სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 საინტერესო ფაქტი საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებზე
11 საინტერესო ფაქტი საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებზე

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ყვე­ლას ტკი­ვი­ლია გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, ფეხ­ბურ­თი უყ­ვართ თუ არა. ბოლო გას­ვლი­თი მატ­ჩე­ბის შემ­დეგ (ირ­ლან­დია-უელსში), ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს იმე­დი ჩაგ­ვე­სა­ხა, თუმ­ცა მოლ­დო­ვას­თან მატჩმა, რო­მე­ლიც ფრედ 1-1 დას­რულ­და, დაგ­ვარ­წმუ­ნა, რომ ჩა­ნა­სახს გა­ჩე­ნა ჯერ კი­დევ არ მო­უ­წევს.

AMBEBI.GE და SPORTALL.GE წარ­მო­გიდ­გენთ, რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ი­დან:

მო­გე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი ან­გა­რი­შით

1997 წლის 30 მარტს, თბი­ლის­ში ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სტა­დი­ონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მე­ტო­ქე, მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბი იყო. ის მატ­ჩი ქარ­თველ­თა უდა­ვო უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და - 7:0. ამ შეხ­ვედ­რა­ში, კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი ჰეთ თრი­ქი შე­ას­რუ­ლა შოთა არ­ვე­ლა­ძემ (ანა­ლო­გი­უ­რი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა მან 2006 წლის 16 აგ­ვის­ტოს, ფარ­ე­რებ­თან გას­ვლი­თი მატ­ჩი­სას). მის­მა ტყუ­პის­ცალ­მა არ­ჩილ­მა, მინ­დორ­ზე თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და რუსი არ­ბიტ­რის, ვა­ლენ­ტინ ივა­ნო­ვის სა­ფი­ნა­ლო სასტვე­ნამ­დე ორ­ჯერ მო­ას­წრო თა­ვის გა­მო­ჩე­ნა. ხო­რენ ოგა­ნე­სი­ა­ნის გაწ­ვრთნილ­თა კი­დევ ორ­ჯერ დამ­წუხ­რე­ბა გი­ორ­გი ქინ­ქლა­ძემ (პე­ნალ­ტით) და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა შეძ­ლეს.

თით­ქმის 19 წლის წი­ნან­დე­ლი მატ­ჩის შე­დე­გი, დღემ­დე სა­ნაკ­რე­ბო დო­ნე­ზე ნაჩ­ვე­ნებ შე­დეგ­თა შო­რის ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის მი­სა­თი­თე­ბე­ლია. ქარ­თვე­ლებს არც მა­ნამ­დე და არც მას შემ­დეგ, ასე­თი დიდი ან­გა­რი­შით მატ­ჩი არ მოგ­ვი­გია. რაც შე­ე­ხე­ბათ სომ­ხებს, მათ, იმა­ვე 1997 წლის იან­ვარ­ში, ჩი­ლე­ში, იქა­ურ ნაკ­რებ­თან გან­ცდი­ლი "რე­კორ­დუ­ლი" მარ­ცხის (0:7) სიმ­წა­რე გა­იხ­სე­ნეს. ამ მატ­ჩის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, ნუგ­ზარ ჯუ­ღელ­მა ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფრა­ზა თქვა - მო­ე­დან­ზე ორი არ­ვე­ლა­ძეა: აჩი­კო და არ­ჩი­ლი.

წა­გე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი ან­გა­რი­შით

ბუ­ნებ­რი­ვია სა­დაც მო­გე­ბაა, იქვე ახ­ლო­საა წა­გე­ბაც. ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა ყვე­ლა­ზე დიდი ან­გა­რი­შით და­ნი­ის ეროვ­ნულ გუნდთან წა­ა­გო. მატ­ჩი 2005 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, და­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თა და ჩვე­ნი და­მარ­ცხე­ბით 1:6 დას­რულ­და. ამ თა­მაშ­ში ქარ­თველ­თა აქ­ტი­ვო­ბის გახ­სე­ნე­ბა რთუ­ლია, თუმ­ცა მსა­ჯის სასტვე­ნის მერე, ერ­თბა­შად რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გა­აქ­ტი­ურ­და, მათი მი­ზა­ნი და­ნი­ელ­თა ვარ­სკვლა­ვის (იმ დროს "მი­ლან­ში" მო­თა­მა­შე) იონ დალ ტო­მა­სო­ნის მა­ი­სუ­რი იყო - ყვე­ლა ცდი­ლობ­და პირ­ვე­ლი მი­სუ­ლი­ყო მას­თან, რომ სხვე­ბის­თვის და­ეს­წრო გაც­ვლა.

სამი ძმა ერ­თად მო­ე­დან­ზე

ეს მარ­თლა უნი­კა­ლუ­რი შემ­თხვე­ვაა არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი, არა­მედ მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში. მო­ე­დან­ზე ერ­თდრო­უ­ლად სამი ძმა თა­მა­შობ­და - შოთა, რეზი და აჩი არ­ვე­ლა­ძე­ე­ბი. ეს 1994 წლის 19 ივ­ლისს, მალ­ტას­თან გა­მარ­თულ ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ზე მოხ­და. ამის მერე სხვა­დას­ხვა დროს კი­დევ გან­მე­ორ­და, როცა სა­მი­ვე ძმამ ერ­თად ითა­მა­შა.

ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი

არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს 19 მწვრთნე­ლი ჰყავ­და (ზოგი მათ­გა­ნი, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მერე, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ისევ და­უბ­რუნ­და პოსტს). ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს პოს­ტი თე­მურ ქეც­ბა­ი­ას ეკა­ვა, ის 40 მატჩში გა­უ­ძღვა ჩვენს ნაკ­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, მას­ვე აქვს ყვე­ლა­ზე მეტი - 13 მო­გე­ბაც, თუმ­ცა ნაკ­რე­ბის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერ­თა­დერ­თხელ მო­გე­ბუ­ლი ტურ­ნი­რის დროს (მალ­ტის ტურ­ნი­რი - 1998 წლის თე­ბერ­ვალ­ში), გუნდს სა­თა­ვე­ში ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვი ედგა. სწო­რედ მა­შინ იყო ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ფი­ფას რე­ი­ტინ­გში ყვე­ლა­ზე მაღ­ლა - 52-ე ად­გილ­ზე.

ყვე­ლა­ზე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მწვრთნე­ლი

ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში უდაო ლი­დე­რი, ცნო­ბი­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ექ­ტორ რაულ კუ­პე­რია. ნაკ­რებ­ში ის 2008 წლის ზა­ფხულ­ში მო­ვი­და. მისი დე­ბი­უ­ტი უელსთან ამ­ხა­ნა­გურ მატჩში შედ­გა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებ­მა 2:1 მო­ი­გეს. თა­ვი­დან გი­ორ­გი ლო­რია შეც­და და შო­რი­დან დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და. ვა­გებ­დით, მაგ­რამ მე­ო­რე ტა­იმ­ში ლე­ვან ყე­ნი­ამ და ბექა გო­ცი­რი­ძემ გა­ი­ტა­ნეს. ამ თა­მა­შის მერე, ქარ­თვე­ლებ­მა მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კი­დევ 15 თა­მა­ში გა­მარ­თეს, სა­ი­და­ნაც 4 ფრედ და­ას­რუ­ლეს, ხოლო 11 - წა­ა­გეს.

ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მწვრთნე­ლი

ზო­გა­დად, მწვრთნე­ლე­ბის ხელ­ფა­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია ხოლ­მე, თუმ­ცა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი გერ­მა­ნელ სპე­ცი­ა­ლისტს კლა­უს ტოპ­მი­ო­ლერს ჰქონ­და. მისი გა­სამ­რჯე­ლო წე­ლი­წად­ში 5 485 000 ლარი იყო.

ყვე­ლა­ზე კუ­რი­ო­ზუ­ლი მატ­ჩი

რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა კუ­რი­ო­ზუ­ლი ეწო­დოს ამ მატჩს, სა­კი­თხა­ვია, 2002 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის ნაკ­რე­ბი ეს­ტუმ­რა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მის ბო­ლოს, 41-ე წუთ­ზე, "ლო­კო­მო­ტი­ვის" სტა­დი­ო­ნის ელექტრო­სის­ტე­მა­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის გამო შუქი გა­მო­ირ­თო. ორ წუთ­ში პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და და ნორ­ვე­გი­ელ­მა არ­ბიტრმა ტომ ჰე­ნინგ ოვ­რე­ბომ მატ­ჩი გა­ნა­ახ­ლა, მაგ­რამ გა­ვი­და კი­დევ სამი წუთი და შუქი ისევ გა­მო­ირ­თო. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მი­წო­დე­ბის წყა­რომ ვერ იმუ­შა­ვა, ენერ­გე­ტი­კო­სებს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის იმე­დი გა­და­ე­წუ­რათ და მატ­ჩი შე­წყდა. ეს იყო უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლოს ბნე­ლი და ჩამ­ქრა­ლი ქვეყ­ნის იარ­ლი­ყი მი­ა­წე­ბეს. სხვა­თა შო­რის, ერთ თვე­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კა­ლათ­ბურ­თო შეხ­ვედ­რის დრო­საც და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე მოხ­და - თბი­ლი­სის "დი­ნა­მომ" ვე­რის პარკში ფიბა-ევ­რო­პის რე­გი­ო­ნუ­ლი თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში უკ­რა­ი­ნულ იუ­ჟ­ნის "ხი­მიკს" უმას­პინ­ძლა. დარ­ბაზ­ში დენი ორ­ჯერ გა­მო­ირ­თო და თა­მა­ში 20 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა ამ მო­რიგ ელექტრო­ინ­ცი­დენტს დიდი ხმა­უ­რი არ მოჰ­ყო­ლია.

ყვე­ლა­ზე მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი სტა­დი­ონ­ზე

1995 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს გერ­მა­ნი­ის სუ­პერ გუნ­დი ეს­ტურ­მა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბი (კლინსმა­ნი, მა­თე­უ­სი, კი­ო­პ­კე და სხვა) თა­მა­შობ­დნენ. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შუ­ქის მოს­ვლაც კი სენ­სა­ცი­ად აღიქ­მე­ბო­და, ამ დო­ნის გუნ­დის სტუმ­რო­ბა ბევ­რს ნიშ­ნავ­და, ამი­ტომ თა­მაშ­ზე და­სას­წრე­ბად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ. "დი­ნა­მოს" სტა­დი­ო­ნი მა­შინ 56 000 ადა­მი­ანს იტევ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ბი­ლე­თე­ბი თა­მა­შამ­დე დიდი ხნით ადრე გა­ი­ყი­და, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი კო­რუფ­ცია სტა­დი­ონ­ზე ყვა­ო­და და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ არა­ვის ეუბ­ნე­ბოდ­ნენ შეს­ვლა­ზე უარს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, თა­მაშს 110 000 ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო.

ყვე­ლა­ზე დიდი სენ­სა­ცია

2016 წლის 8 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა სა­ოც­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, სტუმ­რად მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი - ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბი და­ა­მარ­ცხა. მთე­ლი თა­მა­შის მან­ძილ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად საგ­რძნო­ბი უპი­რა­ტე­სო­ბი­სა, ეს­პა­ნე­ლებს რე­ა­ლუ­რი სა­გო­ლე მო­მენ­ტი არ შე­უქ­მნი­ათ, ჩვე­ნებ­მა კი კარ­გად ისარ­გებ­ლეს კონ­ტრშე­ტე­ვით და მატ­ჩის ერ­თა­დერ­თი გო­ლიც გა­ი­ტა­ნეს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი დიდი გა­მარ­ჯვე­ბა ჯერ არ ყო­ფი­ლა.

ყვე­ლა­ზე მეტი თა­მა­ში ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში

ეროვ­ნულ გუნდში ყვე­ლა­ზე მეტი, 100 თა­მა­ში სფფ-ს მოქ­მედ პრე­ზი­დენტს და პარ­ლა­მენ­ტის წევრ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. მისი დე­ბი­უ­ტი ნორ­ვე­გი­ე­ლებ­თან ამ­ხა­ნა­გურ მატჩში შედ­გა, რო­დე­საც ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ალექ­სან­დრე ჩი­ვა­ძემ სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ა­ყე­ნა. ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს ნაკ­რებ­ში 12 გოლი აქვს გა­ტა­ნი­ლი, მათ შო­რის, უკა­ნას­კნე­ლი გოლი კო­ბი­აშ­ვილ­მა 2011 წლის 26 მარტს ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ევრო 2012-ის შე­სარ­ჩევ მატჩში გა­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა სწო­რედ მისი გო­ლის წყა­ლო­ბით 1-0 მო­ი­გო. ნაკ­რებ­ში უკა­ნას­კნე­ლი, მე-100 მატ­ჩი კო­ბი­აშ­ვილ­მა იმა­ვე ტურ­ნირ­ზე 2011 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ა­ტა­რა სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

დუბ­ლი სა­კუ­თარ კარ­ში

აწ უკვე პო­ლი­ტი­კო­სი კა­ლა­ძის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში, ავ­ტო­გო­ლი დღემ­დე ცუ­დად მო­სა­გო­ნა­რია. სა­ქარ­თვე­ლო-იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის შეხ­ვედ­რი­სას, რო­მე­ლიც 0-2 დას­რულ­და, ორი­ვე გოლი, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა გა­ი­ტა­ნა სა­კუ­თარ კარ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, როცა კახა კა­ლა­ძე­ზეა სა­უ­ბა­რი, ბევ­რი მხო­ლოდ ამ ფაქტს იხ­სე­ნებს, თუმ­ცა ავი­წყდე­ბათ კა­ლა­ძის გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლი, როცა მისი ძმა გა­ი­ტა­ცეს - მან ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რით ბრწყინ­ვა­ლე მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. ამ ფაქ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, კახა კა­ლა­ძე დღემ­დე რჩე­ბა ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლად.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

11 საინტერესო ფაქტი საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებზე

11 საინტერესო ფაქტი საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებზე

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ყველას ტკივილია განურჩევლად იმისა, ფეხბურთი უყვართ თუ არა. ბოლო გასვლითი მატჩების შემდეგ (ირლანდია-უელსში), ყველა გულშემატკივარს იმედი ჩაგვესახა, თუმცა მოლდოვასთან მატჩმა, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა, დაგვარწმუნა, რომ ჩანასახს გაჩენა ჯერ კიდევ არ მოუწევს.

AMBEBI.GE და SPORTALL.GE წარმოგიდგენთ, რამდენიმე საინტერესო ფაქტს ქართული ფეხბურთის ისტორიიდან:

მოგება ყველაზე დიდი ანგარიშით

1997 წლის 30 მარტს, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს მეტოქე, მეზობელი სომხეთის ნაკრები იყო. ის მატჩი ქართველთა უდავო უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 7:0. ამ შეხვედრაში, კარიერაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა შოთა არველაძემ (ანალოგიური შედეგი აჩვენა მან 2006 წლის 16 აგვისტოს, ფარერებთან გასვლითი მატჩისას). მისმა ტყუპისცალმა არჩილმა, მინდორზე თემურ ქეცბაიას ადგილი დაიკავა და რუსი არბიტრის, ვალენტინ ივანოვის საფინალო სასტვენამდე ორჯერ მოასწრო თავის გამოჩენა. ხორენ ოგანესიანის გაწვრთნილთა კიდევ ორჯერ დამწუხრება გიორგი ქინქლაძემ (პენალტით) და მიხეილ ყაველაშვილმა შეძლეს.

თითქმის 19 წლის წინანდელი მატჩის შედეგი, დღემდე სანაკრებო დონეზე ნაჩვენებ შედეგთა შორის ორივე ქვეყნისთვის მისათითებელია. ქართველებს არც მანამდე და არც მას შემდეგ, ასეთი დიდი ანგარიშით მატჩი არ მოგვიგია. რაც შეეხებათ სომხებს, მათ, იმავე 1997 წლის იანვარში, ჩილეში, იქაურ ნაკრებთან განცდილი "რეკორდული" მარცხის (0:7) სიმწარე გაიხსენეს. ამ მატჩის კომენტირებისას, ნუგზარ ჯუღელმა ერთი საინტერესო ფრაზა თქვა - მოედანზე ორი არველაძეა: აჩიკო და არჩილი.

წაგება ყველაზე დიდი ანგარიშით

ბუნებრივია სადაც მოგებაა, იქვე ახლოსაა წაგებაც. ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე დიდი ანგარიშით დანიის ეროვნულ გუნდთან წააგო. მატჩი 2005 წლის სექტემბერში, დანიის დედაქალაქში გაიმართა და ჩვენი დამარცხებით 1:6 დასრულდა. ამ თამაშში ქართველთა აქტივობის გახსენება რთულია, თუმცა მსაჯის სასტვენის მერე, ერთბაშად რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი გააქტიურდა, მათი მიზანი დანიელთა ვარსკვლავის (იმ დროს "მილანში" მოთამაშე) იონ დალ ტომასონის მაისური იყო - ყველა ცდილობდა პირველი მისულიყო მასთან, რომ სხვებისთვის დაესწრო გაცვლა.

სამი ძმა ერთად მოედანზე

ეს მართლა უნიკალური შემთხვევაა არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მოედანზე ერთდროულად სამი ძმა თამაშობდა - შოთა, რეზი და აჩი არველაძეები. ეს 1994 წლის 19 ივლისს, მალტასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაზე მოხდა. ამის მერე სხვადასხვა დროს კიდევ განმეორდა, როცა სამივე ძმამ ერთად ითამაშა.

ყველაზე წარმატებული მწვრთნელი

არსებობის მანძილზე საქართველოს ნაკრებს 19 მწვრთნელი ჰყავდა (ზოგი მათგანი, თანამდებობიდან გათავისუფლების მერე, რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაუბრუნდა პოსტს). ყველაზე დიდხანს პოსტი თემურ ქეცბაიას ეკავა, ის 40 მატჩში გაუძღვა ჩვენს ნაკრებს და შესაბამისად, მასვე აქვს ყველაზე მეტი - 13 მოგებაც, თუმცა ნაკრების არსებობის ისტორიაში ერთადერთხელ მოგებული ტურნირის დროს (მალტის ტურნირი - 1998 წლის თებერვალში), გუნდს სათავეში ვლადიმერ გუცაევი ედგა. სწორედ მაშინ იყო ჩვენი ნაკრები ფიფას რეიტინგში ყველაზე მაღლა - 52-ე ადგილზე.

ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელი

ამ ნომინაციაში უდაო ლიდერი, ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერია. ნაკრებში ის 2008 წლის ზაფხულში მოვიდა. მისი დებიუტი უელსთან ამხანაგურ მატჩში შედგა, რომელიც ქართველებმა 2:1 მოიგეს. თავიდან გიორგი ლორია შეცდა და შორიდან დარტყმული ბურთი ხელიდან გაუვარდა. ვაგებდით, მაგრამ მეორე ტაიმში ლევან ყენიამ და ბექა გოცირიძემ გაიტანეს. ამ თამაშის მერე, ქართველებმა მისი ხელმძღვანელობით კიდევ 15 თამაში გამართეს, საიდანაც 4 ფრედ დაასრულეს, ხოლო 11 - წააგეს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

ზოგადად, მწვრთნელების ხელფასი მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია ხოლმე, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ხელფასი გერმანელ სპეციალისტს კლაუს ტოპმიოლერს ჰქონდა. მისი გასამრჯელო წელიწადში 5 485 000 ლარი იყო.

ყველაზე კურიოზული მატჩი

რამდენად შეიძლება კურიოზული ეწოდოს ამ მატჩს, საკითხავია, 2002 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს რუსეთის ნაკრები ესტუმრა. პირველი ტაიმის ბოლოს, 41-ე წუთზე, "ლოკომოტივის" სტადიონის ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის გამო შუქი გამოირთო. ორ წუთში პრობლემა მოგვარდა და ნორვეგიელმა არბიტრმა ტომ ჰენინგ ოვრებომ მატჩი განაახლა, მაგრამ გავიდა კიდევ სამი წუთი და შუქი ისევ გამოირთო. ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების წყარომ ვერ იმუშავა, ენერგეტიკოსებს პრობლემის მოგვარების იმედი გადაეწურათ და მატჩი შეწყდა. ეს იყო უდიდესი სირცხვილი, რის გამოც საქართველოს ბნელი და ჩამქრალი ქვეყნის იარლიყი მიაწებეს. სხვათა შორის, ერთ თვეში საერთაშორისო საკალათბურთო შეხვედრის დროსაც დაახლოებით იგივე მოხდა - თბილისის "დინამომ" ვერის პარკში ფიბა-ევროპის რეგიონული თასის გათამაშებაში უკრაინულ იუჟნის "ხიმიკს" უმასპინძლა. დარბაზში დენი ორჯერ გამოირთო და თამაში 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა ამ მორიგ ელექტროინციდენტს დიდი ხმაური არ მოჰყოლია.

ყველაზე მეტი მაყურებელი სტადიონზე

1995 წელს, საქართველოს გერმანიის სუპერ გუნდი ესტურმა, რომლის შემადგენლობაში მსოფლიო ვარსკვლავები (კლინსმანი, მათეუსი, კიოპკე და სხვა) თამაშობდნენ. ქვეყანაში, სადაც შუქის მოსვლაც კი სენსაციად აღიქმებოდა, ამ დონის გუნდის სტუმრობა ბევრს ნიშნავდა, ამიტომ თამაშზე დასასწრებად მთელი საქართველოდან ჩამოვიდნენ. "დინამოს" სტადიონი მაშინ 56 000 ადამიანს იტევდა, ბუნებრივია, ბილეთები თამაშამდე დიდი ხნით ადრე გაიყიდა, თუმცა ქვეყანაში გამეფებული კორუფცია სტადიონზე ყვაოდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ არავის ეუბნებოდნენ შესვლაზე უარს. არაოფიციალური მონაცემებით, თამაშს 110 000 ადამიანი დაესწრო.

ყველაზე დიდი სენსაცია

2016 წლის 8 ივნისს საქართველოს ნაკრებმა საოცრება მოახდინა, სტუმრად მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. მთელი თამაშის მანძილზე, მიუხედავად საგრძნობი უპირატესობისა, ესპანელებს რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ, ჩვენებმა კი კარგად ისარგებლეს კონტრშეტევით და მატჩის ერთადერთი გოლიც გაიტანეს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ასეთი დიდი გამარჯვება ჯერ არ ყოფილა.

ყველაზე მეტი თამაში ეროვნულ ნაკრებში

ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი, 100 თამაში სფფ-ს მოქმედ პრეზიდენტს და პარლამენტის წევრ ლევან კობიაშვილს აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი ნორვეგიელებთან ამხანაგურ მატჩში შედგა, როდესაც ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ლევან კობიაშვილს ნაკრებში 12 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, უკანასკნელი გოლი კობიაშვილმა 2011 წლის 26 მარტს ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში გაიტანა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა სწორედ მისი გოლის წყალობით 1-0 მოიგო. ნაკრებში უკანასკნელი, მე-100 მატჩი კობიაშვილმა იმავე ტურნირზე 2011 წლის 11 ოქტომბერს ჩაატარა საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ.

დუბლი საკუთარ კარში

აწ უკვე პოლიტიკოსი კალაძის ბიოგრაფიაში, ავტოგოლი დღემდე ცუდად მოსაგონარია. საქართველო-იტალიის ნაკრების შეხვედრისას, რომელიც 0-2 დასრულდა, ორივე გოლი, ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გაიტანა საკუთარ კარში. სამწუხაროდ, როცა კახა კალაძეზეა საუბარი, ბევრი მხოლოდ ამ ფაქტს იხსენებს, თუმცა ავიწყდებათ კალაძის გმირული საქციელი, როცა მისი ძმა გაიტაცეს - მან ეროვნული ნაკრების მაისურით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ამ ფაქტის მიუხედავად, კახა კალაძე დღემდე რჩება ყველაზე წარმატებულ ქართველ ფეხბურთელად.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს