პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონეთში ამერიკული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა
პოლონეთში ამერიკული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ა­ტა შიდ­ლომ, ამე­რი­კის სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და ტექ­ნი­კის გა­მო­ჩე­ნას პო­ლო­ნე­თის მი­წა­ზე, რა­საც "დი­ა­დი დღე" უწო­და. ამ სი­ახ­ლეს, პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბა სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდა. პო­ლო­ნეთ­ში გან­ლაგ­დე­ბა 3500-კა­ცი­ა­ნი ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფი და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, რომ­ლის ფუნ­ქცია ნა­ტოს აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე მდე­ბა­რე ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბა. პო­ლო­ნეთ­სა და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­ში ოთხი სამ­ხედ­რო ბრი­გა­დის გან­ლა­გე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნა­ტოს ხელ­ძღვა­ნე­ლო­ბამ რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ის შემ­დეგ მი­ი­ღო.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რუ­სე­თის ხე­ლო­სუფ­ლე­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა. ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, ამე­რი­კუ­ლი სახ­მე­ლე­თო ბრი­გა­დე­ბის გან­ლა­გე­ბას პო­ლო­ნეთ­სა და ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში, "რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტერ­სე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მუ­ქა­რა უწო­და.

2014 წელს, ევ­რო­პა­ში ნა­ტოს ჯა­რე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის გე­ნე­რალ ფი­ლიპ ბრიდ­ლა­ვი აცხა­დებ­და, ნატო რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან უდი­დე­სი სამ­ხედ­რო ბა­ზის შექ­მნას გეგ­მავს, რათა რუ­სეთს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­უ­ახ­ლო­ვოს. მი­სი­ვე თქმით, "გა­ნი­ხი­ლე­ბა ბა­ზი­რე­ბის შე­საძ­ლე­ბე­ლი პუნ­ქტე­ბი, თუმ­ცა შე­საძ­ლო ვა­რი­ენ­ტებს შო­რის, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­კე­თე­სოა ბალ­ტი­ის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე პო­ლო­ნუ­რი პორ­ტი შე­ცი­ნი".

ბრიდ­ლა­ვის გან­ცხა­დე­ბით, ახალ ბა­ზა­ზე გან­ლაგ­დე­ბა იმ რა­ო­დე­ნო­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა, ტყვი­ა­წა­მა­ლი და სურ­სა­თი რამ­დე­ნიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ნა­ტოს ჯა­რე­ბის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სათ­ვის ომის შემ­თხვე­ვა­ში. გე­ნე­რალ­მა აღ­ნი­შავ­და, რომ ალი­ან­სის რე­სურ­სე­ბის აღ­მო­სავ­ლე­თით გა­და­ტა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, პო­ლო­ნე­თის, ლიტ­ვის, ლატ­ვი­ია და ეს­ტო­ნე­თის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის.

იმა­ვე წელს, ამე­რი­კის უკვე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ბა­რაქ ობა­მა გა­მო­ვი­და ინ­ცი­ა­ტი­ვით, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის გაზ­რდას გუ­ლის­ხმობ­და. - "ჩვენ გავზრდით ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, რათა ამით დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის - უკ­რა­ი­ნის, მოლ­დო­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას" - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა ობა­მამ ვარ­შა­ვა­ში ყოფ­ნი­სას.

საქ­მე ის არის, რომ უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სამ­დე ნატო ალი­ან­სის ჯა­რე­ბის ყო­ფი­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ბა­ნა­კის ქვეყ­ნებ­ში გან­ლა­გე­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და. აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის თხოვ­ნა ნა­ტოს ჯა­რე­ბის გან­ლა­გე­ბის თა­ო­ბა­ზე არ წყდე­ბო­და. ეს­ტო­ნე­თი ბალ­ტი­ის­პი­რეთ­სა და პო­ლო­ნეთ­ში ნა­ტოს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის კორ­პუ­სის შექ­მნის წი­ნა­და­დე­ბით გა­მო­ვი­და. პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ყი­რი­მის ოკუ­პა­ცი­ის­თა­ნა­ვე დრო იხელ­თა და მი­მარ­თა ნა­ტოს თხოვ­ნით, - ალი­ან­სმა პო­ლო­ნეთ­ში 10-ათას­კა­ცი­ა­ნი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტი გა­ნე­ლა­გე­ბი­ნა...

შარ­შან, მარ­ტში, ვარ­შა­ვა იუ­წყე­ბო­და, რომ აპ­რილ­ში ქა­ლაქ მო­რონ­გში, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან (კა­ლი­ნინ­გრა­დის რა­ი­ო­ნი) სულ რა­ღაც 100 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს, ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ბაზა შე­იქ­მნე­ბო­და და "პეტ­რი­ო­ტი"-ს PAC-2 და PAC-3 ტი­პის რა­კე­ტე­ბი გან­თავ­სდე­ბო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ქვა, რომ ეს რა­კე­ტე­ბი ვარ­შა­ვას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ ვე­სო­ლა­ში უნდა გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ახლა პო­ლო­ნე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ბოგ­დან კლიხ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მო­რონ­გი უკე­თე­სი ად­გი­ლია. "სტრა­ტე­გი­ის სა­კი­თხე­ბი არა­ფერ შუ­ა­შია, საქ­მე ის არის, რომ მო­რონ­გში ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის მათი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვით, ჩვენ სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას შევ­ძლებთ" – გა­ნა­ცხა­და მან... "პეტ­რი­ო­ტი"-ს კომ­პლექსს თვითმფრი­ნა­ვე­ბის და ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა შე­უძ­ლია.

პო­ლო­ნეთ­ში "პეტ­რი­ო­ტი"-ს კომ­პლექ­სის გან­თავ­სე­ბა­ზე ვარ­შა­ვა და ვა­შინგტო­ნი მას შემ­დეგ შე­თან­ხმდნენ, რაც რუ­სე­თი კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლ­ქში "ის­კან­დე­რი"-ს ტი­პის ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გან­თავ­სე­ბით და­ი­მუქ­რა. თა­ვის მხრივ, რუ­სე­თის ეს გან­ცხა­დე­ბა, პო­ლო­ნეთ­სა და ჩე­ხეთ­ში ამე­რი­კუ­ლი ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მის გან­თავ­სე­ბის გეგ­მებს მოჰ­ყვა.

2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ამე­რი­კის აწ უკვე ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ გა­ნა­ცხა­და, რომ უარს ამ­ბობ­და ამ გეგ­მა­ზე. პა­სუ­ხად მედ­ვე­დევ­მაც უარი თქვა კა­ლი­ნინ­გრად­ში "ის­კან­დე­რის" რა­კე­ტე­ბის გან­თავ­სე­ბა­ზე. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვა­შინგტონ­მა მა­ინც გა­და­წყვი­ტა "პეტ­რი­ო­ტი"-ს რა­კე­თე­ბის გან­თავ­სე­ბა. მა­შინ ით­ქვა, რომ ამით ამე­რი­კამ ან­ტი­სა­რა­კე­ტო ფარ­ზე უა­რის შე­დე­გად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი პო­ლო­ნე­ლე­ბი და­ამ­შვი­და.

რუ­სე­თი, ისე­ვე, რო­გორც ახლა, თა­ვი­სი სა­ზღვრის სი­ახ­ლო­ვეს ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და რა­კე­ტე­ბის გან­თავ­სე­ბას სე­რი­ო­ზულ პრო­ვო­კა­ცი­ად აღიქ­ვამ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ამე­რი­კის მხირ­დან კა­ლი­ნინ­გრა­დის ოლ­ქში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე თვალ­თვა­ლის­თვის იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი...

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

პოლონეთში ამერიკული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

პოლონეთში ამერიკული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ, ამერიკის სამხედროებისა და ტექნიკის გამოჩენას პოლონეთის მიწაზე, რასაც "დიადი დღე" უწოდა. ამ სიახლეს, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა სიხარულით შეხვდა. პოლონეთში განლაგდება 3500-კაციანი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფი და სამხედრო ტექნიკა, რომლის ფუნქცია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერება იქნება. პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ოთხი სამხედრო ბრიგადის განლაგების გადაწყვეტილება ნატოს ხელძღვანელობამ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ხელოსუფლებამ აღნიშნული ფაქტი მკაცრად გააკრიტიკა. ვლადიმირ პუტინმა, ამერიკული სახმელეთო ბრიგადების განლაგებას პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, "რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერსების" წინააღმდეგ მიმართული მუქარა უწოდა.

2014 წელს, ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდლის გენერალ ფილიპ ბრიდლავი აცხადებდა, ნატო რუსეთის საზღვრებთან უდიდესი სამხედრო ბაზის შექმნას გეგმავს, რათა რუსეთს სწრაფი რეაგირების ინფრასტრუქტურა დაუახლოვოს. მისივე თქმით, "განიხილება ბაზირების შესაძლებელი პუნქტები, თუმცა შესაძლო ვარიენტებს შორის, ჯერჯერობით საუკეთესოა ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე პოლონური პორტი შეცინი".

ბრიდლავის განცხადებით, ახალ ბაზაზე განლაგდება იმ რაოდენობის შეიარაღება, ტყვიაწამალი და სურსათი რამდენიც აუცილებელი იქნება ნატოს ჯარების შეუფერხებელი მოქმედებებისათვის ომის შემთხვევაში. გენერალმა აღნიშავდა, რომ ალიანსის რესურსების აღმოსავლეთით გადატანა აუცილებელი იყო, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიია და ესტონეთის გარანტირებული უსაფრთხოებისათვის.

იმავე წელს, ამერიკის უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა გამოვიდა ინციატივით, რომელიც ევროპის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გულისხმობდა. - "ჩვენ გავზრდით ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების რაოდენობას ევროპის ქვეყნებში, რათა ამით დახმარება გავუწიოთ ჩვენი მეგობრების - უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობას" - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ ვარშავაში ყოფნისას.

საქმე ის არის, რომ უკრაინის კრიზისამდე ნატო ალიანსის ჯარების ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში განლაგებაზე უარს ამბობდა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თხოვნა ნატოს ჯარების განლაგების თაობაზე არ წყდებოდა. ესტონეთი ბალტიისპირეთსა და პოლონეთში ნატოს სწრაფი რეაგირების კორპუსის შექმნის წინადადებით გამოვიდა. პოლონეთის ხელისუფლებამ, ყირიმის ოკუპაციისთანავე დრო იხელთა და მიმართა ნატოს თხოვნით, - ალიანსმა პოლონეთში 10-ათასკაციანი სამხედრო კონტინგენტი განელაგებინა...

შარშან, მარტში, ვარშავა იუწყებოდა, რომ აპრილში ქალაქ მორონგში, რომელიც რუსეთის საზღვართან (კალინინგრადის რაიონი) სულ რაღაც 100 კილომეტრში მდებარეობს, ამერიკული სამხედრო ბაზა შეიქმნებოდა და "პეტრიოტი"-ს PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტები განთავსდებოდა. თავდაპირველად ითქვა, რომ ეს რაკეტები ვარშავასთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ვესოლაში უნდა განთავსებულიყო, თუმცა, მოგვიანებით, ახლა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ბოგდან კლიხმა განაცხადა, რომ მორონგი უკეთესი ადგილია. "სტრატეგიის საკითხები არაფერ შუაშია, საქმე ის არის, რომ მორონგში ამერიკელი სამხედროებისთვის მათი ტექნიკური აღჭურვით, ჩვენ საუკეთესო პირობების შეთავაზებას შევძლებთ" – განაცხადა მან... "პეტრიოტი"-ს კომპლექსს თვითმფრინავების და ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეუძლია.

პოლონეთში "პეტრიოტი"-ს კომპლექსის განთავსებაზე ვარშავა და ვაშინგტონი მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც რუსეთი კალინინგრადის ოლქში "ისკანდერი"-ს ტიპის ბალისტიკური რაკეტების განთავსებით დაიმუქრა. თავის მხრივ, რუსეთის ეს განცხადება, პოლონეთსა და ჩეხეთში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმებს მოჰყვა.

2014 წლის სექტემბერში, ამერიკის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ უარს ამბობდა ამ გეგმაზე. პასუხად მედვედევმაც უარი თქვა კალინინგრადში "ისკანდერის" რაკეტების განთავსებაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვაშინგტონმა მაინც გადაწყვიტა "პეტრიოტი"-ს რაკეთების განთავსება. მაშინ ითქვა, რომ ამით ამერიკამ ანტისარაკეტო ფარზე უარის შედეგად გაღიზიანებული პოლონელები დაამშვიდა.

რუსეთი, ისევე, როგორც ახლა, თავისი საზღვრის სიახლოვეს ამერიკელი სამხედროებისა და რაკეტების განთავსებას სერიოზულ პროვოკაციად აღიქვამდა. ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი ამერიკის მხირდან კალინინგრადის ოლქში რუსი სამხედროების საქმიანობაზე თვალთვალისთვის იქნებოდა გამოყენებული...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე