კონფლიქტები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება მერიასა და ეპარქიას შორის: რატომ არ ურიცხავს თანხას ოზურგეთის მერი სამღვდელოებას?
დაპირისპირება მერიასა და ეპარქიას შორის: რატომ არ ურიცხავს თანხას ოზურგეთის მერი სამღვდელოებას?

ქა­ლაქ ოზურ­გე­თის მე­რია 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტი­დან შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ას არ და­ა­ფი­ნან­სებს. ამის შე­სა­ხებ "გუ­რი­ის მო­ამ­ბეს" ქა­ლაქ ოზურ­გე­თის მე­რი­ა­ში გა­ნუ­ცხა­დეს. რო­გორც ვებგ­ვერ­დი წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად მე­რია ეპარ­ქი­ის მხრი­დან თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად ხარ­ჯვას ასა­ხე­ლებს.

"ჩა­ტარ­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი, რის გა­მოც აღ­მოჩ­ნდა, რომ თან­ხე­ბი არ­მიზ­ნობ­რი­ვად იხარ­ჯე­ბო­და. არა­ნა­ი­რი სხვა და­პი­რის­პი­რე­ბა არ არ­სე­ბობს, ჩვენ უზარ­მა­ზარ პა­ტივს ვცემთ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას, მაგ­რამ ვე­რაფ­რით შე­ვე­გუ­ე­ბით ვერ­ცერ­თი პი­რის მიერ, ვინც არ უნდა იყოს ის, რა­ი­მე სა­ხის კა­ნონ­დარ­ღვე­ვას" - ამ­ბო­ბენ ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში.

მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­მოქ­მე­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე იო­სე­ბი "გუ­რი­ის მო­ამ­ბეს­თან" აფა­სებს. რო­გორც მე­უ­ფე ამ­ბობს, მის­თვის წე­რი­ლო­ბით არა­ვის მი­უ­მარ­თავს და მე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრე­სის მეშ­ვე­ო­ბით შე­ი­ტყო.

"ჯერ ვე­რა­ფერს ვერ გე­ტყვით, გა­ვეც­ნო­ბი სი­ტუ­ა­ცი­ას, კარ­გად არ ვიცი რა ხდე­ბა. თუ მან მი­ი­ღო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მა­შინ შე­ეძ­ლო მო­ე­წე­რა პი­რა­დად ჩემ­თვის და საქ­მის კურ­სში ჩა­ვე­ყე­ნე­ბი­ნე. არა მგო­ნია კარ­გი იყოს პრე­სით სა­უ­ბა­რი. არც არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­ზე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი მგო­ნია მარ­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს მისი პო­ზი­ცი­აა.

სა­ერ­თოდ ბი­უ­ჯე­ტი­დან 40 ათა­სი ლარი იყო რე­ლი­გი­ის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი. 30 ათა­სი ჰქონ­და ძვე­ლი გად­მო­სა­რი­ცხი და არც ის მო­უ­ცია. რა­ტომ ავ­რცე­ლებს ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, არ ვიცი. მე მაქვს ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, რაში იხარ­ჯე­ბო­და ეს თან­ხე­ბი. თა­ვად არ მე­სა­უბ­რე­ბა მე ამის შე­სა­ხებ, რომ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­მეც­ნო მის­თვის. შე­ეძ­ლო მას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი მო­ე­წე­რა და არა პრე­სის მეშ­ვე­ო­ბით ელა­პა­რა­კა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი, მა­შინ ბუ­ღალ­ტერ­მა რა­ღაც შეც­დო­მა და­უშ­ვა და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გას­ცა, ამას მოჰ­ყვა არა­სა­მარ­თლი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი", - აცხა­დებს მე­უ­ფე იო­სე­ბი.

წყა­რო: guriismoambe.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

დაპირისპირება მერიასა და ეპარქიას შორის: რატომ არ ურიცხავს თანხას ოზურგეთის მერი სამღვდელოებას?

დაპირისპირება მერიასა და ეპარქიას შორის: რატომ არ ურიცხავს თანხას ოზურგეთის მერი სამღვდელოებას?

ქალაქ ოზურგეთის მერია 2017 წლის ბიუჯეტიდან შემოქმედის ეპარქიას არ დააფინანსებს. ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ქალაქ ოზურგეთის მერიაში განუცხადეს. როგორც ვებგვერდი წერს, აღნიშნულის მიზეზად მერია ეპარქიის მხრიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ასახელებს.

"ჩატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგი, რის გამოც აღმოჩნდა, რომ თანხები არმიზნობრივად იხარჯებოდა. არანაირი სხვა დაპირისპირება არ არსებობს, ჩვენ უზარმაზარ პატივს ვცემთ მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ ვერაფრით შევეგუებით ვერცერთი პირის მიერ, ვინც არ უნდა იყოს ის, რაიმე სახის კანონდარღვევას" - ამბობენ ქალაქის მერიაში.

მერიის გადაწყვეტილებას შემოქმედის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები "გურიის მოამბესთან" აფასებს. როგორც მეუფე ამბობს, მისთვის წერილობით არავის მიუმართავს და მერის გადაწყვეტილება პრესის მეშვეობით შეიტყო.

"ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, გავეცნობი სიტუაციას, კარგად არ ვიცი რა ხდება. თუ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მაშინ შეეძლო მოეწერა პირადად ჩემთვის და საქმის კურსში ჩავეყენებინე. არა მგონია კარგი იყოს პრესით საუბარი. არც არამიზნობრივ ხარჯვაზე დაუსაბუთებელი ბრალდებები მგონია მართებული, თუმცა ეს მისი პოზიციაა.

საერთოდ ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი იყო რელიგიისთვის გამოყოფილი. 30 ათასი ჰქონდა ძველი გადმოსარიცხი და არც ის მოუცია. რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, არ ვიცი. მე მაქვს ყველა დოკუმენტი, რაში იხარჯებოდა ეს თანხები. თავად არ მესაუბრება მე ამის შესახებ, რომ ეს დოკუმენტები გამეცნო მისთვის. შეეძლო მას ოფიციალური წერილი მოეწერა და არა პრესის მეშვეობით ელაპარაკა. რამდენიმე თვის წინ, საქართველოში არ ვიყავი, მაშინ ბუღალტერმა რაღაც შეცდომა დაუშვა და არასწორი ინფორმაცია გასცა, ამას მოჰყვა არასამართლიანი განცხადებები", - აცხადებს მეუფე იოსები.

წყარო: guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა