სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის სამშობიარო კლინიკებს დონეები მიენიჭა
თბილისის სამშობიარო კლინიკებს დონეები მიენიჭა

თბი­ლის­ში სამ­შო­ბი­ა­რო კლი­ნი­კე­ბის დო­ნე­ე­ბის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­სი დას­რულ­და. პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით 21 სამ­შო­ბი­ა­რო კლი­ნი­კა შე­ფას­და. პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ დონე 16 სამ­შო­ბი­ა­რო კლი­ნი­კას გა­ნე­სა­ზღვრა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს დო­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­და­ე­ცათ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ნინო ბერ­ძულ­მა და გა­ე­რო-ს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ლელა ბაქ­რა­ძემ კლი­ნი­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი­სად­მი მი­მარ­თვა­ში რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეს ყუ­რა­დღე­ბა.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით შექ­მნი­ლი და­ბა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­სა და პი­ლო­ტურ რე­გი­ონ­ში დე­და­თა სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის მიჯ­ნა­ზე მდგომ სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გე­ბიც გა­ნი­ხი­ლეს.

"პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტია და სამ­შო­ბი­ა­რო კლი­ნი­კე­ბის შე­ფა­სე­ბას გუ­ლის­ხმობს. დო­ნის გან­სა­ზღვრის შემ­დეგ, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პა­ცი­ენტს კომ­პე­ტენ­ცი­ის შე­სა­ბა­მის სერ­ვისს მი­აწ­ვდის. სის­ტე­მა ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის, დე­დე­ბი­სა და ახალ­შო­ბი­ლე­ბი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო დო­ნის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბას მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე, მშო­ბი­ა­რო­ბის დროს დამ­შო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სამ­შო­ბი­ა­რო კლი­ნი­კე­ბის დო­ნე­ე­ბის გან­სა­ზღვრის მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტრომ მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მი და ინ­დი­კა­ტო­რე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა. თი­თო­ე­უ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის და სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის მიჯ­ნა­ზე მყო­ფი შემ­თხვე­ვა პა­ცი­ენ­ტის ექიმ­თან შე­ხე­ბის წუ­თი­დან შე­ის­წავ­ლე­ბა. პა­ცი­ენ­ტი შე­სა­ბა­მის ად­გი­ლას, შე­სა­ბა­მის დროს, კვა­ლი­ფი­ცი­ურ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს, რაც დე­და­თა და ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლო­ბას შე­ამ­ცი­რებს", - გა­ნა­ცხა­დეს სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე თქმით, რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი წე­ლი­წად­ზე მე­ტია და­ი­წყო. სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ თბი­ლის­ში 16 კლი­ნი­კა შე­ა­ფა­სა. დო­ნე­ე­ბის გან­სა­ზღვრა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და პრო­ცე­სი 2017 წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა.

პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცია, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სტან­დარ­ტი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში უკვე მოქ­მე­დებს.

თბილისის სამშობიარო კლინიკებს დონეები მიენიჭა

თბილისის სამშობიარო კლინიკებს დონეები მიენიჭა

თბილისში სამშობიარო კლინიკების დონეების მინიჭების პროცესი დასრულდა. პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით 21 სამშობიარო კლინიკა შეფასდა. პერინატალური რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დონე 16 სამშობიარო კლინიკას განესაზღვრა და დაწესებულებების ხელმძღვანელებს დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ კლინიკების ხელმძღვანელებისადმი მიმართვაში რეგიონალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი დაბადების რეგისტრაცისა და პილოტურ რეგიონში დედათა სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მდგომ სამედიცინო შემთხვევების შედეგებიც განიხილეს.

"პერინატალური რეგიონალიზაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტია და სამშობიარო კლინიკების შეფასებას გულისხმობს. დონის განსაზღვრის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება პაციენტს კომპეტენციის შესაბამის სერვისს მიაწვდის. სისტემა ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის სერვისების მიწოდებას მშობიარობამდე, მშობიარობის დროს დამშობიარობის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფს.

სამშობიარო კლინიკების დონეების განსაზღვრის მიზნით, სამინისტრომ მონიტორინგის მექანიზმი და ინდიკატორები შეიმუშავა. თითოეული გარდაცვალების და სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი შემთხვევა პაციენტის ექიმთან შეხების წუთიდან შეისწავლება. პაციენტი შესაბამის ადგილას, შესაბამის დროს, კვალიფიციურ დახმარებას მიიღებს, რაც დედათა და ბავშვთა სიკვდილობას შეამცირებს", - განაცხადეს სამინისტროში.

მათივე თქმით, რეგიონალიზაციის პროცესი წელიწადზე მეტია დაიწყო. საკოორდინაციო საბჭომ თბილისში 16 კლინიკა შეაფასა. დონეების განსაზღვრა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და პროცესი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

პერინატალური რეგიონალიზაცია, როგორც სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო სტანდარტი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უკვე მოქმედებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი