სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ბავშვობა კლასის დამრიგებელი სექსუალურად გვავიწროვებდა გოგოებს" - რას იხსენებს ნინა სუბლატი
"მთელი ბავშვობა კლასის დამრიგებელი სექსუალურად გვავიწროვებდა გოგოებს" - რას იხსენებს ნინა სუბლატი

ზუგ­დიდს რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში წესი მოქ­მე­დებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სკო­ლა­ში გო­გო­ნებს გაშ­ლი­ლი თმის, ბი­ჭებს კი ჯინ­სის შარ­ვლის ტა­რე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ. ამის შე­სა­ხებ სი­უ­ჟე­ტი "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­ვი­და. მომ­ღე­რა­ლი ნინა სუბ­ლა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღ­ნიშ­ნულ სი­უ­ჟეტს ეხ­მა­უ­რე­ბა და პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას იხ­სე­ნებს:

"პ.ს ჩემი ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ნი­ათ­მე­ა­რე­ბი უნდა მოვ­ყვე:

მთე­ლი ბავ­შვო­ბა კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მდედ­რო­თი სქე­სის იყო, სექ­სუ­ა­ლუ­რად გვა­გიწ­რო­ვებ­და კლა­სის გო­გო­ებს და ჩემი აზ­რით ბი­ჭებ­საც; თმა არ გა­ი­შა­ლო, ბეჭ­დე­ბი არ გა­ი­კე­თო, გო­გო­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში თუ და­ქა­ლობ­დნენ (10-12 წლის ბავ­შვე­ბი) ესე­ი­გი ’ლეზ­ბი­ან­კე­ბი’ იყ­ვნენ და სკო­ლა რას იფიქ­რებ­და.. პი­რა­დად მე - ევ­რო­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა აქ­ვსო და დე­და­ჩემს იბა­რებ­და... ევ­რო­პა

მა­შინ მხო­ლოდ გე­ოგ­რა­ფი­ა­ში მქონ­და თვალ-მოკ­რუ­ლი. ძა­ლი­ან მწყინს რომ მა­შინ, 10-12 წლის ასაკ­ში არა­ფე­რი ვი­ცო­დი ჩემი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, არც სექს. შე­ვიწ­რო­ვე­ბის შე­სა­ხებ, დი­დად არც შე­პა­სუ­ხე­ბის შე­სა­ხებ, იმი­ტომ რომ ჩვენ­თვის ეგე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი არა­ვის უს­წავ­ლე­ბია. მერე სხვა სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც ერთხელ ბი­ჭებ­მა (ის ბი­ჭე­ბი ჩემი ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ) მერ­ხებ­ზე რა­ღა­ცე­ე­ბი და­ჯღაბ­ნეს, დამ­რი­გე­ბელ­მა კი გო­გო­ებს დაგ­ვა­ვა­ლა მე­ო­რე დღეს კლას­ში ქლო­რის და სა­ხე­ხის მო­ტა­ნა და მერ­ხე­ბის გა­ხეხ­ვა; მანდ უკვე 14 წლის ვი­ყა­ვი და ქლო­რი და გა­ხეხ­ვა კი არა თა­ვის დაც­ვა ვი­ცო­დი (მაგ­რამ სექს.შე­ვიწ­რო­ვე­ბა ისევ არ ვი­ცო­დი) და შე­სა­ბა­მი­სად არა­ვის მერ­ხი არ გა­მი­ხე­ხავს იმის გამო რომ ქალი ვარ და ვი­ღა­ცას გო­ნია რომ ეს ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა.. ერთხელ სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა სკო­ლის კა­რი­დან გა­მაბ­რუ­ნა სახ­ლში (სახ­ლში არ წავ­სულ­ვარ,არც ჩემი მშობ­ლის­თვის და­უ­რე­კავთ, ანუ რომ მოვმკვდა­რი­ყა­ვი პა­სუხს სკო­ლა აგებ­და) იმი­ტომ რომ ელას­ტი­კი/ლე­გინ­სი მეც­ვა და ალ­ბათ ჩემი 14 წლის პა­ტა­რა უკა­ნა­ლი ესექ­სუ­ა­ლუ­რა (?!) - ოღონდ კონ­კრე­ტუ­ლად ჩემი, იმი­ტომ რომ იმ სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 40%ს, მეტს თუ არა, ზუს­ტად იგი­ვე­ნა­ი­რი ელას­ტი­კი ეცვა.. 17 წლი­დან ვმუ­შა­ობ და უამ­რავ ადა­მი­ან­თან მაქვს შე­ხე­ბა. არას­დროს არა­ვის არ შე­ვუ­ვიწ­რო­ვე­ბი­ვარ, არას­დროს არ მიგ­რძვნია ჩემ მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი ზედ­მე­ტი და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი ყუ­რა­დღე­ბა, იმი­ტომ რომ ჩემი თა­ვის, ჩემი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა ვის­წავ­ლე. არც ახლა და არც არას­დროს არ იქ­ნე­ბა ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბა რა­ღა­ცე­ე­ბის ხეხ­ვა, გამ­ზა­დე­ბა, და­ლა­გე­ბა.

