კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
IDFI - 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი
IDFI - 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი

2016 წელს თბი­ლი­სის მე­რი­ის ნე­ბარ­თვე­ბით მოჭ­რილ ხე­ებს შო­რის, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, მი­ნი­მუმ 5-ჯერ მეტ ხეს მი­ე­ნი­ჭა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია IDFI-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ნე­ბარ­თვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოჭ­რი­ლი ხე­ე­ბის მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა არ გაზ­რდი­ლა.

კერ­ძოდ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, IDFI-ის მიერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2013 წლი­დან 2016 წლის 16 აგ­ვის­ტომ­დე სულ გა­ი­ცა 583 ნე­ბარ­თვა 3,552 ხის მოჭ­რა­ზე, სა­ი­და­ნაც და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყო 827 ხე.

მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზი­დან ირ­კვე­ვა, რომ 2016 წელს ხე­ე­ბის მოჭ­რის შე­სა­ხებ გა­ცე­მულ ნე­ბარ­თვებ­ში, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, 5-ჯერ გა­ი­ზარ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. კერ­ძოდ, 2016 წელს (16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით) ნე­ბარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე მოჭ­რი­ლი 709 ხი­დან 500-ს ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი, 2015 წელს 1,088 ხი­დან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო 111, 2014 წელს 809 ხი­დან - 80, ხოლო 2013 წელს 946-დან - მხო­ლოდ 36.

"ეს გა­რე­მო­ე­ბა აჩენს კი­თხვას, თუ რამ­დე­ნად კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ხდე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში ხე­ე­ბის­თვის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა. მი­თუ­მე­ტეს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა 2016 წლის ზა­ფხულ­ში გა­მო­ავ­ლი­ნეს ერთ-ერთი ასე­თი ფაქ­ტი", - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლაქ თბი­ლის­ში ხე­ე­ბის მოჭ­რა­ზე ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მით თბი­ლი­სის მე­რი­ამ 2011-2016 წლებ­ში შე­მო­სავ­ლის სა­ხით სულ მი­ი­ღო 1 947 282 ლარი, რაც წლე­ბის მი­ხედ­ვით შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და: 2011 წელს - 46,844 ლარი, 2012 წელს - 89,836 ლარი, 2013 წელს - 184,207 ლარი, 2014 წელს - 263,813 ლარი, 2015 წელს - 695,804 ლარი, 2016 წელს (5 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით) - 666,778 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბის სტა­ტის­ტი­კას, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, 2011 - 2016 წლებ­ში (28 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით) სულ გა­ი­ცა 1,747 ნე­ბარ­თვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი­სა და მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე.

"ყვე­ლა­ზე მეტი მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა გა­ი­ცა 2011 წელს - 375. 2012 წელს ეს ციფ­რი 142-მდე შემ­ცირ­და, თუმ­ცა 2013 წლის შემ­დეგ გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კვლავ იზ­რდე­ბა და 2015 წელს მათი რი­ცხვი 334-ს გა­უ­ტოლ­და. 2016 წლის პირ­ვე­ლი 8 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით (255 ნე­ბარ­თვა) შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მის მზარ­დი ტენ­დენ­ცია 2016 წელ­საც შე­ნარ­ჩუნ­და", - ნათ­ქვა­მია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია მი­იჩ­ნევს, რომ "დე­ტა­ლუ­რად უნდა გა­ი­წე­როს ის პრო­ცე­დუ­რა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო, რაც ხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბა­სა და მოჭ­რის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას უკავ­შირ­დე­ბა", ვი­ნა­ი­დან არ არ­სე­ბობს კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი თუ რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ხდე­ბა ხის და­ა­ვა­დე­ბუ­ლად შე­ფა­სე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

IDFI - 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი

IDFI - 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი

2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი, - ამის შესახებ ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, IDFI-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ გაიცა 583 ნებართვა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე.

მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წელს ხეების მოჭრის შესახებ გაცემულ ნებართვებში, წინა წლებთან შედარებით, 5-ჯერ გაიზარდა დაზიანებული ხეების რაოდენობა. კერძოდ, 2016 წელს (16 აგვისტოს ჩათვლით) ნებართვის საფუძველზე მოჭრილი 709 ხიდან 500-ს ჰქონდა მინიჭებული დაზიანებულის სტატუსი, 2015 წელს 1,088 ხიდან დაზიანებული იყო 111, 2014 წელს 809 ხიდან - 80, ხოლო 2013 წელს 946-დან - მხოლოდ 36.

”ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებული სტატუსის მინიჭება. მითუმეტეს, რომ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა 2016 წლის ზაფხულში გამოავლინეს ერთ-ერთი ასეთი ფაქტი”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ქალაქ თბილისში ხეების მოჭრაზე ნებართვების გაცემით თბილისის მერიამ 2011-2016 წლებში შემოსავლის სახით სულ მიიღო 1 947 282 ლარი, რაც წლების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 2011 წელს - 46,844 ლარი, 2012 წელს - 89,836 ლარი, 2013 წელს - 184,207 ლარი, 2014 წელს - 263,813 ლარი, 2015 წელს - 695,804 ლარი, 2016 წელს (5 სექტემბრის მდგომარეობით) - 666,778 ლარი.

რაც შეეხება მშენებლობის ნებართვების სტატისტიკას, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ცნობით, 2011 - 2016 წლებში (28 აგვისტოს ჩათვლით) სულ გაიცა 1,747 ნებართვა საცხოვრებელი კორპუსისა და მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობაზე.

”ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა გაიცა 2011 წელს - 375. 2012 წელს ეს ციფრი 142-მდე შემცირდა, თუმცა 2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვების რაოდენობა კვლავ იზრდება და 2015 წელს მათი რიცხვი 334-ს გაუტოლდა. 2016 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით (255 ნებართვა) შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნებართვების გაცემის მზარდი ტენდენცია 2016 წელსაც შენარჩუნდა”, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „დეტალურად უნდა გაიწეროს ის პროცედურა და უფლებამოსილი ორგანო, რაც ხეების შეფასებასა და მოჭრის ნებართვის გაცემას უკავშირდება“, ვინაიდან არ არსებობს კონტროლის მექანიზმი თუ რამდენად საფუძვლიანად ხდება ხის დაავადებულად შეფასება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."