სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა საჭირო ინფორმაცია ბიომეტრული პასპორტის შესახებ - გაცემის ვადები, ფასები და წარსადგენი დოკუმენტები
ყველა საჭირო ინფორმაცია ბიომეტრული პასპორტის შესახებ - გაცემის ვადები, ფასები და წარსადგენი დოკუმენტები

პას­პორ­ტი პი­რა­დო­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ. ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი არის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პას­პორ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით შე­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ის ელექტრო­ნულ მა­ტა­რე­ბელს, რო­მელ­ზეც და­ტა­ნი­ლია პას­პორ­ტის მფლო­ბე­ლი პი­რის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი - ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თი, ხელ­მო­წე­რა და თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი.

გთა­ვა­ზობთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც ბი­ო­მეტ­რუ­ლი პას­პორ­ტის მი­ღე­ბის მსურ­ველ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­მო­ად­გე­ბათ:

რა ასა­კი­დან გა­ი­ცე­მა პას­პორ­ტი?

და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, პას­პორ­ტი გა­ი­ცე­მა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე მისი სა­ქარ­თვე­ლო­დან გას­ვლის, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­ად­გი­ლე­ბის და სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის მიზ­ნით;

რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი გა­აჩ­ნია ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტს?

ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და გა­ყალ­ბე­ბის­გან და­ცუ­ლი სამ­გზავ­რო დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად ზრდის სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სან­დო­ო­ბის ხა­რისხს;

ქვე­ყა­ნა­ში ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის არ­სე­ბო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბაა;

ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის მფლო­ბე­ლი პირი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით სარ­გებ­ლობს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ზღვრის კვე­თი­სას;

სად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის მი­ღე­ბა?

და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია პას­პორ­ტის მი­სა­ღე­ბად მი­მარ­თოს:

- იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ნე­ბის­მი­ერ ფი­ლი­ალს;

- სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ნე­ბის­მი­ერ ტე­რი­ტო­რი­ულ სამ­სა­ხურს;

- სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­სა და სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას.

ვინ შე­იძ­ლე­ბა წა­რად­გი­ნოს გან­ცხა­დე­ბა პას­პორ­ტის გა­ცე­მის თა­ო­ბა­ზე?

- პას­პორ­ტის მი­ღე­ბის მო­თხოვ­ნით გან­ცხა­დე­ბას წა­რად­გენს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სრულ­წლო­ვა­ნი ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი პირი პი­რა­დად.

- არას­რულ­წლო­ვა­ნი (18 წლამ­დე ) პი­რის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი (მშო­ბე­ლი, მე­ურ­ვე, მზრუნ­ვე­ლი ან მხარ­დამ­ჭე­რი) გარ­და 16-დან 18 წლამ­დე რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი პი­რი­სა.

- არას­რულ­წო­ვა­ნი პირი 14 წლის ასა­კი­დან, თუ მას­ზე გა­ცე­მუ­ლია პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა.

- სა­თა­ნა­დო წე­სით და­მოწ­მე­ბუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბის მქო­ნე პირი, თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პირი პას­პორტზე გან­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნის მო­მენ­ტი­სათ­ვის იმ­ყო­ფე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ და მას­ზე გა­ცე­მუ­ლია პას­პორ­ტი ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით და ახა­ლი პას­პორ­ტის გა­ცე­მის მიზ­ნე­ბის­თვის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

შე­ნიშ­ვნა: ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ბა­მის გრა­ფა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა მფლო­ბელ­მა, 9 წლის ასა­კი­დან, შე­ას­რუ­ლოს პი­რა­დი ხელ­მო­წე­რა იმ ფორ­მით, რომ­ლი­თაც იგი პრაქ­ტი­კა­ში სარ­გებ­ლობს.

სრულ­წლო­ვა­ნი პი­რის პას­პორ­ტის მი­სა­ღე­ბად წარ­სად­გე­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბია:

- პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა;

- ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თი;

- მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი;

შე­ნიშ­ვნა: ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ბა­მის გრა­ფა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა მფლო­ბელ­მა, 9 წლის ასა­კი­დან, შე­ას­რუ­ლოს პი­რა­დი ხელ­მო­წე­რა იმ ფორ­მით, რომ­ლი­თაც იგი პრაქ­ტი­კა­ში სარ­გებ­ლობს.

არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რის პას­პორ­ტის მი­სა­ღე­ბად წარ­სად­გე­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბია:

- არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა;

- პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა - 14 წელს მიღ­წე­უ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

- 16 წლამ­დე არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რის ორი­ვე კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბა;

- 16-დან 18-წლამ­დე არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რის პას­პორ­ტის გა­სა­ცე­მად საკ­მა­რი­სია ერთ-ერთი კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბა.

შე­ნიშ­ვნა: რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ 16-დან 18-წლამ­დე არას­რულ­წლო­ვანს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტის მი­სა­ღე­ბად არ ესა­ჭი­რო­ე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბა.

არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რის პას­პორ­ტის გა­სა­ცე­მად კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბა შე­იძ­ლე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს შემ­დე­გი ფორ­მით:

- სა­ნო­ტა­რო წე­სით და­მოწ­მე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით;

- სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის ან სა­კონ­სუ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის თან­დას­წრე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით;

- პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ა­გენ­ტოს ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის ფორ­მის შევ­სე­ბის გზით;

- სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის წი­ნა­შე ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ხა­ტოს თან­ხმო­ბა, თუ თან­ხმო­ბის გამ­ცე­მი პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და პი­რა­დო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცემ­თა ელექტრო­ნულ ბა­ზა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით;

შე­ნიშ­ვნა: ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ბა­მის გრა­ფა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა მფლო­ბელ­მა, 9 წლის ასა­კი­დან, შე­ას­რუ­ლოს პი­რა­დი ხელ­მო­წე­რა იმ ფორ­მით, რომ­ლი­თაც იგი პრაქ­ტი­კა­ში სარ­გებ­ლობს.

ამ წე­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი უფ­ლე­ბა­მო­სილ ორ­გა­ნო­ებს უნდა წა­რედ­გი­ნოს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფორ­მით. დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, თუ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის - სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცემ­თა ელექტრო­ნუ­ლი ბაზა შე­ი­ცავს შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტში არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში გა­ცე­მუ­ლი (და­მოწ­მე­ბუ­ლი) დო­კუ­მენ­ტე­ბი (გარ­და პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა) წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნას სა­თა­ნა­დო წე­სით ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ან აპოს­ტი­ლით და­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით და­მოწ­მე­ბულ თარ­გმან­თან ერ­თად, თუ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ან შე­თან­ხმე­ბით სხვა რამ არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

შე­იძ­ლე­ბა თუ არა 16 წლამ­დე არას­რულ­წლო­ვა­ნის პას­პორ­ტი გა­ი­ცეს ერთი კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბით?

16 წლამ­დე არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რის პას­პორ­ტის გა­ცე­მის­თვის ერთ-ერთი კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თან­ხმო­ბა საკ­მა­რი­სია თუ:

- არას­რულ­წლო­ვანს არ ჰყავს მე­ო­რე კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი;

- მე­ო­რე კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ ცნო­ბი­ლია მხარ­დამ­ჭე­რის მიმ­ღე­ბად;

არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­ო­რე კა­ნო­ნი­ე­რი - წარ­მომ­დგენ­ლის­თვის მშობ­ლის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის, შე­ჩე­რე­ბის ან შე­ზღუდ­ვის თა­ო­ბა­ზე;

- მე­ო­რე კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იძებ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი წე­სით;

- მე­ო­რე კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის გამო შე­უძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის გა­მო­ხატ­ვა, რაც დას­ტურ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბით;

- მე­ო­რე კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია და ამო­წუ­რუ­ლია მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის ყვე­ლა გო­ნივ­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში პას­პორ­ტი გა­ი­ცე­მა სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე;

- არას­რულ­წლოვ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­დან დრო­ე­ბით გას­ვლა სა­ჭი­როა მისი მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით ან აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის და მე­ო­რე კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მომ­დგენ­ლის ადილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია ან იგი არას­რულ­წლოვ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არ იძ­ლე­ვა პას­პორ­ტის გა­ცე­მა­ზე ნე­ბარ­თვას. ამ შემ­თხვე­ვა­ში პას­პორ­ტი გა­ი­ცე­მა სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

რო­გორ ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტის მი­ღე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ?

სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს პას­პორ­ტი ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია ისარ­გებ­ლოს სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ონ­ლა­ინ სერ­ვი­სის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დზე sda.gov.ge ელექტრო­ნუ­ლი გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბის გზით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბით სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვევ­ში პას­პორ­ტი დამ­ზად­დე­ბა 2 სა­მუ­შაო დღის ვა­და­ში.

სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ერთხელ მა­ინც აქვს მი­ღე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია მი­ი­ღოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი მინ­დო­ბი­ლი პი­რის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ნო­ტა­რო წე­სით და­მოწ­მე­ბუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბით პას­პორ­ტი შე­საძ­ლე­ბე­ლია დამ­ზად­დეს მე-10 სა­მუ­შაო დღეს და მე-5 სა­მუ­შაო დღეს.

სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი პას­პორ­ტი ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის შემ­ცვე­ლო­ბით, პი­რა­დად უნდა მი­მარ­თოს სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას ან სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში ან სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი გა­ი­ცე­მა 45 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში.

სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ონ­ლა­ინ სერ­ვი­სის გა­მო­ყე­ნე­ბით ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის გა­ცე­მის სა­ფა­სუ­რი:

შე­საძ­ლე­ბე­ლია პირი ერ­თდრო­უ­ლად ფლობ­დეს ერ­თზე მეტ მოქ­მედ პას­პორ­ტს?

ერთი და იგი­ვე პირი შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად ფლობ­დეს ერ­თზე მეტ მოქ­მედ პას­პორ­ტს, თუ ერ­თზე მეტი პას­პორ­ტის ფლო­ბა სა­ჭი­როა ერ­თსა და იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ვი­ზის მი­სა­ღე­ბად ან უცხო ქვე­ყა­ნა­ში მგზავ­რო­ბი­სათ­ვის. მე­ო­რე მოქ­მე­დი პას­პორ­ტი გა­ი­ცე­მა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე.

გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ - მე­ო­რე და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო პას­პორ­ტის მოქ­მე­დე­ბის ვა­დაა 1 წელი.

მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის ვადა და სა­ფა­სუ­რი:

რო­დის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის შეც­ვლა?

ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა შეც­ვლას შემ­დეგ შემ­თხვე­ვებ­ში:

- სა­ხე­ლის ან გვა­რის შეც­ვლი­სას;

- ჩა­ნა­წე­რებ­ში უზუს­ტო­ბის დად­გე­ნი­სას;

- ვი­ზე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი ფურ­ცლე­ბის გა­ხარ­ჯვი­სას;

- პას­პორ­ტის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გას­ვლი­სას;

- დო­კუ­მენ­ტის და­ზი­ა­ნე­ბის, ცვე­თის ან და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში.

რა ვა­დით გა­ი­ცე­მა ბი­ო­მეტ­რუ­ლი პას­პორ­ტი?

- 18 წელს მიღ­წე­ულ პირ­ზე პას­პორ­ტი გა­ი­ცე­მა 10 წლის ვა­დით;

- 18 წლამ­დე არას­რულ­წლო­ვან პირ­ზე - 3 წლის ვა­დით.

ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის გა­ცე­მის მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის ვადა და სა­ფა­სუ­რი

ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის სა­ფა­სუ­რი სრულ­წლო­ვა­ნი პი­რის­თვის 100 ლა­რია და გა­ი­ცე­მა მე-10 სა­მუ­შაო დღეს, დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის ვა­დის დაჩ­ქა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძი­რი­თად სა­ფა­სურს ემა­ტე­ბა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი და დო­კუ­მენ­ტის სა­ფა­სუ­რი შე­ად­გენს:

მე­ო­რე და ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო აქ­ტი­უ­რი ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის სა­ფა­სუ­რი 50 ლა­რია და გა­ი­ცე­მა მე-10 სა­მუ­შაო დღეს, დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის ვა­დის დაჩ­ქა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძი­რი­თად სა­ფა­სურს ემა­ტე­ბა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი და დო­კუ­მენ­ტის სა­ფა­სუ­რი შე­ად­გენს:

სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ონ­ლა­ინ სერ­ვი­სის გა­მო­ყე­ნე­ბით ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის გა­ცე­მის სა­ფა­სუ­რია:

ვინ თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის­გან?

- მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი;

- სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში და­ინ­ვა­ლი­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი;

- უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად მი­ე­ნი­ჭათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, თუ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით მი­ნი­ჭე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტია;

ვინ სარ­გებ­ლობს შე­ღა­ვა­თით ბი­ო­მეტ­რუ­ლი პას­პორ­ტის აღე­ბი­სას?

- ომი­სა და სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ვე­ტე­რა­ნე­ბი - მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის სა­ფა­სუ­რის 50%_იანი შე­ღა­ვა­თით;

- სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი - მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის სა­ფა­სუ­რის 50%-იანი შე­ღა­ვა­თით;

- მკვეთ­რად და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი - მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის სა­ფა­სუ­რის 50%-იანი შე­ღა­ვა­თით;

- 18 წლამ­დე პი­რე­ბი - მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის სა­ფა­სუ­რის 50%-იანი შე­ღა­ვა­თით;

- სრულ­წლო­ვა­ნი პირი, რო­მე­ლიც არის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტი და რო­მე­ლიც ფლობს პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნულ მოწ­მო­ბას სტა­ტუ­სით "სტუ­დენ­ტი" თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ბი­ო­მე­ბტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დი­სა­გან 5% ით.

ვის შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­ცეს დამ­ზა­დე­ბუ­ლი პას­პორ­ტი?

- პას­პორ­ტის მფლო­ბელ სრულ­წლო­ვან პირს;

- 14 წლის ასაკს მიღ­წულ პაპ­სორ­ტის მფლო­ბელ არას­რულ­წლო­ვან პირს;

- არას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რის (18 წლამ­დე) კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს, გარ­და 16-დან 18 წლამ­დე ასა­კის რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი პი­რი­სა;

- მხარ­და­ჭე­რის მიმ­ღე­ბი პი­რის მხარ­დამ­ჭერს;

- პას­პორ­ტის მფლო­ბე­ლი პი­რის მიერ გან­ცხა­დე­ბა-ან­კე­ტა­ში მი­თი­თე­ბულ (მი­თი­თე­ბა ხდე­ბა პაპ­სორ­ტის გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნი­სას) ნე­ბის­მი­ერ სრულ­წლო­ვან, ქმე­დუ­ნა­რი­ან პირს;

სა­თა­ნა­დო წე­სით და­მოწ­მე­ბუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბის მქო­ნე პირს;

შე­ნიშ­ვნა: და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა, პაპ­სორ­ტის მო­თხოვ­ნით გა­ნა­ცხა­დის წრად­გე­ნი­სას, შე­საძ­ლე­ბე­ლია დო­კუ­მენ­ტის მი­წო­დე­ბა მო­ი­თხო­ვოს ფოს­ტის მეშ­ვე­ო­ბით, მის მიერ მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე.

წყა­რო: psh.gov.ge

გვანცა
0

11-12 წლის მოზარდებისთვის რა ჯდება პასპორტის აღება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ყველა საჭირო ინფორმაცია ბიომეტრული პასპორტის შესახებ - გაცემის ვადები, ფასები და წარსადგენი დოკუმენტები

ყველა საჭირო ინფორმაცია ბიომეტრული პასპორტის შესახებ - გაცემის ვადები, ფასები და წარსადგენი დოკუმენტები

პასპორტი პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტია, რომელიც მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ბიომეტრიული პასპორტი არის დოკუმენტი, რომელიც ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით შეიცავს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზეც დატანილია პასპორტის მფლობელი პირის პერსონალური მონაცემები - ბიომეტრიული ფოტოსურათი, ხელმოწერა და თითის ანაბეჭდები.

გთავაზობთ საჭირო ინფორმაციას, რომელიც ბიომეტრული პასპორტის მიღების მსურველ მოქალაქეებს გამოადგებათ:

რა ასაკიდან გაიცემა პასპორტი?

დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში, პასპორტი გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით;

რა უპირატესობები გააჩნია ბიომეტრიულ პასპორტს?

ბიომეტრიული პასპორტი ყველაზე მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია, რომელიც არსებითად ზრდის საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხს;

ქვეყანაში ბიომეტრიული პასპორტის არსებობა ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ერთ-ერთი წინაპირობაა;

ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი პირი გამარტივებული პროცედურული უპირატესობით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყნის საზღვრის კვეთისას;

სად არის შესაძლებელი ბიომეტრიული პასპორტის მიღება?

დაინტერესებული პირი უფლებამოსილია პასპორტის მისაღებად მიმართოს:

- იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;

- საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.

ვინ შეიძლება წარადგინოს განცხადება პასპორტის გაცემის თაობაზე?

- პასპორტის მიღების მოთხოვნით განცხადებას წარადგენს დაინტერესებული სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად.

- არასრულწლოვანი (18 წლამდე ) პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერი) გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა.

- არასრულწოვანი პირი 14 წლის ასაკიდან, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა.

- სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი, თუ დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირი პასპორტზე განცხადების წარდგენის მომენტისათვის იმყოფება საზღვარგარეთ და მასზე გაცემულია პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით და ახალი პასპორტის გაცემის მიზნებისთვის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია.

შენიშვნა: ბიომეტრიული პასპორტის დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა, 9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

სრულწლოვანი პირის პასპორტის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტებია:

- პირადობის მოწმობა;

- ბიომეტრიული ფოტოსურათი;

- მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: ბიომეტრიული პასპორტის დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა, 9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

არასრულწლოვანი პირის პასპორტის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტებია:

- არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა;

- პირადობის მოწმობა - 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში.

- 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;

- 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანი პირის პასპორტის გასაცემად საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

შენიშვნა: რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

არასრულწლოვანი პირის პასპორტის გასაცემად კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი ფორმით:

- სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;

- სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით;

- პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის შევსების გზით;

- საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს შეუძლია სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატოს თანხმობა, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;

შენიშვნა: ბიომეტრიული პასპორტის დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა, 9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შეიძლება თუ არა 16 წლამდე არასრულწლოვანის პასპორტი გაიცეს ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით?

16 წლამდე არასრულწლოვანი პირის პასპორტის გაცემისთვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა საკმარისია თუ:

- არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;

- მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდამჭერის მიმღებად;

არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი - წარმომდგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;

- მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

- მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

- მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფელის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში პასპორტი გაიცემა სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე;

- არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისთვის და მეორე კანონიერი წარმომდგენლის ადილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას. ამ შემთხვევაში პასპორტი გაიცემა სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე.

როგორ ხდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება საზღვარგარეთ?

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში მიღებული აქვს პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით უფლებამოსილია ისარგებლოს სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის საშუალებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე sda.gov.ge ელექტრონული განაცხადის შევსების გზით. აღნიშნული მომსახურეობით სარგებლობის შემთხვევში პასპორტი დამზადდება 2 სამუშაო დღის ვადაში.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით, უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. აღნიშნული მომსახურეობით პასპორტი შესაძლებელია დამზადდეს მე-10 სამუშაო დღეს და მე-5 სამუშაო დღეს.

საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც საქართველოში არ აქვს მიღებული პასპორტი ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით, პირადად უნდა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენის შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში.

სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის გამოყენებით ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური:

შესაძლებელია პირი ერთდროულად ფლობდეს ერთზე მეტ მოქმედ პასპორტს?

ერთი და იგივე პირი შეიძლება ერთდროულად ფლობდეს ერთზე მეტ მოქმედ პასპორტს, თუ ერთზე მეტი პასპორტის ფლობა საჭიროა ერთსა და იმავე პერიოდში ვიზის მისაღებად ან უცხო ქვეყანაში მგზავრობისათვის. მეორე მოქმედი პასპორტი გაიცემა დაინტერესებული პირის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ - მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი.

მომსახურეობის ვადა და საფასური:

როდის არის აუცილებელი ბიომეტრიული პასპორტის შეცვლა?

ბიომეტრიული პასპორტი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:

- სახელის ან გვარის შეცვლისას;

- ჩანაწერებში უზუსტობის დადგენისას;

- ვიზებისთვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;

- პასპორტის მოქმედების ვადის გასვლისას;

- დოკუმენტის დაზიანების, ცვეთის ან დაკარგვის შემთხვევაში.

რა ვადით გაიცემა ბიომეტრული პასპორტი?

- 18 წელს მიღწეულ პირზე პასპორტი გაიცემა 10 წლის ვადით;

- 18 წლამდე არასრულწლოვან პირზე - 3 წლის ვადით.

ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მომსახურეობის ვადა და საფასური

ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანი პირისთვის 100 ლარია და გაიცემა მე-10 სამუშაო დღეს, დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში ძირითად საფასურს ემატება დაჩქარებული მომსახურების საფასური და დოკუმენტის საფასური შეადგენს:

მეორე და ყოველი მომდევნო აქტიური ბიომეტრიული პასპორტის საფასური 50 ლარია და გაიცემა მე-10 სამუშაო დღეს, დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში ძირითად საფასურს ემატება დაჩქარებული მომსახურების საფასური და დოკუმენტის საფასური შეადგენს:

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის გამოყენებით ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურია:

ვინ თავისუფლდება ბიომეტრიული პასპორტის საფასურის გადახდისგან?

- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

- უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია;

ვინ სარგებლობს შეღავათით ბიომეტრული პასპორტის აღებისას?

- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით;

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით;

- მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით;

- 18 წლამდე პირები - მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით;

- სრულწლოვანი პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და რომელიც ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას სტატუსით "სტუდენტი" თავისუფლდება ბიომებტრიული პასპორტისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% ით.

ვის შეიძლება გადაეცეს დამზადებული პასპორტი?

- პასპორტის მფლობელ სრულწლოვან პირს;

- 14 წლის ასაკს მიღწულ პაპსორტის მფლობელ არასრულწლოვან პირს;

- არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე) კანონიერ წარმომადგენელს, გარდა 16-დან 18 წლამდე ასაკის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;

- მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერს;

- პასპორტის მფლობელი პირის მიერ განცხადება-ანკეტაში მითითებულ (მითითება ხდება პაპსორტის განაცხადის წარდგენისას) ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს;

სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს;

შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა, პაპსორტის მოთხოვნით განაცხადის წრადგენისას, შესაძლებელია დოკუმენტის მიწოდება მოითხოვოს ფოსტის მეშვეობით, მის მიერ მითითებულ მისამართზე.

წყარო: psh.gov.ge