კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

თბი­ლის­ში ახალ­გაზ­რდა ქალ­მა, ბენ­ზი­ნის აა­ლე­ბის შე­დე­გად მე-3 ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა გუგა ქა­ში­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მის­თვის უც­ნო­ბია სად მი­ი­ღო და­ახ­ლო­ე­ბით 24-26 წლის ახალ­გაზ­რდა ქალ­მა დამ­წვრო­ბა, რო­მე­ლიც ბენ­ზი­ნის აა­ლე­ბის შე­დე­გად მოხ­და.

"სა­ხე­ზეა ბენ­ზი­ნის აა­ლე­ბის კვა­ლი. უც­ნო­ბია, იყო თუ არა ეს სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა. ბენ­ზი­ნის აა­ლე­ბის შე­დე­გად სხე­უ­ლის 20%-ია დამ­წვა­რი, მე-2-მე-3 ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. პა­ცი­ენ­ტი ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია. იგი კონ­ტაქ­ტუ­რია და მზად­დე­ბა ოპე­რა­ცი­ის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ქა­ში­ბა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენტს დამ­წვრო­ბა თავ­ზე, კი­სერ­ზე, წი­ნამ­ხრებ­სა და მტევ­ნებ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­სუნ­თქი გზე­ბიც.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ის­ხა და თა­ვის დაწ­ვა სცა­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

თბილისში ახალგაზრდა ქალმა, ბენზინის აალების შედეგად მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მისთვის უცნობია სად მიიღო დაახლოებით 24-26 წლის ახალგაზრდა ქალმა დამწვრობა, რომელიც ბენზინის აალების შედეგად მოხდა.

"სახეზეა ბენზინის აალების კვალი. უცნობია, იყო თუ არა ეს სუიციდის მცდელობა. ბენზინის აალების შედეგად სხეულის 20%-ია დამწვარი, მე-2-მე-3 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. პაციენტი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია. იგი კონტაქტურია და მზადდება ოპერაციისთვის", - განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, პაციენტს დამწვრობა თავზე, კისერზე, წინამხრებსა და მტევნებზე აღენიშნება. სავარაუდოდ, დაზიანებულია სასუნთქი გზებიც.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით კი, ახალგაზრდა ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია