კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დინამოსთან გარემოვაჭრეების კონსტრუქციები აიღეს - როგორ გამოიყურება ტერიტორია ახლა და სად იქნება სავაჭრო ადგილები
დინამოსთან გარემოვაჭრეების კონსტრუქციები აიღეს - როგორ გამოიყურება ტერიტორია ახლა და სად იქნება სავაჭრო ადგილები

თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დი­ნა­მოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­რე­ვაჭ­რო­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უნე­ბარ­თვო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი გა­ი­ტა­ნეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­მა" და­ა­სუფ­თა­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აღარ მი­ე­ცე­მათ.

მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა დი­ნა­მოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ვაჭ­რე­ე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე გა­აფრ­თხი­ლა, რომ მათ უნე­ბარ­თვო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ე­წყვი­ტათ. ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის გი­ორ­გი უკ­ლე­ბას თქმით, მო­ვაჭ­რე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით, სხვა­დას­ხვა ბაზ­რებ­ში გა­და­ნა­წილ­დნენ.

"დი­ნა­მოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ იმის შე­სა­ხებ, რომ დღე­ი­დან მათ უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცე­მო­დათ. მათ ასე­ვე იცი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ ნე­ბის­მი­ე­რი ბაზ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და და­ი­წყონ ვაჭ­რო­ბა შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რი­ამ და ბაზ­რე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს," - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი უკ­ლე­ბამ.

გა­რე­მო­ვაჭ­რე­ებს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია რკი­ნიგ­ზის სად­გურ­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დი­ნა­მოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მეტ­რო­სად­გურ დი­დუ­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძვე­ლი დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რის ად­გი­ლას აშე­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ის­ნი­სა და სამ­გო­რის ბაზ­რო­ბებ­ზე შე­უძ­ლი­ათ.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­რე­ვაჭ­რო­ბის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნით თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და რა­ი­ო­ნულ გამ­გე­ო­ბებს, ასე­ვე მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტებს, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არა­ერ­თხელ მი­მარ­თეს. გარ­და იმი­სა, რომ გა­რე­ვაჭ­რო­ბა უკა­ნო­ნოდ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ასე­ვე, ირ­ღვე­ვა მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ცი­ის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, ხდე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვა, ჩნდე­ბა ან­ტი­სა­ნი­ტა­რია, მა­ხინჯდე­ბა თბი­ლი­სის იერ­სა­ხე და ფერ­ხდე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა", - აცხა­დე­ბენ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში.

თბი­ლი­სის მე­რი­ამ უნე­ბარ­თვო გა­რე­ვაჭ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა 19 მარტს, მეტ­რო "მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ი­წყო. რო­გორც თბი­ლი­სის მთავ­რო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ანა­ლო­გი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს თბი­ლი­სის მე­რია მო­მა­ვალ­შიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს და მო­ვაჭ­რე­ებს უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აღარ მი­ე­ცე­მათ.

ვი­დეო: რო­გორ ცლი­ან გა­რე­ვაჭ­რო­ბის უნე­ბარ­თვო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის­გან დი­ნა­მოს ტე­რი­ტო­რი­ას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

დინამოსთან გარემოვაჭრეების კონსტრუქციები აიღეს - როგორ გამოიყურება ტერიტორია ახლა და სად იქნება სავაჭრო ადგილები

დინამოსთან გარემოვაჭრეების კონსტრუქციები აიღეს - როგორ გამოიყურება ტერიტორია ახლა და სად იქნება სავაჭრო ადგილები

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. აღნიშნული ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა. შესაბამისად, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის გიორგი უკლებას თქმით, მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, შეღავათიანი პირობებით, სხვადასხვა ბაზრებში გადანაწილდნენ.

"დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეები ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ დღეიდან მათ უკანონო ვაჭრობის საშუალება არ მიეცემოდათ. მათ ასევე იციან, რომ შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერი ბაზრის ადმინისტრაციას და დაიწყონ ვაჭრობა შეღავათიანი პირობებით. ამის შესახებ თბილისის მერიამ და ბაზრების ასოციაციამ შეთანხმებას მიაღწიეს," - განაცხადა გიორგი უკლებამ.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს, მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. როგორც თბილისის მთავრობაში აცხადებენ, ანალოგიურ ღონისძიებებს თბილისის მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

ვიდეო: როგორ ცლიან გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციებისგან დინამოს ტერიტორიას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი