სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჯდება ავლაბრის რეზიდენციის და ქუთაისის პარლამენტის შენობების შენახვა
რა ჯდება ავლაბრის რეზიდენციის და ქუთაისის პარლამენტის შენობების შენახვა

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა თან­ხა იხარ­ჯე­ბა წლი­უ­რად პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბი­სა და მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნახ­ვის­თვის. კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯი, რე­მონ­ტი, დე­ზინ­ფექ­ცია, სა­მე­ურ­ნეო სა­ქონ­ლის ხარ­ჯი და ა.შ - ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვი­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბე­ბის შე­ნახ­ვის თან­ხა იხარ­ჯე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, უწყე­ბე­ბის­გან ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ და გთა­ვა­ზობთ 2016 წელს შე­ნო­ბე­ბის შე­ნახ­ვის­თვის და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის მო­ნა­ცე­მებს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტომ, სა­დაც შე­დის ინ­ფორ­მა­ცია ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნით 2016 წელს სულ 1 559 171 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის შე­ნახ­ვის ხარ­ჯე­ბი დე­ტა­ლუ­რად ასე გა­და­ნა­წილ­და:

• კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯი - 1 018 962 ლარი

• სა­მე­ურ­ნეო სა­ქონ­ლის შე­ძე­ნის ხარ­ჯი - 28 000 ლარი

• სა­თა­ნა­დო მომ­სა­ხუ­რე­ბის (დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლის) ხარ­ჯი - 325 025 ლარი

• შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის სა­რე­მონ­ტო ხარ­ჯი - 187 184 ლარი

ავ­ლა­ბარ­ში პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, 2004 წელს და­ი­წყო და 2009 წელს დას­რულ­და. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ხარ­ჯე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი უარს იტყო­და პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბა­ზე. მო­ლო­დი­ნის სა­ფუძ­ვე­ლი იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის 2012 წლის გან­ცხა­დე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის შე­ნახ­ვის ხარ­ჯე­ბი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. მან პრე­ზი­დენტ მარ­გვე­ლაშ­ვილს ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან გა­დას­ვლის­კენ მო­უ­წო­და. ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია და­ი­კა­ვოს.

პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­ნამ 2009 წლის ივ­ლის­ში ის ახ­ლა­და­შე­ნე­ბულ სა­სახ­ლე­ში გა­და­ვი­დო­და. მარ­გვე­ლაშ­ვილს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მარ­თლაც და­უთ­მო თა­ვი­სი სა­მუ­შაო კა­ბი­ნე­ტი მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბა­ში, მე-10 სარ­თულ­ზე, სა­დაც იქამ­დე უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ვიდ­რე პრე­ზი­დენ­ტის ახა­ლი რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა არ დას­რულ­დე­ბო­და ათო­ნე­ლის #25-ში. თუმ­ცა 2014 წელს პრე­ზი­დენ­ტმა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლე­ში გა­დას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და გან­მარ­ტა, რომ კან­ცე­ლა­რი­ა­ში ორ ოთახ­ში მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სის სა­სახ­ლეს. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო ქუ­თა­ის­ში ახალ შე­ნო­ბა­ში სა­მუ­შა­ოდ 2012 წელს გა­და­ვი­და. მისი მშე­ნებ­ლო­ბა 2010-2012 წლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატს ქუ­თა­ის­ში მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში 2016 წლის 16 მარტს გა­და­ე­ცა. შე­სა­ბა­მი­სად, მათ მიერ AMBEBI.GE-სთვის მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ცავს 2016 წლის 16 მარ­ტის შემ­დეგ პე­რი­ოდს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ნო­ბის შე­სა­ნა­ხად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის ბი­უ­ჯე­ტი­დან 2016 წლის 16 მარ­ტი­დან სულ და­ი­ხარ­ჯა 693 097ლარი. ხარ­ჯი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და:

• ელექტრო­ე­ნერ­გია - 531 392.74 ლარი.

• ბუ­ნებ­რი­ვი აირი - 83 895.84 ლარი

• წყა­ლი - 63 362.03 ლარი

• და­სუფ­თა­ვე­ბის მო­საკ­რე­ბე­ლი - 10 242.79 ლარი

• დე­ზინ­ფექ­ცი­ის ხარ­ჯი - 4 203.12 ლარი.

AMBEBI.GE ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ჯერ კი­დევ ელო­დე­ბა ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის­გან, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­აც­ნობს მკი­თხველს.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა ჯდება ავლაბრის რეზიდენციის და ქუთაისის პარლამენტის შენობების შენახვა

რა ჯდება ავლაბრის რეზიდენციის და ქუთაისის პარლამენტის შენობების შენახვა

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა თანხა იხარჯება წლიურად პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის შენობისა და მთავრობის კანცელარიის შენახვისთვის. კომუნალური ხარჯი, რემონტი, დეზინფექცია, სამეურნეო საქონლის ხარჯი და ა.შ - ეს არასრული ჩამონათვალია, რა მომსახურებისთვისაც აღნიშნული შენობების შენახვის თანხა იხარჯება. ოფიციალური წერილის საფუძველზე, უწყებებისგან ინფორმაცია მივიღეთ და გთავაზობთ 2016 წელს შენობების შენახვისთვის დახარჯული თანხის მონაცემებს.

საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ, სადაც შედის ინფორმაცია ავლაბრის რეზიდენციის მომსახურების ხარჯებთან დაკავშირებით, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული მიზნით 2016 წელს სულ 1 559 171 ლარი დაიხარჯა.

პრეზიდენტის სასახლის შენახვის ხარჯები დეტალურად ასე გადანაწილდა:

• კომუნალური ხარჯი - 1 018 962 ლარი

• სამეურნეო საქონლის შეძენის ხარჯი - 28 000 ლარი

• სათანადო მომსახურების (დამხმარე პერსონალის) ხარჯი - 325 025 ლარი

• შენობა-ნაგებობების სარემონტო ხარჯი - 187 184 ლარი

ავლაბარში პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა მიხეილ სააკაშვილის დროს, 2004 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა. სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ, საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უარს იტყოდა პრეზიდენტის სასახლეში ცხოვრებაზე. მოლოდინის საფუძველი იყო პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის განცხადება, რომ პრეზიდენტის სასახლის შენახვის ხარჯები ძალიან მაღალია. მან პრეზიდენტ მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციიდან გადასვლისკენ მოუწოდა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს შეუძლია მთავრობის კანცელარიაში არსებული პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავოს.

პრეზიდენტის რეზიდენცია მთავრობის კანცელარიაში იყო განთავსებული, სანამ 2009 წლის ივლისში ის ახლადაშენებულ სასახლეში გადავიდოდა. მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილმა მართლაც დაუთმო თავისი სამუშაო კაბინეტი მთავრობის კანცელარიის შენობაში, მე-10 სართულზე, სადაც იქამდე უნდა დარჩენილიყო, ვიდრე პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობა არ დასრულდებოდა ათონელის #25-ში. თუმცა 2014 წელს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო და განმარტა, რომ კანცელარიაში ორ ოთახში მუშაობა შეუძლებელი იყო.

რაც შეეხება, პარლამენტის ქუთაისის სასახლეს. საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში ახალ შენობაში სამუშაოდ 2012 წელს გადავიდა. მისი მშენებლობა 2010-2012 წლებში მიმდინარეობდა.

საქართველოს პარლამენტის აპარატს ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლე განკარგულებაში 2016 წლის 16 მარტს გადაეცა. შესაბამისად, მათ მიერ AMBEBI.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაცია მოიცავს 2016 წლის 16 მარტის შემდეგ პერიოდს.

აღნიშნული შენობის შესანახად საქართველოს პარლამენტის აპარატის ბიუჯეტიდან 2016 წლის 16 მარტიდან სულ დაიხარჯა 693 097ლარი. ხარჯი შემდეგნაირად გადანაწილდა:

• ელექტროენერგია - 531 392.74 ლარი.

• ბუნებრივი აირი - 83 895.84 ლარი

• წყალი - 63 362.03 ლარი

• დასუფთავების მოსაკრებელი - 10 242.79 ლარი

• დეზინფექციის ხარჯი - 4 203.12 ლარი.

AMBEBI.GE ოფიციალური წერილის საფუძველზე ჯერ კიდევ ელოდება ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მიღებას საქართველოს მთავრობის კანცელარიისგან, რომელსაც მოგვიანებით გააცნობს მკითხველს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."