კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილი სახელმწიფო მინისტრისა და რეჟისორის, გოგა ხაინდრავას შესახებ პოსტს აქვეყნებს. გამსახურდია საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ხაინდრავას განცხადებას პასუხობს:
"იცით, არ მიყვარს მორალისტობა და მძაგს ციციკორეობა. მაგრამ ვერც ასეთ ლოგიკურ უნამუსობას და უსინდისობას შევეგუები - ლოგიკასაც თავისი სინდისიერება გააჩნია თურმე. აი, წაიკითხეთ რას წერს ეს კაცი:
გოგა ხაინდრავას არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა გაუქმდეს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი: "ჟორდანიას თუ პირველ პრეზიდენტად ჩავთვლით, მან პრაქტიკულად უბრძოლველად მისცა შესაძლებლობა რუსულ არმიას დაეპყრო საქართველო. შემდეგმა პრეზიდენტმა ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, რომელშიც საკუთარი საქმიანობა დაასრულა." (გ.ხ. მერეც აგრძელებს, თუმცა ამაზე აღარ შევჩერდები)
სიცრუე პირველი: ქართულმა არმიამ 1921 წელს თავგანწირულად იბრძოლა მცხეთასთან, კოჯორთან, ტაბახმელასთან და სოღანლუღთან. იბრძოლა მტერთან, რომელიც თითქმის 10-ჯერ აღემატებოდა მას და ხუთი მხრიდან შემოვიდა ქვეყანაში. ებრძოლა იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთი საერთოდ არ ჩაერია და ვერბალურ პროტესტებზე შორს არ წასულა. თეთრცხენოსანი მხედრის რესპუბლიკა დაეცა, მაგრამ მის ხელისუფალთ ბრძოლაზე მაინც არ აუღიათ ხელი. 1924 წლის აჯანყებაც ამაზე მეტყველებს, თავისი 10 000-მდე დახვრეტილი გმირით.
სიცრუე მეორე: საქმე "სამოქალაქო ომამდე" პრეზიდენტმა კი არ მიიყვანა გოგა, შენ და შენმა შეიარაღებულმა მეგობრებმა მიიყვანეს, "ზაკვოს" სარდლობასთან და რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან მოთანამშრომლეებმა. მაშინდელ ხელისუფლებას ნამდვილად არ უნდა დაეჭირე, ეს შეცდომა მოუვიდათ, მაგრამ არც სინდისის პატიმარი ხარ, როგორც თავს წარმოაჩენ. ეს "სინდისი" რა არის, საერთოდ იცი? თუ გაქვს ამაზე წარმოდგენა, არც იმ სამაჩაბლოელი ქართველების წამებას რუსეთიდან შემოთესლილი აგენტების და მკვლელების მიერ გაასაღებდი ქართველთაგან ოსების წამებად და მთელს ევროპას მოსდებდი, აქაოდა საქართველოში არაქართველებს პირდაპირ კოცონებზე ხრაკავენ და ჭამენო. სინდისიერი კაცი არ გაავრცელებდა მონაჩმახს საქართველოს პირველი არჩეული პრეზიდენტის დიქტატორობასა და ფაშისტობაზე. პრეზიდენტმა თურმე "დაასრულა საქმიანობა" - კი, სულ თავისით დაასრულა აბა, ესესაა დაგიჯერეთ. სამაგიეროდ საერთო ენა მონახე შევარდნაძესთანაც და სააკაშვილთანაც. თანამდებობებიც გეკავა. ზვიად გამსახურდიასთან კი ვერ მონახე. მონახე კი არა, ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში ჩაეცი ზურგში მახვილი - ესეც ეტყობა შენს განსაკუთრებულ სინდისიერებაზე და ზნეობაზე მიუთითებს.
ისტორიის გამყალბებლებს კი მივმართავ: სახელი თქვენი ლეგიონია და რამდენჯერაც არ უნდა დაწეროთ სიცრუე საქართველოს უახლეს ისტორიაზე, გინდაც 1000-ჯერ იყოს, იმდენჯერ არ დავიღლები პასუხით. მე რომ აღარ ვიქნები, სხვები გიპასუხებენ და ამითი იტყვიან, რომ ჩვენ ვართ!".
სამაჩაბლოს გმირს-გოგია გაბროშვილს (მასზე ოსებს 6კგ. ოქრო და 1 მლ.რუბლი ჰქონდათ გამოყოფილი!)ხაინდრავას"დევიატკა" მეტეხთან ხვრეტს( ჯაბა იოსელიანი "სამი განზომილება") და სახელმწიფო დამნაშავეს,ქართველთა მკვლელს-ტ.კულუმბეგოვს ციხიდან ათავისუფლებენ პუტჩისტები! ცოდვა არ მოგასვენებთ!.წმ.ილია.მართალის მკვლელი- ორჯონიკიძე-მახარაძე-ბერბიჭაშვილი.. პრეზიდენტ ზვიადი გამსახურდიას მკვლელი- შევარდნაძე-ელცინი-"ალფა"..გოგია-გოგიას მკვლელებო ,შადიმანებო კაენის ცოდვა არ მოგასვენებთ!!.1991 წელს სამაჩაბლოს გმირებს -მინდიაშვილებს თბილისში ერთ-ერთ რესტორანში დამაძინებელს უყრიან ჭიქაში და შემდეგ მათ ცხინვალთან ოსები ხეზე მიბმულებს წვავენ... გოგა ხაინდრავა მიდის, უღებს სურათებს, ( ოსებმა ,როგორ მიუშვეს?!) აგზავნის საზღვარგარეთ თითქოს ქართველებმა ოსები ცოცხლად დაწვეს... შემდეგ გია ჭანტურია, ბუკოვსკი, აირიკიანი, სარიშვილი ,გუდავები...... პრაღის დისიდენტთა კონფერენციაზე მოსკოვის კგბს, შევარდნაძის დავალებით რეზოლუციაში აწერინებენ :" ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს"..ჯაბა იოსელიანი _”სამი განზომილება” გვ.360...”ზვიად გამსახურდიასთან ბრძოლისთვის შექმნილ "საგანგებო კომიტეტის შემადგენლობისთვის("ჩეკა") რასაკვირველია გამოვრიცხე საბჭოთა ნომენკლატურული მოდელი. წევრებად შევიყვანე: გია ჭანტურია, გოგა ხაინდრავა, გია ჟორჟოლიანი, მთავრობის სახლთან დახეიბრებული ინტელექტუალი, ყოფილი გვარდეილი კახა გველესიანი, დავით მაღრაძე, ძალოავნი სტრუქტურის მინისტრები: გია ყარყარაშვილი, ავთნდილ იოსელიანი, ირაკლი ბათიაშვილი, შევარდნაძის აპარატის ხელმძღვანელი ვაჟა ლორთქიფანიძე.თბილისში გამოვაცხადეთ კომენდანტის საათი. კომენდანტად დავნიშნე ზაზა ჩაჩუა.......მიხარია, რომ ბიჭები აქტიურობენ. გია ჭანტურია კისრულობს ედპ–ს 200 კაციანი რაზმის შეკრება და დასავლეთ საქართველოში გაგზავნას, ოღონდ იარაღს თხოულობს გია ჭანტურია კითხავს ზვიადისტებს,არის ფეხებში სროლა და დაჭრებიც... ინტელიგენციაში ფულს აგროვებს იარაღისა და სხვა დანიშნულებისათვის დავით მაღრაძე. ......ჩეკას" შემოქმედებაა:რუსის ჯარისკაცები და შ ევარდნაძის ნაძირალები ერთად იპყრობენ სამეგრელოს აფხაზეთის შემდეგ.. დნმ რასაც ეწირება საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია