მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდესაც ავტორიტეტი მეტს ნიშნავს, ვიდრე რეიტინგი
 როდესაც ავტორიტეტი მეტს ნიშნავს, ვიდრე რეიტინგი

რას და რო­მელ არხს ვუ­ყუ­როთ ტე­ლე­ვი­ზორ­ში? - ამ კი­თხვით მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავს ყო­ველ­დღი­უ­რად სა­კუ­თარ თავს. სად და რო­მელ არხზე გან­ვა­თავ­სოთ რეკ­ლა­მა, რომ მეტი ეფექ­ტი მი­ვი­ღოთ? - ამა­ზე კომ­პა­ნი­ე­ბის მარ­კე­ტო­ლო­გე­ბი იმ­ტვრე­ვენ თავს.

არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა არც ისე ად­ვი­ლია იმ პი­რო­ბებ­ში, როცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თუ სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ასო­ბით სხვა­დას­ხვა არ­ხის ყუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ აუ­დი­ტო­რი­ას. ეს არ­ხე­ბი კი ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბი­სა თუ ასა­კის მა­ყუ­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი.

ამე­რი­კა, სა­დაც ტე­ლე­ვი­ზია სუ­პერ­პო­პუ­ლა­რუ­ლი და სუ­პერ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ იც­ვლე­ბა ბოლო წლებ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო ლან­დშაფ­ტი.

სა­ა­გენ­ტო MediaLife-ის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, აშშ-ში გა­სულ კვი­რას ე.წ. პრა­იმ­თა­ი­მის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე ყუ­რე­ბა­დი სპორ­ტუ­ლი არხი ESPN იყო, რო­მელ­საც მოს­დევს გა­სარ­თო­ბი და სე­რი­ა­ლე­ბის არ­ხე­ბი: TBS, FX, USA და Adult Swim. ამა­ვე სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო არხი, როგ­ორიც საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბი­ლი CNN-ია, ე.წ. პრა­იმ­თა­იმ­ში მე-14 პო­ზი­ცი­ა­ზე აღ­მოჩ­ნდა.

TV Insider-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­უ­ხე­და­ვად­ იმი­სა, რომ 2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, CNN 31-ე პო­ზი­ცი­ა­ზე იყო აუ­დი­ტო­რი­ის სა­ერ­თო­ რა­ო­დე­ნო­ბის რე­ი­ტინ­გში და მას უს­წრებ­და ისე­თი არ­ხე­ბი, რო­გო­რი­ცაა სპორ­ტუ­ლი ESPN, "დის­ნე­ის არხი", "ტე­ლე­მუნ­დო", კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი არხი FOOD NERWORK-ია, CNN-ის მა­ყუ­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­სულ წელს 28%-ით გა­ი­ზარ­და და დღი­უ­რად 672 000-ს მი­აღ­წია.

მარ­კე­ტო­ლოგ­თა გან­ცხა­დე­ბით, CNN-ის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა და სხვა­დას­ხვა რე­ი­ტინ­გში და­ბა­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­სარ­თობ და სე­რი­ა­ლე­ბის არ­ხებ­თან შე­და­რე­ბით, მი­უ­თი­თებს მა­ყუ­რებ­ლის ქცე­ვა­ზე, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფალ დროს გა­სარ­თო­ბი არ­ხის ყუ­რე­ბას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

"ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვის მა­ღალ რე­ი­ტინგს გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მე­ბი, სე­რი­ა­ლე­ბი და ფილ­მე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს, რად­გან მსგავ­სი პრო­დუქ­ტი მე­ტად მი­სა­ღე­ბია ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, ისეთ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, ვი­საც სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დე­ში სწო­რედ ასე­თი სა­ხის კონ­ტენ­ტი აქვთ, უფრო მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს", - ამ­ბო­ბენ ამე­რი­კე­ლი მარ­კე­ტო­ლო­გე­ბი.

თუმ­ცა, გა­სარ­თო­ბი არ­ხე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბევ­რი რეკ­ლა­მის დამ­კვე­თი, გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვისი პრო­დუქ­ცია თუ მომ­სა­ხუ­რე­ბა მა­სობ­რივ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე­ არ არის გათ­ვლი­ლი, სწო­რედ ისე­თი ტი­პის არ­ხებს ირ­ჩევს, რომ­ლის აუ­დი­ტო­რი­აც­ საქ­მი­ა­ნი წრე­ე­ბის­გან შედ­გე­ბა. გარ­და ამი­სა, ცხა­დია, ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი ამ არ­ხი­სად­მი ნდო­ბაა. "სწო­რედ CNN-ის ობი­ექ­ტუ­რო­ბა, ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა და ავტ­ორი­ტე­ტი გან­სა­ზღვრავს მის გავ­ლე­ნი­ა­ნო­ბას. ჩვენ­თვის საკ­მა­რი­სია იმის ცოდ­ნა, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი სრუ­ლად ენ­დო­ბა ამ არხს და ეს ის კა­ტე­გო­რი­აა, ვის­თვი­საც­ დრო, ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა და სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ CNN სწო­რედ იმ ავ­ტო­რი­ტე­ტულ არ­ხებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლია­ რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ვიდ­რე სხვა არ­ხე­ბი", - აღ­ნიშ­ნა­ვენ რეკ­ლა­მის დამ­კვე­თე­ბი.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2004 წლი­დან შე­მო­სა­ვა­ლი რეკ­ლა­მი­დან ყო­ველ­წლი­ურად იზ­რდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს არხი არ ასა­ჯა­რო­ებს, Niemanlab-ის ცნო­ბით, 2012 წელს CNN-ის მო­გე­ბამ მხო­ლოდ რეკ­ლა­მის ხარ­ჯზე 600 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

CNN-ი პირ­ვე­ლი არხი იყო, რო­მელ­მაც მა­ყუ­რე­ბელს ახა­ლი ამ­ბე­ბის 24-სა­ა­თი­ა­ნი მა­უ­წყებ­ლო­ბის კონ­ცეფ­ცია შეს­თა­ვა­ზა. კომ­პა­ნი­ას დღეს 40 ბი­უ­რო აქვს, აქე­დან 26 სა­ერ­თა­შო­რი­სო. CNN-ის ახა­ლი ამ­ბე­ბი გა­და­ი­ცე­მა 38 კოს­მო­სუ­რი თა­ნამ­გზავ­რით და ხელ­მი­საწ­ვდო­მია მსოფ­ლი­ოს 212 ქვე­ყა­ნა­სა და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

მარი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

"კვი­რის პა­ლიტ­რა"

როდესაც ავტორიტეტი მეტს ნიშნავს, ვიდრე რეიტინგი

 როდესაც ავტორიტეტი მეტს ნიშნავს, ვიდრე რეიტინგი

რას და რომელ არხს ვუყუროთ ტელევიზორში? - ამ კითხვით მილიონობით ადამიანი მიმართავს ყოველდღიურად საკუთარ თავს. სად და რომელ არხზე განვათავსოთ რეკლამა, რომ მეტი ეფექტი მივიღოთ? - ამაზე კომპანიების მარკეტოლოგები იმტვრევენ თავს.

არჩევანის გაკეთება არც ისე ადვილია იმ პირობებში, როცა საზოგადოებრივი თუ საკაბელო ტელევიზიები ასობით სხვა­დასხვა არხის ყურებას სთავაზობენ აუდიტორიას. ეს არხები კი ყველა გემოვნებისა თუ ასაკის მაყურებელზეა გათვლილი.

ამერიკა, სადაც ტელევიზია სუპერპოპულარული და სუპერგანვითარებულია, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ იცვლება ბოლო წლებში სატელევიზიო ლანდშაფტი.

სააგენტო MediaLife-ის ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გასულ კვირას ე.წ. პრაიმთაიმის პერიოდში ყველაზე ყურებადი სპორტული არხი ESPN იყო, რომელსაც მოსდევს გასართობი და სერიალების არხები: TBS, FX, USA და Adult Swim. ამავე სააგენტოს მონაცემებით, ისეთი პოპულარული საინფორმაციო არხი, როგ­ორიც საქვეყნოდ ცნობილი CNN-ია, ე.წ. პრაიმთაიმში მე-14 პოზიციაზე აღმოჩნდა.

TV Insider-ის ინფორმაციით, მიუხედავად­ იმისა, რომ 2015 წლის მონაცემებით, CNN 31-ე პოზიციაზე იყო აუდიტორიის საერთო­ რაოდენობის რეიტინგში და მას უსწრებდა ისეთი არხები, როგორიცაა სპორტული ESPN, "დისნეის არხი", "ტელემუნდო", კულინარიული არხი FOOD NERWORK-ია, CNN-ის მაყურებელთა რაოდენობა გასულ წელს 28%-ით გაიზარდა და დღიურად 672 000-ს მიაღწია.

მარკეტოლოგთა განცხადებით, CNN-ის პოზიციონირება და სხვადასხვა რეიტინგში დაბალი პოზიციები გასართობ და სერიალების არხებთან შედარებით, მიუთითებს მაყურებლის ქცევაზე, რომელიც თავისუფალ დროს გასართობი არხის ყურებას ანიჭებს უპირატესობას.

"ტელევიზიებისთვის მაღალ რეიტინგს გასართობი პროგრამები, სერიალები და ფილმები განაპირობებს, რადგან მსგავსი პროდუქტი მეტად მისაღებია ფართო აუდიტორიისთვის. შესაბამისად, ისეთ ტელევიზიებს, ვისაც სამაუწყებლო ბადეში სწორედ ასეთი სახის კონტენტი აქვთ, უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს", - ამბობენ ამერიკელი მარკეტოლოგები.

თუმცა, გასართობი არხებისგან განსხვავებით, ბევრი რეკლამის დამკვეთი, განსაკუთრებით ისინი, ვისი პროდუქცია თუ მომსახურება მასობრივ მომხმარებელზე­ არ არის გათვლილი, სწორედ ისეთი ტიპის არხებს ირჩევს, რომლის აუდიტორიაც­ საქმიანი წრეებისგან შედგება. გარდა ამისა, ცხადია, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ არხისადმი ნდობაა. "სწორედ CNN-ის ობიექტურობა, ოპერატიულობა და ავტ­ორიტეტი განსაზღვრავს მის გავლენიანობას. ჩვენთვის საკმარისია იმის ცოდნა, რომ მაყურებელი სრულად ენდობა ამ არხს და ეს ის კატეგორიაა, ვისთვისაც­ დრო, ოპერატიულობა და სანდო ინფორმაცია მნიშვნელოვანია. ამიტომ CNN სწორედ იმ ავტორიტეტულ არხებს მიეკუთვნება, რომელიც ბევრად უფრო მიმზიდველია­ რეკლამის განთავსების თვალსაზრისით, ვიდრე სხვა არხები", - აღნიშნავენ რეკლამის დამკვეთები.

CNN-ის ინფორმაციით, 2004 წლიდან შემოსავალი რეკლამიდან ყოველწლი­ურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მონაცემებს არხი არ ასაჯაროებს, Niemanlab-ის ცნობით, 2012 წელს CNN-ის მოგებამ მხოლოდ რეკლამის ხარჯზე 600 მილიონი დოლარი შეადგინა.

CNN-ი პირველი არხი იყო, რომელმაც მაყურებელს ახალი ამბების 24-საათიანი მაუწყებლობის კონცეფცია შესთავაზა. კომპანიას დღეს 40 ბიურო აქვს, აქედან 26 საერთაშორისო. CNN-ის ახალი ამბები გადაიცემა 38 კოსმოსური თანამგზავრით და ხელმისაწვდომია მსოფლიოს 212 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

მარი ჯავახიშვილი

"კვირის პალიტრა"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს