მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეასრულებს იუსტიციის მინისტრის მოვალეობას თეა წულუკიანის დეკრეტული შვებულების დროს
ვინ შეასრულებს იუსტიციის მინისტრის მოვალეობას თეა წულუკიანის დეკრეტული შვებულების დროს

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვი­და. მომ­დევ­ნო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მის მო­ვა­ლე­ო­ბას მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძე შე­ას­რუ­ლებს.

ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძე 2012 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან - სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ხოლო 2013 წლის ნო­ემ­ბრი­დან პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებს. ამას­თან, ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნია.

ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძეს დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე­ო­ბი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბი. მან ტრე­ნინ­გე­ბი გა­ი­ა­რა ამე­რი­კუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ცენ­ტრსა (პლა­ნო, ტე­ხა­სის შტა­ტი) და ად­ვო­კატ­თა ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუ­ტში (ლუ­ის­ვი­ლი, კო­ლო­რა­დოს შტა­ტი). იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბამ­დე იყო ად­ვო­კა­ტი სა­ერ­თო სპე­ცი­ა­ლო­ბით. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს მე­დი­ა­სა­მარ­თალ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­სა და ად­ვო­კატ­თა უნარ-ჩვე­ვებ­ში.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად პირ­ვე­ლად 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა და საქ­მი­ა­ნო­ბას იმა­ვე წლის 25 ოქ­ტომ­ბერს შე­უდ­გა.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი და მისი მე­უღ­ლე ნუგ­ზარ კა­კუ­ლია პირ­ველ შვილს ელო­დე­ბი­ან.

ფოტო: OK!

Georgia’s Justice Minister off for a maternity leave

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ვინ შეასრულებს იუსტიციის მინისტრის მოვალეობას თეა წულუკიანის დეკრეტული შვებულების დროს

ვინ შეასრულებს იუსტიციის მინისტრის მოვალეობას თეა წულუკიანის დეკრეტული შვებულების დროს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა. მომდევნო ორი თვის განმავლობაში მის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს.

ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლის ოქტომბრიდან - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. ამასთან, ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანია.

ალექსანდრე ბარამიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და იურიდიული ფაკულტეტები. მან ტრენინგები გაიარა ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრსა (პლანო, ტეხასის შტატი) და ადვოკატთა ეროვნულ ინსტიტუტში (ლუისვილი, კოლორადოს შტატი). იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე იყო ადვოკატი საერთო სპეციალობით. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მედიასამართალში, საერთაშორისო სამართალსა და ადვოკატთა უნარ-ჩვევებში.

თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრად პირველად 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაინიშნა და საქმიანობას იმავე წლის 25 ოქტომბერს შეუდგა.

იუსტიციის მინისტრი და მისი მეუღლე ნუგზარ კაკულია პირველ შვილს ელოდებიან.

ფოტო: OK!

Georgia’s Justice Minister off for a maternity leave

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."