ვის შეექმნება პრობლემები 2017 წელს და რას უნდა მიაქციონ ყურადღება - ასტროლოგის რჩევები

ვის შეექმნება პრობლემები 2017 წელს და რას უნდა მიაქციონ ყურადღება - ასტროლოგის რჩევები

მიუხედავად იმისა, რომ მამლის წლის დადგომა ერთი თვის წინ ვიზეიმეთ, რეალურად, ჩინური კალენდრის მიხედვით, ის 28 იანვარს დადგა. ასტროლოგიური თვალსაზრისით, რას მოიტანს ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის და რა ტენდენციები გამოიკვეთება, ამ თემაზე AMBEBI.GE- ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ესაუბრება.

- აქტიური, დინამიკური მოვლენებით დატვირთული წელი იქნება. მამალი თავისი არსით მშრომელი, საქმიანი, შემტევი ხასიათის ფრინველია. არ არის აგრესიული, მაგრამ მებრძოლია და ყოველთვის მზადაა, საკუთარი ინტერესების დასაცავად. ამიტომ წლის მანძილზე აქტუალური იქნება საკუთარი იდეების, საზღვრებისა და პრინციპების დაცვის თემა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში, ისე პოლიტიკური კუთხით. მამალი ითხოვს დისციპლინას და შრომას. ბევრ კომპანიაში გააქტიურდება და გამკაცრდება სამუშაო გრაფიკი. ზოგადად ამ წელს ძალიან უმართლებთ მშრომელ, პასუხისმგებლობის მქონე და დისციპლინის მქონე ადამიანებს...

წელს აქტიური სფეროები იქნება - სამხედრო სფერო, სპორტული სარბიელი, სახელოვნებო და შოუბიზნესის დარგები...

- პრობლემები სად და ვის შეიძლება შეექმნას და აქვე, რას უნდა მიაქციონ ყურადღება?

- პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ზედმეტად ლაბილური, მერყევი ხასიათის ადამიანები. ისინი, ვისაც უჭირს სწრაფად და სპონტანურად გადაწყვეტილების მიღება, ან უთანხმოების შიშით ხშირად ამბობს უარს საკუთარ პრინციპებზე, ცდილობს სხვებს აამოს. მოკლედ, ნუ იქნებით ზედმეტად ხათრიანი, ეს მამალს ნამდვილად არ მოეწონება. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, რთული წელია მშვილდოსნისთვის, მას ბევრი წინააღმდეგობები და სირთულეები შეხვდება. ასევე თხის რქისთვის - თუმცა თხის რქის შემთხვევაში პრობლემების ალბათობა წლის მიწურულს უფრო იქნება. მთელი წელი კი ზოდიაქოს ამ ნიშანს ნაყოფიერი ელის.

- როგორი წელია მაგალითად, ბიზნესიდეების განსახორციელებლად? და რა უნდა გაითვალისწინოს ამ დროს ადამიანმა?

- შესანიშნავი წელია ბიზნესის და ზოგადად, საკუთარი საქმის წამოსაწყებად. უკვე აღვნიშნე, მამალს მოსწონს მშრომელი და გონივრულად რისკიანი ადამიანები. თუმცა ახლის დაწყებაზე მეტად, უკვე არსებული ბიზნეს საქმიანობის გასაფართოებლად მოგვცემს ეს წელი შანსებს. ყველა მიიღებს იმ შრომის შედეგს, რასაც წინა წლებში დებდა საქმეში.

შრომა, შრომა და შრომა. ეს არის ამ წლის მთავარი კრედო! ნუ დაკარგავთ დროს სხვების განსჯაზე და ამაო კონფლიქტებზე. თუმცა, თუკი ვინმე შეეცდება თქვენი ინტერესების შევიწროებას, შეგიძლიათ, მამალივით თავგამოდებით და პრინციპულად დაიცვათ თქვენი პოზიციები.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს