სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველის მიმართვა სამართალდამცავ უწყებებს
სახალხო დამცველის მიმართვა სამართალდამცავ უწყებებს

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი მო­უ­წო­დებს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს, უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვონ და­პი­რის­პი­რე­ბის შე­საძ­ლო წა­მო­წყე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი არც ერთი ინ­ფორ­მა­ცია. ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უჩა ნუ­ნუ­აშ­ვილ­მა, ხმე­ბის დათ­ვლის პრო­ცე­სის დროს მომ­ხდა­რი ინი­დენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც უჩა ჩა­ნუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სხვა­დას­ხვა ინ­ცი­დენ­ტებ­ზე არა­ე­ფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა შე­საძ­ლოა ასე­ვე იყოს ერთ–ერთი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი მი­ზე­ზი ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ტე­ბის.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სა­არ­ჩევ­ნო მო­ნი­ტო­რე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის ზო­გი­ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში ხმე­ბის დათ­ვლის პრო­ცეს­ში მოხ­და ინ­ცი­დენ­ტე­ბი, რომ­ლის დრო­საც და­ზა­რალ­დე­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და და­ზი­ან­და ქო­ნე­ბა. ქუ­თა­ი­სი N90 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ო­ტო­რი­ა­ზე მოხ­და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, არი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი. ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჯი­ხაშ­კა­რის N 79-ე და N 108-ე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ში შე­იჭრ­ნენ უცხო პი­რე­ბი, და­არ­ბი­ეს უბ­ნე­ბი, და­ა­ზი­ა­ნეს ინ­ვენ­ტა­რი, და­ამ­ტვრი­ეს სა­არ­ჩევ­ნო ყუთი, არი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, მათ შო­რის - ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი; ქა­ლაქ მარ­ნე­უ­ლი სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას­თან ხდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბის ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და ჩნდე­ბა მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხე. სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ეზო­ში მი­ტა­ნი­ლია მარ­ნე­უ­ლის სა­არ­ჩევ­ნო ოქლის უბ­ნე­ბი­დან მი­ტა­ნი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი და არ­სე­ბობს ამ ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის საფრ­თხე. ამა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბის მხრა­დამ­ჭე­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაა ქა­ლაქ ბა­თუ­მის N1 სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან, სა­დაც ასე­ვე არ­სე­ბობს და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხე", - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ასე­ვე მი­მარ­თავს სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, გა­ა­კე­თონ ყვე­ლა­ფე­რი, სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის და თა­ვი­ანთ მხარ­დამ­ჭე­რებს მო­უ­წო­დონ ძა­ლა­დო­ბი­სა­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ.

"ნუ და­ი­ვი­წყე­ბენ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი ყო­ველ­გავრ პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებ­ზე უფრო მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.მივ­მარ­თავ პო­ლი­ცი­ას: სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ყვე­ლა პი­რის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, პო­ლი­ცია ვალ­დე­ბუ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა, ხოლო ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბის ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვი­სას - ამ ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი­სათ­ვის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა. მო­ვუ­წო­დებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს, უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­ტო­ვონ და­პი­რის­პი­რე­ბის შე­საძ­ლო წა­მო­წყე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი არც ერთი ინ­ფორ­მა­ცია. მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ და გა­ა­ტა­რონ ყვე­ლა შე­საძ­ლო პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ძა­ლა­დო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით.ხაზ­გას­მით უნდა ით­ქვას, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ტა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უპირ­ვე­ლე­სად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა. გან­ვლილ პე­რი­ოდ­ში, ზუგ­დიდ­ში, კორ­ცხელ­სა და დი­დი­ნე­ძ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებ­ზე არა­ე­ფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა შე­საძ­ლოა ასე­ვე იყოს ერთ–ერთი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი მი­ზე­ზი ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ტე­ბის იმ ტალ­ღი­სა, რო­მელ­საც მიმ­დი­ნა­რე ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს ად­გი­ლი. მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია ჩრდილს აყე­ნებს მთლი­ა­ნად სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს. სა­მო­მავ­ლო, უფრო დიდი ზი­ა­ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ იმ პი­რო­ბებ­ში, თუ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მა მო­ა­ხერ­ხებს და­სა­წყის­ში­ვე გან­მუხ­ტოს და­ძა­ბუ­ლო­ბის კე­რე­ბი და ადეკ­ვა­ტუ­რი და უს­წრა­ფე­სი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს უკვე მომ­ხდარ ფაქ­ტებ­ზე", - აცხა­დებს უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

სახალხო დამცველის მიმართვა სამართალდამცავ უწყებებს

სახალხო დამცველის მიმართვა სამართალდამცავ უწყებებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, უყურადღებოდ არ დატოვონ დაპირისპირების შესაძლო წამოწყების შესახებ მიღებული არც ერთი ინფორმაცია. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნუნუაშვილმა, ხმების დათვლის პროცესის დროს მომხდარი ინიდენტების შეფასებისას განაცხადა.

როგორც უჩა ჩანუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, სხვადასხვა ინციდენტებზე არაეფექტური რეაგირება შესაძლოა ასევე იყოს ერთ–ერთი განმაპირობებელი მიზეზი ძალადობრივი აქტების.

"საქართველოს სახალხო დამცველის საარჩევნო მონიტორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ზოგიერთ საარჩევნო უბანში ხმების დათვლის პროცესში მოხდა ინციდენტები, რომლის დროსაც დაზარალდენენ ადამიანები და დაზიანდა ქონება. ქუთაისი N90 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიოტორიაზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, არიან დაზარალებული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N 79-ე და N 108-ე საარჩევნო უბნებში შეიჭრნენ უცხო პირები, დაარბიეს უბნები, დააზიანეს ინვენტარი, დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი, არიან დაზარალებულები, მათ შორის - ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები; ქალაქ მარნეული საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხდება პოლიტიკური მოძრაობების ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დიდი რაოდენობით მხარდამჭერების მობილიზება და ჩნდება მათ შორის დაპირისპირების საფრთხე. საოლქო საარჩევნო კომისიის ეზოში მიტანილია მარნეულის საარჩევნო ოქლის უბნებიდან მიტანილი ბიულეტენები და არსებობს ამ ბიულეტენების დაზიანების საფრთხე. ამავე პოლიტიკური მოძრაობების მხრადამჭერების მობილიზებაა ქალაქ ბათუმის N1 საარჩევნო უბანთან, სადაც ასევე არსებობს დაპირისპირების საფრთხე", - ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

სახალხო დამცველი ასევე მიმართავს საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, გააკეთონ ყველაფერი, სიმშვიდის შენარჩუნებისათვის და თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდონ ძალადობისაგან თავის შეკავებისკენ.

"ნუ დაივიწყებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესები ყოველგავრ პოლიტიკურ ინტერესებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია.მივმართავ პოლიციას: საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, პოლიცია ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება, ხოლო ძალადობის გამოვლინების ყოველი შემთხვევისას - ამ ფაქტების გამოძიება და დამნაშავეებისათვის პასუხისგებაში მიცემა. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, უყურადღებოდ არ დატოვონ დაპირისპირების შესაძლო წამოწყების შესახებ მიღებული არც ერთი ინფორმაცია. მყისიერი რეაგირება მოახდინონ და გაატარონ ყველა შესაძლო პრევენციული ღონისძიება, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით.ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაზე პასუხისმგებლობა უპირველესად ხელისუფლებას ეკისრება. განვლილ პერიოდში, ზუგდიდში, კორცხელსა და დიდინეძში მომხდარ ინციდენტებზე არაეფექტური რეაგირება შესაძლოა ასევე იყოს ერთ–ერთი განმაპირობებელი მიზეზი ძალადობრივი აქტების იმ ტალღისა, რომელსაც მიმდინარე ღამის განმავლობაში აქვს ადგილი. მსგავსი ინფორმაცია ჩრდილს აყენებს მთლიანად საარჩევნო პროცესს. სამომავლო, უფრო დიდი ზიანის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობებში, თუ სამართალდამცავი სისტემა მოახერხებს დასაწყისშივე განმუხტოს დაძაბულობის კერები და ადეკვატური და უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს უკვე მომხდარ ფაქტებზე", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."