საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები
 ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები

ამე­რი­კულ­მა ჟურ­ნალ­მა "ფორბსმა" ყვე­ლა დრო­ის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"კო­ჰი­ნო­რის" ბრი­ლი­ან­ტის ქვა

"ფორბსის" რე­ი­ტინ­გის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი კო­ჰი­ნო­რის 186-კა­რა­ტი­ა­ნი ბრი­ლი­ან­ტის ქვაა. ძვირ­ფა­სი ქვა სიკ­ჰის იმ­პე­რი­ის უკა­ნას­კნელ­მა მა­ჰა­რა­ჯამ 1849 წელს ინ­გლი­სის დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას აჩუ­ქა. ამ ქვის ნა­წი­ლე­ბით ინ­გლი­სის დე­დოფ­ლის გვირ­გვი­ნია გა­წყო­ბი­ლი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, დღემ­დე ქვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ქვის ფასი 1 მი­ლი­არდ დო­ლარს აჭარ­ბებს. თუმ­ცა შე­და­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, 45-კა­რა­ტი­ა­ნი ბრი­ლი­ან­ტის ქვა 250 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს.

ლუი XVI-ს ამე­რი­კე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა

1770-იან წლებ­ში საფ­რან­გეთ­მა ამე­რი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით დღე­ვან­დე­ლი ექ­ვი­ვა­ლენ­ტით 20 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­ი­ღო. ეს სა­ჩუ­ქა­რი და ქვეყ­ნის ფი­ნან­სე­ბის არას­დრო­სი გან­კარ­გვა ფრან­გთა მეფე ლუი XVI-ს გვირ­გვი­ნი­სა და სი­ცო­ცხლის ფა­სად და­უჯ­და.

მარ­გა­ლი­ტის ყელ­სა­ბა­მი

ბან­კირ­მა მორ­ტონ პლან­კმა სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლეს "კარ­ტი­ეს" მარ­გა­ლი­ტის ყელ­სა­ბა­მი აჩუ­ქა. ამ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რის სა­ნაც­ვლოდ ბან­კირ­მა ნიუ იორკში მდე­ბა­რე სახ­ლი გა­ი­ღო, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს.

სა­ჩუ­ქა­რი მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მუ­ზე­უ­მის­თვის

2003 წელს მი­ლი­არ­დერ­მა ლე­ო­ნარდ ლა­უ­დერ­მა ნიუ იორ­კის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მუ­ზე­უმს 1,1 მი­ლი­არდ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი კუ­ბის­ტე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი გა­დას­ცა. მათ შო­რის იყოს პაბ­ლო პი­კა­სოს, ჟორჟ ბრა­კის, ხუან გრი­სის და ფერ­ნანდ ლეჟეს ტი­ლო­ე­ბი. ლა­უ­დე­რის მუ­ზე­უ­მის­თვის შე­წი­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი დღემ­დე რჩე­ბა ყვე­ლა დრო­ის ძვი­რა­დღი­რე­ბულ ქველ­მოქ­მე­დე­ბად ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები

 ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები

ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები გამოაქვეყნა.

"კოჰინორის" ბრილიანტის ქვა

"ფორბსის" რეიტინგის თანახმად, ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი კოჰინორის 186-კარატიანი ბრილიანტის ქვაა. ძვირფასი ქვა სიკჰის იმპერიის უკანასკნელმა მაჰარაჯამ 1849 წელს ინგლისის დედოფალ ვიქტორიას აჩუქა. ამ ქვის ნაწილებით ინგლისის დედოფლის გვირგვინია გაწყობილი. გამოცემის ცნობით, დღემდე ქვის ღირებულება შეუფასებელია. ერთ-ერთი ვერსიით, ქვის ფასი 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. თუმცა შედარებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული, 45-კარატიანი ბრილიანტის ქვა 250 მილიონი დოლარი ღირს.

ლუი XVI-ს ამერიკელების მხარდაჭერა

1770-იან წლებში საფრანგეთმა ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერის მიზნით დღევანდელი ექვივალენტით 20 მილიარდი დოლარი გაიღო. ეს საჩუქარი და ქვეყნის ფინანსების არასდროსი განკარგვა ფრანგთა მეფე ლუი XVI-ს გვირგვინისა და სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

მარგალიტის ყელსაბამი

ბანკირმა მორტონ პლანკმა საკუთარი მეუღლეს "კარტიეს" მარგალიტის ყელსაბამი აჩუქა. ამ ძვირად ღირებული საჩუქრის სანაცვლოდ ბანკირმა ნიუ იორკში მდებარე სახლი გაიღო, რომელიც დღესდღეობით რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ღირს.

საჩუქარი მეტროპოლიტენის მუზეუმისთვის

2003 წელს მილიარდერმა ლეონარდ ლაუდერმა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმს 1,1 მილიარდ დოლარად ღირებული კუბისტების ხელოვნების ნიმუშები გადასცა. მათ შორის იყოს პაბლო პიკასოს, ჟორჟ ბრაკის, ხუან გრისის და ფერნანდ ლეჟეს ტილოები. ლაუდერის მუზეუმისთვის შეწირული ხელოვნების ნიმუშები დღემდე რჩება ყველა დროის ძვირადღირებულ ქველმოქმედებად ხელოვნების ისტორიაში  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს