პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ
ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის V ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 52-ე ბა­ტა­ლი­ო­ნი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ოცე­უ­ლი, IV მე­ქა­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ბრი­გა­დის 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის "ალფა" ასე­უ­ლი სამ­შობ­ლო­ში სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით დაბ­რუნ­და.

ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რია და აშშ-ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში, იან კელი ალექ­სე­ევ­კის აე­რო­პორ­ტში დახ­ვდნენ.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და ამე­რი­კის ელჩმა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს სამ­შობ­ლო­ში მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბა მი­უ­ლო­ცეს და სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს.

სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს ალექ­სე­ევ­კის აე­როდ­რომ­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ლელა ჩი­ქო­ვა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, ბრი­გა­დის გე­ნერ­ლე­ბი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია და გი­ორ­გი სურ­მა­ვა, ასე­ვე თავ­დაც­ვის უწყე­ბის მა­ღა­ლი რან­გის სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი დახ­ვდნენ.

"ჩემო ძმე­ბო, კი­დევ ერთხელ დიდი სიყვრუ­ლით, ძა­ლი­ან დიდი ემო­ცი­ით გხვდე­ბით. გე­ლო­დით და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ყვე­ლა უსაფრ­თხოდ და მშვი­დო­ბით დაბ­რუნ­და სახ­ლში. გი­ლო­ცავთ მშვი­დო­ბი­ა­ნად დაბ­რუ­ნე­ბას. ჩვენ ერთი ოჯა­ხი ვართ, ძმე­ბი ვართ და მე თქვენს გვერ­დით ვდგა­ვარ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, თი­თო­ე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცის სა­ხე­ლით, ყვე­ლა ქარ­თვე­ლის სა­ხე­ლით დიდი მად­ლო­ბა იმ შრო­მის­თვის, იმ ღვაწ­ლის­თვის და იმ თავ­და­დე­ბის­თვის რა­საც თქვენ ეწე­ვით თქვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა და ქედს ვიხ­რი თქვენს წი­ნა­შე", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იზო­რი­ამ.

რო­გორც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, 52-ე ბა­ტა­ლი­ო­ნი რო­ტა­ცი­ის წე­სით III ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 32-ე ბა­ტა­ლი­ონ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. V ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 52-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის და ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ოცე­უ­ლის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი ამე­რი­კელ სა­ზღვაო ქვე­ი­თებ­თან ერ­თად 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ა­ში იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი. ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ოცე­უ­ლი "ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზის" სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ამო­ცა­ნებს ას­რუ­ლებ­და. 52-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა კი, "ბაგ­რა­მის სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზის" უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იყო. რაც შე­ე­ხე­ბა 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის ალფა ასე­ულს, ის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ას ავ­ღა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ქა­ბულ­ში 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­რუ­ლებ­და. 42-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის "ალფა" ასე­უ­ლი ავ­ღა­ნეთ­ში V ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 51-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბულ­მა ასე­ულ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. ქვე­და­ნა­ყო­ფის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" მი­სი­ის შტაბ-ბი­ნის დაც­ვა იყო.

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონი, ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეული სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა.

ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი ალექსეევკის აეროპორტში დახვდნენ.

თავდაცვის მინისტრმა და ამერიკის ელჩმა სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

სამშობლოში დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკის აეროდრომში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი სურმავა, ასევე თავდაცვის უწყების მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირები დახვდნენ.

"ჩემო ძმებო, კიდევ ერთხელ დიდი სიყვრულით, ძალიან დიდი ემოციით გხვდებით. გელოდით და ბედნიერი ვარ, რომ ყველა უსაფრთხოდ და მშვიდობით დაბრუნდა სახლში. გილოცავთ მშვიდობიანად დაბრუნებას. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ძმები ვართ და მე თქვენს გვერდით ვდგავარ. საქართველოს სახელით, თითოეული ჯარისკაცის სახელით, ყველა ქართველის სახელით დიდი მადლობა იმ შრომისთვის, იმ ღვაწლისთვის და იმ თავდადებისთვის რასაც თქვენ ეწევით თქვენი ქვეყნისთვის. უღრმესი მადლობა და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე", - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 52-ე ბატალიონი როტაციის წესით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში იყვნენ ჩართულნი. ეროვნული გვარდიის ოცეული "ბაგრამის საავიაციო ბაზის" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდა. 52-ე ბატალიონის მთავარი ამოცანა კი, „ბაგრამის საავიაციო ბაზის" უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. რაც შეეხება 42-ე ბატალიონის ალფა ასეულს, ის სამშვიდობო მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 6 თვის განმავლობაში ასრულებდა. 42-ე ბატალიონის „ალფა" ასეული ავღანეთში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის დაცვა იყო.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."