იმ ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც გან­ვი­თა­რე­ბა გვწა­დია და ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი გვინ­და და გვინ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი გვერ­ქვას, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი, სა­დაც ბავ­შვს სკო­ლის ასა­კი­დან უნერ­გა­ვენ რომ მან თავი უნდა შე­ი­ზღუ­დონ ყვე­ლაფ­რით რი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­დაც გო­გო­ებს იმას ას­წავ­ლი­ან რომ კა­ცის მო­ნაჯ­მი ქა­ლის გა­სა­წენ­დია მარ­ტო იმი­ტომ რომ ქა­ლია (და ამ­დენ გო­გო­ში მგო­ნი ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი ვინც შეგ­ნე­ბუ­ლად არ გავ­ხე­ხე რა­ღაც), სა­დაც კაცს უნერ­გა­ვენ რომ თმა­გაშ­ლი­ლი ქალი სა­ში­ნე­ლე­ბაა, რომ მის ნა­გავს სხვა აი­ღებს, რომ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვთ, რომ თვით­გა­მო­ხატ­ვა უწ­მინ­დუ­რო­ბაა - მი­თუ­მე­ტეს სკო­ლის ასაკ­ში - რო­დესც ყვე­ლა­ზე უდარ­დე­ლი არ­სე­ბა ხარ პლა­ნე­ტა­ზე და თან ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი - ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი უნდა აღიკ­ვე­თოს! სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს ასე ამა­ხინ­ჯე­ბენ, თბი­ლის­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სად. ახლა რო­გო­რიც ვარ ისე­თი რომ სკო­ლის ასაკ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ჩემი დამ­რი­გე­ბე­ლი მი­ნი­მუმ სამ­სა­ხურს და­ტო­ვებ­და, და მი­ნი­მუმ ერთ კა­ცი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია იქ­ნე­ბო­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წინ. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ მა­შინ არ ვი­ცო­დი ის რაც ახლა ვიცი და უბ­რა­ლოდ ვაგ­რძე­ლებ­დი თვით­გა­მო­ხატ­ვას, ზე­წო­ლის, შე­უ­რა­ცხყო­ფის და დამ­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად (ამ­ბავს კი არ ვა­ბუ­ქებ, სხვა კოშ­მა­რე­ბიც ხდე­ბო­და).

თუ თქვენ, ვინ­მეს, ამ­გვა­რი სი­ტუ­ა­ცია გაქვთ, გა­ვიწ­რო­ვე­ბენ, გზღუ­და­ვენ, გიბ­რძა­ნე­ბენ და ა.შ ხმა­მაღ­ლა გა­მო­ხა­ტეთ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა! უფ­როს­თან შე­პა­სუ­ხე­ბა უზ­რდე­ლო­ბა არაა, უფ­რო­სი რომ ხმას არ გა­ღე­ბი­ნებს იმი­ტომ რომ პა­ტა­რა ხარ ეგაა უზ­რდე­ლო­ბა! გო­გო­ე­ბო და ბი­ჭე­ბო, არ მო­გე­რი­დოთ თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა. და სა­ერ­თოდ თმა­ზე რა ლა­პა­რა­კია, ადა­მი­ა­ნის გე­ნი­ტა­ლია არაა სირ­ცხვი­ლი და მუხ­ლი რომ გა­მო­გიჩ­ნდეს და მა­გა­ზე ვინ­მემ რამე გი­თხრას დიდი ავად­მყო­ფო­ბაა! ნუ სტრე­სავთ და აკომ­პლექ­სებთ მო­მა­ვალს! ეს ბავ­შვე­ბი თქვე­ნე­ზე, ჩემ­ზე და სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ, იცოდ­ნენ ადა­მი­ა­ნო­ბა რა­ა­რის, იცოდ­ნენ რომ არა­ვინ ერ­ჩის მათ, არა­ვინ აში­ნებს, რომ გენ­დე­რის გამო შე­ზღუდ­ვა ყვე­ლა­ზე მდა­ბიო რა­მეა რაც კი არ­სე­ბობს და სა­ერ­თოდ მა­ინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ან მე ან ამ ბავ­შვებს რა­ტომ აცხოვ­რებთ კოშ­მარ­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ის რაც, მე გა­დამ­ხდა უამ­რა­ვი ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა დღე­საც და ვინ­მეს თუ ოდ­ნავ მა­ინც წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ეს რამ­ხე­ლა სტრე­სია, რო­გორ მოქ­მე­დებს უკვე ზრდას­რულ ადა­მი­ან­ზე რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქვს გა­სავ­ლე­ლი, მა­შინ მო­აგ­ვა­რეთ ეს პრობ­ლე­მა: სა­გა­ნი და­ა­მა­ტეთ სა­დაც ბავ­შვე­ბი ის­წავ­ლი­ან მათ უფ­ლე­ბებს, გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რეთ ფსი­ქო­ლო­გებ­თან ერ­თად რომ გა­ერ­კვეთ , რო­გორ ექ­ცე­ვი­ან თქვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო და ყვე­ლა­ზე და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"მთელი ბავშვობა კლასის დამრიგებელი სექსუალურად გვავიწროვებდა გოგოებს" - რას იხსენებს ნინა სუბლატი

"მთელი ბავშვობა კლასის დამრიგებელი სექსუალურად გვავიწროვებდა გოგოებს" - რას იხსენებს ნინა სუბლატი

ზუგდიდს რამდენიმე სკოლაში წესი მოქმედებს, რომლის თანახმადაც, სკოლაში გოგონებს გაშლილი თმის, ბიჭებს კი ჯინსის შარვლის ტარება ეკრძალებათ. ამის შესახებ სიუჟეტი "რუსთავი 2"-ზე გავიდა. მომღერალი ნინა სუბლატი სოციალურ ქსელში აღნიშნულ სიუჟეტს ეხმაურება და პირად გამოცდილებას იხსენებს:

"პ.ს ჩემი ბავშვობის დროინდელი ნიათმეარები უნდა მოვყვე:

მთელი ბავშვობა კლასის დამრიგებელი, რომელიც მდედროთი სქესის იყო, სექსუალურად გვაგიწროვებდა კლასის გოგოებს და ჩემი აზრით ბიჭებსაც; თმა არ გაიშალო, ბეჭდები არ გაიკეთო, გოგოები ერთმანეთში თუ დაქალობდნენ (10-12 წლის ბავშვები) ესეიგი ’ლეზბიანკები’ იყვნენ და სკოლა რას იფიქრებდა.. პირადად მე - ევროპული აზროვნება აქვსო და დედაჩემს იბარებდა... ევროპა

მაშინ მხოლოდ გეოგრაფიაში მქონდა თვალ-მოკრული. ძალიან მწყინს რომ მაშინ, 10-12 წლის ასაკში არაფერი ვიცოდი ჩემი უფლებების შესახებ, არც სექს. შევიწროვების შესახებ, დიდად არც შეპასუხების შესახებ, იმიტომ რომ ჩვენთვის ეგეთი რაღაცეები არავის უსწავლებია. მერე სხვა სკოლაში გადავედი, სადაც ერთხელ ბიჭებმა (ის ბიჭები ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ) მერხებზე რაღაცეები დაჯღაბნეს, დამრიგებელმა კი გოგოებს დაგვავალა მეორე დღეს კლასში ქლორის და სახეხის მოტანა და მერხების გახეხვა; მანდ უკვე 14 წლის ვიყავი და ქლორი და გახეხვა კი არა თავის დაცვა ვიცოდი (მაგრამ სექს.შევიწროვება ისევ არ ვიცოდი) და შესაბამისად არავის მერხი არ გამიხეხავს იმის გამო რომ ქალი ვარ და ვიღაცას გონია რომ ეს ჩემი ვალდებულებაა.. ერთხელ სკოლის დირექტორმა სკოლის კარიდან გამაბრუნა სახლში (სახლში არ წავსულვარ,არც ჩემი მშობლისთვის დაურეკავთ, ანუ რომ მოვმკვდარიყავი პასუხს სკოლა აგებდა) იმიტომ რომ ელასტიკი/ლეგინსი მეცვა და ალბათ ჩემი 14 წლის პატარა უკანალი ესექსუალურა (?!) - ოღონდ კონკრეტულად ჩემი, იმიტომ რომ იმ სკოლის მოსწავლე გოგოების დაახლოებით 40%ს, მეტს თუ არა, ზუსტად იგივენაირი ელასტიკი ეცვა.. 17 წლიდან ვმუშაობ და უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება. არასდროს არავის არ შევუვიწროვებივარ, არასდროს არ მიგრძვნია ჩემ მიმართ გამოხატული ზედმეტი და შემაწუხებელი ყურადღება, იმიტომ რომ ჩემი თავის, ჩემი უფლებების დაცვა ვისწავლე. არც ახლა და არც არასდროს არ იქნება ჩემი ვალდებულება-მოვალეობა რაღაცეების ხეხვა, გამზადება, დალაგება.

იმ ქვეყანაში სადაც განვითარება გვწადია და ნათელი მომავალი გვინდა და გვინდა თანამედროვე ადამიანები გვერქვას, ზემოთ აღნიშნული ფაქტები, სადაც ბავშვს სკოლის ასაკიდან უნერგავენ რომ მან თავი უნდა შეიზღუდონ ყველაფრით რითაც შესაძლებელია, სადაც გოგოებს იმას ასწავლიან რომ კაცის მონაჯმი ქალის გასაწენდია მარტო იმიტომ რომ ქალია (და ამდენ გოგოში მგონი ერთადერთი ვიყავი ვინც შეგნებულად არ გავხეხე რაღაც), სადაც კაცს უნერგავენ რომ თმაგაშლილი ქალი საშინელებაა, რომ მის ნაგავს სხვა აიღებს, რომ ადამიანებს თავისუფლების უფლება არ გვაქვთ, რომ თვითგამოხატვა უწმინდურობაა - მითუმეტეს სკოლის ასაკში - როდესც ყველაზე უდარდელი არსება ხარ პლანეტაზე და თან ყველაზე დაუცველი - ასეთი რაღაცეები უნდა აღიკვეთოს! სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალს ასე ამახინჯებენ, თბილისში, სამეგრელოში, რა მნიშვნელობა აქვს სად. ახლა როგორიც ვარ ისეთი რომ სკოლის ასაკში ვყოფილიყავი, ჩემი დამრიგებელი მინიმუმ სამსახურს დატოვებდა, და მინიმუმ ერთ კაციანი საპროტესტო აქცია იქნებოდა განათლების სამინისტროს წინ. მაგრამ სამწუხაროდ მაშინ არ ვიცოდი ის რაც ახლა ვიცი და უბრალოდ ვაგრძელებდი თვითგამოხატვას, ზეწოლის, შეურაცხყოფის და დამცირების მიუხედავად (ამბავს კი არ ვაბუქებ, სხვა კოშმარებიც ხდებოდა).

თუ თქვენ, ვინმეს, ამგვარი სიტუაცია გაქვთ, გავიწროვებენ, გზღუდავენ, გიბრძანებენ და ა.შ ხმამაღლა გამოხატეთ უკმაყოფილება! უფროსთან შეპასუხება უზრდელობა არაა, უფროსი რომ ხმას არ გაღებინებს იმიტომ რომ პატარა ხარ ეგაა უზრდელობა! გოგოებო და ბიჭებო, არ მოგერიდოთ თქვენი უფლებების დაცვა. და საერთოდ თმაზე რა ლაპარაკია, ადამიანის გენიტალია არაა სირცხვილი და მუხლი რომ გამოგიჩნდეს და მაგაზე ვინმემ რამე გითხრას დიდი ავადმყოფობაა! ნუ სტრესავთ და აკომპლექსებთ მომავალს! ეს ბავშვები თქვენეზე, ჩემზე და საერთოდ ყველაზე თავისუფლები უნდა იყვნენ, იცოდნენ ადამიანობა რაარის, იცოდნენ რომ არავინ ერჩის მათ, არავინ აშინებს, რომ გენდერის გამო შეზღუდვა ყველაზე მდაბიო რამეა რაც კი არსებობს და საერთოდ მაინტერესებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ან მე ან ამ ბავშვებს რატომ აცხოვრებთ კოშმარში, დარწმუნებული ვარ ის რაც, მე გადამხდა უამრავი ბავშვის ცხოვრებაში ხდება დღესაც და ვინმეს თუ ოდნავ მაინც წარმოგიდგენიათ ეს რამხელა სტრესია, როგორ მოქმედებს უკვე ზრდასრულ ადამიანზე რომელსაც მთელი ცხოვრება აქვს გასავლელი, მაშინ მოაგვარეთ ეს პრობლემა: საგანი დაამატეთ სადაც ბავშვები ისწავლიან მათ უფლებებს, გამოკითხვა ჩაატარეთ ფსიქოლოგებთან ერთად რომ გაერკვეთ , როგორ ექცევიან თქვენი ქვეყნის ყველაზე საჭირო და ყველაზე დაუცველ ადამიანებს".

ყაზბეგში ყუროს მთის კლდოვანი ნაწილი ჩამოიშალა  -  ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ბავშვი არ იკლავს თავს... ეს ბავშვი მოკლეს"  - მწერალი ლუკა ბაქანიძე 11 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება

"არცერთს დაგვირეკავს ლასოსთვის, ის იმ დროს ჩვენთან იყო... კონფლიქტის დაწყებისთანავე დავრეკეთ 112-ში" - რას ჰყვება გოგო, რომელიც რაჭაში მოკლულის მდგმური იყო