სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ცნობილი ქართული ოჯახების ცნობილი სიძეები
ვინ არიან ცნობილი ქართული ოჯახების ცნობილი სიძეები

სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი არ­სე­ბობს, რომ­ლის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის დი­დია. თით­ქოს ტრა­დი­ცი­აა, ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი არ­ჩე­ვანს ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე აკე­თე­ბენ. თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არ­სე­ბობს. "ამ­ბე­ბი.გე" ცნო­ბი­ლი ოჯა­ხე­ბის სი­ძე­ებს გა­გაც­ნობთ.

ირმა სო­ხა­ძე

მომ­ღე­რალ ირმა სო­ხა­ძეს ორი სიძე ჰყავს. ერთი უცხო­ე­ლია და მე­ო­რე - ქარ­თვე­ლი. მისი ქა­ლიშ­ვი­ლის ნატა ასა­თი­ა­ნის ქმარს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ნა­ტას ქმა­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ბექა ნაც­ვლიშ­ვი­ლია. ბე­ქამ და ნა­ტამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ იქორ­წი­ნეს.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

პრე­ზი­დენ­ტის სიძე გიგი ჩი­ჩუა შოუ-ბიზ­ნეს­ში კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. ის მუ­სი­კოს ლე­ვან ჩი­ჩუ­ას ძმა არის და თა­ვა­დაც მუ­სი­კით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, დი­ჯე­ია. გი­გიმ და ანა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა შარ­შან იქორ­წი­ნეს და აგ­ვის­ტო­ში ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტა­სი­აც შე­ე­ძი­ნათ.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი

შარ­შან გა­თხოვ­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნუკა. მისი ქა­ლიშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი ლაშა ძი­ძი­გუ­რია. ლა­შამ და ნუ­კამ ქორ­წი­ლი ტყე­ში გა­და­ი­ხა­დეს, რო­მელ­საც მხო­ლოდ მისი მე­გობ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მა­მუ­კა ღლონ­ტი

მა­მუ­კა ღლონ­ტის სიძე ექი­მი მა­მუ­კა ავა­ლი­ა­ნია. რო­გორც მა­მუ­კა ღლონტმა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, მა­მუ­კას მისი შვი­ლის მო­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ რად­გან პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, მა­მუ­კა ღლონ­ტი თა­მარს და მა­მუ­კას და­ე­ლა­პა­რა­კა და ისი­ნი 6 წლის შემ­დეგ, 2012 წელს და­ქორ­წინ­დნენ.

ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი

"ერი­სი­ო­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლის ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლის სიძე ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ძი­უ­დო­ის­ტი ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნია. ვარ­ლამს გი­უ­ლი ჭკუ­ა­სე­ლი ბავ­შვო­ბა­ში, პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვი­სას შე­უყ­ვარ­და. "ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ვიყო ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლის სიძე, მი­ხა­რია, რომ ამ ოჯა­ხის შვი­ლად ვით­ვლე­ბი", - აცხა­დებს ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

ეკა კა­ხი­ა­ნი

მსა­ხი­ობს და მომ­ღე­რალს ეკა კა­ხი­ანს ერთი სიძე ჰყავს. მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტა­სია თო­ფუ­რი­ძე ირაკ­ლი გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლის ცო­ლია. ირაკ­ლი გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი ანას­ტა­სი­ას პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია. წყვილ­მა 2013 წელს იქორ­წი­ნა და კა­ხი­ა­ნე­ბის ცნო­ბილ აგა­რაკ­ზე 400 კა­ცი­ა­ნი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და. ანას­ტა­სი­ას და ირაკ­ლის ვაჟი, ლადო ჰყავთ.

კახა ქო­რი­ძე

კახა ქო­რი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი­დან" იც­ნობს. ის ამ­ჯე­რად სა­მე­ფო კა­რის კან­ცლე­რია. კახა ქო­რი­ძე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მა­მაა, მისი სიძე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნია. ნინო ქო­რი­ძემ და თორ­ნი­კემ ერ­თმა­ნე­თი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნეს და დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც და­ქორ­წინ­დნენ. მათ პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ.

თამ­რი­კო მა­ყაშ­ვი­ლი

მსა­ხი­ობ თამ­რი­კო მა­ყაშ­ვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. მისი ყო­ფი­ლი სიძე მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი იყო, მაგ­რამ ნი­ნუ­ცას და ბე­სოს ოჯა­ხი მალე და­ინ­გრა. რაც შე­ე­ხე­ბა თამ­რი­კო მა­ყაშ­ვი­ლის მე­ო­რე ქა­ლიშ­ვილს, რუს­კას, ის ერთი წლის წინ გა­თხოვ­და. რუს­კას რჩე­უ­ლი რაგ­ბის კავ­ში­რის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გია ნი­ჟა­რა­ძის ძმის­შვი­ლი სან­დრო ნი­ჟა­რა­ძეა. სან­დრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­რაგ­ბეა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

ვინ არიან ცნობილი ქართული ოჯახების ცნობილი სიძეები

ვინ არიან ცნობილი ქართული ოჯახების ცნობილი სიძეები

საქართველოში უამრავი ცნობილი ოჯახი არსებობს, რომლის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდია. თითქოს ტრადიციაა, ცნობილი ოჯახის შვილები არჩევანს ცნობილ ადამიანებზე აკეთებენ. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. "ამბები.გე" ცნობილი ოჯახების სიძეებს გაგაცნობთ.

ირმა სოხაძე

მომღერალ ირმა სოხაძეს ორი სიძე ჰყავს. ერთი უცხოელია და მეორე - ქართველი. მისი ქალიშვილის ნატა ასათიანის ქმარს საზოგადოება კარგად იცნობს. ნატას ქმარი "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილია. ბექამ და ნატამ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს.

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტის სიძე გიგი ჩიჩუა შოუ-ბიზნესში კარგად არის ცნობილი. ის მუსიკოს ლევან ჩიჩუას ძმა არის და თავადაც მუსიკით არის დაკავებული, დიჯეია. გიგიმ და ანა მარგველაშვილმა შარშან იქორწინეს და აგვისტოში ქალიშვილი ანასტასიაც შეეძინათ.

გიორგი კვირიკაშვილი

შარშან გათხოვდა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ქალიშვილი ნუკა. მისი ქალიშვილის რჩეული ლაშა ძიძიგურია. ლაშამ და ნუკამ ქორწილი ტყეში გადაიხადეს, რომელსაც მხოლოდ მისი მეგობრები ესწრებოდნენ.

მამუკა ღლონტი

მამუკა ღლონტის სიძე ექიმი მამუკა ავალიანია. როგორც მამუკა ღლონტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მამუკას მისი შვილის მოტაცების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ რადგან პატარები იყვნენ, მამუკა ღლონტი თამარს და მამუკას დაელაპარაკა და ისინი 6 წლის შემდეგ, 2012 წელს დაქორწინდნენ.

ჯემალ ჭკუასელი

"ერისიონის" დამფუძნებელის ჯემალ ჭკუასელის სიძე ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანია. ვარლამს გიული ჭკუასელი ბავშვობაში, პირველივე ნახვისას შეუყვარდა. "ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო ჯემალ ჭკუასელის სიძე, მიხარია, რომ ამ ოჯახის შვილად ვითვლები", - აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.

ეკა კახიანი

მსახიობს და მომღერალს ეკა კახიანს ერთი სიძე ჰყავს. მისი ქალიშვილი ანასტასია თოფურიძე ირაკლი გაბრიელაშვილის ცოლია. ირაკლი გაბრიელაშვილი ანასტასიას პირველი სიყვარულია. წყვილმა 2013 წელს იქორწინა და კახიანების ცნობილ აგარაკზე 400 კაციანი ქორწილი გადაიხადა. ანასტასიას და ირაკლის ვაჟი, ლადო ჰყავთ.

კახა ქორიძე

კახა ქორიძეს საზოგადოება "ღიმილის ბიჭებიდან" იცნობს. ის ამჯერად სამეფო კარის კანცლერია. კახა ქორიძე მრავალშვილიანი მამაა, მისი სიძე ცნობილი მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანია. ნინო ქორიძემ და თორნიკემ ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მაინც დაქორწინდნენ. მათ პატარა ქალიშვილი ჰყავთ.

თამრიკო მაყაშვილი

მსახიობ თამრიკო მაყაშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. მისი ყოფილი სიძე მსახიობი ბესო ზანგური იყო, მაგრამ ნინუცას და ბესოს ოჯახი მალე დაინგრა. რაც შეეხება თამრიკო მაყაშვილის მეორე ქალიშვილს, რუსკას, ის ერთი წლის წინ გათხოვდა. რუსკას რჩეული რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის ძმისშვილი სანდრო ნიჟარაძეა. სანდრო წარმატებული მორაგბეა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ამაზე პირველად ვლაპარაკობ... ყველაფერი ბუნებრივად მოხდა" - "ჩცდ"-ს მსახიობების გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ამბავი

ახალგაზრდა ფერმერი საგარეჯოდან, რომელიც უდაბნოს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის - "შეზღუდვებმა ბევრი პრობლემა შემიქმნა"

"ეს დაავადება 25 საუკუნე ანადგურებდა კაცობრიობას..." - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე