მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ნაციონალური მოძრაობა” მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს
”ნაციონალური მოძრაობა” მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მო­წამ­ვლის საქ­მე­ზე პარ­ლა­მენ­ტში სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფის შექ­მნას მო­ი­თხოვს - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ამ ჯგუფ­მა უნდა მი­ი­ღოს საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამ ეტაპ­ზე შე­საძ­ლოა სა­ჯა­როდ არ გა­აჟ­ღე­როს.

"ჩვენ უკი­დუ­რე­სად შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ ამ საქ­მით. ჩვენ ვი­ცით რა­ო­დენ დიდ როლს თა­მა­შობს მისი უწ­მინ­დე­სო­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის და ზო­გა­დად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბის­თვის. ეს საქ­მე არის უკი­დუ­რე­სად მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის. ჩვენ მო­ვე­ლით, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა მოგ­ვა­წო­დებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. კარ­გი იქ­ნე­ბო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფიც შექ­მნი­ლი­ყო პარ­ლა­მენ­ტში, რო­მელ­საც ყვე­ლა ის დე­ტა­ლი ექ­ნე­ბა, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამ ეტაპ­ზე შე­საძ­ლოა სა­ჯა­როდ არ გა­აჟ­ღე­როს. მო­ვე­ლით, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა სხვა დე­ტა­ლებ­საც გაგ­ვაც­ნობს მო­მა­ვალ­ში, რად­გან საქ­მე არის ძა­ლინ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის მა­ტა­რე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2017 წლის 2 თე­ბერ­ვალს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­მაც მო­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას და მი­უ­თი­თა, რომ მის­მა ნაც­ნობ­მა მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ სთხო­ვა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის - ცი­ა­ნი­დის მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ამ უკა­ნას­კნელს, რო­გორც შეხ­ვედ­რი­სას განმცხა­დე­ბელ­მა გა­არ­კვია, უნდა მო­ეხ­დი­ნა მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ, იყო თუ არა ეს მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პირი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

”ნაციონალური მოძრაობა” მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს

”ნაციონალური მოძრაობა” მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ჯგუფმა უნდა მიიღოს საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი, რომელიც პროკურატურამ ამ ეტაპზე შესაძლოა საჯაროდ არ გააჟღეროს.

”ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ამ საქმით. ჩვენ ვიცით რაოდენ დიდ როლს თამაშობს მისი უწმინდესობა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისთვის. ეს საქმე არის უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის. ჩვენ მოველით, რომ პროკურატურა მოგვაწოდებს ინფორმაციას. კარგი იქნებოდა სპეციალური ჯგუფიც შექმნილიყო პარლამენტში, რომელსაც ყველა ის დეტალი ექნება, რომელიც პროკურატურამ ამ ეტაპზე შესაძლოა საჯაროდ არ გააჟღეროს. მოველით, რომ პროკურატურა სხვა დეტალებსაც გაგვაცნობს მომავალში, რადგან საქმე არის ძალინ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."