­ნა, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ა.შ.

ჩემს გა­მოს­ვლა­ში ვი­სა­უბ­რებ პრო­ექ­ტე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვი­სა და მრა­ვალ პრო­ექტს შო­რის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის დას­მის პრო­ცეს­ზე; რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ და შემ­დეგ რო­გორ დავ­გეგ­მოთ ამ პრო­ექ­ტე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა -რა რის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ან სა­ერ­თო­დაც არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს და ა.შ.

პრო­ექ­ტი "ლურ­ჯი ოკე­ა­ნე" ძა­ლი­ან მომ­წონს, კარგ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­მო­ი­ცა მის ფარ­გლებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ცნობილი სპიკერები 24 აპრილს თბილისი მარიოტში ბიზნეს ვორკშოპს გამართავენ

ცნობილი სპიკერები 24 აპრილს თბილისი მარიოტში ბიზნეს ვორკშოპს გამართავენ

24 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში, გამომცემლობა პალიტრა L-ის პროექტის, „ლურჯი ოკეანის“ ბიზნეს ვორკშოპი გაიმართება. ღონისძიებას ქართული ბიზნეს კომპანიების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები დაესწრებიან, რომელზეც სპიკერები: პაპუნა ტოლიაშვილი -„სინერჯი ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი, მედეა ტაბატაძე -კომპანია Insource-ის დამფუძნებელი და ილია რევია - პროექტების მართვის სპეციალისტი (PMP) 3 ძირითად თემაზე დიალოგის რეჟიმში ისაუბრებენ. ეს თემებია: „ინოვაციური სისტემა“, „ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ქმნის მოტივაციას“ და თეთრი სპილო, თუ მკვდარი ცხენი?! ანუ როგორ შევარჩიოთ ყველაზე სარგებლიანი პროექტი“.

პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ბიზნესლიტერატურის სერიაა, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი და სხვა.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა: ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“, „აკოცე ბაყაყს“ და „გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“; სერია „მარტივად“ დევიდ ალენის „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“, ელ რაისი & ჯეკ ტრაუტი - „მარკეტინგული ომები“ და სხვა.

პაპუნა ტოლიაშვილი: ძალიან საჭიროა დღეს მსგავსი პროექტი და დარწმუნებული ვარ, დამსწრე აუდიტორიის მხრიდან მას დიდი ინტერესი მოჰყვება.

სამივე თემა, რომელიც პროექტისთვის შეირჩა ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება ჩემს თემას, ესაა „ინოვაციური სისტემა“ და იგი ახალი ტიპის მართვის სტრუქტურების შესახებაა. საინტერესო თემაა, რომელიც აგებულია პრინციპზე - როგორ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ინიციატივების ნაკადი, მიმართულება შეიცვალოს ქვევიდან ზევით. თანამედროვე ორგანიზაციების ერთ-ერთი დიდი პორბლემა ისაა, რომ ინიციატივების დიდი ნაწილი მოდის ზევიდან ქვევით, რის გამოც არც ისე მრავალფეროვანია ინიციატივათა ნუსხა და მათი განხორცილებაც რთულდება. თანამედროვე ინოვაციური მოდელების მთავარი პრინციპი და გამოწვევა კი იმაში მდგომარეობს, რომ ინიციატივის ნაკადის მიმართულება შეცვალოს. რიგითმა თანამშრომლებმა უნდა დაიწყონ ინიციატივებით და იდეებით გამოსვლა და თუ ამას მოახერხებენ, ეს თავისთავად შეცვლის ორგანიზაციების პერფორმანსს. სწორედ ამას ეხება ჩვენი სემინარი, კერძოდ - როგორ ეწყობა ეს ახალი მოდელები ისე, რომ ინიციატივიანები გახადოს თანამშრომლები და მათგან წამოსული ინიციატივების რაც შეიძლება დიდი ნაწილი ხორციელდებოდეს.

ასევე ვისაუბრებთ იმაზეც, თუ სხვადასხვა ქვეყნებში, რა ეფექტი მოჰყვა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.

ზოგადად მენეჯერულ განათლებას პრიორიტეტი აქვს - ბიზნესის განვითარებისთვისაც და ეკონომიკის ხელშეწყობისთვისაც. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ძალიან მნიშვნელოვანია, აქტუალური, პრიორიტეტული და გასხვავებულიც. მგონია, რომ კეთდება ისეთი საქმე, რომელსაც საშვილიშვილო ეფექტი ექნება. ეს პროექტი მენეჯერული, განათლების მიღების და თვალსაწიერის გაფართოვების კუთხითაც წლის მოვლენა იქნება. ამგვარი პროექტი ძალიან საჭიროა დღეს.

მედეა ტაბატაძე: ვფიქრობ, რომ ღონისძიება წამოჭრილი ინტერესიც, კითხვებიც, კომენტარებიც საკმაოდ აქტუალური იქნება, იმიტომ რომ თემაა აქტუალური - ზოგადად ადამიანების მართვასთან დაკავშირებით ყოველთვის ბევრი მოსაზრება არსებობს და ამ თემას მაქსიმალური ჩართულობა მოჰყვება. მგონია რომ ყველაფერი საინტერესოდ ჩაივლის.

ჩემს გამოსვლაში ვისაუბრებ მაგალითად: როგორია ლიდერის და მენეჯერის როლი ორგანიზაციაში საქმის გაკეთების კულტურის შესაქმნელად. პრინციპში ყველა ბიზნესი ამაზე მუშაობს - ჰყავდეს ისეთი გუნდი, რომელიც განსაკუთრებულ შედეგებს დადებს და თან კონკურენტული იქნება.

ძალიან ბავრი საუბარია ხოლმე ორგანიზაციულ კულტურაზე, მაგრამ მთავარი გვავიწყდება - პრაქტიკაში ყველა მენეჯერი თვითონ ქმნის, თავის მცირე გუნდშიც კი, მუშაობის კულტურას, რომელსაც დიდი სახელი -ორგანიზაციული კულტურა აქვს.

რაც შეხება „ლურჯი ოკეანის“ ინიციატივას - პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ არაქართული ლიტერატურის თარგმნა დასაფასებელი ინიციატივაა. იმიტომ რომ ხელმისაწვდომი ლიტერატურა მენეჯმენტზე, მართვაზე ქართულ ენაზე არ მოიპოვება. არადა, საჭიროა. ყველას აინტერესებს არაქართული გამოცდილება. მნიშვნელოვანია ხედვის გაზიარებაც, იმიტომ, რომ ყოველთვის გვჭირდება ვიღაცის მოსაზრება, ვიღაცის გამოცდილების, რჩევის მოსმენა. რაც უფრო მეტად მოეწყობა ასეთი შეხვედრები, მით უკეთესი კომპანიებისთვის და საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის. „ლურჯი ოკეანე“ ბევრ კარგ შედეგს მოგვცემს.

ილია რევია: ბევრი დაინტერესებული პირი ესწრება პროექტ "ლურჯ ოკეანეს", რაც ძალიან მახარებს. მახარებს, რომ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის დისციპლინა, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ.

ჩემს გამოსვლაში ვისაუბრებ პროექტების სწორად შერჩევისა და მრავალ პროექტს შორის პრიორიტეტების დასმის პროცესზე; როგორ შევარჩიოთ და შემდეგ როგორ დავგეგმოთ ამ პროექტების თანმიმდევრობა -რა რის შემდეგ განხორციელდეს, ან საერთოდაც არ განხორციელდეს და ა.შ.

პროექტი "ლურჯი ოკეანე" ძალიან მომწონს, კარგ საქმეს ემსახურება, ძალიან საინტერესო ლიტერატურა გამოიცა მის ფარგლებში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება