სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ვა­კან­ტუ­რად და­ტო­ვეს, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყრი­ლო­ბა­ზე მი­ი­ღეს, სა­დაც პარ­ტი­ის წევ­რებ­მა რე­ზო­ლუ­ცი­ის შე­სა­ბა­მის პრო­ექტს კენ­ჭი უყა­რეს.

რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტის ტექ­სტი ყრი­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა გა­აც­ნო.

"ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი არის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­მა­არ­სე­ბე­ლი და ლი­დე­რი, რო­მელ­მაც ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად ახალ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან ის ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მიერ დევ­ნი­ლია, მას პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­ერ­თვა და თა­ვად არას­დროს უთ­ქვამს უარი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა­ზე, ჩვენ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი ვად­გენთ: არ მოხ­დეს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვა მა­ნამ, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში სრულ­ყო­ფი­ლად ჩარ­თვის", - გა­ნა­ცხა­და წიკ­ლა­ურ­მა, რო­მელ­მაც რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტი წა­ი­კი­თხა.

ამის შემ­დეგ ყრი­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა აღ­ნიშ­ნულ რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტს კენ­ჭი უყა­რეს. ყრი­ლო­ბის წამ­ყვა­ნის, "ნა­ცი­ონ­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი ყრი­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­უ­ჭი­რა.

ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს, - აღნიშნული გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მიიღეს, სადაც პარტიის წევრებმა რეზოლუციის შესაბამის პროექტს კენჭი უყარეს.

რეზოლუციის პროექტის ტექსტი ყრილობის მონაწილეებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააცნო.

"ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად ახალ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი, ვინაიდან ის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დევნილია, მას პოლიტიკური მოტივით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა და თავად არასდროს უთქვამს უარი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობაზე, ჩვენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვადგენთ: არ მოხდეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევა მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საშუალება საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის", - განაცხადა წიკლაურმა, რომელმაც რეზოლუციის ტექსტი წაიკითხა.

ამის შემდეგ ყრილობის მონაწილეებმა აღნიშნულ რეზოლუციის პროექტს კენჭი უყარეს. ყრილობის წამყვანის, "ნაციონლური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რეზოლუციას მხარი ყრილობის მონაწილეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."