კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი სტუდენტი, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში ყველაზე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა
გაიცანით ქართველი სტუდენტი, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში ყველაზე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

ნიუ-იორკში, ჰემპს­ტიდ­ში მდე­ბა­რე Hofstra University-ის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში ქარ­თველ გო­გო­ნას სტუ­დენ­ტის­თვის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა მის­ცეს - მე­გან ყუ­რაშ­ვი­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში მთა­ვა­რი მე­ნე­ჯე­რია. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა საშ­ვე­ბით ხდე­ბა, მე­გა­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ობს დის­ციპ­ლი­ნას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში და სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტიც კი აქვს. ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ, უკვე გა­მო­ი­ჩი­ნა თავი, რო­გორც კარ­გმა მე­ნე­ჯერ­მა.

"ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა რა­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ვაღ­წიე, ჩემი სამ­სა­ხუ­რია. პროგ­რა­მის სტუ­დენტ-კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ვარ. ეს პო­ზი­ცია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია, სა­დაც სტუ­დენტს შე­უძ­ლია მუ­შა­ო­ბა"... - გვე­უბ­ნე­ბა მე­გა­ნი და დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად ინ­ტერ­ვი­უ­ზე გვთან­ხმდე­ბა...

- რო­დის გა­ემ­გზავ­რეთ ამე­რი­კა­ში, რა საგ­ნე­ბით იყა­ვით ბავ­შვო­ბა­ში გა­ტა­ცე­ბუ­ლი?

- მე­ა­თე კლას­ში ვი­ყა­ვი როცა ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვე­დი და Oyster Bay High School-ში და­ვი­წყე სწავ­ლა, რო­მე­ლიც სამ წელ­ში წარ­მა­ტე­ბით და­ვამ­თავ­რე. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე მე­ტად ენე­ბის სწავ­ლა მი­ტა­ცებ­და... 2 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც 80 სი­ტყვა ვი­ცო­დი ინ­გლი­სუ­რად და 6 წლი­სას რუ­სუ­ლად კი­თხვა შე­მეძ­ლო. ამ­ჯე­რად 3 ენა­ზე ვლა­პა­რა­კობ, ქარ­თუ­ლის გარ­და: რუ­სუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და ეს­პა­ნუ­რად.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა?

- ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვე­დი 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, რო­დე­საც მე­ა­თე კლას­ში ვი­ყა­ვი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა მინ­დო­და. ასე­ვე ჩემს ოჯახ­თან რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ახ­ლოს, რად­გან დე­ი­და, დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი და დე­დაც აქ მყავს. ოჯა­ხი და გა­ნათ­ლე­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 2014 წლის მა­ის­ში ჩა­ვა­ბა­რე Hofstra University-ში, სწავ­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ვი­წყე 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და დღეს მე­სა­მე კურ­სზე ვარ. იუ­რი­დი­ულ­ზე ვსწავ­ლობ და როცა ოთხ წელს და­ვამ­თავ­რებ, ჩა­ვა­ბა­რებ იუ­რი­დი­ულ სკო­ლა­ში, რომ ავი­ღო დიპ­ლო­მი წო­დე­ბით Judicial Doctorate.

- რამ­დე­ნად რთუ­ლია იყოთ პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი?

- უნი­ვერ­სი­ტე­ტი საკ­მა­ოდ კონ­კუ­რენ­ტუ­ლია და სწავ­ლაც რთუ­ლი, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ხში­რად ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ, და­ვა­ლე­ბე­ბი დრო­უ­ლად რომ მო­ვას­წრო. საკ­მა­ოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ცხრი­ლი მაქვს ყო­ველ­დღი­უ­რად ლექ­ცი­ე­ბით, სამ­სა­ხუ­რით... ამას­თან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის თა­ნა­შემ­წე ვარ. საკ­მა­ოდ ბევრ დროს ვუთ­მობ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას და უმე­ტე­სად შა­ბათ-კვი­რას მი­წევს "საქ­მის წინ წაგ­დე­ბა".

- გვი­ამ­ბეთ იმ მთა­ვარ წარ­მა­ტე­ბა­ზე, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­აღ­წი­ეთ...

- პირ­ვე­ლი კურ­სი­დან ერთ-ერთი იუ­რი­დი­უ­ლი ჯგუ­ფის Phi Alpha Delta-ს წევ­რი ვარ. დახ­მა­რე­ბას ვუ­წევთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვცდი­ლობთ ფი­ნან­სე­ბი მო­ვაგ­რო­ვოთ ფონ­დებ­ში, რომ და­ვეხ­მა­როთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შან­სი მო­მე­ცა წელს - ვა­შინგტონ­ში ვი­ყა­ვი კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­დაც თით­ქმის ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

- რო­გო­რია თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა?

- დღე იწყე­ბა დი­ლის 7 სა­ათ­ზე... ვმუ­შა­ობ დი­ლის 8 სა­ა­თი­დან 11 სა­ა­თამ­დე. შემ­დეგ სა­ვარ­ჯი­შოდ მივ­დი­ვარ და მერე ვი­წყებ ლექ­ცი­ებს. ლექ­ცი­ე­ბის შემ­დეგ ისევ სამ­სა­ხუ­რი მაქვს ორი ან ოთხი სა­ა­თით, მერე კი მივ­დი­ვარ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ვა­ლე­ბე­ბი რომ შე­ვას­რუ­ლო შემ­დე­გი დღის­თვის. ყო­ვე­ლი დღე გან­სხვავ­დე­ბა ლექ­ცი­ე­ბით და სამ­სა­ხუ­რის სა­ა­თე­ბით, მაგ­რამ დატ­ვირ­თვა ყო­ველ­თვის ერ­თნა­ი­რად არის.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი და რამ­დე­ნად უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს?

- ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბია, და­ვამ­თავ­რო იუ­რი­დი­უ­ლი სკო­ლა და ავი­ღო დოქ­ტო­რის წო­დე­ბა. მინ­და რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს ად­ვო­კა­ტი გავ­ხდე და სა­მო­მავ­ლოდ ასე­ვე ვგეგ­მავ სა­კუ­თა­რი იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მა გავ­ხსნა. ამ ეტაპ­ზე არ ვიცი რამ­დე­ნად დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ რომ ჩა­მო­ვი­დე, ვეს­ტუმ­რო და და­ვეხ­მა­რო ჩემს ქვე­ყა­ნას რო­გორც შევ­ძლებ.

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

გაიცანით ქართველი სტუდენტი, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში ყველაზე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

გაიცანით ქართველი სტუდენტი, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში ყველაზე მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა

ნიუ-იორკში, ჰემპსტიდში მდებარე Hofstra University-ის საუნივერსიტეტო ქალაქში ქართველ გოგონას სტუდენტისთვის ყველაზე მაღალი თანამდებობა მისცეს - მეგან ყურაშვილი საუნივერსიტეტო ქალაქში მთავარი მენეჯერია. ტერიტორიაზე შესვლა საშვებით ხდება, მეგანი მეთვალყურეობს დისციპლინას საუნივერსიტეტო ქალაქში და საკუთარი კაბინეტიც კი აქვს. ახალგაზრდა ქართველმა გოგონამ, უკვე გამოიჩინა თავი, როგორც კარგმა მენეჯერმა.

"ყველაზე დიდი წარმატება რასაც უნივერსიტეტში მივაღწიე, ჩემი სამსახურია. პროგრამის სტუდენტ-კოორდინატორი ვარ. ეს პოზიცია ყველაზე მაღალია, სადაც სტუდენტს შეუძლია მუშაობა"... - გვეუბნება მეგანი და დატვირთული რეჟიმის მიუხედავად ინტერვიუზე გვთანხმდება...

- როდის გაემგზავრეთ ამერიკაში, რა საგნებით იყავით ბავშვობაში გატაცებული?

- მეათე კლასში ვიყავი როცა ამერიკაში ჩამოვედი და Oyster Bay High School-ში დავიწყე სწავლა, რომელიც სამ წელში წარმატებით დავამთავრე. პატარა რომ ვიყავი ყველაზე მეტად ენების სწავლა მიტაცებდა... 2 წლის ვიყავი, როდესაც 80 სიტყვა ვიცოდი ინგლისურად და 6 წლისას რუსულად კითხვა შემეძლო. ამჯერად 3 ენაზე ვლაპარაკობ, ქართულის გარდა: რუსულად, ინგლისურად და ესპანურად.

- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?

- ამერიკაში ჩამოვედი 2011 წლის სექტემბერში, როდესაც მეათე კლასში ვიყავი. უნივერსიტეტში ჩაბარება მინდოდა. ასევე ჩემს ოჯახთან რომ ვყოფილიყავი ახლოს, რადგან დეიდა, დეიდაშვილები და დედაც აქ მყავს. ოჯახი და განათლება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია... უნივერსიტეტში 2014 წლის მაისში ჩავაბარე Hofstra University-ში, სწავლა ოფიციალურად დავიწყე 2014 წლის სექტემბერში და დღეს მესამე კურსზე ვარ. იურიდიულზე ვსწავლობ და როცა ოთხ წელს დავამთავრებ, ჩავაბარებ იურიდიულ სკოლაში, რომ ავიღო დიპლომი წოდებით Judicial Doctorate.

- რამდენად რთულია იყოთ პრესტიჟული უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი?

- უნივერსიტეტი საკმაოდ კონკურენტულია და სწავლაც რთული, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ხშირად ღამეებს ვათენებ, დავალებები დროულად რომ მოვასწრო. საკმაოდ დაკავებული ცხრილი მაქვს ყოველდღიურად ლექციებით, სამსახურით... ამასთან უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის თანაშემწე ვარ. საკმაოდ ბევრ დროს ვუთმობ მეცადინეობას და უმეტესად შაბათ-კვირას მიწევს "საქმის წინ წაგდება".

- გვიამბეთ იმ მთავარ წარმატებაზე, რომელსაც უნივერსიტეტში მიაღწიეთ...

- პირველი კურსიდან ერთ-ერთი იურიდიული ჯგუფის Phi Alpha Delta-ს წევრი ვარ. დახმარებას ვუწევთ საზოგადოებას, ვცდილობთ ფინანსები მოვაგროვოთ ფონდებში, რომ დავეხმაროთ. განსაკუთრებული შანსი მომეცა წელს - ვაშინგტონში ვიყავი კონფერენციაზე, სადაც თითქმის ყველა უნივერსიტეტის იურიდიული კურსის სტუდენტები იყვნენ. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო.

- როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?

- დღე იწყება დილის 7 საათზე... ვმუშაობ დილის 8 საათიდან 11 საათამდე. შემდეგ სავარჯიშოდ მივდივარ და მერე ვიწყებ ლექციებს. ლექციების შემდეგ ისევ სამსახური მაქვს ორი ან ოთხი საათით, მერე კი მივდივარ ბიბლიოთეკაში დავალებები რომ შევასრულო შემდეგი დღისთვის. ყოველი დღე განსხვავდება ლექციებით და სამსახურის საათებით, მაგრამ დატვირთვა ყოველთვის ერთნაირად არის.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რამდენად უკავშირდება საქართველოს?

- ჩემი სამომავლო გეგმებია, დავამთავრო იურიდიული სკოლა და ავიღო დოქტორის წოდება. მინდა რომ წარმატებული ბიზნეს ადვოკატი გავხდე და სამომავლოდ ასევე ვგეგმავ საკუთარი იურიდიული ფირმა გავხსნა. ამ ეტაპზე არ ვიცი რამდენად დავბრუნდები საქართველოში საცხოვრებლად, მაგრამ აუცილებლად ვაპირებ რომ ჩამოვიდე, ვესტუმრო და დავეხმარო ჩემს ქვეყანას როგორც შევძლებ.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი